♧6: კითხვები

440 62 2
                                    


თეჰიონს სახეზე მზის სხივებმა დაანათეს. დაამთქნარა და თვალები დაიზილა.

საწოლს დახედა და იმედგაცრუება იგრძნო. ჯონგუკი მის გვერდით არ იყო. ალბათ რამე გადაუდებელი საქმე ჰქონდა.

ან უბრალოდ მარტო დატოვა.

"გამარჯობა თეჰიონ" თქვა მოახლემ და თავი ოთხმოცდაათი გრადუსით დაუკრა.

"გამარჯობა... ჯონგუკი სადაა?" იკითხა თეჰიონმა, ქალს სახეზე გაკვირვება გამოესახა.

"ეგ არ უნდა დაუძახო! 'მეფე' ან 'მბრძანებელი' დაუძახე" თეჰიონმა გაიკვირვა და ხელები გადააჯვარედინა.

"და რატომ?" შეეცადა თავდაჯერებული ყოფილიყო, მაგრამ მის ხმაში ნერვიულობა მაინც შეინიშნებოდა.

"მეფეს არ სურს სახელით მისი დედოფლის გარდა ვინმემ მიმართოს" თქვა ქალმა და ბიჭმა ამოიოხრა.

ყველაფრის ნებას დამრთავს. ამის გამო ნამდვილად არ გამიბრაზდება.

"აჰ

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.


"აჰ... გასაგებია" საუბარი დავასრულე. მოახლემ თავი დამიკრა და რაღაცეები ამიხსნა.

ცოტახანში გადავწყვიტე, რომ შემოგარენი დამეთვალიერებინა. სასახლეში განსხვავებული აურა სუფევდა, კედლები მუქი ფერის იყო.
დერეფნის კედლებთან ოქროთი შემკობილი სკულპტურები იდგა, რომლებიც გარედან შუშით იყო დაცული.

თვალიერებაში ერთ დიდ სურათს წავაწყდი.

ჯონგუკი, რომელსაც ოქროს გვირგვინი ეკეთა. გვერდს კი გამხდარი ბიჭი უმშვენებდა, რომელიც მის მსგავსად ტახტზე იჯდა.

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vDonde viven las historias. Descúbrelo ahora