"ჯონგუკ! ჯონგუკ!" დაიყვირა თეჰიონმა და დერეფანში გაიქცა, გზას ყვირილის ხმით მიიკვლევდა."შენი დედა მოვტყან! გამიშვი!" კიდევ ერთხელ გაისმა ჯონგუკის ხმა რაზეც უფრო ანერვიულდა, შუბლიდან ოფლის წვეთები სრიალდებოდნენ.
დერეფანში გზა ორად იყოფოდა, არ იცოდა საით წასულიყო. მალევე მარჯვენა მხრიდან ხმა შემოესმა, გზას გაუყვა და თავი სასახლის ბნელ კუთხეში ამოყო.
თეჰიონმა ამოიოხრა და კიბეებზე ჩასვლამდე თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.
"ღმერთო.."
__________
"ა-არის აქ ვინმე?" წარმოსთქვა თეჰიონმა როცა ბოლო საფეხურს მიაღწია.
ნაბიჯები ერთმანეთს მიჰყვებოდა, თეჰიონი კი ათეულობით საკნის წინ აღმოჩნდა. ზოგი სისხლით იყო მოთხვრილი, ზოგში კი პატიმრები იყვნენ.
"ჯონგუკ!" ხმა ისევ მოესმა და დაიძახა, სამიზნეს ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
_______
"როგორი იდიოტი ხარ" ჩაიცინა ჯექსონმა და ჯონგუკს შეხედა, რომელსაც ეშვები, წითელი თვალები და ბრჭყალები ჰქონდა.
"მაგრამ მაინც მადლობა, რადგან შენ ხარ მიზეზი რატომაც შენი ადამიანი მონა ამ მახეში მოდის, მახეში რომელიც სპეციალურად მისთვის შევქმენი"
"ის უბრალოდ მონა არაა!" ჯონგუკს ხმა დაბოხებოდა, ხოლო სუნთქვა გართულებული ჰქონდა.
"მაშინ რა? სათამაშო?" თქვა ჯექსონმა და ჯონგუკის სიმაღლეს გაუსწორდა.
(დაბმული იატაკზე იჯდა)"აღარასდროს მითხრა, რომ ის გიყვარს. შენ არ შეგიძლია მათი შეყვარება, ადამიანების შეყვარება. ეს წესია!" გააგრძელა საუბარი და ჯონგუკისთვის სილის გაწნის მიზნით ხელი ასწია.
დასარტყმელად მომზადებული ხელი სასიამოვნოდ მოსასმენმა ექომ შეაჩერა.
"ჰეი? ჯონგუკ? აქ ხარ?" ნაბიჯების ხმა გაისმა, რომელიც საკანს უახლოვდებოდა.
VOCÊ ESTÁ LENDO
RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.v
Fanfic"თუ ვამპირი წითელი თვალებით შემოგხედავს მას უნდა, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი მეწყვილე იყო" "მაგრამ ჰიონ! გეფიცები აქამდეც მინახავს წითელ თვალებიანი ბიჭი!" Top!Kook Bottom!Tae credit: ALPHAGGUK