"თუ ვამპირი წითელი თვალებით შემოგხედავს მას უნდა, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი მეწყვილე იყო"
"მაგრამ ჰიონ! გეფიცები აქამდეც მინახავს წითელ თვალებიანი ბიჭი!"
Top!Kook Bottom!Tae
credit: ALPHAGGUK
اوووه! هذه الصورة لا تتبع إرشادات المحتوى الخاصة بنا. لمتابعة النشر، يرجى إزالتها أو تحميل صورة أخرى.
საღამო იყო, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ალბათ ისევ დამალვა მომიწევს, როცა მეფე მოვა.
"თე შეგიძლია ჩვენს გვერდით დადგე. მეფე განრისხდება თუ დაგმალავთ" თქვა ჯიმინმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
"დარწმუნებული ხარ? ვა-ვამპირების დიდი ფანი არ ვარ" ამოვიოხრე, ჯინმა ხელი მხარზე დამადო.
"თე მამაცი უნდა იყო თორემ გაგაგდებენ ან..." ჯინმა სიტყვა გაწყვიტა, მათი ნათქვამი გამახსენდა რომ მეფე ნებისმიერს კლავს.
რამდენიმე წუთში კაკუნი გაისმა. სანამ ჯიმინი კარებს გააღებდა ჩვენ შემოგვხედა.
პირზე ხელი ავიფარე, რომ ზედმეტი ხმა არ გამომეცა. მის აღნაგობაზე თვალები გამიფართოვდა.
წინად სახლის მწმენდავი იყო.
"თე ნუ აშტერდები!..." ჯინმა ხელი გამკრა.
ვცდილობდი, რომ იატაკისთვის მეყურებინა. თვალწინ მედგა მისი წითელი თვალები.
წესი დავარღვიე.
"მიიღეთ ჩვენი შესაწირი თქვენო უდიდებულესობავ" ბიჭებმა თავი დაუკრეს, მათი შემხედვარე იგივე გავიმეორე.
მეფე ჩვენსკენ დაიძრა, უფრო სწორად ჩემსკენ. სუნთქვა შემეკრა როცა ჩემს წინ გაჩერდა.
მოვკვდები?
"იმ ყველაფრის შემდეგ ადამიანს მალავთ?" თქვა მეფემ და ხელი უხეშად ჩამავლო.
ვეცადე ხელი გამეთავისუფლებინა მაგრამ ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. პატარაზე ამოვიკვნესე და დასახმარებლად ჯინს და ჯიმინს გავხედე, რომლებიც სიბრალულის თვალებით მიყურებდნენ.