♧17: შეცდომა

396 52 5
                                    

მესამე პირის თვალთახედვა:

მეორე დღეს ჯონგუკმა ჩვეულებრივზე გვიან გაიღვიძა. თეჰიონი? მან სულ რამდენიმე წუთით შეძლო თვალების დახუჭვა.

"ჰ-ჰეი..დილა მშვიდობისა" მიესალმა ჯონგუკი ხრიწიანი ხმით და გაიზმორა, ორგანიზმიდან ალკოჰოლის ეფექტი გასულიყო.

"მშვიდობისა" თეჰიონმა მოკლედ უპასუხა და ჯონგუკს ზურგი აქცია.

"მიხარია, რომ მოგეწონა იუნგი"

თეჰიონის ლოყებზე ცრემლებმა გზის გაკვლევა იწყეს, ხელი მოუჭირა საბანს რომელიც სხეულზე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული.

მან იფიქრა, რომ იუნგი იყო ის ვისთანაც გუშინ საღამო გაატარა.

თეჰიონმა საბანი თავზე გადაიფარა, ქუთუთოები მჭიდროდ დააჭირა ერთმანეთს და საკუთარ თავს ბალიშის დასველების უფლება მისცა.

მოგატუებთ თუ გეტყვით, რომ ჯონგუკს ეს არ შეუმჩნევია, მაგრამ გადაწყვიტა ყურადღება არ მიექცია.

"ჯო-ჯონგუკ?" თეჰიონი ცდილობდა ხმა არ აკანკალებოდა.

"გისმენ?" დაამთქნარა ჯონგუკმა, თეჰიონის ზურგს მზერა გაუსწორა და ღიმილიანი სახით მასზე ხელებს დააცურებდა.

"კარგად გახსოვს რა..რა მოხდა წინა ღამით?" თეჰიონმა ბალიშზე ცრემლები მიიწმინდა.

"ამმ.. ის მახსოვს, რომ დავლიე და.. ვიჟიმავეთ?" თქვა ჯონგუკმა კითხვის ნიშნით.

"საერთოდაც შენ და იუნგიმ, ჩვენ არა" თვალები გადაატრიალა, მის ხმაში სარკაზმთან ერთად ტკივილიც იყო შესამჩნევი.

"ეი.. მართლა? ი-ის ცოცხალია?" სამაგიეროდ ჯონგუკის ხმაში იგრძნობოდა ბედნიერება. სულ აღარ ახსოვდა თავის ტკივილი.

თეჰიონმა წყლიანი თვალებით და გამომშრალი ტუჩებით შეხედა.

"არა ჯონგუკ. ის არ იყო, მე ვიყავი" შეეცადა მშვიდად ეთქვა, ქვედა ტუჩზე იკბინა და ჯონგუკის მოშიშვლებულ მკერდს თვალი აარიდა.

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vWhere stories live. Discover now