მესამე პირის თვალთახედვა:
მომდევნო დღეს ჯონგუკი საშხაპეში ნებივრობდა, თეჰიონი კი საწოლში სახე მოღრეცილი იწვა და ნანობდა, რომ ჯონგუკს დილამდე მისი ხმარების საშუალება მისცა.
გვერდულად იწვა და ტკივილს ბალიშზე ჩახუტებით და ინტერნეტში ძრომიალით იყუჩებდა.
წყლის ხმა შეწყდა, სააბაზანოდან კი ჯონგუკი გამოვიდა რომელსაც წელზე შემოხვეული პირსახოცი ამშვენებდა.
თეჰიონი ცდილობდა ჯონგუკისთვის მშვიდად და ლოყების აწითლების გარეშე შეეხედა, მაგრამ ჩაფლავდა. მართალია მას შიშველს პირველად არ ხედავს, მაგრამ ის ყოველ ჯერზე უფრო... სექსუალურდება.
"ჯერ კიდევ აქ წევხარ? მეგონა ქალაქის დასათვალიერებლად უნდა წაგეყვანე" უთხრა ჯონგუკმა, წარბი ასწია და თმის საშრობი ჩართო.
თეჰიონმა ამოიოხრა და თავი გააქნია. "ტკივილები მაწუხებს, მიზეზი კი შენი აღზნებული ყ*ეა"
"და ეს ხაზს უსვამს, რომ დიდი მაქვს. კარგი სერიოზულად, მე შენი სტუმარი ვარ ამ სამეფოში, შენ კი მეფე არა? შემახსენე რა ქვია ამ სამეფოს? დეგუ?" იკითხა ჯონგუკმა, თეჰიონმა კი სახე ბალიშში ჩარგო.
"გთხოვ მოკეტე. არაა ცხადი რომ სიარული არ შემიძლია? მე არ ვარ ამ სამეფოს მეფე და წესებს მე არ ვადგენ. ისე, რომ იცოდე სამეფო არ არის და მეფის მაგივრად პრეზიდენტი გვყავს. გასაგებია?" აუხსნა თეჰიონმა.
"ოუ ახლა მივხვდი ქაიმ რატომ არ მოიდრიკა თავი ჩემს წინაშე. ის პრეზიდენტივით იქცეოდა. უხეში" თეჰიონმა ამოიოხრა.
"ღვთის გულისთვის, ჩემი ძმა არაა პრეზიდენტი. აქ ხალხი ასე არ იქცევა, ყველა ისე ცხოვრობს როგორც უნდა. შენ სამეფოში მცხოვრებლებივით დისციპლინირებულები არ ვართ" ჯონგუკი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
"ანუ ამბობ, რომ პრეზიდენტი თავის საქმეს კარგად არ ასრულებს, არა?" თეჰიონმა კიდევ ამოიოხრა, ჯონგუკს ახედა და თავი დაუქნია.
ESTÁS LEYENDO
RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.v
Fanfic"თუ ვამპირი წითელი თვალებით შემოგხედავს მას უნდა, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი მეწყვილე იყო" "მაგრამ ჰიონ! გეფიცები აქამდეც მინახავს წითელ თვალებიანი ბიჭი!" Top!Kook Bottom!Tae credit: ALPHAGGUK