♧12: ქალაქი

394 55 5
                                    

დრო გადიოდა მე კი სულ არ მახსოვდა რამდენი ხანი ვიყავი ჯონგუკის სასახლეში

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


დრო გადიოდა მე კი სულ არ მახსოვდა რამდენი ხანი ვიყავი ჯონგუკის სასახლეში. ჩემს გარშემო ბევრი რამ შეიცვალა, ჩემდა საწინააღმდეგოდ მიწევდა მათ ტრადიციულ სამოსში გამოვწყობილიყავი.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემს მიმართ ჯონგუკის დამოკიდებულება შეიცვალა.

უფრო გასაგებად, რომ აგიხსნათ ჩემთან მიმართებაში კარგი და თბილია. მაგრამ ხალხის და მოახლეების მიმართ? ისევ ის მეფე, რომელსაც მე და სოფელი ვიცნობდით.

ისევ მახსენებს რომ ყველაფრის მიუხედავად იუნგი იქნება მისი დედოფალი. მტკენს, მაგრამ უფლება არ მაქვს შევეწინააღმდეგო.

მისი არჩევანია.

მაგრამ არ იქნება ცუდი მე რომ შევცვალო ხომ?

"თე?" ჯონგუკი ჩვენს საერთო ოთახში შემოვიდა.

"გისმენ?" ვუპასუხე, ტელეფონში კამერა ჩავრთე და ფოტო გადავუღე.

ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა და ტელეფონს დახედა, ფოტოს დაბნეული ვუყურებდი.

"ვამპირებს გამოსახულება/ანარეკლი არ აქვთ" ვთქვი და ფოტოს კარგად დავაკვირდი, ჯონგუკი აშკარად კარგად ჩანდა.

თავი ზემოთ ავწიე და ჯონგუკს შევხედე, რომლის ტუჩები ერთ ხაზად ქცეულიყო.

"წაშალე!" მითხრა სანამ მკაცრად შემომხედავდა. თავი სწრაფად დავუქნიე, ფოტო ნაგვის ყუთში ჩავაგდე და ვანახე, რომ მისი ნათქვამი მართლა შევასრულე.

მაგრამ შიგნიდან რაღაც მღრნიდა. მართლა ვამპირია?

პასუხი რაც არ უნდა იყოს ახლა ნამდვილად არაა ამის გაგების დრო, რა თქმა უნდა თუ სიკვდილი არ მინდა.

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vWhere stories live. Discover now