♧20: საიდუმლოები

372 51 5
                                    


"ოუ გამარჯობა! შენ თეჰიონი ხარ, ხომ?"

კედელზე მიყრდნობილი ბიჭი გასწორდა, სახეზე ღიმილი აიკრა და თეჰიონის მიმართულებით დაიძრა, რომელიც ნელ-ნელა უკან იხევდა.

"ვინ...ვინ ხარ?" წარმოთქვა ენის ბორძიკით თეჰიონმა, ზურგით კი კედელს შეეჯახა.

ბიჭი პატივისცემის ნიშნად რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა, ჩაიცინა და ოხვრა ამოუშვა.

"მე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ.. ნუ ვიყავი, ვიყავი იქამდე სანამ ვიღაცით არ შემცვალეს" კბილებს ენა გადაატარა და იატაკს დახედა.

"შენ..ის ბიჭი ხარ ჯონგუკის საოჯახო ფოტოზე რომაა?" იკითხა თეჰიონმა, მთელი სხეული ინტერესით ჰქონდა მოცული.

უცნობმა თავი დაუქნია და თეჰიონს ნაცრისფერი თვალებით შეხედა. თვალებს შუბლზე ჩამოყრილი თმა ნახევრად უფარავდა.

"მე მათი ოჯახის ნაწილი ვიყავი. ისე ჯექსონი მქვია" ბიჭმა თავი სევდიანი ღიმილით წარადგინა.

'კარგი ბიჭი ჩანს' გაიფიქრა თეჰიონმა და თავი ნელა დაუქნია, გონებაში ათასობით კითხვა უტრიალებდა და თითოეულ მათგანზე სჭირდებოდა პასუხები.

"შენ და ჯონგუკს კარგი ურთიერთობა გაქვთ?"

ჯექსონმა თეჰიონს უემოციო სახით შეხედა. "ჯონგუკი..ის..არაა კარგი ბიჭი, მართლა. ის აუცილებლად გატკენს.." თქვა და კედელზე აკრულ თეჰიონს მიუახლოვდა.

"ა-არა.. ამას არ იზამს..მას ვ-ვუყვარვარ!" გული აუჩქარდა. ჯექსონი შეჩერდა, მათ შორის პატარა ადგილი დატოვა.

"ისევე მოგკლავს როგორც იუნგის შემთხვევაში მოიქცა. შენც შეგწირავს, ისე მოგექცევა როგორც მე მომექცა" თქვა ბოხი ხმით.

თეჰიონს ცრემლები მოაწვა, გაიოფლა. ჯექსონმა ხელი გაუწოდა.

"ჩემთან ერთად წამოდო, გადაგარჩენ, მისგან შორს წაგიყვან. ჩემი გახდი თეჰიონ, გაგრძნობინებ იმას რაშიც მოიკოჭლებს" თეჰიონმა ჯექსონის ხელს დახედა.

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vDonde viven las historias. Descúbrelo ahora