♧5: მონსტრი M

444 59 1
                                    

თეჰიონს დილით ადრე გაეღვიძა

Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou mettre en ligne une autre image.


თეჰიონს დილით ადრე გაეღვიძა. გაზმორვისას ხელ-ფეხზე ცივი მეტალი იგრძნო.

თვალები ნელა გაახილა და საკუთარ თავი მოათვალიერა.

არ ახსოვს გუშინ ვინმეს, რომ დაებას.

მალევე ტირილის ხმა მოესმა. ორმა მცველმა უცნობი ბიჭი მის თანდასწრებით გალიაში შეათრია. გაკვირვებულმა თავი გვერდით გადახარა და უცნობის სხეულს დააკვირდა, რომელიც შიშველი და დასერილი იყო. ბიჭს ყელიდან სისხლი მოსდიოდა და ტირილისას ტუჩიდან დორბლი ჩამოსდიოდა.

თეჰიონს თვალები გაუფართოვდა, როცა სარდაფში ჯონგუკი შევიდა.
ხმას არ იღებდა, ვამპირმა ალმაცერად გახედა და ჩაიცინა.

"კარგად უყურე თეჰიონ, ამას მიიღებ როცა არ დამემორჩულები ან გაქცევას ეცდები" ჯონგუკს ფრჩხილები გაეზარდა, თეჰიონს სული ეხუთებოდა.

ჯონგუკი მთელი ამ დროის განმავლობაში გამხეცებული იყო, თეჰიონს კი ბიჭის დასახმარებლად არაფრის გაკეთება შეეძლო.

გუკი შეცვლილი იყო.

ვენები თითქოს კანის გახევას აპირებდნენ, თვალები ჩაშავებული, ეშვები კი მეტად დიდი ჰქონდა.

"ახალგაზრდავ, ბრძანეთ თქვენი ბოლო სიტყვები" ჯონგუკის ხმა დაბოხებულიყო.

ბიჭმა თეჰიონს ცრემლიანი თვალებით შეხედა.

"დამეხმარე! გთხოვ!" ეს იყო ბიჭის ბოლო სიტყვები, რადგან ჯონგუკმა ფრჩხილები მუცელში შეასო.

ბიჭს მუცლიდან და პირიდან სისხლი სდიოდა. თეჰიონმა პირიდან უცნაური ხმა ამოუშვა, ჯონგუკმა კი ხმამაღალი სიცილი.

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vOù les histoires vivent. Découvrez maintenant