♧23: ჯონგუკი თუ ჯექსონი?

352 41 7
                                    

ჯონგუკის სიტყვების შემდეგ თეჰიონის მოლოდინები გადაიჩეხა. ყველაფრის შემდეგ ისევ იგივეს დაუბრუნდა.

საღამოს ტიროდა, ჩუმად. ნეგატიური ფიქრები ჰქონდა და თავს იწყევლიდა რადგან ასეთი იდიოტი იყო და ცივი, უღიმღამო ბიჭი შეუყვარდა.

შემდეგ დღეს არც ისე ტკბილი ძილიდან გაიღვიძა. ისევ ჯექსონი ესიზმრა, არწმუნებდა რომ მასთან ერთად წასულიყო მაგრამ უარი უთხრა, ისევ.

"ჯონგუკ?" თეჰიონმა წარმოთქვა ხრიწიანი ხმით, თვალები მოისრისა და წელში გასწორდა.

თავი შეატრიალა და ჯონგუკს გახედა, რომელიც ფანჯრის წინ უხალათოდ იდგა და სასახლის ეზოს გადაჰყურებდა.

"ოჰ, დილა მშვიდობის თეჰიონ" მიესალმა ფართო ღიმილით და საწოლზე წამომჯდარ მეწყვილეს გახედა.

"დილა მშვიდობის" უპასუხა და თმა აიჩეჩა.

"კარგად გეძინა?" თეჰიონმა ამოიოხრა მაგრამ თავი მაინც დაუქნია.

"ხ-ხო, მშვენივრად..." მოიტყუა და ნელა გაუყვა სააბაზანოს გზას.

"შხაპს მივიღებ" გააფრთხილა ჯონგუკი და კარი მიიხურა.

_____________

წყლის ქვეშ გატარებული რამდენიმე წუთის შემდეგ საშხაპედან ფეხები გადმოდგა და საძინებელში დაბრუნდა, სადაც საწოლზე დადებული ტანსაცმელი დახვდა. თეჰიონმა თავი გვერდით გადახარა, ტანსაცმელი მას აშკარად არ დაუდია, შემდეგ კი იქვე არსებულ ფურცელს დახედა.

'გადაუდებელი საქმე მაქვს. ჩემს მოსვლამდე ოთახიდან არ გამოხვიდე. კარი ჩარაზე და შიგნით არავინ არ შეუშვა. მალე დავბრუნდები'

რა დიდი ფიქრი უნდოდა იმას, რომ წერილი ჯონგუკის მიერ იყო დაწერილი. ისევ კითხვები გაუჩნდა მაგრამ პირველ რიგში ამჯობინა მისი დანაბარები შეესრულებინა. კარი და ფანჯრები გადარაზა. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და კედელს მიაშტერდა.

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz