♧16: მთვრალი ტყუილი

398 57 9
                                    

მესამე პირის თვალთახედვა:

თეჰიონს ესმოდა, რომ ჯონგუკი ცდილობდა მტკივნეულ მოგონებას გამკლავებოდა, რაც მისი სიყვარულის დაკარგვით იყო გამოწვეული.

ისიც ესმოდა, რომ მისთვის მხოლოდ სექს პარტნიორი იყო.

მაგრამ რაც მთავარი იყო ამით ჯონგუკს აკმაყოფილებდა.

"თუ შეიძლება კიდევ ერთი ლუდის კათხა" თქვა ჯონგუკმა თავაზიანად და ცარიელი სასმისი მაგიდაზე დადო.

ჯონგუკს თეჰიონმა ასწავლა თუ როგორ უნდა შეეკვეთა ლუდი ისე, რომ უხეშად არ გამოსვლოდა.

თეჰიონი მას არ შეერთებია, იჯდა და უყურებდა როგორ სვამდა ჯონგუკი.

"აჰჰ. მართლა კ-კარგი გემო აქვს" კომპლიმენტი უთხრა ლუდს და მოიყუდა.

"ვიცი რომ კარგია" დაამატა თეჰიონმა, იმედგაცრუებული იყო რადგან ჯონგუკმა ცოტა ხნის წინ იუნგი ახსენა.

კი, იცის თავისი ადგილი მაგრამ არ მოსწონს როცა იუნგის სახელს ამბობს. თან ჰგონია, რომ მისი სახელი უფრო კარგად ჟღერს ვიდრე იუნგისი.

კიდევ ერთი წუთი მიილია. თეჰიონმა დაამთქნარა, დაღლილობას მისი სხეული მოეცვა.

"სერ, ვიკეტებით. გთხოვთ, უთხარით თქვენს მეგობარს რომ წასვლის დროა" მიმტანი მაგიდას მიუახლოვდა.

"სახლში წავიდეთ გუკი" თქვა თეჰიონმა და ქაის მისწერა, რომ მათ წამოსაყვანად მისულიყო.

(გაფრთხილება: სმათი)

თეჰიონმა ქაის მადლობა გადაუხადა, ჯონგუკის მკლავი მხარზე შემოიხვია და ბინაში შევიდა.

ისინი ახალი გადასულები იყვნენ ბინაში, რომელიც საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი.

თეჰიონის პირიდან უწმაწური სიტყვა ამოვიდა. მიზეზი კი კარი იყო, რომელსაც ვერ აღებდა რადგან ცალი ხელით ჯონგუკი ეჭირა.

როგორც კი კარი გააღო ჯონგუკმა კედელს ზურგით მიაჯახა.

"ჯ-ჯონგუკ--"

RED TEMPTATION (GEO TRANS) I k.vWo Geschichten leben. Entdecke jetzt