ეს სიტყვა ჩამოყალიბდა ინგლისური სიტყვებისგან: soul mate, რომელიც ნიშნავს მონათესავე სულს. ეს პოპილარული ჟანრია ანიმესა და ფანფიკებში. ფანფიკებში ხშირად ასოცირდება სხვა ჟანრთან, როგორიცაა ომეგავერსია.
ამ ჟანრში აღწერილია ალტერნატიული სამყარო, რომელშიც თოთოეულ ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი ( მონათესავე სული ). ჟანრი განსაზღვრავს ჭეშმარიტი სიყვარულის სულისკვეთებას. მონათესავე სული წარმოადგენს იდეალს, რომელიც ყოველთვის უგებს და იღებს თავის მეორე ნახევარს. სინამდვილეში, ორი ნახევარი ქმნის კავშირს და ქმნიან ერთ მთლიანობას.
თოთოეულ ნაწარმოებში აღწერილი სამყარო უნიკალურია, ავტორი მონათესავე სულების სულისკვეთებას ყოველთვის არ გადმოსცემს. მონათესავე სულებს ნიშნები შეიძლება ჰქონდეთ დაბადებიდან ან გამოჩნდეს მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. ნიშნების უამრავი სახეობა არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია:
*. ნიშნები სხეულზე. - ეს შეიძლება იყოს ტატუ, დაბადების თარიღი, მსგავსი ან შემავსებელი ნახატები, მეორე ნახევრის სახელები ან თვალის ფერი.
*. ქრონომეტრები. რომლებიც ითვლიან დროს მეორე ნახევართან შეხვედრამდე, ქრონომეტრი არ აჩვენებს დროის ხანგძლივობას შეხვედრამდე თუ მეორე ნახევრები შორს არინ ან ჯერ არ დაბადებულან.
*. უნიკალური სუნი, რომელსაც მეორე ნახევარი ჭკუიდან გადაჰყავს.
*. ურთიერთობა ტელეპატიის საშუალებით.
სიუჯეტები შემდეგნაირია:
*. მეორე ნახევრის ძებნა, რომელიც შეიძლება უარყოფითი შედეგიდაც დამთავრდეს.
*. მონათესავე სულები ხვდებიან ერთმანეთს შემთხვევით.
*. მონათესავე სულები დიდი ხნის განმავლობაში ხვდებიან ერთმანეთს და აღწერენ საკუთარ ცხოვრებას.
*. ერთი ნახევარი უარყოფს მის მეორე ნახევარს, რადგან ის უკვე შეხვდა სხვას ან არ სჯერა ბედის, რის გამოც უარყოფილი სული განიცდის მორალურ და ფიზიკურ ტანჯვას.
*. ერთ-ერთი მათგანი იღუპება. რის გამოც მეორე იტანჯება ან პოულობს მის მსგავს.
*. არიან ასევე მოტყუებულები მონათესავე სულთან დაკავშირებით.
მოკლედ ესეც მცირედი განმარტება soul mate - ის, ნუ როგორი განვითარება ექნება ფიკს ამას მეც თქვენთარ ერთად გავიგებ. მაინტერესბეს რას ფიქრობთ ამ ჟანრზე? დაგაინტერესათ?
YOU ARE READING
ინტიმური სახელები
Fanficჯონგუკს ძალიან, ძალიან ინტიმური პრობლემა აქვს, რომლის გადაჭრაც არაფრით არ შეუძლია. ყველაფერი დაიწყო ნანატრი სახელის გამოჩენით - ,,soulmate", რომლის გამოჩენასაც ის დიდი ხანი ელოდა. როგორც ჩანს ეს მშვენიერი მოვლენა იყო, მაგრამ ეს სახელი რატომღაც მის ო...