8

1.1K 130 41
                                    

- მე და ჯიმინს სერიოზული პრობლემა გვაქვს.

თეჰიონმა ჩაიბურტყუნა მეგობრის უკმაყოფილებაზე. უკვე ერთი თვეა რაც მისი საუკეთესო მეგობარი ხვდება მომხიბვლელ დიზაინერ - სტუდენტს, რომელიც ყოველი შეხვედრის შემდეგ აფასებს ჯონის ჰიპურ და უგემოვნო ჩაცმულობას. კიმმა იცოდა, რომ მათ ყველაფერი გამოუვიდოდათ, უბრალოდ მხოლოდ თავიდან შეეპარა ეჭვი: ჯიმინი ზედმეტად მოწიფული მოეჩვენა, უცებ რომ არ მოწონებოდა ახლაგაზრდა ჯონგუკი, მაგრამ არეფერი მომხდარა. პაკს ყველაფერი მოსწონს, თუმცა ის არ უშვებს შანს არ ისაუბროს ჯონგუკის ჩაცმულობაზე და დროდადრო დაუფარავად არ გაიცინოს თავის მეწყვილის გულუბრყვილობაზე. გუკი ყველა შეხვედრასა თუ პაემანს ატყობინედა თეჰიონს. რა თქმა უნდა კიმმა იცოდა მათ ურთიერთობაში დამკვიდრებული იდილიის შესახებ. მათ შეეძლოთ კამათი, ჩხუბი, შეეძლოთ ქონოდათ განსხვავებული აზრები და შეხედულებები, მაგრამ ყოველთვის მიდიოდნენ იქამდე, რომ შეეძლოთ ურთიერთობის შენარჩუნება. მრავალი თვალსაზრისით თე თვლიდა, რომ ეს ჯიმინის დამსახურება იყო, რომელიც წინდახედულია და ყოველთვის ცდილობს გააცნობიეროს პრობლემის არსი. და როდესაც თეჰიონი თვლიდა, რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდათ, ჯონგუკმა ის კაფეში დაპატიჟა მაკიატოზე და სიამრთლე მოუყვა. კიმი სახეზე ტრაგიკული მზერით გაიყინა, ემზადებოდა სერიოზული საუბრისთვის, საშინელი უთანხმოების მოსასმენად...

- ჩვენ არსად არ შეგვიძლია სექსით დაკავება.  - სერიოზულად ატყობინებს ჯონგუკი. - თითქოს ჩასაფრებულები არიან.

თეჰიონი თითქმის მაშინვე დგება, რომ წავიდეს, მაგრამ ჯონი ამის საშუალებას არ აძლევს, ხელით იჭერს და თვალებში უყურებს. აი ესეც მისი უნივერსალური პრობლემა.

- შენ ეხლა ამას სერიოზულად ამბობ? - ეღიმება თეს. - თქვენ ,,უნივერსალური პრობლემა" გაქვთ და ეს არის  სექსის ქონის შეუძლებლობა?

ინტიმური სახელებიWhere stories live. Discover now