2

1.4K 145 83
                                    

როდესაც ჯონგუკმა პირველად გაიგო სახელი სოულმეითერის, რომელიც სხეულზე გარკვეულ დროს გამოუვლინდა (რომელსაც ახალგაზრდები ,,ჯადოქრობას,, უწოდებენ), ის საშინლად გაბრაზდა და ამავე დროს ძალიან დაინტრიგდა. მშობლებმა, ისე რომ არ იყო ამის აუცილებლობა, აჩვენეს მას თავიანთი სახელები. დედას ჰქონდა აკურატული სიმრგვალე ლავიწზე, მამას მიმზიდველად ეწერა კისერზე. ჯონი ხედავდა მათ ყოველთვის, მაგრამ იმ მშვენიერ მომენტამდე არ იცოდა თუ რას აღნიშნავდნენ ისინი და რა საიდუმლო ინახებოდა მათ უკან. იმ მომენტში ჯონგუკი ისეთი აღფრთოვანებული იყო, ისეთი შთაგონებული, რომ მეტად უფრო ელოდა იმ დღეს, როდესაც სოულმეითერის სახელი გამოჩნდებოდა მის სხეულზე, ვიდრე ზრდასრულობის ასაკის მიღწევას, რისთვისაც სხვათაშორის, მას დაპირდნენ მანქანის ჩუქებას.

მაგრამ ყველაფერი ისე ვერ წავიდა. ჯონგუკს უკვე შეუსრულდა ცხრამეტი წელი, მაგრამ სახელს არ სურს გამოჩნდეს. ექიმი ანალიზებს აშუქებს, სათვალეს ისწორებს და აყენებს საბედისწერო მოსაზრებას, რომ შესაძლებელია - ეს ანომალიაა და სახელი ჯონს საერთოდ არ ექნება, ის არ გამოჩნდება. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საზოგადოება გულგრილად არ ექცევა იმ წყვილებს, რომელთა სახელებიც ერთმანეთს არ ემთხვევა, არავინ არ გამოარჩევს და არ შეურაცხოფს მათ. მათ თავისუფლად შეუძლიათ ოჯახების შექმნა, პრობლემებისა და სახელების გარეშე. ჯონგუკი ნამდვილად არ ხარობს ამით, რადგან მას ძალიან, ძალიან უნდოდა სოულმეითერი და ისეთივე ვნება, როგორც მის დედას ჰქონდა მამის მიმართ. წინასწარმეტყველური სიყვარული, რომელიც მას ვერ ეღირსება.

თეჰიონს მაჯაზე აქვს ლამაზი და ოდნავ ხვეული წარწერა ,,ჯონ ჰოსოკი", რომელთანაც მან უკვე მოახერხა ყავის დალევა, შახმატის თამაში და რამდენჯერმე კინოში წასვლა. ის ფაქტი, რომ ჰოსოკი ბიჭია თეს დიდად არ ანაღვლებს, რადგან ის გიჟდება მასზე, ამბობს რომ ჯონი ლამაზია, სიცოცხლით სავსე, მხიარული, ზუსტად ისეთი, როგორიც თეჰიონს უყვარს. ჯონგუკი მეგობარს გაუგებრად და დამამშვიდებელი ღიმილით უყურებს (არავინ იცის რა უდევს თეჰიონს თავში), გუკი ბედს მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს, რომ მისი სოულმეითერი აღმოჩნდეს სიმპატიური და საყვარელი გოგონა, სასურველია მასზე უფროსი არ იყოს, ნუ ყველაზე ლამაზი არა, მაგრამ ისეთი რომ მის გამო ფეხები უკანკალებდეს.

ინტიმური სახელებიWhere stories live. Discover now