7

1.2K 142 61
                                    

ჯონგუკს არ აქვს სამართლიანობის განსაკუთრებული გრძნობა და არც არასდროს ჰქონია, ის უცხო ადამიანების მიმართ არ გამოირჩევა თანაგრძნობითა და სიკეთით, მაგრამ ჯიმინის მიმართ არ შეუძლია ასე მოქცევა.  ისინი წყვეტენ ამაზე საუბარს, მაგრამ ჯონს არ შეუძლია მომხდარზე ფიქრის შეწყვეტა, რაღაც უნდა მოუხერხოს ამ სიტუაციას, ამის ასე დატოვება არ შეიძლება, მაგრამ რა უნდა გააკეთოს? სამწუხაროა რომ ჯონგუკი ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა, მართალია ის მალე დაამთვარებს სკოლას, მაგრამ ეს როგორ დაეხმარება ჯიმინს? მაგრამ მაინც უნდა მოიფიქროს რამე. ჯონგუკს არ შეუძლია დაუშვას ის, რომ ჯიმინი მარტო დაუპირისპირდეს ბოროტ ენებსა და სულელ ადამინებს, ეს კი სრულყოფილ და გონივრულ კითხვას ბადებს: რატომ? აი რატომ?

- შენი ბანანის  კოქტეილი. - ამბობს ჯიმინი და აწვდის ჭიქას. - შენ რა ნირვანაში დაფრინავ?

სასმელების დალევის შემდეგ ისინი უაზროდ დადიან სავაჭრო ცენტრში. ათვალიერებენ მაღაზიის ვიტრინებს და ისინჯავენ ტასაცმელს და ფეხსაცმელს. ჯიმინი აძლევს ჯონგუკს პრაქტიკულ რჩევებს და აჩვენებს რა უფრო მეტად მოუხდება. ამის შემდეგ გუკი იგებს რომ პაკი სწავლობს დიზაინს და საერთოდაც უნდა გახდეს მოდის დიზაინერი ან  შექმნას ტანსაცმელი თეატრისთვის ან ბალეტისთვის. ჯიმინი ინტერესდება თუ რა უნდა ჯონს ცხოვრებსგან, მისგან კი არც ისე ჭკვიანურ პასუხს იღებს: ,,მწვადი, სტეიკი და ახალი ბოქსის ხელთათმანები,,. ჯიმინი თავდაპირველად ჩუმად არის, შემდეგ კი იღიმის და ამბობს: ,,შენი ტვინი ნამდვილად არ ყვავის,, , შემდეგ კი ჯონი აცნობიერებს თუ რა სულელურად გამოუვიდა.

მათ თითქმის ყველა სართული მოიარეს, ჯიმინი არაფერს არ ყიდულობს, გუკი მიუხედავად იმისა რომ ბევრი ნივთი დაათვალიერა ისიც ასევე საყიდლების გარეშე რჩება. ისინი უკვე მიემარებიან გასასვლელისკენ, როდესაც გუკი ამჩნევს ტირს, სადაც იძლევიან პრიზს ტყვიის სამიზნეზე მოხვედრის გამო. არაფერი საინტერესო, მაგრამ ჯონი ამჩნევს იქ მაღლა სათამაშოს, სახელად ,,ივი,, და ძალიან უნდა ის, ეს არის პატარა არსება, რომელიც მოგაგონებთ მელას ან ლეკვს, უბრალოდ უფრო ტკბილი და საყვარელი, დიდი და მაჰიპნოზებელი თვალებით. ჯონგუკი, რა თქმა უნდა, ზრდასრული და გონიერია, მაგრამ მისთან გვერდის ჩავლისას არ შეუძლია უკან დაიხიოს და არ თქვას: ,,მინდა,,

ინტიმური სახელებიWhere stories live. Discover now