9

1.1K 128 36
                                    

შაბათს ჯონგუკი ჯიმინის სახლში მიდის, ერთი საათი უნდება სახლამდე მისვლას, თუმცა ნანატრ ბინაში შესვლას არ ჩქარობს. ჰიონის მშობლები ბუსანში წავიდნენ ბებოს დასახმარებლად, ამიტომ სახლში მხოლოდ ნამჯუნი დარჩა. ჯონგუკს არ ყოფნის გამბედაობა ნამჯუნთან შესახვედრად. ჯიმინის ძმა საერთოდ არ არის საშიში, ის არის ინტელექტუალური, ჭკვიანი და  მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ საუბარში ჩარევა, მისი სისუსტე კი თანამდეროვე ხელოვნებაა. ჯიმინს, მიუხედავად ჯონგუკის უნივერსალურობისგან შორს ყოფნისა, საერთოდ არ რცხვენია მისი, მან პირდაპირ უთხრა მშობლებს, რომ ის სკოლის მოსწავლეა და ძალიან საყვარელია, პაკი მზად არის გააცნოს გუკი ჯუნს. ,,შესაძლებელია მას თავიდან არ მოეწონო, მაგრამ ჩემი ძმა ტოლერანტულია, განსაკუთრებით მათ მიმართ ვინც მე მიყვარს,, - ცოტა ხნის წინ უთხრა ჯიმინმა, მაგრამ ჯონი მაინც თავს იკავებდა მის გასაცნობად. ჯონგუკს ეჩვენება რომ პაკის მშობლები შეშფოთებულები არიან, რომ მათი შვილის სოულმეითერი მასზე უმცროსი, სკოლის მოსწავლე და ბოქსიორია. ჯიმინის მამა მონადირეა, მაგრამ ამავე დროს ის უნივერსიტეტის პედაგოგია, დედა კონსულტანტია ხელოვნების მაღაზიაში. ისინი საშინლად ჭკვიანები და ცოტა სნობებიც ჩანან, რომლებიც ჯონგუკთან პირველი შხვედრის დროს დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ისხდნენ. ,,ისინი უბრალოდ გაკვირვებულები იყვნენ,, - განუმარტა მოგვიანებით ჯიმინმა და სთხოვა არ წარმოედგინა რაღაც საშინელებები: მისმა მშობლებმა ის მიიღეს. ჯონგუკი ფიქრობს, რომ ის განსაკუთრებით არ შეეფერება მათ ოჯახს, როდესაც ეს უთხრა ჯიმინს, ის ძალიან გაბრაზდა, მისთვის შეურაცხყოფელი აღმოჩდა მისი ფიქრები. ამის შემდეგ კი ისინი დიდხანს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს და აზრებს ცვლიდნენ, მაგრამ ჯონგუკის გადარწმუნება ჯიმინმა მაინც ვერ შეძლო, ამიტომაც არ იყო გუკი მზად შეხვედროდა მის უფროს ძმასთან. იგი ჯერ კიდევ გრძნობს თავს თეთრ ყვავად, რომელიც ჯიმინის გვერდით ყოფნის ღირსი არაა.

ინტიმური სახელებიWhere stories live. Discover now