,,ვიღაცას საჯდომზე ჩემი სახელი გაუჩნდა" - მწუხარებით წერს თეჰიონს, რომელიც უკვე დაინტერესებულია როგორ გაიგო და აძლევს და აძლევს რჩევებს პირველ შეხვედრაზე, რადგან მას უკვე ჰქონდა გამოცდილება. ჯონგუკს კი სურს ატმოსფეროს შემცირება, რადგან მასში გრძნობს გაურკვევლობის ბურუსს: სიხარულს, რისხვას, ბედნიერებას, სევდას. გიჟური კოქტეილი. ჯონი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში წევს, ცდილობს შესაფერისი სიტყვების მოძებნას, მაგრამ ის მაინც ვერ ღებულობს განმარტებას, ეს ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
- შენ არ გინდა მასთან შეხვედრა? - თეჰიონი თვალებს ატრიალებს, საკუთარ ყურებს არ უჯერებს.
ჯონგუკი იმდენს საუბრობდა სოულმეითერზე, იმდენს ოცნებობდა, როგორ ემზადებოდა, წუხდა, როდესაც გაიგო რომ საერთოდ არ ჰყავდა. თეჰიონის მეხსიერებაში არ არსებობდა სხვა ადამიანი, ვისაც ჯონგუკზე მეტად უნდოდა ბედნიერების პოვნა მისი სოულმეითერისთვის. თეჰიონი არც კი ნერვიულობდა იმ ფაქტზე, რომ შეიძლება მას ბედნიერების პოვნა დასჭირვებოდა სხვის სოულმეითერთან. და ჯონგუკმა ბოლოს გაარკვია თავისი სოულმეითერის სახელი.
- ასე არ შეიძლება, ის შენი სოულმეითერია.
- და მერე რა? - შეწუხებული ამბობს გუკი. - მის გარეშე ვიცხოვრებ.
- შენ უნდა შეეცადო მასთან საუბარს, არავინ გაიძულებს მის ქვემოთ მოქცევას.
- ან იქნებ ეს ის არ არის? იცი რამდენი სახელი ემთხვევა ერთმანეთს?
- მითუმეტეს, თქვენ აუცილებლად უნდა შეხვდეთ ერთმანეთს.
- არ მინდა. - გულგრილად აბობს ჯონი. - კიდევ ერთ სირცხვილს მე ვერ გადავიტან.
- არა არ დაგცინებს ის ამ სახელის საინტერესო ადგილზე გამოსახვის გამო. ასეთია შენი ბედისწერა.
- არა და მორჩა. - დაწმუნებით აგრძელებს თავისას ჯონგუკი.
რამდენიმე დღის განმავლობაში თეჰიონი ცდილობს გუკის დარწმუნებას ამ ატმის ინფორმირებაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სოულმეითერი ნაპოვნია. ის ჯონგუკის მშობლებთან საუბარსაც კი წყვეტს მათი გადაბირების მიზნით. ჯონგუკი კატეგორიულად წინააღმდეგია. თე რასაკვირველია ახერხებს ჯონის დედის ნდობის მოპოვებას, მაგრამ გუკი ერთი კონკრეტული სიტყვით უარს ამბობს დიალოგზე მასთან და საკუთარ ოთახში იკეტება, აიგნორებს გამოსვლის თხოვნას და საუბარს გულის ცემაზე.
YOU ARE READING
ინტიმური სახელები
Fanfictionჯონგუკს ძალიან, ძალიან ინტიმური პრობლემა აქვს, რომლის გადაჭრაც არაფრით არ შეუძლია. ყველაფერი დაიწყო ნანატრი სახელის გამოჩენით - ,,soulmate", რომლის გამოჩენასაც ის დიდი ხანი ელოდა. როგორც ჩანს ეს მშვენიერი მოვლენა იყო, მაგრამ ეს სახელი რატომღაც მის ო...