5

1K 141 42
                                    

პირველ რიგში ისინი მიდიან მოდურ მაღაზიაში, ჯიმინს უნდა შეარჩიოს თავისთვის მანტო, ის ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება, დიდხანს ათვალიერებს ნივთებს, ისინჯავს, უყურებს ფასს. ჯონი ასეთი რამით არ გამოირჩევა. ის ყოვეთვის ჩქარობს, ის სწრაფად შედის, პოულობს ნივთს, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა, ისინჯავს და თუ მოერგო ის აიღებს მას. ჯიმინი კი ყურადღებას არ აქცევს იმ ფაქტს, რომ მანტო მას იდეალურად აქვს, მაინც აგრძელებს სიარულს პავილიონში და საბოლოოდ არ ყიდულობს მას.

- შენ გიყვარს შოპინგი? - ამბობს ჯონი ხმამაღლა.

- მე მიყვარს ხარისხიანი ნივთები, აი შენი შემხედვარე კი ფაქტია, რომ შენ იმას ყიდულობ რაც პირველი მოგხვდება თვალებში.

ჯონი არ უარყოფს.

ჯიმინი უჩივის წყურვილს და ყავის დალევას სთავაზობს პატარა ყავის მაღაზიაში, პირველ სართულზე. ჯონი არ არის წინააღმდეგი, ის დაჟე იხდის კიდეც კაპუჩინოსა და თავისი ბანანის კოქტეილისთვის.

- იმ შემთხვევაში თუ ფული არ გაქვს, მე შემიძლია შენს მაგივრად გადავიხადო, თეჰიონს არ უთქვმას, რომ სკოლის მოსწავლე ხარ.

- მაქვს ფული.

- მაშინ რისთვის იყიდე შენთვის ბანანის კოქტეილი და არა ყავა?

- მე ყავის ატანა არ მაქვს, ის ცხელია და საერთოდ...

- საერთოდ არ არის ცხელი, გასინჯე...

უფროსი აწვდის თავის ჭიქას უმცროსს. მას მართლაც არ აქვს ყავის ატანა, განსაკუთრებით მოკიატოსი, რომლის ლიტრობით დალევა ასე ძალიან უყვარს თეჰიონს. მაგრამ ის მიდის დათმობაზე, აკეთებს პატარა ყლუპს სხვისი ჭიქიდან და იწვის არა სასმლის არამედ საკუთარი ფიქრების გამო: ცოტა ხნის წინ ჯიმინის რბილი ტუჩები შეეხო ამ ადგილს.

- აბა როგორია? - ინტერესდება ჯიმინი, იბრუნებს საკუთარ ჭიქას.

- არც ისე ცუდი, მაგრამ მე შაქარს დავამატებდი.

- ოუ, დიახ, მე შაქრის გარეშე ვსვამ, საერთოდ დამავიწყდა.

ინტიმური სახელებიWhere stories live. Discover now