აბალი იყო. დანახვისთანავე მივხვდი, მკერდამდეც ვერ მომწვდებოდა. ლამპიონის მკრთალი განათება ბუნდოვნად გამოკვეთდა მის პატარა, მაგრამ მოხდენილ სხეულს. წვრილი და საოცრად ლამაზი მხრები ჰქონდა. უმკლავებო მაისურიდან კარგად მოუჩანდა ძვლებდამჩნეული მხრისთავები და ლავიწის ორი გრძელი ხაზი. მაღალწელიანი ჯინსის შარვალი წვრილ წელსა და თეძოებზე შემოტმასნოდა. თვალებით მოშიშვლებული კოჭები, რომ შევათვალიერე, მივხვდი, როგორ ძლიერად დამჭიმვოდა სხეული. ხარბად ვუყურებდი შარვლის აკეცილ ტოტებსა და კედებს შორის მოქცეულ კოჭებს და ნელ-ნელა იმისაც ვიაზრებდი, როგორ დაუძლევლად მსურდა მის პატარა ძვლებზე თითები გადამეტარებინა.
ხის გრძელ სკამს მიყრდნობილი იდგა. შველივით მოღერებული კისერი ზემოთ აეწია და სახე რაღაც, ჩემთვის შეუმჩნეველი საგნისთვის გაეშტერებინა. ოქტომბრის თბილი საღამოს მიუხედავად, კარგად ვხედავდი მის ყელსა და სახეზე გადაკრულ ფაიფურივით თეთრ კანს. სურვილისგან თითები ამეწვა. გონებაში უკვე ვიცოდი, როგორ შევეხებოდი...რამდენად ფრთხილად მოვიქცევდი ფაიფურივით თეთრ, მაგრამ თბილ ყელს, ჩემს დაკოჟრილ, მისი კანისთვის ზედმეტად ძლიერ ხელებში.
აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე. თვალები მის უემოციო, პატარა სახეს გავუშტერე, სიგარეტის ღერი ტუჩებში მოვიქციე და სანთებელა ავანთე. ამ დროს ჩემკენ გამოიხედა. კისერი დამეჭიმა. შიშისგან გული ამეწვა. არ უნდა დავენახე...ეს ყველაფერს გააფუჭებდა... მაგრამ მის სიბნელეს გაშტრებულ თვალებს, რომ შევეჩეხე, ღრმად ამოვისუნთქე. აჩქარებულმა გულმა მაშინვე რიტმულად გააგრძელა ძგერა. თავი თბილისის ღამის ბნელი კალთისთვის შემეფარებინა. ყვითელ სინათლეში მდგომი კი ჩემს დანახვას ვერ მოახერხებდა. მზერა მალევე მომაშორა. გული დამწყდა. წარბები შევყარე და მისი პატარა სილუეტი კიდევ ერთხელ ავათვალიერე. აუტანლად მომინდა მასაც შევემჩნიე. ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალებში სისხლი და კეფა დამიმძიმდა. ხელებით სკამის კიდეებს ჩავეჭიდე. ცდუნებისთვის უნდა გამეძლო, მისკენ არ უნდა წავსულიყავი. უნდა გამეშვა...ჩემთვის ზედმეტად კარგი იყო.
-რას მიშტერებიხარ?-ლევანის ხმამ რეალობაში დამაბრუნა.
-დღეს უჩემოდ წადით,-გაკვირვებული სახეებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
გაუაზრებლად წამოვდექი ფეხზე და ის იყო, საიმედო სამალავიდან ფეხი უნდა გამედგა, რომ ავტობუსმა მთლიანად გადაფარა მისი სხეული. გოგონას წასვლით შეშინებულს, თითებიდან სიგარეტი გამივარდა. სირბილით გადავკვეთე ვიწრო ქუჩა. ავტობუსის დაძვრა და უკაცრიელი გაჩერების დანახვა ერთი იყო.
მისი დაკარგვის შიშით ვმოქმედებდი. შავი ჯინსის უკანა ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და ჩემი მანქანისკენ გავიქეცი. ზოზინით მიმავალ ყვითელ ავტობუსს თვალს არ ვაცილებდი. მოუთმენლობისგან თითებს ვიმტვრევდი. სპიდომეტრის ისარი ოცდაათსაც ვერ სცდებოდა, მაგრამ ადრენალინით გაბრუებულს ყურადღებაც არ მიმიქცევია საძულველი დაბალი სიჩქარისთვის, დაუსრულებლად გრძელი საცობისთვის. პეკინიდან-თამარაშვილამდე, თამარაშვილიდან კი წერეთლამდე ავტობუსი 10-ჯერ მაინც გაჩერდა. მაგრამ ის ჯიუტად არ ჩამოდიოდა გულისამრევად ყვითელი ტრანსპორტიდან. შუქნიშანი წითლად განათდა.
გაუჩერებლად აბზუებულ ტელეფონს დავხედე. ნომრის დანახვისას სახე ზიზღისგან მომებრიცა. მობილური გამოვრთე და გვერდითა სავარძელზე გადავაგდე. თავი ავწიე. ჩემს წინ გადამავალი სხეულის დანახვისას ხელები მომემუშტა. გული ამიფართხალდა. როდის ჩამოვიდა? როგორ გამომეპარა? მისი დანახვით აფეთქებულს, ყველანაირი ემოცია მილიონ კითხვად დამეფანტა. დამფრთხალ თვალებს გაჩერებული ტრანსპორტისკენ აპარებდა, თან ცდილობდა ხალხის ბრბოს არ ჩამორჩენოდა. როგორი უმწეო იყო...როგორი პატარა და მიმზიდველი. მისმა სურვილმა სისხლი ამიდუღა, კანი ამიწვა.
ტროტუარზე მშვიდად მოსეირნე, რომ დავიგულე, ფილტვებში ჩაგუბებული ჰაერი ერთიანად გამოვათავისუფლე. ვცდილოდი, ნელა მევლო და მისი მოკლე-მოკლე ნაბიჯებისთვის არ გადამესწრო. ნელა მოძრაობა გადატვირთულ წერეთელზე საკმაოდ გამიჭირდა. მანქანა ერთ-ერთი შენობის პარკინგზე მივატოვე და კუდში ავედევნე.
სიარულისას, წაბლისფერი თმის მსხვილი კულულები წელზე მსუბუქად ეხებოდა. აღუწერლად მომინდა წიგნებს ჩაჭიდებულ თითებს შევხებოდი. დაუსრულებად დამეთვალა ათივე თითი და დაუსრულებლადვე დამეკოცნა ხელის მტევნები. ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. თეძოების მსუბუქ, ნაზ მოძრაობაზე ეტყობოდა. ჭკუიდან მშლიდა. მაგიჟებდა. გაუცნობიერებლად მიწვევდა. მისი დაუფლების სურვილს მიღვივებდა.
დიღმის მასივამდე მივუყვებოდით მოკლე, ხალხისგან შემოძარცვულ ტროტუარს. მე კი მზად ვიყავი მთელი ცხოვრება მის უკან მევლო. ჩემივე ფიქრები და გადაწყვეტილებები მაშინებდა.
14-სართულიან კორპუსში შეაბიჯა. უკანმოუხედავად გაუჩინარდა შავ ლაქად მოელვარე სადარბაზოში. ორ ნაბიჯში ადგილზე შედგა, ტელეფონის სანათი აანთო და ფრთხილად აიარა კიბის ხუთი საფეხური. გამეღიმა მის ბავშვურობაზე, მის ფაქიზ და სათუთ ბუნებაზე. და კიდევ უფრო მომინდა...
სახლის კარების შეღებისას დავფიქრი, რომ არ დამენახა...ნეტავ რა იქნებოდა?
***
მეორე დღეს პრინციპულად დავუდარაჯდი. სადარბაზოდან ცხრისკენ გამოვიდა. დილის სინათლეზე უკეთ შევათვალიერე. პატარა, ღია წითელი ტუჩები ჰქონდა. პატარა, ზემოთ აწეული ცხვირი. ჩამეღიმა, ყველაფერი პატარა აქვს-მეთქი გავიფიქრე...მერე...მერე მისი თვალები დავინახე და მარჯვენა მკლავი დამიბუჟდა.
დიდი თვალები ჰქონდა. ირიბი, ნუშისებრი ჭრილით. კიდევ ახლოს მინდოდა მისვლა. მინდოდა, უკეთ დამენახვა, უკეთ დამეთვალიერებინა, მაგრამ თავი შევიკავე.
მანქანით დავედევნე. ისევ ისეთი, ნაზი, ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. მინარნარებდა. ღია წაბლისფერი თმა ცხენის კუდად შეეკრა. სიარულისას სქელი კულულები ტრადიციულად წელზე სცემდა. შავი კაბა ეცვა. თეთრ წინდებზე კი თეთრივე კედები. ბანტებად შეკრული თასმების დანახვამ ძლივს დაჭერილი ნებისყოფაც გამიქრო. მანქანა მოწყვეტით გავაჩერე. ელვის სისწრაფით გადმოვედი და კარი მივაჯახუნე. მე მიყურებდა. დამფრთხალი შველივით მიყურებდა. ხელები მიკანკალებდა იმდენად მინდოდა ცოტახნით მაინც შევხებოდი. ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ წავედი.
მკერდამდეც ძლივს მწვდებოდა. ვიცოდი შეშლილი, მტაცებლური მზერა მქონდა. არადა არ მინდოდა მისი შეშინება, მისი დაფრთხობა. აცახცახებული ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩავილაგე და მაღლიდან დავაცქერდი. პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიხია უკან, თან კიდევ უფრო გაფართოებულ თვალებს არ მაშორებდა.
გაუცნობიერებლად გავიწიე მისკენ და თეთრი, პატარა თითები ჩემს უხეშ მტევნებში მოვიქციე.
-გამიშვი,-მისი ტემბრის გაგონებისას გავიფიქრე, სხვანაირი ხმა არც უნდა ჰქონოდა-მეთქი-ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან?
თავი მაღლა აეწია და შიშისგან გაფართოებულ თვალებს არ მაშორებდა.
-შენ მინდიხარ!-ჩემი სურვილი პატიოსნად გავუმხილე. მისი თითებით ვიგრძენი, როგორ გაშეშდა. ფართე თვალები აუწყლიანდა.
-გამიშვი,-კიდევ ერთხელ ამოიხრიალა და თითების გამოგლეჯა სცადა.
-არ გაგიშვებ!-მტკიცედ ვუთხარი და თავი გავაქნიე. იმდენად სუსტი იყო, მეშინოდა ზედმეტ სიტყვას ან მოქმედებას არ დაეშალა-შენი სახელი მითხარი!
-თავი დამანებე, გთხოვ,-ფაიფურივით თეთრი კანი ცრემლებმა დაუსველა. ტუჩები აუწითლდა.
-ვერ დაგანებებ, გვიანია,-მისი მტევნები ჩემს ერთ ხელში მოვიქციე. მეორე გოგონას სახისკენ წავიღე...მაგრამ შეხება ვერ შევძელი. თითები მოვმუჭე. ოხვრით დავუშვი ძირს და თვალებში ჩავაშტერდი. მწიფე გარგრისფერი მელანინი ჰქონდა, გარშემო მწვანე ხაზებით. სკლერა კი ცისფერი. ასეთი ფერის ჯერ არსად მენახა.
-ელენე მქვია, ელენე. ახლა ხომ გამიშვებ?-იმედიანად მკითხა.
-ელენე,-გამეღიმა და მის რბილ და თბილ თითებს ჩემი თითებით მოვეფერე.
-ხო, ელენე,-მოუთმენლად გამიმეორა და ქვემოდან ამომხედა.
მისკენ დავიხარე და სახე სახესთან მივუტანე. როგორი იყო...მაგიჟებდა.
-ელენე, მე ძალიან, ძალიან ცუდი ვარ,-მშვიდად დავიწყე და მისი ანერვიულებული სახე შევათვალიერე-ცუდი ვარ, ახლა წასვლის უფლებას, რომ არ გაძლევ. მაგრამ კიდევ უფრო ცუდი უნდა ვიყო.
ჩემი ხელებიდან დასხლტომა სცადა. ვეცადე არ მეტკინა.
-რატომ არ მიშვებ?რა გინდა ჩემგან?-თავი გააქნია და ცრემლიანი თვალები დახუჭა.
-ელენე, შენ მინდიხარ-მეთქი!
YOU ARE READING
გახლეჩილი მანდარინი ✅
Adventureწყარო- 4love.ge ავტორი- გლოკტა გამოქვეყნების თარიღი- 07.11.2017