თავი 11

213 12 0
                                    


თავი 11
-ირაკლი, მაინც არ მეუბნები სად მივფრინავთ?-უკმაყოფილოდ გამობურცა ტუჩები.
ირაკლი ვერასდროს წარმოიდგნენდა ელენეს თეთრ კაბაში. ალბათ იმიტომ, რომ გოგონაზე არასდროს დაუახავს ეს ფერი. არასდროს უფიქრია მის მწიფე კომშისფერ თვალებს ასე თუ მოუხდებოდა ქათქათა თეთრი. ირისების გული მთლად გამწვნებოდა. ერთმანეთში აზელილი ოქროსფერი და მწვანე იმდენად დახვეწილ, ჰარმონიულ ნაზავს ქმნიდა, რომ მამაკაცი ბრაზდებოდა. არ უნდოდა ეს სილამაზე მის გარდა კიდევ ვინმეს დაენახა. კიდევ ვინმე დამტკაბრიყო ელენეს წაბლისფერი თმის, თოვლივით თეთრი კანისა და წითელი ბაგეების ცქერით. ეგოისტურად უნდოდა იმ საციცოცხლო რესურსით ელენე რომ ერქვა, მარტო თვითონ გამოკვებულიყო.
მაღლებზე შემდგარი ელენე მკერდზე მიეხუტებინა, მისი თავი მკერდზე ედო, ცალი ხელი კი მის წვრილ წელზე შემოეხვია.
-დუდამ და ლეამ მთელი გულით მთხოვეს, რომ მოგზაურობის მარშუტი საიდუმლოდ დამეტოვებინა. არ მინდა შენი დაქალები გავანაწყენო,-მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
-აღიარე, რომ პირად ინტერესებს იკმაყოფილებ, დიდებაშვილო,-თავი წამოსწია გოგონამ და მოჭუტული თვალებით ახედა ლაღად მოღიმარ მამაკაცს. ასეთი უდარდელი ირაკლი იმდენად მოსწონდა, რომ მასზე გაბრაზებას ვერას გზით ვერ ახერხებდა.
-ნუ შეიძლება ასეც ითქვას,-ლოყაზე ნაზად აკოცა და დააბზრიალა.
ელენემ გადაიკისკისა და კიდევ ერთხელ დატრიალდა.
-მოგწონს შენი კაბა, ხომ?-მამაკაცი იღიმოდა.
-კი, ძალიან. შეხედე რა ლამაზად იშლება!
გოგონას კაბა მართლაც, რომ ულამაზესი იყო.
-შეიძლება?-თავს დიმიტრი წამოსდგომოდათ-სანამ წახვალთ, ელესთან ცეკვა მინდა.
-ცოტა ხნით,-თვალები მოჭუტა ირაკლიმ. ელენეს თავზე აკოცა და და-ძმას გაეცალა.
-იცი როგორი ლამაზი ხარ?-ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპაკა და გაწითლებულ ელენეს ჩაეხუტა-ძალიან, ძალიან.
-იცი, რომ მაგ ეპითეტით არასდროს დაგიხასიათებივარ?-ეშმაკურად ასწია წარბები.
-როგორი ცუდი ძამიკო გყავს!-გაეცინა დიმიტრის-მშვიდად ვარ, ირაკლი რომ გყავს გვერდით.
ელენემ ცრემლების დასამალას თვალები დახუჭა. ძმას თავი მკერდზე მიადო.
მათი ნიშნობის დღეს ნიკოლამაც ზუსტად ასე უთხრა.
-დიმიტრი, შენს დას აცდენ!-უკმაყოფილო სახით დაეჯღანა დუდა.
-სულ ხელს, როგორ მიშლი?-დაუღრინა დიმიტრიმ.
-შენ სულ, რატომ მიყვირი?
-იმიტომ, რომ შენი თითოეული სიტყვით მაგიჟებ!
-ხოდა ძალიანაც კარგი!-თვითკმაყოფილს გაეღიმა და მოცინარ ელენეს მიუბრუნდა-შენი ბარგი მძღოლის მანქანაშია.
გოგონამ თავი დაუქნია და უხმოდ გაეცალა მოკამათე წყვილს.
-არ წავიდეთ?-მისკენ მომავალ გოგონას ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მიიზიდა.
-წავიდეთ,-გაუღიმა ელენემაც.
***
ბოლომდე ეგონა, რომ მიხვდებოდა სად მიემგზავრებოდნენ...გონებაში ყველა მოუნახულებელ ქალაქს გადასწვდა, მაგრამ მაშინ როდესაც პეკინის აეროპორტში დაეშვნენ.
-ჩინეთი, ირაკლი?-თვალები გაუფართოვდა ელენეს.
-მალდივები, ელენე,-ყელზე გოგონას ხელების შეგრძნებისას მთელი გულით გაეღიმა ირაკლის-კუნძულებზე როცა მოგწყინდება, ისევ პეკინში ჩამოვსხდებით.
-რატომ?-გულუბრყვილოდ იკითხა ელენემ და თავი უკან გამოსწია.
-მაგას მერე ნახავ,-გაუღიმა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. ელენეც გაიტრუნა.
***
კერძო თვითმფრინავმა დაშვება წყალზე, რომ დაიწყო, ელენემ მოსვენება ერთიანად დაკარგა.
-ირაკლი, ხომ არ ჩავიძირებით?-ნერვიულად ამოიჩურჩულა და მამაკაცის მარჯვენა ხელს დასწვდა.
-ელენე, დამშვიდდი,-ირაკლის მთელი გულით ეცინებოდა.
-ნუ დამცინი, უბრალოდ წყლის მეშინია,-დაიწუწუნა და ფანჯარას ზურგი აქცია. მოუთმენლად გადასწვდა მამაკაცის სხეულს და თავი მის კისერში ჩამალა.
-კუნუძლებზე ვართ, შენ კიდევ წყლის გეშინია?-სიცილს უმატა ირაკლიმ.
-მერე რა?! კუნძულებზე წყლის გარდა, სხვა რაღაცების ნახვაც შეიძლება!-გაბუტული ხმით ამოიბუტბუტა.
კისერზე გოგონას ტუჩების შეგრძნებამ ერთიანად დაუბუჟა სხეული. თავი მისკენ მიატრიალა და ელენე შუბლს თავისი მიაბჯინა. ყოველთვის უკვირდა ელენეს კომშისფერი თვალების თვალუწვდენელი სიღრმის. სულ უნდოდა შემაწუხებელი იდუმალება ერთი ხელის მოსმით მოეშორებინა ამ ეშხიანი მზერისთვის, მაგრამ თან ენანებოდა. ელენეს გამოუცნობი ხასიათი იზიდავდა და ხიბლავდა.
-დავეშვით?-მოგუდული ხმით იკითხა გოგონამ.
ირაკლიმ უხმოდ დაუქნია თავი. ღვედები შეუხსნა და წამოდგომაში დაეხმარა.
-ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება!-დინჯად გაუღიმა მამაკაცმა და დანარჩენ მგზავრებთან ერთად გახედა მათკენ მომავალ ნავებს.
-ველასარუს კუნძულებამდე ამეებით მივალთ?-კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ თვალებგაბრწყინებული ელენეს დანახვით ვერასდროს დაიღლებოდა.
-ხომ არ გეშინია?-მიუახლოვდა და კეფაზე მიკრული თმა საოცარი სინაზით მოაშორა.
-შენ ხომ ჩემთან იქნები,-მხრები უდარდელად აიჩეჩა. თეთრ მაისურში გამოწყობილ ირაკლის იმ მზერით მისჩერებოდა, არსებული რეალობის დაუჯერებლობა და გულისამაფართხალებელი სიხარული, კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას, რომ სძენდა.
ველასარუს კუნძულებამდე გადახურული, სწრაფი ნავებით მიცურეს. ხელიხელჩაჭიდებულები გაუყვნენ საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზას.
მბზინვარე ქვიშაში მიაბიჯებდა. ამოვარდნილი გულის ბაგა-ბუგს კი ლამის ყელში გრძნობდა. მთელი ქვეცნობიერითა თუ ცნობიერებით სურდა კარს მომდგარი ბედნიერება უხვად შემოეშვა მასში. ირაკლისთვის, ახლა უკვე ქმრისთვის ჩაეჭიდა ხელი და პალმის მაღალ ხეებში ჩაძირულ სახლს მიშტერებოდა. ლამაზ ვერანდაზე შალითაგადაკრული შეზლონგები და ხის თანამედროვე მაგიდა იდგა. ფართე კარები ღია იყო, თეთრ ფარდას ნესტიანი, მსუბუქი ნიავი არხევდა...
სულ მალე ირაკლის მკლავების სიმხურვალე იგრძნო. მზისგან აწითლებულ თეთრ კანს, საყვარელი მამაკაცის სითბო აუტანელ ცეცხლს უკიდებდა. გაუბედავად ეხვეოდა მის ძლიერ, დაძარღვულ ყელს. აკანკალებულ თითებს ფრთხილად, თუმცა ხარბად დაატარებდა ირაკლის გამოკვეთილ ყვრიმალებზე, ყბის ძვალზე, გაცხელებულ მკერდსა და კუნთამომჯდარ მკლავებზე. ართობდა ის ფაქტი, რომ თვითონ ირაკლის ფართო მხრების ნახევარიც არ იყო. რომ მამაკაცის დაჟინებული, ვნებიანი, თუმცა მაინც უნაზესი ალერსი ისევე ვერ შეედრებოდა საკუთარი სურვილების სუსტ გამოძახილს, როგორც მათი სხეულები.
ირაკლიმ ნელა შემოსვა ტუალეტის მაგიდაზე და აწითლებულ ტუჩებზე შეეხო. ძლივს მოსწყდა გაუმაძღარ გოგონას და ღიმილით დაიწყო აბაზანის გავსება.
მილული თვალები გაახილა და სააბაზანოს ვნებადაუმცხრალი თვალები მოატარა. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა მეოთხე, ერთიანად მინის კედლის დანახვისას. გაჭრილი ორფრთიანი კარები ბოლომდე გამოეღოთ, საიდანაც ცარიელი მზით გამთბარი სანაპირო მოჩანდა.
-ირაკლი,-კითხვით მიმართა აბაზანის გავსებით გართულ მამაკაცს. წამით მზერა მის ნახევრად შიშველ სხეულს მოატარა. მასთან ერთად უნდა ებანავა? წარბები სასაცილოდ შეკრა.
-ნუ გეშინია, იზოლირებული სანაპიროა,-ღიმილით მიუახლოვდა და გოგონას გაშლილ ფეხებს შორის დადგა-აბაზანა მივიღოთ.
-ერთად?-ლოყები აუწითლდა.
-აბა ცალ-ცალკე?-ირონიულად ჩაიცინა და აბრაწულ ლოყებზე აკოცა.
-დიახ, მე ასე მინდა,-დაიბუტბუტა.
ირაკლი ზანტად უკოცნიდა მარჯვენა ლოყას, ყბის ძვალს, ნიკაპს...ძლიერი მტევნები გოგონას შიშველ ტერფებზე აასრიალა. მუხლისთავებზე თითები ოდნავ მოუჭირა და შეუფერხებლად აუყვა მის თეთრ, გლუვ, ლამაზ ფეხებს.
ელენემ ინსტიქტურად მოჭმუჭნა თეთრი კაბის კალთა და ფეხებს შორის მოიქცია. ირაკლის ჩაცინების გაგონებისას ხელები თმაში შეუცურა და უმტკივნეულოდ მოქაჩა. მაგრამ კაბის ქვეშ შემძვრალ ხელებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა.
ეგონა გული ამოუვარდებოდა მამაკაცის ტუჩები ყელზე, რომ იგრძნო. უნდოდა ამ ტუჩებს სამუდამოდ ასე ემოქმედათ. ალბათ არასდროს დაღლიდა საკუთარი გახშირებული სუნთქვა, თუ ყოველ ჯერზე მის ბაგეებს იგრძნობდა კანზე.
ირაკლის თითები წელზე იგრძნო, მერე მუცელზე, კიდევ უფრო დაბლა...ამისთვის მოუმზადებელი იყო. გაუცნობიერებლად მიეკრა მის გარუჯულ, ძლიერ სხეულს და აქამდე განუცდელი ჟინით აკოცა. მამაკაცმა სწრაფად გადააძრო კაბა და წამით უკან გაიწია. გადაგლესილი ნაცრისფერი თვალები ელენეს რძისფერ, შიშველ, ლამაზ მკერდსა და ვარდისფერ კერტებს დაასო. აწრიალებულ ელენეს ნელა შუცურა დაკულულებულ თმაში ხელი და თავი უკან გადააწევინა. ნელა, მტანჯვლი სიზანტით აკოცა ნიკაპის ქვემოთ, ყელზე, ლავიწებშორის ჩაღრმავებაზე, ფითქინა მკერდზე, ჯერ მარჯვენა ძუძუსთავზე, შემდეგ მარცხენაზე. ახმაურებული ელენე კი კიდევ უფრო მაკრად მიეკრა ცხოვრების თანამგზავრად ქცეულ ირაკლის, მის საიმედო, ყველაზე საყვარელ ნავსაყუდელს...
***
ცხელი, ნესტიანი ჰაერი სასიამოვნოდ ელამუნებოდა თეთრ ზეწარში გახვეულს. კუნძულის დილა ისეთი სასიამოვნო იყო ელენესთვის, რომ თვალების გახელაც ენანებოდა. მოსწონდა უზარმაზარი ფანჯრებიდან მქროლავი უცხო, ზღვის ნიავი დაღლილ და გასავათებულ სხეულზე რომ ეთამაშებოდა. ფუმფულა ქვეშაგებში ჩაფლულს მხოლოდ ეს წამი უღირდა სიცოცხლედ. წამი, როდესაც მის სუნთქვას საკუთარ სახეზე გრძნობ და გესმის, მის მკერდში ახმაურებული ორგანო შენსას რამდენად იდეალურად ეხმიანება.
ირაკლიმ ნელა გადმოატრიალა თავის მხარეს. ხელები მის წვრილ წელს შემოაჭდო, სახე კი მის კისერში ჩამალა.
-ელენე,-დაბალი ხმით ჩაილაპარაკა-გაიღვიძე, რა.
გოგონა უფრო მეტად გაიტრუნა. სუნთქვითაც კი ჩუმად სუნთქვდა.
-ელენე,-უფრო მბრძანებლური გაუხდა ხმა. ხმაურიანად აკოცა ყელში და უფრო მეტად მიიკრა ერთი ციდა სხეული.
გოგონა მოუთმენლად გატოკდა მამაკაცის მკლავებში. აბნევდა მისი სიახლოვე, ღიმილად გაწელილ ბაგეებსაც ვეღარაფერ უხერხებდა. ხელები ზანტად შემოაჭდო ირაკლის ძლიერ კისერს და თავადაც მიეწება გახურებულ მკერდს.
-ჰმ,-ამოიოხრა მამაკაცმა. ერთი მოძრაობით გადაწვა ზურგზე და გოგონა ზემოდან მოიქცია. ელენემ ჩაიხითხითა და ამჯერად თავად ჩამალა სახე ირაკლის კისერში.
-ელე?!-დაუძახა ირაკლიმ და სახე ზემოთ ააწევინა. აბრჭყვიალებული თვალები ანცად ასწია გოგონამ და ღიმილით გაუსწორა სახე მამაკაცის აფორიაქებულ სახეს-სულ ასე შემომხედე ხოლმე, რა,-დაიჩურჩულა და თავი წამოსწია. ბაგეები კიდევ უფრო გაეხსნა, მისი ქმრის ტუჩები დახუჭულ თვალებზე, რომ იგრძნო.
ელენემ მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ირაკლიმ პირველად შეუმოკლა „ელენე" „ელეთი".
***
კბილების წმენდით გართულს უკნიდან ირაკლის სხეული იგრძნო.
-ჩაიცვი და სასაუზმოთ გავიდეთ,-ყელში აკოცა-მერე სანაპიროზეც გავისეირნოთ, აკვალანგით ვიცურაოთ.
-ვაი, ირაკლი, თევზები?!-პირის მშრალებით მიტრიალდა და შეშინებული თვალებით ააცქერდა.
-რა თევზები?-წარბები შეკრა მამაკაცმა. ქვედა საცვალსა და მომდგარ ტოპში გამოწყობილი ელენე მომაკვდინებელი მზერით აათვალიერა. ელენემ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მის მკლავებს გამოეცალა.
-ზღვაში, რომ თევზებიც იქნებიან? თან წყლის მეშინია,-შეწუხებული ხმით დაიწუწუნა და გრძელ თმებზე სავარცხელი დაისვა.
-წყალი ღრმად არ იქნება. არ შეგეშინდება.
ელენემ წაბლისფერი გრძელი თმა მსხვილ ნაწნავად დაიწნა და მხარზე გადმოიგდო.

გახლეჩილი მანდარინი ✅Where stories live. Discover now