თავი 7
მალევე მიხვდა, რომ ირაკლის მოსვლის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. მიხვდა, რომ უცნობისთვის აღარ უნდა გაეცა ხმა. მიხვდა, რომ მისი ხელქვეითების უხეშ მოპყრობასაც უსიტყვოდ, უნდა შეხვედროდა. ცდილობდა, აქ ყოფნით გამოწვეული პროტესტი რამენაირად გამოეხატა. ამის იდეალურ ფორმად კი შიმშილობა მიიჩნია. მათი ყვირილისა და ხელებით ჯააჯგურის მიუხედავად, ელენე პირს არაფერს აკარებდა. მას შემდეგ, რაც აქ მოიყვანეს, უცნობი რამდენჯერმე დაელაპარაკა, მაგრამ დადვანის გამაღიზიანებელ დუმილს ვერც ტკბილი სიტყვით და ვერც ფიზიკური შეაურაცხყოფით მოუხერხა რამე. გოგონას ხან სიბნელისთვის გაეშტერებინა უგრძნობი ირისები, ხანაც მოკუნტულს მთელი ძალით დაეჭირა ქუთუთოები ერთმანეთისთვის. ამ დროს იმ ცრემლების შეკავებას ცდილობდა, ირაკლისა და ოჯახის მონატრებისას, რომ მოაწვებოდა ხოლმე. გრძნობდა, როგორ იზრდებოდა გულზე გაჩენილი ჭრილობა, როგორ დიდდებოდა მოურჩენელი წყლული და გოგონასაც თავის ყოვლისშემძლე ხლართებში ხვევდა. ელენე მთელი ძალით ცდილობდა ამ აგონიას არ დანებებოდა, ირაკლიზე ეფიქრა, ნიკოლასა და დიმიტრიზე ეფიქრა.
კარგად იცნობდა დიდებაშვილს. ირაკლის გრძნობების გამოხატვის უნარი არ გააჩნდა. ელენესავით არ შეეძლო ბედნიერებისგან გაეღიმა, მწუხარებისგან თვალები აცრემლიანებოდა, შუბლი შეეკრა. ირაკლის არასდროს ეტყობოდა რას გრძნობდა, რას ფიქრობდა, რას განიცდიდა, რა უხაროდა...მაგრამ დადვანისთვის საკმარისი იყო მისი თვალები დაენახა, სულ ერთი წამით შეეხედა მუქ ნაცრისფერი ირისებისთვის...მისი ხელი თავისაში ეგრძნო. ნერვიულობისას ფართე და ძლიერი მტევნები წამში ეყინებოდა, ხოლმე. გრძელი და თლილი თითები კი უფითრდებოდა. სწორედ ასეთი თავშეკავებულობისა და ფიზიკური ნიღბის გამო უფრთხილდებოდა მამაკაცის გულს. არ უნდოდა ზედმეტად ედარდა, ზედმეტად ენერვიულა. სინამდვილეში, ხომ ძალიან განცდიანი ადამიანი იყო ირაკლი, ზედმეტად განცდიანიც. ახლაც ირაკლიზე ნაღვლობდა. გული სტკიოდა იმის წარმოდგენისას, როგორ ნერვიულობდა მამაკაცი.
***
მარჯვენში ათასფრად მოთხვრილი პალიტრა ჩაებღუჯა. მარცხენა ხელში კი მსხვილი ფუნჯი დაეკავებინა და ნელი, რიტმული მოძრაობით უსვამდა ტილოს. შავი საღებავით აფერადებდა ელენეს თმას, თვალებს, ტუჩებს, სხეულს...
ასეთი შავი არასდროს ყოფილა გოგონა... ირაკლის ნახატზეც კი.
ფართე, ნუშისებრ თვალებს დაჰკარგვოდათ ჩვეული მოოქროსფრო-მომწვანო ელფერი. სიყვარულის ცრემლისგან დამშრალი ირისები შავად შეღებილიყო მამაკაცის ტილოზე. გუგების მაგივრად, წვრილი და გრძელი გვირაბის კონტურები მოჩანდა, რომლის ცივი, მარტოობის კივილიგან დახეთქილი კედლები ირაკლის ტკივილს გაემთელებინა.
ამ გვირაბში ირაკლი არ ილანდებოდა.
ტრადიციულად წელზემოთ შიშველი იდგა. სიგარეტის ნახევრადჩამწვარი ღერი ტუჩებს შორის მოექცია. ფუნჯიან ხელს კი უკონტროლოდ სწრაფად, დაუფიქრებლად, სასოწარკვეთის ჟინით უსვამდა სითეთრე დაკარგულ ქსოვილს. მეორე მტევანი მოლბერტის ხის შვერელისთვის დაეყრდნო. ღრმად, მძიმედ სუნთქავდა. ძლიერი მკერდი გაშეშებოდა. მიტკლისფერდადებულ სახეს ნაკვთი არ ურხევდა.
ელენეს დაკარგვა და ირაკლის გაქვავება ერთი იყო. ყველას აშინებდა დიდებაშვილის უმოძრაო სახის დანახვა. ყველა ერიდებოდა. ყველას ეშინოდა წყობიდან გამოსულს ხელში არ მოხვედროდნენ.
შავი ჯინსის უკანა ჯიბეში მობილური აწკარუნდა. ირაკლიმ იქვე დაგდებულ, დალაქავებულ ტილოზე შეიწმინდა ხელები და ტელეფონი ამოიღო.
-გისმენ,-დაიღრინა და ორი, მუქი ნაცრისფერი მელანინით შეათვალიერა მის წინ გამოსახული ელენე.
-ირაკლი, თოხაძესთან იყავი?-დაიყვირა აჩიმ.
-მერე?-აწითლებულ თვალებზე ხელი მოისვა დიდებაშვილმა და ფუნჯები აბაზანაში გაიტანა.
-რა მერე, შენ ში’გ ხომ არ გაქვს, ამის დედა ვ’ატირე!-ღრიალს უმატა აჩიმ-თავი გინდა მოიკლა?! გამაგებინე, რა გინდა ირაკლი?!
-ელენე მინდა,-მშვიდად უპასუხა და ცხელი წყალი მოუშვა.
-მერე მაგისთვის ტყულად ვართ ამდენი ხალხი? ჰა? მისმინე! ერთი თვეა ადამიანს აღარ ჰგავხარ! ცოტათი უნდა გამოფხიზლდე! იმ გოგოს მთელი არ უნდა დახვდე? ნერვებშეჭმული რაში დასჭირდები, გამაგებინე! აქეთ უნდა მოუღო ბოლო?! ამდენნი ვართ! ყველაფერს ვაკეთებთ და სულ ცოტაც მოითმინე-მეთქი, შენ კიდე რა ქენი, აზრზე ხარ?!
-უჩა! რამე მოხდა?!-ფუნჯებს გაცლილმა ზეთის საღებავმა, შავად შეღება სპილოსძვლისფერი ნიჟარა.
-თოხაძეს ყველაფერი ჩაუკაკლავს სირაძისთვის! ხოდა ნახევარი საათის წინ თელავიდან მომტყდარა ეგეც და მაგისი დედა მოტყნულ* ბანდაც!-უჩას ანერვიულებული ხმა ერთიანად ჩახლეჩვოდა.
-ამის დედა შევეც*!-დაიღრიალა და გაუცნობიერებლად მიარტყა მარჯვენა მუჭი წინ დაკიდებულ სარკეს. მთელ კედელზე გაკრული სარკე ერთიანად დაიფშვნა და მისი ნამსხვრევები ხმაურიანად აწკარუნდა შავ კერამიკულ ფილებზე-სად ხარ?
გადახლეჩილი მარჯვენა წყლის ჭავლს შეუშვირა.
-შენ დამშვიდდი! კუდში მივყვები! ბიჭები უკან მომყვებიან. იცოდე, როცა თოხაძესა და სირაძეს თბილისში ჩამოვათრევ შენ მანდ დამხვდები, წინააღმდეგ შემთხვევაში მეთვითონ მოგკლავ! გესმის?
-ფრთხილად იყავით,-დაიღრინა ირაკლიმ და ტუალეტის კარადიდან თეთრი პირსახოცი გამოიღო. საღი მარცხენით გადაიხვია მარჯვენა მტევანი.
-რა ხდება, ირაკლი?!-აკანკალებული ხმით იკითხა კარების ჩარჩოს მიყრდნობილმა მარიტამ.
-არაფერი,-მტკიცედ გამოეპასუხა ირაკლი ქალს. შავთმიანმა შიშით მოათვალიერა დალეწილი სააბაზანო. მარიტა მაღალი, ლამაზი ქალი იყო. თაფლისფერი კანი და მუქი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა.
გარდერობ-ოთახში შევარდნილ მამაკაცს ცრემლიანი თვალები მიაპყრო. მერე ფანჯარასთან მდგომ მოლბერტს მიაჩერდა. „შავი გოგონას“ დანახვამ ცხარე ცრემლებით აატირა მარიტა.
-ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ, არ ინერვიულო,-ირაკლიმ ორივე ხელისგულში მოიქცია მისი სახე-მალე დავბრუნდები! ოღონდ შენ არ ინერვიულო.
-ალის უნდოდა შენი ნახვა,-თავი დახარა ქალმა.
-ხომ იცი...ახლა არ შემიძლია,-გაბზარული ხმით დაიხრიალა ირაკლიმ და წელში გაიმართა.
მარიტამ უხმოდ დაუქნია თავი. თლილი თითებით ცრემლები მოიწმინდა. უფროს შვილს გულზე მიეხუტა და მკერდზე აკოცა.
-მიყვარხარ, დე,-დაიჩურჩულა და წელზე მოჭერილი ხელები, კიდევ უფრო მოუჭირა ირაკლის.
-მეც. ახლა უნდა წავიდე,-ნელა მოიშორა მკერდზე მოკრული ქალი. ზურგჩანთას დაავლო ხელი და კიბეებზე დაეშვა.
***
ხევსურეთის გზას ადგა. გვერდით ლევანი ეჯდა და თავდაცვის საუკეთესო პროგრამისტს სპიკერზე ელაპარაკებოდა.
-მოგკლავთ მახარაძე იქ, რომ დაგინახავთ,- დაილაპარაკა პროგრამისტმა კოკამ.
-თითქოს არ იცოდეს ამისი ამბავი. ეს თბილისში შანსი არაა, ვერ მოისვენებდა,-დაიფრუტუნა ლევანმა და სარკეში გაიხედა-უკან ვიღაც მოგვყვება.
-შავი რიენჯ როვერი?-დინჯად იკითხა ირაკლიმ.
-ხო.
-დიმიტრია.
-ელეს ძმა, ხომ?-დააზუსტა ლევანმა. ირაკლის გული შეუკუმშა ძმაკაცის „ელემ“-ჯიგარი კაცია, რა!
ირაკლიმ უხმოდ დაუქნია თავი. მაგისტრალზე გასვლისას სიჩქარეს მოუმატა.
-გაჩერდნენ. უჩას ოთხივე მანქანა ბოჭორმაში გაჩერდა.
-გასაგებია. მადლობა, კოკა. არ დაგივიწყებ, ხომ იცი?!-დიდებაშვილს მთლად წართმეოდა ხმა.
-გეკადრება, ირაკლი?-იწყინა კოკამ-წარმატებები!
-გაიხარე!-ლევანმა მობილური გათიშა და მკვეთრად გადაწეულ სიჩქარის ისარს დაძაბული მზერა მიაპყრო-თუ გინდა, რომ ელენეს ცოცხლებმა ჩავუსწროთ, ცოტა ნელა, ირაკლი!
YOU ARE READING
გახლეჩილი მანდარინი ✅
Adventureწყარო- 4love.ge ავტორი- გლოკტა გამოქვეყნების თარიღი- 07.11.2017