თავი 10

215 11 0
                                    


თავი 10
ირაკლის მოუცლელობა უკვე ღლიდა ელენეს. იყო დღეები მის ნახვასაც, რომ ვერ ახერხებდა. ამ დროს ტელეფონი ეზიზღებოდა, უიმისოდ, რომ ვერ ახერხებდა ირაკლისთან კავშირს. მიუხედავად ყველაფრისა ელენე ამაყობდა ირაკლის გენერლობით. ამაყობდა მისი პასუხისმგებლიანი, დინჯი, მისაბაძი პიროვნებით. ბავშვურად უხაროდა ირაკლის თქვენობით, რომ მიმართავდნენ, ასეთ პატივს, რომ სცემდნენ.
ირაკლის კი სულ ეცინებოდა ასეთ ელენეზე. სასაცილოდ, რომ მოჭუტავდა თვალებს, ხელებს უკან, რომ წაიღებდა და ერთმანეთში გადახლართავდა. ამ დროს ისეთი ლამაზი იყო, არ უნდოდა მის გარდა ვინმეს კიდევ დაენახა.
ოცდაოთხი საათიდან 6-7 საათი თუ რჩებოდა თავისუფალი. და ეს დროც საშინლად ენანებოდა, ძილისთვისა და ჭამისთვის, ასე, რომ აძალებდა ელენე. სულ მისკენ მიუწევდა გული. სულ მის გარემოცვაში უნდოდა ყოფნა. მაგრამ არ შეეძლო თავისი საქმე უგულოდ ეკეთებინა. არ შეეძლო თავისი პროფესია და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან გაემიჯნა. არ შეეძლო ომში გასაგზავნი ჯარისკაცებისთვის უემოციოდ შეევლო თვალი, არ შეეძლო ავღანეთისა და ასობით დაღუპულის დანახვის შემდეგ, მშვიდად გაეღიმა. ამას დამატებული სირაძე მთლად ანადგურებდა. იცოდა, მანამ ვერ მოისვენებდა, სანამ მის კისერს საკუთარ ხელებში არ მოიქცევდა...მაგრამ მერე ელენე ახსენდებოდა...ახსენებოდა მისი გულწრფელი ღიმილი, მოცინარი თვალები, მისი პატარა, ყველაზე თბილი მტევნები. ამის შემდეგ არ შეეძლო იმავე ხელებით მოეკლა. არ შეეძლო მკლვლელი თითებით ელენეს შეხებოდა.
ელენეს უნახაობა კიდევ უფრო არწმუნებდა იმ გადაწყვეტილების სისწორეში, ელენეს სამუდამოდ დასაკუთრება, რომ გულისხმობდა. გრძნობდა, რომ ერთხელაც თავს ვერ მოერეოდა, სულ მონატრების რეჟიმში ყოფნა იმ ცმირე მოთმინებასაც გაუქრობდა. უნდოდა უკვე სხვა სტატუსით შემოსულიყო ელენე მის ცხოვრებაში. მაგრამ გოგონას არაადეკვატური რეაქციის წარმოდგენაც საკმარისი იყო განზრახვაზე ხელი აეღო და დროებით უკან დაეხია. ელენეს ჯანმრთელობა ერთიანად ავიწყებდა პირად ინტერესებს. ელენეს იქით აღარავინ იყო.
ოყო ელენე...მხოლოდ ელენე.
ელენე, რომლის კარგად ყოფნა პირდაპირპროპორციულად ირაკლის კარგად ყოფნას ნიშნავდა.
***
-სულ არ გიხდება ჩემს სამზარეულოში ტრიალი,-თვალები მოწკურა ირაკლიმ და კარის ჩარჩოს მიეყრდნო.
-ირაკლი,-ამოიოხრა გოგონამ და ესპრესოს აპარატი ჩართო.
-შენ გგონია გატყუებ?-ელენემ ირაკლის ღიმილით იგრძნო და თვითონაც ღიმილით მოტრიალდა.
-არ მატყუებ?-ხელები გულზე დაიკრიფა.
-მატყუარას ვგავარ, ელენე?-ნელა მიუახლოვდა მამაკაცი და ზემოდან დახედა. ირაკლის მოჩვენებითი სიმკაცრის დანახვისას ელენე ბავშვურად აკისკისდა.
-გრძელი ცხვირი გაკლია, მხოლოდ,-თვალი ჩაუკრა და მის სწორ ცხვირს თითისწვერი დაჰკრა. ირაკლის ბაგეები ღიმილმა გააპო. გოგონას პატარა ხელი დაიჭირა და თითის ბალიშებზე აკოცა.
-და ის თუ იცი შენ რა გაკლია?-წელზე მოხვია ხელები და საფეთქელზე აკოცა. ელენეს თვალები მიენაბა.
-ჰმმ,-ირაკლის გაეცინა გოგონას რეაქციაზე.
-არ იცი?-ჩაეძია.
-არა,-ამოიბუზღუნა და ირაკლის ყელს ცხვირის წვერი გაუსვა.
-მე გაკლივარ,-ელენე წამში გამოაფხიზლა დიდებაშვილის სერიოზულმა ხმამ.
-მაკლიხარ,-კანკალით ამოისუნთქა.
-ხოდა ვქორწინდებით,-დადვანმა თვალები ჭყიტა. სასაცილოდ წამოსწია თავი და დაძაბულ ირაკლის ახედა. საკუთარი კანით იგრძნო მამაკაცის დაჭიმული სხეული.
-ვქორწინდებით?-გაიკვირვა ელენემ. წუთით გაჩუმდა. მის გაოცებულ ტვინს უჭირდა ირაკლის სიტყვების გადახარშვა. უჭირდა იმ ყველაფრის გახსენება, რის შედეგადაც აქამდე მოვიდნენ. ელენე ირაკლის სამზარეულოში ესპრესოს აკეთებდა, დიდებაშილი დადვანს კი ხელსაც არ სთხოვს, დავქორწინდებითო ეუბნება და თხრობით წინადადებას ბრძანების კილოს უმატებს.
ელენემ გაიღიმა. ელენემ მთელს დედამიწას გაუღიმა. თავის სიხარულსა და დაუტეველ ბედნიერებას მაგრად ჩაავლო პაწია თითები და მკერდზე მიიკრა. ცრემლიანი თვალებით მიეფერა ამქვეყნად ყველაზე საყვარელ სახეს, შუბლი რომ შესჭმუხნოდა, ტუჩები მკაცრად, რომ მოუკუმავს და გაციებული ხელები საკუთარი წელისთვის შემოუხვევია.
-ელენე,-ამოუჩურჩულა ირაკლიმ. გოგონას გაცისკროვანებული სახე ორივე ხელში მოიქცია და შუბლი შუბლზე მიაბჯინა-ელენე, ელენე, ელენე...
ბუტბუტებდა. აგიჟებდა ამ პატარა არსების გადამდები სიხარული. კანი სწიწკნიდა მისი ბედნიერების შეგრძნებისას. წამით შიშიც კი იგრძნო, ის შიში, მომავალი ცოლის გაუმართლებელ იმედებს, რომ იტევს. მაგრამ საკუთარ კისერზე მოხვეული მკლავები მოუსავლეთში გზავნიდა ცუდ ფიქრებს. ძალიან, ძალიან მაგრად იხუტებდა პატარა ელენეს და ბედნიერების ცრემლებს დაუღალავად სწმენდდა საყვარლად ასლუკუნებულს.
***
-ნიკოლა? ვაიმე, დიმიტრი რას იტყვის?-ბავშვურად აწუწუნდა და ხელახლა აცრემლებული თვალები საჭესთან მჯდომს მიანათა.
-საყვარელო, ნიკოლამ და დიმიტრიმ ყველაფერი იციან,-დაამშვიდა აღელვებული გოგონა და
ხელი უფრო მეტად მოუჭირა.
-რა თქვი?
-ელენე, რატომ ნერვიულობ?-უეცრად გაუმკაცრდა ხმა მამაკაცს-ნიკოლამ და დიმიტრიმ ყველაფერი იცოდნენ! მე მათთან თავიდნავე ყველაფერი გავარკვიე! ისინიც შეგუებულები იყვნენ იმ აზრზს, რომ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდი.
-ხომ მაგრამ ჯერ მხოლოდ ოცი წლის ვარ,-გრძელი წამწამები ააფახულა და თითები ფეხებშუა მოიქცია.
-შენთვის მაგას მნიშვნელობა აქვს?ელენე, შენ ასაკი გაფერხებს?-შეეცადა მშვიდად ეკითხა და ისედაც აღელვებული გოგონა უარესად არ დაეფრთხო.
-არა, რა თქმა უნდა, არა!-სწრაფად გააქნია თავი და ჩამწვანებული ირისებით ირაკლის ნაცრისფერ თვალებს შეხედა-უბრალოდ არ მინდა მამამ ინერვიულოს! ეს ყველაზე ნაკლებად მინდა.
-ვიცი, ელენე. ეგ არც მე მინდა,-მისი პატარა თავი ფართე ხელისგულებში მოიქცია და ცერა თითებით მიეფერა.
-დედაშენი?
ელენეს გაფართოებული თვალების დანახვისას გულიანად ახარხარდა მამაკაცი.
-ნუ იბუსხები,-ელენეს ტუჩებს თვალი სწრაფადვე მოაშორა და აწითლებულ ლოყაზე აკოცა.
ხვდებოდა, რომ ელენეს დროს სჭირდებოდა ამ ყველაფერის გასააზრებლად, მაგრამ მისი ფორიაქი და ტყუილი ნერვიულობა გულს უკუმშავდა.
-მარიტას დღეს საღამოს გაგაცნობ,-ელენეს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები. ირაკლი კი მთელი ტანით იცინოდა.
-ირაკლი,-ამოიწუწუნა.
-ელენე, გეხვეწები რა! რა განერვიულებს? როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ მოეწონო?-დადვანი კიდევ უფრო გაწითლდა. მამაკაცის მზერისგან დაბნეულმა თვალები დახარა.
-სულ არაა სასაცილო, ირაკლი,-ამოიბურტყუნა-საქმე დედაშენს ეხება.
-მერე რა? დედაჩემი კი არ შეგჭამს?! პირიქით, ძალიან მოსწონხარ!
-ვაი, ანუ ჩემზეც იცის?-სახე ხელისგულებში დამალა.
-ელენე, ასე თუ ინერვიულებ, ყველანაირი ცერემონიის და გაცნობების გარეშე მოგიყვან ცოლად,-სიმკაცრე შეჰპარვოდა ირაკლის ხმას.
ელენემ ფრთხილად ასწია თავი. თვალები დანაშაულის ცრემლებით გავსებოდა.
-მოვრჩი, აღარ ვნერვიულობ,-თავი ნელა გააქნია.
-როგორი სულელი ხარ,-გაეღიმა ირაკლის და ხელის ერთი მოძრაობით კალთაში გადმოისვა გოგონა.
-არ ვარ!-დაიწუწუნა ელენემ და ორივე მკლავი მაგრად შემოჰხვია მამაკაცს კისერზე. როგორი სურნელი ჰქონდა ირაკლის...სხეულს ერთიანად უბუჟებდა გოგონას.
-ხარ, პატარა, სულელი გოგონა ხარ. ჩემი მომავალი ცოლი!-ირაკლის ტუჩები საფეთქელზე იგრძნო.
თბილმა შეხებამ ერთიანად აუწვა ელენეს სხეული. მხოლოდ წელზე მოჭერილი ხელები აგრძნობინებდა, რომ ჯერ კიდევ აქ იყო, დედამიწაზე. რომ მალე ირაკლის ცოლი გახდებოდა. მათი, პატარა ოჯახი ექნებოდათ. სულ პატარა ოჯახი, მხოლოდ ირაკლისი და ელენესი. ღიმილით წარმოიდგინა მათი დილა, შუადღე, საღამო და ღამე. ირაკლისთან ერთად გაღვიძება წარმოიდგინა, დილის ყავა და დაკავებული შუადღეები. გვიან ღამით მოსული ქმარი, კარგა ხნის ჩაძინებულს, რომ უწვება გვერდით და ძალიან, ძალიან მაგრად ხვევს დიდ, და ძლიერ ხელებს. და ეს ზმანება ისეთი ტკბილი იყო, ისეთი საოცნებო, რომ ელენეს ლამის ცრემლები წამოსცვივდა გამოფხიზლებისას. ნეტავ ყველაფერი ისე კარგად ყოფილიყო...
-იცი რას ვფიქრობდი?-სიჩუმე დაარღვია ირაკლიმ და გარჩეული მანდარინი ელენეს უწილადა.
-რას?
-რა გირჩვენია? ჩემს სახლში ვიცხოვროთ, თუ სხვაგან? თუ გინდა ბინა ვიყიდოთ, ან ქალაქგარეთ კერძო სახლი. სადაც შენ გენდომება, საყვარელო. თუ შენ არ მოგწონს, შევცვალოთ, გადავაკეთოთ, როგორც გაგიხარდება.
ელენემ რამდენჯერმე დააფახულა წამწამები და გოცებული თვალები მამაკაცს მიაპყრო. ირაკლი დაიძაბა. წარბები შეეკრა, კვამლისფერი ირისები მტანჯველად ნელა მოატარა დადვანის პატარა სახეს.
-ირაკლი, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიცხოვრებთ?-ნაზად იკითხა ელენემ-ჩემთვის მთავარია, შენს გვერდით ვიყო, შენი გაბედნიერება შევძლო. ჩვენ შევქმნით პატარა, ბედნიერ ოჯახს. მჯერა, რომ ერთად ცხოვრება, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას, ამისთვის კი საცხოვრებელს ნამდვილად არ აქვს მნიშნელობა.
ელენე სიმშვიდემ და სიფაქიზემ სასიამოვნოდ გააოცა ირაკლი. ძნელი იყო გაგერჩიათ, მის თვალებში აბრიალებული ფერები, ელენე, რომ აფეთქებდა ყოველ წამს. აგიჟებდა ის ფაქტი, რომლის მიხედვითაც, გოგონას თითოეული საქციელი, თითოული სიტყვა თუ ღიმილი ყველაზე სწორ საქციელად ითვლებოდა. ამაყობდა ელენე თავისი, რომ იყო. ამაყობდა ასეთ გოგონას, რომ უყვარდა. მაგრამ მომავლის შიში ვერაფრით შორდებოდა მის აფორიაქებულ არსებას.

გახლეჩილი მანდარინი ✅Where stories live. Discover now