თავი 8

231 12 0
                                    


თავი 8
-დაჭრილი ხარ,- ირაკლი საავამდყოფოს მოსაცდელში იჯდა. აჩი კი მის დაჭრილ მხარს ათვალიერებდა-ტყვია ჯერ კიდევ მხარში გაქვს. წადი, სულ ნახევარი საათის საქმეა.
-ჯერ ელენეს ექიმი გამოვიდეს,-ჯიუტი, დაღლილი ხმით გაუმეორა ირაკლიმ და გახდილი მაისური გადაიცვა.
-ირაკლი, ნუ ატრაკებ, რა! სისხლი მოგდის!-შეუღრინა ლევანიმ და ერთჯერადის ჭიქა მეათედ შეავსო წყლით.
ირაკლის ხმა აღარ ამოუღია. თვალები დახუჭა და თეთრ კედელს მიეყრდნო. ფიქრებით ელენეს დასტრიალებდა. ტანში სცრიდა ცოცხალ-მკვდარი გოგონას გახსენებისას. ოღონდ ამ მდგომარეობიდან გამომძვრალიყვნენ, ოღონდ ელენე გადარჩენილიყო...
-დადვანი, ხომ?-მაღალი, ჭარარათმიანი მამაკაცი მიუხლოვდათ.
ირაკლიმ თვალები გაახილა და ჩაისისხლიანებული ირისებით მიაშტერდა მათკენ მომავალს.
-დიახ, როგორაა?-დიმიტრიმ იკითხა.
-მძიმედაა,-ირაკლიმ მთელი ძალით მიაჭირა თავი კედელს-მთელი სხეული დაზიანებული აქვს. მარჯვენა ხელი მოტეხილი, მარცხენა ფეხი კოჭთან ნაღრძობი, როგორც ჩანს ბორკილს მაგრად ექაჩებოდა,-ქაღალდებს თავი ანება და ცისფერი თვალებით შეათვალიერა გაფითრებული მამაკაცები.
-გადარჩება?-მოუთმენლად იკითხა დიმიტრიმ და ხელებით მხრებში სწვდა ექიმს.
-დამშვიდდით, გთხოვთ,-მზრუნველად მოუთათუნა მტევნები ჭაღარამ-წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი გელით. ელენეს ფსიქიკა დაზიანებულია. აქ ტომოგრაფია არაფერში დაგვეხმარება. გადატანილი ერთი თვით თუ ვიმსჯელებთ, გოგონას საკმაოდ რთული ფსიკიქური ტრამვა აქვს მიღებული. ამას თან ერთვის ტვინის შერყევა, უკიდურესად მძიმე ფორმებში, კისრის მალების დაზიანებაც. ფაქტობრივად მთელი თავის ქალა დალურჯებული აქვს. მის გამოღვიძებამდე იმის თქმაც არ შემიძლია, ელენე დაინახავს თუ არა...
ექიმს სიტყვა ირაკლის რეაქციამ გააწყვეტინა. დიდებაშვილს სკამის პლასტმასის ნატეხები შერჩენოდა ხელში. არანორმაული თვალები კი რაღაც უხილავისთვის გაეშტერებინა.
-როდის გამოიღვიძებს!-კითხვაც კი არ დაუსვამს ირაკლის. სიტყვებს კბილებში სცრიდა. ატანილ უარყოფით, ყოვლისწამლეკავ ემოციებს მოთმინებისა და თავშეკავების უნარი ერთიანად დაეთრგუნათ.
-მალე, დაახლოებით ერთ საათში,-მორჩილად უპასუხა თეთრხალათიანმა.
ირაკლი მძიმე ნაბიჯებით გაემართა გოგონას პალატისკენ.
-შევსლა მინდა!
თვალებმოწკურულმა ჭაღარა მამაკაცმა დინჯად აათვალიერა დაჭრილი დიდებაშვილი.
-კარგით, შებრძანდით,-მძიმედ ამოიოხრა ექიმმა. მიხვდა, წინააღმდეგობას ვერაფრით გაუწევდა შიშისგან გონებადაბინდულ მამაკაცს. ირაკლის უჩუმრად მიუტრიალდა დანარჩენებს.
-ეს მამაკაცი, ვინც არ უნდა იყოს, ყურადღება მიაქციეთ. გოგონას მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად აისახება მის მდგომარეობაზეც.
-ეს,-ყელი ჩაიწმინდა აჩიმ და ტკივილით გადახედა გვერდით მდგომებს.
-დიახ, სწორედ მიმიხვით. ახლა არანაირ დამამშვიდებლებზე არ დამთანხმდება, შეიძლება თავზე გადამალეწოს ყველაფერი. მიმიხვდით რასაც ვამბობ?!-ჭკვიანი თვალები მახარაძის ყავისფერ სფეროებს გაუსწორა.
-დიახ,-მძიმედ დაეთანხმა და ელენეს პალატის კარებს გაუშტერა მზერა, ორი წუთის უკან ირაკლი, რომ გაუჩინარებულიყო.
***
გამჭვირვალე მილები...ლურჯი მილები... მწვანე მილები...
რაღაცის გულისგამაწვრილებელი წრიპინის ხმა...
შენელებული გულისცემა...
ხრინწიანი ქშენა...
ნაღებისფერის მაგივრად გაჩენილი გაიასამნისფრებული, გაშავებული კანი.
სამეციდინო ბინდით შეხვეული კეფა, ხელ-ფეხი...
ირაკლის თავბრუ დაახვია ასეთი ელენეს დანახვამ. დახეთქილ ბააგებში სასუნთქი აპარატი ჩაეჩარათ. სუნთქავდა, მძიმედ, გულ-მკერდიც ძალიან ნელა აუდ-ჩაუდიოდა.
მამაკაცს ეგონა, რომ ელენეს ეს მცირედი მოძრაობაც გაუსაძლის ტკივილის აყენებდა. აგონიამ მოიცვა მისი სხეული. გადატყავებული, სისხლშემხმარი მტევნები გაუცივდა, სისხლი კი აუდუღდა. კეფა დაუმძიმდა. უაზროდ მძიმე დაბიჯებით მიუახლოვდა საავამდყოფოს უშველებელ საწოლზე მოკუნტულ ელენეს.
იმ პატარა, სკოლის მოსწავლე ელენეს, გაზაფხული თბილ საღამოს, რომ დაიანახა.
იმ ელენეს, გრძელი, ფაფუკი წაბლისფერი კულულები წელზე, რომ სცემდა. იმ ელენეს, გრძელ წინდებზე მაღალყელიანი კედები, რომ ჰქონდა ამოცმული, თასმები კი ლამაზად გაბანტული. პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომ მინარნარებდა და 30 წლის მამაკაცს გონს ურევდა, საღ აზრს უკარგავდა.
რაღა დარჩენილიყო იმ ლაღი, ხალისიანი, მორცხვი გოგონასგან?! ირაკლი ვეღარ ხედავდა მის კომშისფერ თვალებს ატირებისას, რომ უმწვანდებოდა ხოლმე. ვერც მის ვარდისფერ ტუჩებს გრძნობდა ტირილისას, რომ უწითდებოდა, ხოლმე.
ირაკლიმ მიახლოებაც კი ვერ შეძლო. სავარძელზე მიწოლილი უყურებდა გოგონას უმოძრაობას. გაფაციცებული აყურადებდა თითოეულ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, რომფიქრებში წასულს, ელენეს გამოღვიძება არ გამორჩენოდა.
დაახლებით საათ-ნახევარში ექთანმა შემოაღო კარები.
კარგად აათვალიერა სისხლიან, გახეულ მაისურში გამოწყობილი ირაკლი. თვალები ერთიანად, რომ გაქვავებოდა. მუქი შავი თმა კი ასჩეჩვოდა.
-პაციენტის ვინ ბრძანდებით?-დაყენებული სექსუალური ხმით იკითხა და აკვარკვარებული თვალები მამაკაცის გამყინავ ირისებს გაუსწორა.
ირაკლის პასუხი არ გაუცია. მზერა უხმოდ გადაიტანა ელენეზე და უხეშად ანიშნა მისთვის მიეხედა.
წითურმაც უკმაყოფილოდ იკბინა ზედა ტუჩზე და აპარატებს დააკვირდა. შუბლშეკრულმა გაიხურა კარები და უკან ექიმთან ერთად დაბრუნდა.
-რა ხდება?-ერთიანა ჩამწყდარი ხმით იკითხა ირაკლიმ და გააფთრებით წამოვარდა ფეხზე.
-დამშვიდდით, უბრალოდ, გულისცემა აქვს აჩქარებული, იღვიძებს,-დაუკონკრეტა ჭაღარათმიანმა-თუ შეიძლება, დაგვტოვეთ.
-არა, აქ უნდა ვიყო,-მკაცრად გააქნია თავი და ამღვრეული თვალებით დააჩერდა ამოძრავებულ ელენეს.
-მაშინ გთხოვთ, უკან დადგეთ.
-ეს აუცილებელია?-გააფითრდა ირაკლი და ეჭვნარევი მზერით აათვალიერა გოგონა.
-ირაკლი, ასე გეტყვით,-წამიერად ამოხედა ექიმმა-მისი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება, თუ გამოფხიზლებას ვაცდით.
-როგორც იტყვით,-მკაცრად ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. როგორ უჭირდა ელენეს ამ მდგომარეობაში დატოვება, ფეხები უკან რჩებოდა.
გარეთ დიმიტრი და ლევანი დაუხვდნენ. გადაღლილ და განერვიულებულ სახეებზე ფერი არც ერთს არ ედო.
-იღვიძებს,-აცნობა და პალატის დიდ მინასთან დადგა. კარგად ხედავდა ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ გოგონას.
-მერე აქ რა გინდა? შიგნით რატომ არ ხარ?-ჰკითხა ლევანმა და მისკენ წამოვიდა.
-ასე უკეთესიაო,-თვალმოუშორებლად უპასუხა. მერე მის გვერდით მდგომს გამოხედა-შენ წადი, დაისვენე, ცოლ-შვილი გელოდება. სამინისტროშიც ერთი ამბები იქნება.
-ხომ არ გაგიჟი?!-შეიცხადა ლევანმა-ასეთ დროს როგორ დაგტოვებთ?!
-მართლია, ლევან, წადი. დაისვენე. მადლობა ყველაფრისთვის!-სუსტად გაუღიმა დიმიტრიმ-ამას არასდროს დაგივიწყებ.
-არ გრცხვენია?! აღარ თქვა ეგ მეორედ. ელენეს შორიდან ვიცნობ, მაგრამ დასავითაა. ერეკლეს ელენეა ბოლო-ბოლო,-გულღიად გაიღიმა და წარბშეკრულ ძმაკაცს ხელი დაჰკრა-მართლა არ გჭირდებით?!
-არა, მართლა. წადი,-თავი დაუკრა დიდებაშვილმაც.
-კარგი, წავედი. დამირეკეთ და გამაგებინეთ როგორ იქნება.
***
ელენემ დაინახაო, რომ გაიგო, მაშინ მიხვდა, ამ პატარა გოგონას გამო მთელ დედამიწას შემოატრიალებდა და სულ სხვა ტრაექტრორიაზე დააწყებინებდა ბრუნვას.
სიხარულისგან მთელი ძალით გადაეხვია დიმიტრის და უკანმოუხედავად შევარდა პალატაში. ატირებულ ელენეს ფრთხილად მიუახლოვდა და მის გამოწვდილ ხელს დააშტერდა. წამის უსწრაფესად შემოეხვია გოგონას, უზომოდ გამხდარი სხეული თავის ფართე და ძლიერ მკლავებში ჩამალა.
-ჩემო ლამაზო, როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე! როგორ ვერ ვსუნთქავ უშენოდ, როგორ ვერ ვარსებობ, ელენე!-ყურთან ეჩურჩულებოდა და თმაზე კოცნიდა. მოურიდებლად ეფერებოდა მის გადასხვაფერებულ თმასა და საღ, ჯანმრთელ მტევანს.
მისი გულამოსკვნილი ქვითინის გაგონებისას კიდევ უფრო მეტად მიიკრა ელენე გულ-მკერდზე.
-ირაკლი,-გამუდმებით ამ სახელს ჩურჩულებდა გოგონა. ვერ იჯერებდა ირაკლის არსებობას. მის რეალურობას. მაგრად ხვევდა მარცხენა ხელს ყელზე და მის კისერში ჩამძვრალი, ფილტვების დახეთქვამდე ისუნთქავდა ჟანგბადად ქცეულ სურნელს. იმედდაკარგულს, აღარ ეგონა უძვირფასესთან შეხებას კიდევ თუ შეძლებდა, ამ ჰაერით კიდევ თუ გამოაცოცხლებდა ცოცხლ-მკვდარ ორგანიზმს.
-შენთან ვარ, ჩემო ლამაზო! შენს სიცოცხლეს გეფიცები, აღარასდროს, ელენე, აღარსდროს მოგიწევს ამის გადატანა! აღარასდროს მოგიშორებ, ჩემი ლამაზო! არავის ვაპატიებ ამას!-ლამის იღრინებოდა დიდებაშვილი. მამაკაცის ხმის გაგონებისას წამით შეშინდა ელენე. გველნაკბენივით მოშორდა მზერაგაყინულს და მისი სახე შათვალიერა.
-ასე ნუ ლაპარაკობ, ეგეთი რაღაც აღარ თქვა,-ამოიბუტბუტა და ძლივს შეკავებული ცრემლები ხელახლა გადმოყარა.
ირაკლიმ უსიტყვად მიიხუტა გოგონა.
-ახლა გავალ, ექიმმა შენი გასინჯვა უნდა დაამთავროს, ელენე,-ყურთან უჩურჩულა და დალურჯებულ ლოყაზე თითები ჩამოუსვა,-როგორ გატკინეს, როგორ გაბედეს!
ელენემ ტირილით გააქნია თავი და მამაკაცის ძლიერ მკლავებს ჩაეჭიდა.
-მერე ვილაპარაკოთ,-გააჩერა ირაკლიმ-ახლა გავალ, მაგრამ სულ მალე აქ ვიქნები, ხომ გესმის?-გოგონას სახე ხელისგულებში მოიქცია და შუბლე აკოცა. ძალიან ბევრჯერ აკოცა.
-არ წახვიდე,-ელენეს შიშით გაუფართოვდა თვალები-გეხვეწები, არ დამტოვო, რა.
-როგორც მეტყვი ისე იქნება,-მტკიცედ დაუქნია თავი და ანერვიულებულ გოგონას თავზე აკოცა.
ელენეს წამითაც კი არ გაუშვია ხელი. დამფრთხალი შველივით აკვირდებოდა მის პალატაში დატრიალებულ ალიაქოთს, ექიმების რიგს და დასმულ შეკითხვებსაც ძლივს-ძლივს პასუხობდა. ხალათი, რომ გახადეს და დაბეგვილ, დალუჯრებულ კანზე მალამო წაუსვეს, მაშინაც ირაკლის ხელი ეჭირა. მაშინაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით შესციცინებდა. მამაკაცსაც წამითაც არ უგრძვნია, რომ ელენეს თავისი სიშიშვლე ეუხერხულებოდა.
-რაც შეეხება პაციენტის დაკითხვას...
-ელენეს გამოჯანმრთელებას დაველოდებით,-დინჯად დაუქნია თავი და საწოლზე მოკუნტულ გოგონას გადახედა.
-გასაგებია,-ექიმმა პალატა დატოვა.
-ელენე,-ნიკოლა მძიმე ნაბიჯებით მიუახოვდა ხელახლა ატირებულ ქალიშვილს-ელე, ელე...
***

-ლაილა ჩემი ძმის ცოლი იყო,-ოხვრას ამოატანა ირაკლიმ-მამისისგან სრულიად განსხვავებულ, სიცოცხლითა და სიკეთით სავსე ლაილას ძალიან შეუყვარდა ალი. ალისაც. ალი, როგორ ვთქვა, სუფთა ცხოვრებით არ ცხოვრობდა. ჩემგან სრულიად განსხვავდებოდა. მე რომ იურიდიულზე ვაბარებდი და პროკურორობას ვუმიზნებდი, ალის უკვე სერიოზული ქეისები ებარა, ყველაფერს ძარცვავდა, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. მამას არასდროს არაფერი დაუკლია ჩვენთვის. პირიქით, ყოველთვის საკმარისზე მეტი გქვოდა...პრემიერი იყო. ყველასგან მალულად საკმაოდ წარმატებულ ბიზნესსაც ამუშავებდა. მამა გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაიღუპა. რთული არაა, მიხვდე ვინ, ან რატომ მოკლავდა, -ერთიანად ჩასისხლიანებული თვალები მასზე მოშტერებულ მამაკაცებს გაუსწორა-ამის შემდეგ მოზარდი ალის ფსიკიქაში რაღაც შეიცვალა. მამას გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე სახლში ერთიანად სისხლში ამოსვრილი დაბრუნდა. დედას შეეშინდა. რა თქმა უნდა შეეშინდებოდა, ყველას ჩვენზე ეჭირა თვალი. ერთი არასწორი ნაბიჯი და სათითაოდ გაგვანაგურებდნენ. ალისაც ერთი ხელის მოსმით ციხეში უკრავდნენ თავს. სასოწარკვეთილმა მარიტამ ალი დაიცვა. ხელი დააფარა. ის იყო და ის, ალი შეიცვალა. მეც და დედამაც კარგად ვიცოდით რას აკეთებდა, მაშინ, როდესაც სახლში ღამეს არ ათევდა. ვხვდებოთ, რომ მამას ამბავმა ალი უდიდესი დარტყმა მიაყენა. ყველანაირად ვცდილობდით ჩვენკენ შემოგვებრუნებინა. თბილი სიტყვით, ყვირილით, ჩხუბით, არაფერმა გაჭრა. მარიტამ ძალით იმდენი ქვეყანა შემოატარა, იმდენ ფსიქოლოგს, თუ ფსიქიატრს გაასინჯა...დღემდე მიკვირს, ალი როგორ ეგუებოდა ამ ყველაფერს...ალბათ, დედას უწევდა ანგარიშს.

გახლეჩილი მანდარინი ✅Where stories live. Discover now