თავი 12

183 10 0
                                    


თავი 12
თავიანთი ოჯახი ჰქონდათ. პატარა ოჯახი, მხოლოდ ერთმანეთს, რომ გულისხმობდა-ისეთი.
ირაკლის უკონტროლოდ დატვირთულმა გრაფიკმა კი მათი თანაცხოვრების პირველივე დღეებიდან შეახსენა ელენეს თავი. მაგრამ გოგონას გულწრფელმა ღიმილმა და ყოველდღიურმ ლოდინის რეჟიმმა მაინც მოახერხა ირაკლის გაოცება.
გული სითბოთი და სიყვარულით ევსებოდა სახლში მისვლის დროს ელენე სასადილო ოთახში, რომ ხვდებოდა ხოლმე. მერე რა, რომ მამაკაცი შუაღამით, ხანდახან კი უფრო გვიანაც ბრუნდებოდა, გოგონას დაღლილ სახეს უსაყვედურო ღიმილი არაფრით შორდებოდა.
ყველაზე მეტად ის უყვარდა, ელენე მის გარეშე საძინებელს, რომ არ ეკარებოდა.
დიდი ოთახი, უზარმაზარი საწოლის გარდა მოპირდაპირე კედლებში დატანილ ორ კარს, რომ გულისხმობდა, ყველაზე ტკბილ და სასურველ ადგილად მიაჩნდა გოგონას. ის ფუმფულა საწოლიც ძალიან მოსწონდა, მაგრამ ირაკლის გარეშე ვერაფრით ეკარებოდა. ერჩივნა მოუხერხებელ დივანზე გაეთია ღამე, სულაც ბარის უზურგო სკამზე ჩასძინებოდა, ოღონდ ირაკლის არ ყოფნით გაცივებულ ლოგინში არ ჩაეწვინათ.
თავი მხრივ ირაკლისაც უყვარდა ერთად გამთბარი საწოლი, გოგონას სუნით გაჯერებული ბალიში და მის თხელ, მოხდენილ ტანზე შემოცმული ხალათები. თეთრი, წითელი, შავი მოკლე ხალათები, ხალვათად შეკრული ატლასიდან გამომკრთალი სიმხურვალე და საკუთარ შიშველ კანზე მისი რბილი, სურნელოვანი კანის შეგრძნება. მოსწონდა ის ფაქტი, რომ ყოველ ღამით ელენე ხელში უნდა აეტატებინა და ძილში წასული თავისი ხელით ჩაეწვინა თავიანთ საყვარელ საწოლში.
***
-გარეთ გელოდები!
-ხუთ წუთში მანდ ვარ!
-ჩქარა, გავიყინე,-დაიწუწუნა და ტყავის ქურთუკში სასაცილოდ მოიბუზა.
ელენეს მეხსიერება ნამდვილად არ ინახავდა პუნქტუალურ დუდაზე ინფორმაციას.
მალევე დაინახა ფაცხა-ფუცხით მორბენალი მეგობარი. ელენეს გაეცინა თმაგაჩეჩილ დუდაზე, გოგონა ცოტაც და კისერს წაიტეხდა.
-აი, ყავა მოგიტანე,-დამნაშავის ღიმილმა თვალები აუბრჭყვიალა.
-მაინც არ გეპატიება,-ჩვეული ბავშვურობით აბუზღუნდა და ყავის ჭიქას ხელები გასათბობად შემოაჭდო-შევიდეთ?
-წამოდი, ეჭვი მაქვს დღესაც დავიგვიანეთ,-თმააკოსილ ელენეს ხელკავი გამოსდო და თეატრისკენ გააბიჯა.
***
-ხომ ვამბოდი, შოკია გიორგაძეთქო,-ტრაბახობდა დუდა და აკისკისებული დაქალების დანახვისას, კიდევ უფრო მეტად იხარჯებოდა-უნდა გენახა რა მაგრად ითამაშა, ელა! როგორც ყოველთვის იდეალური იყო, ტკბილი ბიჭი! ხვალაც წავიდეთ!
-მე გამომტოვეთ!-თავი გააქნია ელენემ და გარჩეული მანდარინის ლებნები ვანილის ნაყინში ჩაალაგა.
-კარგი რა,-დაიწუწუნა დუდამ-ელაც მოდის, ხომ წამოხვალ?!
-თინანოს ვერ დავტოვებ!-თავის დაძვრენა სცადა ლეამ.
-როგორ არის? ძალიან მომენატრა!-ელენე ერთიანად განათდა აჩისა და ლეას გოგონას წარმოდგენისას.
-სულ იზრდება,-გაიბადრა ლეა-ნეტავ განახა, წამითაც არ მინდა მოვშორდე.
-რა კარგია შვილი!-ამოიოხრა დუდამ და ნიკაპი ხის მაგიდას ჩამოადო-მეც მინდა!
-მაგაზე მარტივი რაღაა!-ხელი აიქნია ლეამ და ელენეს გარჩეულ მანდარინებს დასწვდა.
-ეჰ, თქვენ რა გიჭირთ!-ბუზღუნებდა დუდა-გათხოვილებო!
ელენემ ხელი მსუბუქად დაჰკრა ლეას მტევანს და შეუბღვირა.
-რა?-ქვედა ტუჩი დაბრიცა-მაჭამე, რა!
-აჰა!-კალათიდან ამოიღო კანიანი მანდარინი და ხელებში ჩაუდო.
-უიმე, წიკიანო!
-თავის ირაკლისთან სულ არაა ეგეთი, არა ელე?!-გაიცინა დუდამ-ისეთი ნაზი გოგოა...-ხმა სასაცილოდ დაწვრილა.
-სულ არ ვარ ეგეთი,-შუბლი შეკრა და მანდარინიანი ნაყინი პირისკენ გაიქანა.
-სულ არა,-აკისკისებულმა დუდამ ნაზად აკოცა ელენეს აბრაწულ ლოყას.
***

გახლეჩილი მანდარინი ✅Where stories live. Discover now