თავი 2
-არ გადახვალ?-იკითხა ლევანმა.
-რა იყო, გეჩქარება?-შავი წარბები შეჭმუხნა ირაკლიმ.
-რაც მალე იზამ, შენთვისვე უკეთესია,-მარცხენა ხელით ნერვიულად მოიქექა კეფა.
***
ამ საქმეში ყველაზე მეტად ეს ეზიზღებოდა. ჯერ კიდევ ნაზი და გამოუცდელი გულების დანახვა, კამკამა და სუფთა თვალებს იქით...და მათთვის იმ პატარა სიკვდილის გამოყენება უნდა ესწავლებინა. თავზე უნდა დადგომოდა ასეულობით ბიჭს, სრულწლოვნებას ძლივს, რომ მიეღწია. მისი მოსვლით შეცბუნებულებს კი იარაღიანი ხელები აცახცახებოდათ. ჩასისხლიანებულ თვალებს, სიძულვილით უსწორებდა მათ მომავალს, სისხლითა და სიკვდილით, რომ იყო გადარეცხილი. ისევე, როგორც მისი...
აგიჟებდა გადაპარსული თავების სიმრავლე, ომსა და მტერზე ფიქრს, რომ დაეღალა. საკუთარი თავი აგონდებოდა, საქართველოს სიყვარულით დაბრმავებული...გული, რომ ერჩოდა და ერთი, ას კაცზე შებმას ნატრობდა. რა ტყუილი ყოფილა...როგორ აბსურდული...
-გენერალო,-ხმამ ისევ პოლიგონზე დააბრუნა-წვრთნა სულ ახლახან დაიწყეს. მკაცრად ნუ განსჯით,-თბილად უღიმოდა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი. მისი ნაოჭებით დაღარული სახე უგულოდ აათვალიერა.
-ჩემი ეშინიათ,-გაუხსენელი შუბლი, კიდევ უფრო მოეკუჭა ირაკლის.
-თქვენი დიდი რიდი აქვთ, გენერალო...
-წვრთნა გააგრძელონ,-გააწყვეტინა. მწვრთნელები თავის საქმე აგრძელებდნენ. რამდენიმე მაიორი კი მოწიწებით შესციცინებდა თვალებში. უგულოდ დაუკრა თავი და სწრაფი ნაბიჯით გაიარა საწვრთნელი ბაზა.
-დიდხანს დარჩი,-ლევანმა გაკვირვებით გადმოხედა და მანქანა დაძრა.
-კურდღლებივით ცახცახებენ. ამათ იარაღი, როგორ უნდა ანდო,-დაიღრინა ირაკლიმ და ცარიელი მზერა ტრიალ მინდვრებს გაუსწორა.
-პატარები არიან, ისწავლიან,-დამდუღრულივით ამოიხრიალა მაყაშვილმა. ხმაზე ეტყობოდა, საკუთარი სიტყვების თავადაც არ სჯეროდა.
-სხვის ქვეყანაში უნდა გავყაროთ და არ გვედარდება, არა?-ავად ჩაისისინა და თეთრი კბილები ერთმანეთს დააჭირა.
-შენ ვერაფერს იზამ, ეს შენზე არ არის დამოკიდებული,-ვინ იცის მერამდენედ შეახსენა ლევანმა.
ირაკლის ხმა აღარ ამოუღია. თბილისში შესვლისას ცოტახნით მივიწყებული ელენე ამოუძვრა გონებაში. მოხვანცალე ჭია მოხერხებულად შემოეჭდო გულიდან გამომავალ აორტას.
***
მეორე დღეს თავის კაბინეტში იჯდა. მოუთმენლად ჩასჩერებოდა ქაღალდებს. სამხედრო ფორმა სხეულს უწვავდა, ისე უნდოდა აქაურობას მოშორებოდა.
ბოლოს კი ელენეს სკოლასთან აღმოჩნდა. დაბურული მინებიდან უყურებდა ეზოში მდგომს. სახე დინჯმა ღიმილმა გაუნათა, პატარა ელენე მეგობრებთან ერთად, რომ დაიგულა. მოსწავლეების ჯგუფი სიცილ-კისკისით მიიწევდა წინ, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დადევნებული ხოჭოსავით შავი ავტომობილი. ანდა როგორ დარჩებოდათ, როცა მთელი ქუჩა სწორედ მას მიშტერებოდა.
ირაკლიმ ავად დაიღრინა, ელენეს პატარა მხრებზე მოხვეული ხელი, რომ დაინახა. გოგონა მთელი მონდომებით ცდილობდა მასზე ჩამოკიდებული ბიჭი ზრდილობიანად მოეშორებინა.
სწრაფი მანევრით მოუჭრა გზა და მათ წინ მანქანა წუილით გააჩერა. კარგად დაინახა რამდენიმე გაოცებულ წყვილი თვალი, მაგრამ მათ შორის ელენესი არ ყოფილა. გოგონა არასასურველი თაყვანისმცემლის მოშორებით გართულიყო. გაცეცხლებულმა ირაკლიმ სულ ოდნავ ჩასწია შავი მინა.
-ელენე, ჩაჯექი,-დაისისინა და შემცბარი სახე ხარბად შეათვალიერა-ელენე!-ხმას აუწია. სულ არ უნდოდა მანქანა დაეტოვებინა და სისხლისგან გაეწურა ის არსება.
ბიჭმა გოგონას ხელი უშვა. მანაც მორჩილად გამოხსნა კარები. ინტერესისგან აკანკალებულმა მოზარდებმა, უცნობის მუქმწვანე მუნდირის შეთვალიერება მაინც მოახერხეს.
-ვინ იყო ის ბიჭი!-გამოსცრა ირაკლიმ და აწითლებულ ელენეს მზერა აარიდა.
ელენეს ხმა არ გაუცია. კომშისფერი თვალები სულ მთლად ჩამწვანებოდა და ცრემლებით გავსებოდა. თხელი, აკანკალებული თითები მუხლებს შორის ჩაეკვეტებინა.
-პასუხი გამეცი-მეთქი!-ლამის იღრიალა ირაკლიმ. გოგონას დამფრთხალი სახის დანახვისას, დაძარღვული ხელები საჭეს დასცხო.
გოგონას კი ეგონა, რომ მთელი სკოლა მამაკაცის მანქანაში იყურებოდა.
ხოჭოსავით შავ მანქანას, მართლაც არ აშორებდნენ მეოცნებე თვალებს და სამხედრო ფორმაში გამოწყობილზე ჭორაობაც გაებათ.
-აქედან წადი,-ჩაიჩურჩულა ელენემ და სახე მტევნებში ჩარგო. ისეთი პატარა იყო. ისეთი სუსტი.
-ელენე!-ოხვრას ამოაყოლა ირაკლიმ.
-დაძარი მანქანა,-უფრო ხმადაბლა ამოიჩურჩულა.
ირაკლიმ მთელი სისწაფით მოსწყვიტა მანქანა ადგილს და წუილით გადაჭრა გზაჯვარედინი.
***
-უნდა ვილაპარაკოთ!-დუმილი დაარღვია და ოდნავ დამშვიდებულ ელენეს გადახედა. სწრაფად გამოუხსნა გოგონას კარები. ელენემ ცრემლები მოიწმინდა და გრძელი კულულები ნაჩქარევად გადაიწია ყურებზე.
-სად ვართ?-ხმადაბლა იკითხა და მასზე მიშტერებულ ირაკლის მზერა აარიდა.
-ჩემს სახლთან,-ზურგზე მიადო გაშლილი ხელისგული და წინ უბიძგა.
-არ მინდა შენს სახლში,-შიშისგან დაწვრილებოდა ხმა.
-ელენე! ამაზე ნუ ვიჩხუბებთ!-კბილებს შორის გამოსცრა ირაკლიმ.
-შენი სახელიც არ ვიცი. საერთოდ, მანქანაშიც არ უნდა გიჯდებოდე, მითუმეტეს სახლში არ უნდა მოგყვებოდე,-ელენეს მცდელობაზე, მკაცრი ყოფილიყო, ირაკლის მთელი გულით გაეღიმა.
-მაგრამ შენ აქ ხარ, ელენე,-უჩვეულოდ განათებული ნაცრისფერი თვალებით ჩაშტერებოდა გოგონას. პატარა ელენე ერთიანად გაწითლა, თავი ჩაღუნა-უნდა ვილაპარაკოთ.
-რაზე? ჩვენ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და არც გავიცნობდით, იმ დღეს...
-ელენე, ელენე,-გოგონას მცდელობები, მამაკაცისგან თავი დაეხსნა, გულს უთბობდა ირაკლის. კიდევ უფრო უნდოდა ელენე.
მამაკაცი ნელა წაეტანა გოგონას ხელებს. ნაზად ამოაყოფინა თხელი ქურთუკის ჯიბეებიდან და თავის უშველებელ მტევნებში მოიქცია. სახლის კიბეებზე მიდიოდა, მაგრამ დაბნეულ, ტირილამდე მისულ გოგონას, აღარ უყურებდა. ელენეც ქურდივით აცეცებდა ინტერესიან, ცრემლისგან დანამულ თვალებს. წინ მიმავალ ირაკლის მორცხვად შეხედავდა ხოლმე. აშინებდა ძალიან მაღალი სხეული, უშველებელ ბეჭებზე გადაჭიმული სამხედრო ფორმა კი უჩვეულოდ უფართხალებდა ბავშური სინაზით გამთბარ გულს. ეხამუშებოდა თავისი თავი, ასეთის გვერდით. ზედმეტად უბრალო იყო მამაკაცისთვის. ძალიან პატარა და უსახური. არ ესმოდა, მის წინ მიმავალს, რატომ ეჭირა თავისი ხელი. არც ის ესმოდა, რატომ არ უქრებოდა ის უხერხულობის შეგრძნება, უშველებელი კომფორტის შეგრძნებას, რომ დართვოდა თან. ვერც იმ აკანკალებული ხელების ესმოდა, მამაკაცის ულამაზესი თავისკენ, რომ გაურბოდა. თვალებს ვერ სწყვეტდა მის იდეალურ ფორმას, მოკლე შავ თმას, რომ დაეფარა. ვერც ფართე ზურგს აშორებდა დაბნეულობით აცრემლებულ თვალებს. ფეხებიც უნებართვოდ მიაბიჯდებდნენ.
-პატარა ხარ, ელენე. ჩემთნ შედარებით ძალიან, ძალიან პატარა. ყველა გაგებით პატარა ხარ. მაგრამ ამ ფაქტორს ჩვენს მომავალს ვერ დავანგრევინებ. ამის გამო შენ ვერ მოგიკლებ. კიდევ უფრო არ გავნადგურდები. მინდიხარ, ელენე. როგორც გინდა ისე გაიგე. იმდენად მინდიხარ, რომ ამ სურვილთან დაჯიჯგნილი სინდისიც კი უძლურია. ყველაფერი უძლურია შენთან. ერთადერთ ძვირფასს, სინდისსაც კი გადავაბიჯებ, შენს გამო!-დადაბლებული, უემოციო ხმა ლოყებზე დადენილ ცრემლებს უყინავდა ელენეს.
-შენი მეშინია,-სველი სახე აკანკალებული ხელებით მოიწმინდა და თვალები მამაკაცის ზურგს გაუშტერდა.
ირაკლის მზერა დაუნანებლად შერჩა ფანჯრიდან დანახულ თბილისს.
-არ გეშინია,-ამოხრიალა მამაკაცმა და გოგასკენ მოტრიალდა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო.
ფანჯრის რაფას მიეყრდნო და ელენეს დახედა.
-შენ რა იცი? არაფერიც არ იცი,-თავი გადააქნია და ფეხზე წამოდგა.-თავი დამანებე. უბრალოდ, თავი დამანებე. ასეთი რთულია?
სიცივე ჭირხლივით მოსდებოდა ელენეს სხეულს. ადგილზე იდგა და შეუმჩნევლად ცახცახებდა, კბილს კბილზე აცემინებდა. რა მოსდიოდა?! რატომ ნერვიულობდა ასე?
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ,-გამოსცრა ირაკლიმ და გოგონას სახე აარიდა.
ელენე მამაკაცი ზრახვებს ვერ ხვდებოდა. არ ესმოდა მისი საქციელის. არ იცოდა რა გაეკეთებინა. განაბული იდგა მის პირისპირ და უსირცხვილოდ მიშტერებოდა კედლებზე გაბნეული ტილოების ქაოსს.
-ხატავ?-გაოცებით იკითხა ელენემ-შენი ნახატებია?
-ჩემია,-ბავშვური გულუბრყვილობით გალამაზებული ელენე კიდევ უფრო მოუნდა ირაკლის. ცოტაც და იმ ძლივსშერჩენილ მოთმინებასაც დაკარგავდა და უნახავივით დაეძგერებოდა ლამაზ, თხელ ბაგეებზე.
-როგორი... ძალიან ლამაზია...
-არა. სილამაზისგან ძალიან შორს ვარ, ელენე,-კუშტი მზერით ამოხედა ირაკლიმ.
გოგონა წამით დაიბნა. შეშინდა კიდეც მამაკაცის თვალების დანახვისას.
-ასე რატომ ამბობ?-დამღუპველმა ინტერესმა წასძლია ელენეს.
ირაკლიმ მდუმარედ გააქნია თავი და ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით გაიწია გოგონასკენ. წინ დაუდგა. გოგონას თავი მკერდამდე ძლივს სწვდებოდა მამაკაცს. უხმოდ დაიხარა, ელენეს თავი ფართე ხელისგულებში მოიქცია და სახე ააწევინა. როგორ თრთოდა ელენე... როგორ კანკალებდა...როგორი ცივი იყო იმ შეხებისას.
მთელი ძალით ცდილობდა გრძნობები მოეთოკა. გულის ერთ სათავსოში ჩაეყარა და მაგრად მიეკეტა, მაგრამ სისხლს დადენილ სურვილს ვერაფერს უხერხებდა. ირაკლი ხარბად ათვალიერებდა მის ოქროსფერ თვალებს, შიშნარევი ინტერესისგან, რომ გაფართოებულიყვნენ, წაბლისფერ, გრძელ წარბებსა და პაწია ცხვირს. გახსნილი ბაგეებიდან თეთრი კბილები მოუჩანდა ელენეს. ცივი ჰაერი სტვენით ჩაუშვა შეკუმშულ ფილტვებში. დიაფრაგმის გაფართოება იგრძნო.
ნელა დაიხარა ელენესკენ. ნელა, ძალიან ფრთხილად შეახო ტუჩები შუბლზე, მერე კი თავზე. აქამდე უხეში ხელები, უცნაურად ფაქიზად ჩამოუსვა გოგონას თავს და გულის ფიცარზე მიადებინა. ისეთი თხელი იყო ელენე...ისეთი გამჭვირვალე...ღრუბლებს, შორის გამომკრთალ მზის სხივებს ჰგავდა მისი სიფრიფანა სხეული. მისი ნაღებისფერი კანიც ისევე კარგად ატანდა ირაკლის მოელვარე არსების უგრძეს სხივებს.
-სახლში ინერვიულებენ,-დაიჩურჩულა ელენემ და მუჭად შეკრული ხელები მუცელზე მიაბჯინა მამაკაცს-უნდა წავიდე.
თვალებდაბინდულმა ირაკლიმ უხმოდ დაუქნია თავი.
-კიდევ გნახავ,-თვალები საქარე მინას მოაშორა და გოგონასკენ გაიხედა.
-არ...
-მე კითხვა დაგისვი, ელენე?-რბილი ხმა ჰქონდა ირაკლის. ელენეთი გამთბარი ხმა.
გოგონამ ნაწყენი თვალები შეანათა მამაკაცის ნაცრისფერებს. გაეღიმა ირაკლის.
-ირაკლი მქვია,-დააწია მანქანიდან გადასულს და წუილით გადავიდა მთავარ გზატკეცილზე.
YOU ARE READING
გახლეჩილი მანდარინი ✅
Adventureწყარო- 4love.ge ავტორი- გლოკტა გამოქვეყნების თარიღი- 07.11.2017