თავი 6
-მალე ნერვიულობას დავიწყებ შენი და მანდარინის ურთიერთობის გამო,-შეკრული წარბებით გადმოხედა ირაკლიმ ელენეს. გოგონა წინა დღისით დატოვებულ მანდარინებს მიირთმევდა. გულში მადლობაც კი გადაუხადა მამაკაცს გუშინდელი წინადადებისთვის. მეტად გონივრული ეჩვენა ის აზრი, რომ ირაკლის მანქანაში სულ უნდა ყოფილიყო მანდარინი.
-დამიჯერე, ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გაქვს,-დარწმუნებით გადააქნია ელენემ თავი-მე...მე ის მაინტერესებს გუშინდელი გამოხდომა რას მივაწერო. შენსა და დიმიტრის არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე აღარაფერს ვამბობ.
ირაკლის არც ამჯერად გაუცია ხმა. მოწყვეტით გააჩერა მანქანა და ფანჯრიდან ელენეს სადარბაზო მოათვალიერა.
-ახლა გადადი. მაგრამ იცოდე, არანაირი გზის გამრუდებები! ელენე, სახლი-უნივერსიტეტი და პირიქით, გასაგებია?!
ელენეს ეგონა, რომ ირაკლი საკმაოდ მწარედ ეხუმრებოდა. მაგრამ მამაკაცის დაძაბულ და სერიოზულ სახეს იუმორის არანაირ კვალი არ ეტყობოდა.
-ირაკლი,-მთელი ტანით მიუტრიალდა გოგონა და მკაცრ პროფილს მიაშტერდა.
-არ გეხუმრები! არც უაზრო, ეჭვიანი შეყვარებულივით ვიქცევი! არც გუშინდელი გამოხდომა ყოფილა უმიზეზო! სწორედ ამიტომ გეუბნები, არანაირი „საღამოს სეირნობები", თუ ან მე, ან დიმიტრი შენს გვერდით არ ვიქნებით. არანაირი კაფეები და თეატრები დუდასთან ერთად!
საქმე სერიოზულად იყო. ირაკლის ასეთი საქციელები არ ახასიათებდა. გუშინდელის გამო კიდევ უფრო მეტად შეეშინდა გოგონას. რას ნიშნავდა ირაკლის ამგვარი გაფრთხილება? უთვალთვალებდნენ? კუდში დაყვებოდნენ? მაგრამ ელენე რა შუაში იყო?არაფერი დაუშავებია, არც რაიმე შარში გახვეულა. ტუჩები მოიკვნიტა.
-კარგი, როგორც იტყვი,-თბილი ხმით უპასუხა. არ უნდოდა ირაკლი ოდნავ მაინც ენერვიულებინა. სწრაფად აკოცა ლოყაზე და ის-ის იყო მანქანიდან უნდა გადასულიყო, რომ მამაკაცმა მკლავში ჩაავლო ხელი-რა იყო?-გაკვირვებული თვალებით ახედა.
-მადლობა, რომ გესმის,-ირაკლის უთბილესი ნაცრისფერების დანახვამ ერთიანად მოთენთა ელენე-ყველაფერი...უბრალოდ, არ მინდა, რომ ზედმეტად ინერვიულო.
-არ ვნერვიულობ,-თავი გადააქნია გოგონამ-რაც არ უნდა იყოს, შენც ფრთხილად იყავი. შენ, რომ რამე...-სუნთქვა შეეკრა ელენეს-აი მაშინ ძალიან, ძალიან მანერვიულებ.
შეეცადა ყელში ამოსული გული თავიდან გადაეყლაპა. ტუჩებზე აკანკალებული ღიმილი გადაეფინა.
-მიყვარხარ,-გაიღიმა ირაკლიმ. ელენეს ეგონა, რომ მკერდში გულს ფრთები გამოესხა, აორტას მოსწყდა და ახლა უსწრაფესად დაფარფატებდა მუცელში.
-ჰო,-დაბნეულმა ამოილუღლუღა. მერე თავის ნათქვამზე აწითლდა, თვალები დახარა, ოღონდ ახარხარებული ირაკლისთვის არ შეეხედა-არა, ასე არ უნდა მეთქვა.
ირაკლიმ ნელა ააწევინა თავი. ღიმილით მოათვალიერა გოგონას არეულ-დარეული სახე. ბოლოს კი უნაზესად შეეხო ტუჩებზე.
-ახლა წადი,-თავზე ფართე და ძლიერი ხელი გადაუსვა და კარები გამოუხსნა.
გადმოსვლისას ლამის წაიქცა ელენე, ისეთი დაბნეული და თავბრუდახვეული იყო. მაგრამ არც ირაკლის გულინი ხარხარისთვის მიუქცევია ყურადღება და არც აბლანდული ფეხებისთვის.
***
ეჭვის თვალით აკვირდებოდა სამარეულოში მოფუსფუსე ძმას. უზურგო სკამზე ჩამომჯდარიყო. ფეხებს კი ჰაერში აქანავებდა. ამგვარი მოქმედება ფიქრში ეხმარებოდა, მაგრამ ბრინჯივით დაბნეულს, ვერაფრის გააზრება მოეხერხებინა. მისი ფიქრი და გონება მხლოდ ირაკლის დასტიალებდა.
-კეტჩუბით გინდა თუ პომიდვრის საწებლით?
-კეტჩუბით,-ავტომატურად უპასუხა და დიმიტრის ფართე ბეჭები და წვრილი წელი აათვალიერა-ვარჯიში როდის დაიწყე, ძამიკო?
-ორი წელია, ელენე,-შუბლშეჭმუხნულმა დიმიტრიმ გაკვირვებით შეათვალიერა წამწამებაფახულებული ელენე.
-უი ხო, გამახსენდა,-წაიბუტბუტა და იდაყვებით ბარის დახლს ჩამოეყრდნო.
-თუ რამე გაწუხებს, შეგიძლია მითხრა, ხომ იცი?-ძმის მზრუნველმა ხმამ გული აუჩუყა.
-კი,-თავი დაუქნია და ქვედა ტუჩზე იკბინა-კარგი. მაშინ რაღაცას გკითხავ.
-მკითხე,-წინ დაუდგა დიმიტრი. ხელები მკერდზე დაიკრიფა.
-შენ იცი რა ხდება, ხომ? ირაკლიზე გეკითხები,-გოგონას ფართე თვალებში თხოვნის ცრემლებმა გაიბრწყინა.
დიმიტრის სახე დაეძაბა. სწრაფად მიუბრუნდა ტაფაზე დაყრილ ბოსტნეულს.
-არაფერი, ელე,-თავი გადააქნია დიმიტრიმ და მოთუშული სტაფილო, ბულგარული და ბროკოლი სოკოს მოაყარა.
-არაფერი!-სარკასტრულად ჩაილაპარა გოგონამ-როგორ თუ არაფერი? მესმის, რომ ირაკლის ენდობი, მაგრამ გუშინ ღამე უპრობლემოდ დამტოვე მასთან. მაშინ, როდესაც დუდასთანაც კი გიჭირს ჩემი გაშვება! ეგ არაფერი. მეორე დღეს მარშუტსაც მიზღუდავს და მეუბნება, რომ ჩემი ძმის და შეყვარებულის გარდა ვერსად სიარულს ვერ შევძლებ. ამის მერე...
-ელენე!
ძმის ხმის გაგონებისას შეკრთა გოგონა! აკანკალებული თითები მომუჭა.
-ირაკლი მელაპარაკა! დამიჯერე, შენზე მეტი არც მე ვიცი, მაგრამ მე მას ვედნობი! ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს შენი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის აკეთებს. და როცა მე ეს მესმის, ვენდობი და ზედმეტ კითხვებსაც არ ვუსვამ, ესე იგი ასე მივიჩნევ საჭიროდ.
-მაგრამ...
-თუ ირაკლის მოუნდება რამის თქმა, თავად გეტყვის. არ მგონია ჩემი დახმარება სჭირდებოდეს!-მკაცრად გააწყვეტინა დიმიტრიმ და ქერა თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
ელენემ თავი ჩაღუნა. ფრთხილად ჩამოსრიალდა ბარის სკამიდან და საძინებლისკენ გალასლასდა.
ესმოდა ძმის პოზიციის, ეთანხმებოდა და ყველა ასპექტშიც ამართლებდა, მაგრამ გაურკვევლობის შეგრძნება თვალებსა და გონებას უბინდავდა, საღად აზროვნების უნარს ართმევდა. ნერვიულობდა ირაკლიზე. ანდა როგორ არ ენერვიულა? სულ რომ არ ეფიქრა, მაინც ენერვიულებოდა...დიდებაშვილი ყველაზე გაწონასწორებული და დინჯი ადამიანი იყო ვისაც კი ოდესმე შეხვედროდა. არ ახსოვს ირაკლის საკუთარი თავის კონტროლო დაეკარგოს, წყობიდან გამოსულიყოს, ცხელ გულზე მიეღოს გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ ეშინოდა ამ ყველაფრის. ხვდებოდა, რომ ირაკლი არა თუ აჭარბებდა, არამედ ბევრად მეტსა და მნიშვნელოვანს უმალავდა და თავისთვის ინახავდა. მამაკაცის ნდობაში ეჭვიც არ ეპარებოდა. ირაკლი ხომ არაფერს უმალავდა...ყოველ შემთხვევაში იცოდა, რომ არაფერს უმალავდა.
ამ ფიქრმა ლამის გააგიჟა ელენე. შემცივნულმა საბანი მჭიდროდ შემოიკრო ტანზე. ეჭვიანობის გრძნობა არ ასვენებდა. თავს აჯერებდა, რომ სულ ტყუილად ნერვიულობდა. ირაკლის ხომ არასდროს მიუცია ამის საბაბი. ხოდა თვითონაც უნდა დამშვიდებულიყო. არ უნდა ეკადრებინა ირაკლისთვის...
მერე ჩასთვლიმა, მერე დიმიტრის თბილი ხელებიც იგრძნო.
***
ინგლისურის ცენტრიდან ბრუნდებოდა. ღამის თერთმეტს ოცი წუთი უკლდა.
-ხუთ წუთში სახლში ვიქნები,-დაასწრო ელენემ და ირაკლის რეაქციას თვალებდახუჭული შეხვდა.
-ნუ გამაგიჟებ, ელენე! ჩემთვის დაგერეკა!
-ძლივს სახლში ხარ. სულ ტყუილად უნდა შემეწუხებინე. ცოტათი დაისვენე, რა,-დიდებაშვილს გული გაუჩერა ამ პატარა გოგონას მზრუნველობამ.
-მაინც უნდა დაგერეკა! ხომ იცი, შენით არასდროს დავიღლები. მითხარი სად ხარ.
-ხუთ წუთში სახლში ვარ, ირაკლი,-მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებს ჩაუყვა-არ მინდა შენი მოკითხვა.
-ელენე, სად ხარ-მეთქი!-ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს-მეორედ არ გამამეორებინო.
-ჩემი ხათრით, დაიძინე, რა. ხვალ დაგირეკავ,-სწრაფად გაუთიშა და მობილური ჯინსის ქურთუკის პატარა ჯიბეში ჩაიტენა.
მიწისქვეშას ცივი და ნესტიანი კედლები შმორის სუნად ყარდა. გაშავებულ ჭერზე მკრთალი, მონაცისფრო განათება ბჟუტავდა და ოდნავ ზუზუნებდა. ელენეს არ მოსწონდა საკუთარი ნაბიჯების ხმამაღალი ექო. სიჩქარეს უმატა. მოკლე ქურთუკი მჭიდროდ შემოიჭირა მკერდზე.
-რატომ მირბიხარ?-უცნობმა ხმამ წამიერად გააშეშა. თავი დახარა, შეეცადა ყურადღება არ მიექცია და გზა განეგრძო. ასეც მოიქცა, მაგრამ წელზე დაძგერებულმა ხელებმა ადგილს მიალურსმა.
-ხელები გამიშვი,-კბილებში გამოსცრა.
იგრძნო, როგორ აუბუყბუყდა მუცელი. შიშმა, როგორც მუხლუხომ, ისე ნელა და მტანჯველად გაიარა ელენეს ორგანიზმი. თეძოები გაარხია, საკუთარი მტევნები სხვის უხეშ მტევნებს ჩაავლო, მაგრამ წინაარმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.
-ნუ ფართხალებ, არაფერს დაგიშავებ,-უცნობის მყრალი ოხშივარი მარცხენა ყურთან იგრძნო.
ეკლებმა მტკივნეულად დააყარა. მუცელზე გაცეცებულ მკლავებს შორის გაიკლაკნა.
-გთხოვ,-ამოიხავლა.
უფრო მეტად შეეცადა. მკლავები მოხარა და იდაყვები მთელი ძალით მიარტყა უცნობს.
-ხელები მოასვენე,-დაიღრიალა და ამჯერად იდაყვებში წაავლო ხელი. მყესები დაეჭიმა ელენეს. სიმწრისგან ცივმა ოფლმა დაასხა.
-რა გინდა ჩემგან?-ცრემლებისგან გავსებული თვალები ძლივს აახამხამა. ჯერ არ უნდა ეტირა. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.
-სულ თხუთმეტი წუთით შეგაწუხებ, რა,-ამოიწუწუნა მის ზურგს უკან. ძლიერად კრა ხელი და მუცლით ჭუჭყიან, სველ კედელს მიაყუდა.
-გამიშვი, გთხოვ, გთხოვ,-ამოიტირა და უღონოდ დაეჯაჯგურა მის ხელებს. ფეხები გაიქნია, უქუსლო ფეხსაცმელი ტერფში ჩაარტყა უცნობს.
მის ქურთუკში ტელეფონი მეხუთედ აზუზუნდა.
გული მიეცა ელენეს. თავთან გაკავებული ხელები მთელი ძალით გადასწია უკან, მერე წინ, მაგრამ უცნობს ვერაფრით გაუწია სათანადო წინააღმდეგობა.
-ზედმეტად პატარა ხარ, ტყულად ცდილობ,-საზარლად გადაიხარხარა და ხელებით მობილურის მოძებნა სცადა-ვნახოთ ვინ გირეკავს. ირაკლი. ვინ არის ირაკლი?
უცნობის ხმა ჭუჭყიანი წყლის წვეთების ტყლაპუნს ჰგავდა. მთელი არსებით ეზიზღებოდა ეს კაკაფონია.
-ვუპასუხო?-წაიკრუტუნა-მიპასუხე-მეთქი!
ამჯერად იგრძნო, როგორ წაეტა უცნობი მის გრძელ, ტანზე მოტმასნილ კაბას.
-მიშველეთ, დამეხმარეთ,-ელენე სუსტი ხმით განაგრძოდა ყვირილს. ცრემლებისგან სახე მთლად დასველებოდა. თმა კეფასთნ გაოფლიანებოდა.
-არ ვუპასუხო? კარგი. არ ვუპასუხებ,-მობილური იქვე დააგდო და ახლა ორივე ხელით წამოსწია ელენეს კაბა.
გოგონა უფრო მეტად აყვირდა, მაგრამ ისტერიკაში გადასული ქვითინი და კანკალი ხელს უშლიდა.
-გაუშვი!-სუნთქვა შეეკრა მამაკაცის ხმის გაგონებისას-ხელი არ დააკარო.
-მიშველეთ, გთხოვთ. დამეხმარეთ,-თითქმის ჩურჩულით შეემუდარა ელენე. გრძნობდა, როგორ კარგავდა ნელ-ნელა გონს.
-რა მარტივად ჩამივარდი ხელში,-ვიღაცის უცხო სისინმა ყური მოსჭრა ელენეს. თუმცა უკვე გონგათიშულს, არ შეეძლო ეს სიტყვები ტვინამდე მიეშვა.
***
მაისისთვის დაუხასიათებელი სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. ელენეც ძაგძაგებდა. ქვის იატაკსა და აგურის კედელზე მოკუნტული გოგონა ადგილზე ირწეოდა, ტირილისგან დასიებული თვალები კი მიელულა.
გამოფხიზლებულს, მაჯის საათი ხელზე აღარ კეთებია, არც თავისი ჩანთა და მობულური დახვედრია. ისიც კი არ იცოდა სად იყო, რა ადგილას ან ვისთან.
მთელი ორგანიზმი ტეხდა. ეგონა, რომ ხერხემლის ძვლები დაემდუღრა და დაურბილდა. საყრდენის გარეშე ხელებსაც კი ვერ სწევდა. თავიც კედლისთვის მიებჯინა. გრძნობდა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. საფეთქლები უხურდა, ხავილისა და კივილისგან კი ყელი გამოშრობოდა.
-ელენე დადვანი, 19 წლის. დედა გარდაცვლილი. მამა ნიკოლა ბელოვი. ძმა-დიმიტრი ბელოვი. დამთავრებული აქვს 52-ე საჯარო სკოლა. ამჟამად სწავლობს შავი ზღვის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. შარშან ზაფხულს გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა ერთი თვით-ლონდონში. წელსაც უნდა წასულიყავი, მაგრამ...აი ეგ საქმე ვნახოთ როგორ გამოვა! გავაგრძელოთ. აჰა, ბავშვობაში...ჭადრაკი გყვარებიათ, ხატვაცა და ცეკვაც. მშვენიერია! ფრიად ნიჭიერ სტუმართან გვაქვს საქმე. შემდეგ. დუდა სეფისკვერაძე-უახლოესი მეგობარი, კურსელი. ხშირად დადიხარ თეატრში, ჩაიხანაში, ქორნერ ჰაუსში, წიგნის მაღაზიებსა და დუდასთან სახლში. ხო. კიდევ რაო? ჰოო, რაც შეეხება გუშინდელს. როგორც გაირკვა უსიამოვნებას გადაწყდომიხარ. მიხარია, რომ ჩემმა ხელქვეითებმა ეს უსიმოვნება აგაცილეს და უვნებლად ჩამაბარეს შენი თავი.
YOU ARE READING
გახლეჩილი მანდარინი ✅
Adventureწყარო- 4love.ge ავტორი- გლოკტა გამოქვეყნების თარიღი- 07.11.2017