თავი 4
ირაკლი არასდროს საუბრობდა თავის გრძნობებზე. არც ელენესთან.
წყვილის არასტაბილურ, ემოციურ და კონფლიქტურ ურთიერთობას დრო სცდიდა. დღეებისა და თვეების სვლასთან ერთად, უფოდაუფრო იზრდებოდნენ. რაღაც-რაღაცებს სწავლობდნენ კიდეც. ელენემ იცოდა, როგორ ეზიზღებოდა ირაკლის დაგვიანება და საღეჭი რეზინის ხმაურიანი ღეჭვა, ცივ ამინდში გოგონას უქუდოდ სიარული. იცოდა, მამაკაცს არ უყვარდა მისი გაბრაზება, გაბუტული სახე, ცრემლიანი თვალები და სიჩუმე. თავის მხრივ, ელენეს ყველაფერი უყვარდა და მოსწონდა ირაკლისი. მუნჯდებოდა, მისი დინჯი ღიმილის მიზეზი თავად, რომ ხდებოდა ხოლმე. მამაკაცის ყოველი შეხებისას, გული სიყვარულისგან უსივდებოდა, სახე კი მორიდებული ღიმილით ენთებოდა.
ირაკლის მანდარინები...
არ არსებობდა! მამაკაცი არც ერთ შეხვედრას არ გამოტოვებდა უმანდარინოდ. პატარა ელენესთვის ყოველთვის მოჰქონდა დიდი მანდარინებით სავსე კალათები. გოგონაც ჭამდა და ჭამდა. ირაკლის მანდარინები სულ სხვანაირად ეგემრიელებოდა. ალბათ ამიტომ იყო სხვის ნაყიდ ციტრუსზე ცხვირს, რომ იბზუებდა. სახეს ბავშური ღიმილი უნათებდა, მამაკაცის წუწუნის მოსმენისას, მგონი ამის გარდა აღარაფერს ჭამ, მეტს აღარ მოგიტანო.
მაგრამ ირაკლი არ არსებობდა უმანდარინოდ.
ელენეს შეეძლო ირაკლის გარეშე, მაგრამ ბავშვობის მანდარინებს დათმობდა. რა თქმა უნდა დათმობდა, ეს ირაკლი არ ეთმობოდა მხოლოდ.
-დღეს კვირაა, ირაკლი,-ამოიწუწუნა გოგონამ და გაბრაზებული სახე ბალიშში ჩარგო-დაითვალე?! მე დავითვალე და უკვე 4 დღეა არ მინახავხარ.
-ელენე, გაიღიმე, რა,-ისეთი ხმით უთხრა ირაკლიმ, გოგონას ნაწყენ სახეს წამში მოედო ირაკლის სიყვარულიანი ღიმილი.
-ირაკლი, რა გინდა?-გაიპრანჭა ელენე და თვალები მოჭუტა.
-ხომ იცი?-ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა მამაკაცმა.
ელენემ წარმოიდგინა, როგორ ჩახარა ირაკლიმ თავი, ტუჩის კუთხეები აეწია, თვალები კი სულ სხვანაირად აუბრწყინდა.
-ვიცი, მაგრამ მაინც გიბრაზდები.
-ელენე, აუცილებელია-მეთქი, ხომ გითხარი?-ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს.
-შენ სულ აუცილებელი საქმე გექნება და ჩემთვის ვერასდროს ვერ მოიცლი,-ერთიანად ჩაეწვა ირაკლის გულ-მუცელი.
-ეგ აღარ თქვა!
ატირდა ელენე. ესე არ უნდა ეთქვა, ასე შორის არ უნდა წასულიყო. გაუცნობიერებლად გათიშა ტელეფონი და საბნის ქვეშ ამოდო. მუხლები მკერდზე მიიბჯინა და აწითლებული თვალები დახუჭა.
სულ უკვირდა ირაკლისი. მამაკაცს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. პირიქით, სულ კონკრეტულსა და საჭიროს ამბობდა, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. მაგრამ გოგონა იმ ორიოდ სიტყვაშიც ამჩნევდა იმ დიდ და გაუცნობიერებელ კავშირს, ირაკლისა და მის საქმიანობაში, რომ გაბმულიყო. ელენე ვერ ხვდებოდა რა დაერქმია ამ კავშირისთვის. სიყვარული, იძულება, პასუხისმგებლობის გრძნობა...ერთი კი იცოდა, ირაკლის სიგეჟემდე უყვარდა საქართველო, მისთვის თავდადებული ადამიანები, მაგრამ რაღაც მოსვენებას უკარგავდა...რაღაც სიმშვიდეს საშუალებას არ აძლევდა 32 წლის ირაკლი დიდებაშვილს.
ჩუმად ტიროდა ელენე. ახლა უკვე გათიშული ტელეფონისთვისაც. ირაკლისთვის არ უნდა ეთქვა ასეთი სიტყვები. ჩერჩეტი გოგოსავით მოიქცა. ჰაერზე, რომ ისვრის სიტყვებს, შედეგზე კი არასდროს არ ფიქრობს. სწრაფად ჩართო მობილური. ირაკლის ზარები არ დახვედრია. ძალიან გაუბრაზებია ირაკლი.
-ელე,-გაიგონა უფროსი ძმის ხმა. ოღონდ ეს არაო, გაიფიქრა და სახეზე საბანი გადაიფარა-ელე!
-რა მოხდა?-გასძახა და ცრემლიანი სახე თითებით გაიწმინდა.
-ელე,-უფრო ახლოდან გაიგონა დიმიტრის ხმა.
-დიმიტრი, მომასვენებ?-დაიწუწუნა ელენემ.
ვერც გაიაზრა ისე უცებ გადახადა უფროსმა ძმამ საბანი.
-იტირე?-შუბლშეჭმუხნულმა ახედა დიმიტრის შეყრილ წარბებს.
-ნწუ. საქმე არ გაქვს, დიმიტრი?-გაიბუსხა ელენე და გვერდი იცვალა. მთელი გულით ინატრა უფროსი ძმა ცოტათი მაინც უყურადღებო ყოფილიყო.
-ელენე,-თმაზე მიეფერა უმცროს დას-ჩემი ელენე ვინ აატირა?
-არავინ,-თავი გადააქნია გოგონამ და ხელებით ბალიში ჩაიხუტა.
-უაზროდ არასდროს ტირი, ელენე! ბოლოს აგვისტოში იტირე, გამოცდების შედეგების გაგებისას. ისიც ბედნიერებისგან.
ელენემ სწრაფად წამოყო თავი და მუცელზე მიეხუტა დიდ დიმიტრის. ძმამ ღრმად ამოიოხრა და თვითონაც შემოჰხვია ხელები. ელენემ მარტივად გააჩუმა.
-კიდევ ერთხელ...
-აღარ ვტირი და ეჭვიანი ძმასავით ნუ იქცევი, რა,-წაიბუტბუტა ელენემ.
-ნუ წრიპინებ, კნოპკა,-ცხვირზე მოუჭირა თითები-წამო, დამიკარი, რა!
ყელი თითებით გამოიწია დიმიტრიმ და მოღიმარ ელენეს ლოყაზე აკოცა.
ელენე და დიმიტრი ღვიძლი და-ძმანი არ იყვნენ. დიმიტრის მამა, ნიკოლა, ელენეს მეურვე და აღმზრდელი იყო. რუს ნიკოლასა და მის ცოლ, ნატალიას 5 წლის დიმიტრი ყავდათ ელენე, რომ იშვილეს. ნატალია მალევე გარდაიცვალა. ცოლის გარდაცვალება მეტად იდარდა ნიკოლამ, მაგრამ 5 წლის ვაჟმა და თვეების ელენემ, სასოწარკვეთის უფლება არ მისცეს. მთელი გულითა და მონდომებით უვლიდა უდედოდ დარჩენილ და-ძმას. იცოდა, დედის დანაკლისს ვერასდროს ამოუვსებდა ბავშვებს, მაგრამ ნატალის სიყვარულმა მეორე ცოლზე არც კი დააფიქრა.
***
ის საღამო უჩვეულოდ დამძიმებული გულით გაატარა ელენემ. ვერც დაკვრამ უშველა, საყვარელ მონოპოლში, დაუმარცხებლის ტიტულიც კი უცრემლოდ გადაულოცა მოღრიალე დიმიტრის.
გვიან დაუბრუნდა თავის საწოლს და გონების ცხრაკლიტულში გამოკეტილმა დანაშაულის შეგრძნებამაც ერთიანად დარია ხელი. იფიქრა მივწერ ან დავურეკავო, მაგრამ სინანული არ აძლევდა ამის უფლებას ხელის კანკალით ჩაებღუჯა მობილური. ტირილამდე სულ ცოტა აკლდა.
სულშეხუთული მოუთმენლად წამოხტა ფეხზე. სწრაფად შემოიცვა გრძელი დუტის ქურთუკი და ფრთხილად გამოიკეტა სახლის კარები. სადარდან გასვლა და გაზაფხულის სუსხიანი ჰაერის ჩასუნთქვა ერთი იყო. თვალები მიელულა. ერთიანად მოთენთა სიცივის შეგრძნებამ.
გაუცნობიერებლად გააჩერა ტაქსი და ირაკლის სახლის მისამართი უკარნახა.
შუბლი ცივი მინისთვის მიებჯინა. ერთიანად აკანკალებდა. როგორ უნდა შეხვედროდა? რა უნდა ეთქვა? არაფერი იცოდა.
მძღოლს ფული გადაუხადა და სახლის მესერს მიუახლოვდა. დაცვამ გაკვირვებული თვალებით აათვალიერა მობუზული ელენე და უსიტყვოდ შეუშვა. პატარ-პატარა ნაბიჯებით აუყვა სხვადსხვა ფერის ქვებით მოკირწყლულ ბილიკს. უკნა ვიღაც მოჰყვებოდა. არ გაუხედავს, ისე დააკაკუნა სახლის კარებზე.
ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ კარები თმაარეულმა ქალმა გაუღო.
-ვინ გნებავთ?-იკითხა. ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
შეწუხდა ელენე.
-ირაკლისთან ვარ,-მორიდებით ჩაილაპარაკა.
-ირაკლი არ მოსულა,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ხალათი მჭიდროდ მოიხვია ბუთხუზა ტანზე-უკვე გვიანია, გოგონი. დღეს შეიძლება აღარც კი დაბრუნდეს სახლში.
-არც ის იცით, სად შეიძლება იყოს?-უკანასკნელ იმედს ჩაებღუჯა ელენე.
ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
-შეიძლება სამინისტროშია, ან საწვრთნელ ბაზაზე. ქალაქიდანაც ხშირად უწევს გასვლა. ზუსტად ვერ გეტყვი. არასდროს გვაფრთხილებს.
-კარგით, მადლობა,-სუსტად გაიღიმა და შეტრიალდა. კარისკაცმა უკანვე გამოაცილა.
იქნებ სამინისტროში მისულიყო? ბოლო-ბოლო გულს მაინც დაიმშვიდებდა. საწვრთნელი ბაზა? სად არის? ან...
ისეთი ცხოვრების წესი, როგორიც ირაკლის ჰქონდა, წარმოუდგენელი იყო ელენესთვის. არც კი ახსოვდა ნიკოლას ღამე სხვაგან გაეთიოს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც დემეტრე ათევდა ღამეს გარეთ. ეს ქალიც... ალბათ დამხმარე იყო. არც ირაკლის ოჯახის წევრებზე სმენოდა ელენეს. ამ თემაზე არასდროს უსაუბრია წყვილს. გოგონაც ხვდებოდა, რომ ტაბუდადებულს, ახლოსაც არ უნდა გაჰკარებოდა.
ტაქსმა ამჯერად თავდაცვის სამინისტრომდე მიიყვნა. უზარმაზარ ჰოლშივე მოიკითხა ირაკლი დიდებაშვილი.
-გენერალი დიდებაშვილი თავის კაბინეტშია. მე-7 სართულზე მიბრძანდით. ლიფტიდან პირდაპირ იარეთ, შავი კარებია.
ლამაზმა გოგონამ თბილად გაუღიმა. ელენემაც ღიმილით დაუქნია თავი, საშვი გამოართვა და მითითებული ლიფტისკენ დაიძრა.
მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ირაკლი უნდა ენახა. ფეხები უკან ექაჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. ნელა დააკაკუნა ორფრთიან შავ კარებზე. ხრინწიანი, ხმადაბალი მობრძანდითო გაიგონა. ნელა ჩამოსწია სახელური და კაბინეტში შეაბიჯა.
ირაკლი ფართე მაგიდის წინ იჯდა. სამხედრო მაისურის ამარა. ამჯერად, შავი თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი. ლამაზი ფორმის თავი კი დაბლა დაეხარა და შეკრული წარბებით დაჰყურებდა შავი შუშის მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს. ბოლოს თავი ოდნავ ასწია და ელენეს შეხედა. წამში შეეცვალა მზერა.
-აქ რას აკეთებ?-კბილებში გამოსცრა ირაკლიმ.
ელენეს არაფერი უთქვამს. თავის ფეხებს დასჩერებოდა.
-ღამის სამი ხდება. ამ დროს უნდა გეძინოს!-მამაკაცის განრისხებული ხმა კიდევ უფრო აფრთხობდა გოგონას.
-ბოდიში მინდა მოგიხადო,-ამოიჩურჩულა ელენემ და შიშისგან თუ სირცხვილისგან აკანკალებულ ნიკაპზე თითები ჩამოისვა-ცუდი გოგო ვარ. არ უნდა მეთქვა ეგეთი რაღაცები შენთვის. გაწყენინე.
ელენე ტიროდა. დიდი და ცხელი ცრემლები ყელს უსველებდა გოგონას.
-მოდი,-დაუძახა ირაკლიმ. ელენეს თვალები გაუფართოვდა. ადგილიდან ვერ დაიძრა-ელენე, მოდი,-რბილად გაიმეორა მამაკაცმა.
ელენე ნელა მიუახლოვდა ირაკლის. მამაკაცის სახე სრულიად უმეტყველო ეჩვენა გოგონას. ფრთხილად ჩაეჭიდა მის გამოწვდილ ხელს და მოხერხებულად მოთავსდა ირაკლის ფეხებზე.
-ცუდად მოიქეცი. ღამით სახლიდან არ უნდა გამოსულიყავი!-თავი მკაცრად გადააქნია ირაკლიმ და ელენეს სახე ხელისგულებში მოიქცია-მე მგონია, რომ გძინავს და ამის გამო მშიდად ვარ! შენ კი თურმე ქუჩა-ქუჩა დაიარები და მე მეძებ! ეგეთი რაღაც აღარ განმეორდეს, ელენე!
-აღარ ვიზამ, გპირდები,-ამოიჩურჩულა ელენემ. სევდიანი, აწყლიანებული თვალები დაბლა დახარა.
ირაკლი ნელა წაიწია გოგონასკენ. სავსე ტუჩები ფრთხილად გაუხახუნა ელენეს ნიკაპს. ნაზად აკოცა ლოყაზე, ყურის ძირში, საფეთქლებზე. გრძელ დალალებს ხელები ჩამოუსვა, თან ელენეს არ აშორებდა მკაცრ, ფიქრიან, ოდნავ სითბოგამომკრთალ თვალებს. გოგონას კი პატარა მტევნები ირაკლის მკვრივი მუცლისთვის მიებჯინა და მამაკაცის სითბოთი მოთენთილი, ფაქიზად უსვამდა საჩვენებელ თითებს.
-ძალიან ვნანობ ჩემს სიტყვებს,-ამოიჩურჩულა ელენემ. მილულული თვალები ვერაფრით გაეხილა
-ვიცი,-შუბლშეკრული დიდებაშვილი დინჯად დაჰყურებდა მის მუხლებზე მოკალათებულ, ერთი თავით დაბალ ელენეს.
-არ იცი. უბრალოდ მეშინია ირაკლი,-ერთიანად გამოფხიზლებულმა ელენემ წყრომით ააფახულა გრძელი წამწამები-იმის მეშინია, რაც მომავალში გველოდება. თითქოს ყველაფერი კარგადაა. მე უნივერსიტეტში ვსწავლობ, შენ მყავხარ, დიმიტრისაც და ნიკოლსაც ძალიან მოსწონხარ, შენს მეგორებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს...მაგრამ, ნელ-ნელა ვხვდები, რომ შენს თავს ყველაფერი რიგზე არაა. მესმის, რომ შენი საქმე გიყვარს. მესმის, რომ უიშვიათესი გრაფიკით გიწევს მუშაობა. მაგრამ შენ იცი, რომ მე ამას ავიტან. ჩემთვის მთავარი შენი ჯანმრთელობა, ბედნიერება და კეთილდღეობაა. შენ ისიც იცი, რომ ჩემთვის ზედმეტად უმნიშვნელოა რომელი სფეროს წარმომადგენელი იქნები. შენი დაცვა, საუკეთესო მარკის მანქანები, საუკეთესო ბრენდის ტანსაცმელი თუ უზარმაზარი სახლები ჩემთვის არაფერია...
-ელენე,-მოუთმენლად შეაწყვეტინა ირაკლიმ. ხელებსა და კისერზე ძარღვები დაბერვოდა, ყბები ერთმანეთისთვის მიებჯინა. ხელები კი მტკივნეულად შემოეხვია ელენეს წელზე-შენ ახლა აქ, ჩემს მუხლებზე არ იჯდებოდი, რომ არ ვიცოდე ვისთვისაც ზიხარ აქ. ვისთვის და არა რისთვის, ელენე...არ მინდა ამ თემას ოდესმე შეეხო!-კბილებში სცრიდა ირაკლი.
-ირაკლი, იმის თქმა მინდოდა, რომ...ვიცი რაღაცას მიმალავ...თუ თქმა არ გინდა, მე არ დაგაძალებ, მაგრამ ნებისმიერ დროს მოგისმენ...უკვე ვიცი რას მივაწერო შენი ამგვარი დამოკიდებულება შენს სამსახურზე. სწორედ ამიტომ, დღეს ასე არ უნდა მელაპარაკა. თუ გინდა, ჩემი დღევანდელი გამოხდომაც ამას გადააბრალე. აქაც სწორედ ამიტომ მოვედი. არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინე, როცა ვიცოდი, რომ ჩემი სიტყვებით შეგაწუხე, ალბათ გატკინე კიდეც...თან მეც ისე ცუდად გავხდი. ასე მეგონა, შენ ჩემთვის დამთავრდი, შენი სუნთქვა აღარ მესმოდა, შენი გულის მოძრაობასაც ვეღარ ვგრძნობდი...ირაკლი, არ მომეწონა ასე ყოფნა და აღარ გვინდა, კარგი?!
ირაკლის თითქოს ის დაკარგული ფერები შეეკოწიწნებინა, თითქოს ის გადაღვრილი არსება, ისევ ჩაეღვარა უწყლობისგან გამოფიტულ ორგანიზმში. ანთებული ნაცრისფერებით დაჰყურებდა კალთაში მჯდომ, ასლუკუნებულ ელენეს. მთელი გრძნობით კოცნიდა შუბლზე, მთელი ძალიან ჰხვევდა შიშველ, ძლიერ მკლავებს და მთელი დღის ჭუჭყსა და სიბინძურეს ნელ-ნელა ატანდა ღამის საათის ისრებს.
-როგორ არ მყოფნი, რომ იცოდე...როგორი პატარა ხარ, იცი, ელენე? სულ, სულ პატარა და თან ისეთი დიდი, ისეთი სავსე, რომ ჩემთვისაც კი ზედმეტი ხარ. ჩემთვისაც, ელენე.
მშიშარა ელენემ სამსახურში მიაკითხა. იმ მობუზულმა, პატარა, შემცივნულმა გოგონამ, ორ ოქროსფერ თვალს სასაცილოდ, რომ აბრიალებდა გრძელი ქურთუკის საყელოდან და უკვირდა, ჭკუიდან როგორ არ იშლებოდა. წარსულისა და აწმყოს გახლეჩვა, რომ შეძლებოდა, ამაზე მეტ ბედნიერებას სუფთა სინდისით ვერ შეევედრებოდა უფალს. მაგრამ ის ჯოჯოხეთური მოგონებები, მთელი ძალით ეკვროდნენ ელენეთი ავსებულ აწმყოს და უცხო სითბოსთვის მოხვეულ ხელებს არაფრის დიდებით უშვებდნენ! მაგრამ სჯეროდა ირაკლის. იმდენად ბევრი იყო ელენე, რომ სჯეროდა, ყველაფერს მოერეოდა.
დამშვიდებულ ელენეს თავი მამაკაცის მკერდზე დაედო. ხელები კი მისი ძლიერი კისრისთვის შემოეხვია. გრძელ წამწამებზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ბუთხუზა ცრემლები. აწითლებული სახე კი ირაკლის სახისკენ აეწია.
ირაკლი წინ გადაიწია და ფრთხილად გამოაღო უჯრა. შიგნით რამდენიმე ბაინდერი, კალმების გაუხსნელი ყუთი და ფერადი, წებოვანი ქაღალდები ეწყო. მამაკაცმა ხელი უფრო ღრმად შეყო და ერთი დიდი მანდარინი ამოაძვრინა.
ისე, რომ ელენეს არ გაღვიძებოდა, ფრთხილად შემოაცალა მანდარინს ქერქი და ცივი, ნახევარ-მთვარისებრი ლებნები მუჭში მოიქცია.
-ელენე,-ყურთა ჩასჩურჩულა გოგონას და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია. ენანებოდა გასაღვიძებლად, მაგრამ ტრადიციას ვერ დარღვევდა დიდებაშვილი.
-ჰმ,-ცხვირი შეჭმუხნა ელენემ და თვალები გაახილა.
-დღეს რაღაცა დაგავიწყდა,-გაიღიმა ირაკლიმ და გაკვირვებისგან დამრგვალებულ თვალებზე აკოცა ელენეს.
-მანდარინი,-გიცინა და მოუთმენლად წაეტანა ციტრუსს. სულ, სულ ბოლო ლებანს წაავლო თითები და ირაკლისკენ ბაგეებისკენ წაიღო-ეს შენ.
ელენეს ჯერ არავისთვის შეუთავაზებია მანდარინი.
YOU ARE READING
გახლეჩილი მანდარინი ✅
Adventureწყარო- 4love.ge ავტორი- გლოკტა გამოქვეყნების თარიღი- 07.11.2017