თავი 9

224 12 0
                                    


თავი 9
ელენე ორ კვირაში გამოწერეს. სრულიად ჯანმრთელი. მის მკურნალ ექიმს უკვირდა ელენე, ხომ ასე მალე და მარტივად დაუბრუნდა რეალოაბას. პირველი დღის მერე არც ერთხელ უტირია. არც ერთხელ დაუწუწუნია, არც ერთი სიტყვა არ დასცდენია იმ ერთი თვის შესახებ. მაგრამ გოგონას ნათესავები მკაცრად გააფრთხილა, რომ ადრე თუ გვიან წარსულის ტრამვა აუცილებლად იჩენდა თავს. ირაკლი მეტად შეაშინა ამგვარმა წინასწარმეტყველებამ. ელენეს ფიზიკური გამოჯანმრთელებით გამოწვეული სიხარული წამში გაუქრა. წამში გაუნაცრისფრდა ნათელ ფერებში დახატული მომავალი. წამში შორეულ გეგმად ექცა სირაძის გაქრობა. ცამ წამში დაბლა ჩამოიწია, ლამის მის თავს გაუტოლდა.
დიმიტრისა და ნიკოლას დაზაფრულ სახეებს, რომ გადააწყდა, მაშინ გაიაზრა მარტო რომ არ იყო. მათ თვალებში დანახული თანადგომა, არსებული ჭირის გაზიარება კი საკმარისზე მეტი იყო დაუნებებელი ბრძოლის გასაგრძელებლად. ელენეს სუნთქვა და ღიმილი იმის ძალას მისცემდა, რომ საერთო ბედნიერი მომავლისთვის ებრძოლა.
***
ელენე, დუდა და აჩის ცოლი, ლეა ბათუმში გაუშვეს ორი კვირით. ელენე ჯიუტობდა, დიმიტრის გარეშე არ მინდა წასვლაო, თვალები კი ცრემლებით ევსებოდა. ნიკოლამ კარგად იცოდა, აცრემლებულ ქალიშვილს ირაკლისგან შორს ყოფნა, რომ არ უნდოდა. ეღიმებოდა ელენეს ეშმაკობაზე.
თავის მხრივ ირაკლიც ვერ იტანდა, ელენეს გაშვება, რომ უწევდა. მისი ნება, რომ ყოფილიყო, ერთი წამითაც კი არ დატოვებდა გოგონას მარტო. მაგრამ სირაძის პრობლემა საბოლოოდ უნდა მოეგვარებინა. ელენე კი ეცოდებოდა ასეთი დაძაბული გარემოსთვის.
ელენეს არ უნდოდა ირაკლისთვის სანერვიულო დაემატებინა. სწორედ ამიტომ იყო ბედნიერების ღიმილით, რომ დაემშვიდობა ყველას და არც უკან გაყოლილ დაცვაზე გამოუთქვამს პრეტენზია.
-ჩემო ლამაზო, თავს გაუფრთხილდი, რა,-ირაკლი სამინისტროს კაბინეტში იჯდა, სახით ფანჯრისკენ და თბილისის ხედს მოქუფრული უყურებდა.
-შენც, რა. გეხვეწები ეცადე დაიძინო ხოლმე, კარგი?-გოგონას წკრიალა, მზრუნველი ხმის გაგონებისას გააჟრიალა.
-მიყვარხარ. სახლი მოგეწონა?
-კი, ძალიან,-ირაკლის ეგოისტურად გაუხარდა გოგონას სევდიანი ხმის მიზეზი თავად, რომ იყო.
-მალე გნახავ, ელენე. არ მოიწყინო,-თბილი ხმით მიუალერსა.
-აქ მარტო, რომ ვიქნები შენ არ შეგეშინდება?-ეშმაკურად ჰკითხა ელენემ.
იმის წარმოდგენისას, თუ როგორ გაუმწვანდა გოგონას თვალები, ირაკლის თმის ძირები აეწვა.
-შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, არა?-მიუხვდა ირაკლი.
-ხო, მაგრამ ჩემს გარშემო იმდენი უჭკუოა...-ბოლო სიტყვა გაწელა ელენემ და გადაიკისკისა.
ირაკლის სულ აოცებდა ელენე, ქალურობისა და ბავშვურობის იდეალურ შერწყმას, რომ წარმოადგენდა. ახლაც ისე ბუნებრივად ეკეკლუცებოდა მამაკაცს, თითქოს ნათქვამისგან სულ არ ასწითლებოდა დარცხვენილი სახე.
-ხოო?! მაინც რამდენი?-დაიღრინა ირაკლიმ.
-ერთი, ორი, სამი, ოთხსაც ვხედავ,-აგრძელებდა გოგონა და ქვედა ტუჩს კბილებით აწვალებდა.
-ელენე! ძალიან მაბრაზებ!-დიდებაშვილს აღარ ეცინებოდა.
-წავედი, მიყვარხარ!-კოცნა გამოუგზავნდა და სავარძელში გახევებულ მამაკაცს ტელეფონი გაუთიშა.
ირაკლიმ ავად ჩაიღიმა და მობილური მაგიდაზე მოისროლა. როგორ აბრაზებდა ელენე, როგორ აღიზიანებდა. მაგრამ მის ბავშვურ გამოწვევას ვერ აჰყვებოდა, ჯერ მოუშორებელ ჭირად ქცეული სირაძისთვს უნდა მოეღო ბოლო.

გახლეჩილი მანდარინი ✅Where stories live. Discover now