თავი 13

173 10 0
                                    


თავი 13
ადრე ირაკლის მკლავებში ორი ელენეც თავისუფლად დაეტეოდა. მაგრამ ახლა იმ ცარიელ ადგილს, დადვანის ლამაზად წამოზრდილი მუცელი ავსებდა.
***
ელენე დივანზე იჯდა. იმ დღეს ირაკლის საყვარელი, თეთრი ფერის სარაფანი ეცვა. ახლა კაბის კათლა აეკეცა, ფეხები მუხლებში მოეხარა და ჩურჩულით ელაპარაკებოდა მის მუცელში მჯდომ ბიჭუნას.
-ელენე, კიდევ ნერვიულობ?-მის ფეხებთან მჯდომი ირაკლი ნაზ მზერას არ აშორებდა ცოლს.
-უკვე აღარ,-გოგონა თბილი ხმით მიეალერსა და პაწია ხელები შავ თმაზე გადაუსვა.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. თვალწინ დაუდგა ასლუკუნებული, მთელი სხეულით მოცახცახე ელენე, შიშველ მუცელზე შემოჭერილი მტევნებით. მისი შეშინებული, ჩახლეჩილი ხმა, ბუტბუტი და ტირილისგან დაწითლებული ტუჩები. გუშინდელი, მთვარიანი, თბილი საღამო კიდევ ერთი იყო იმ საღამოებიდან, რომლის უკვალოდ გაქრობა მთელი გულით უნდოდა ირაკლის. მთელი გულით უნდოდა ღიმილიანი ელენეს გარდა აღარაფერი დარჩენოდა მის მეხსიერებას. იმის გაცნობიერებაც კი აგიჟებდა, რომ მის ცოლსა და მათ პატარა ბიჭს, ასეთი სიხარულითა და მოუთმენლობით, რომ ელოდებოდნენ, შეიძლებოდა რამე მოსვლოდა. შეიძლებოდა მილიონჯერ დაგეგმილი და გადაწყობილი მომავალი თავზე ჩამონგრეოდათ. ჯერ დედის მუცელში მჯდომ ლაზარეს, ღიმილი ვერ ესწავლა, ვერც დედისთვის დაეძახა და ვერც მამასთან გაესეირნა ხოლმე დილაობით. ვერც ხოხვა და ლაპარაკი ესწავლა, ვერც უკვე შერჩეულ ბაღში დაეწყო სიარული...
ირაკლიმ ელენეს მტევნები თავისაში მოიქცია და ხელის ზურგზე უამრავჯერ აკოცა.
-სამსახურში არ გაგვიანდება?
-დღეს შენთან ვრჩები,-ეშმაკური მზერით ახედა ელენეს.
-მართლა?-წამოიყვირა ელენემ. მისკენ გადაიწია და ორივე ხელი მამაკაცის კისერს შემოჰხვია.
-მართლა,-მხარზე აკოცა ირაკლიმ და მტევნები ნაზი სიძლიერით შემოჰხვია წელზე.
-დღეს მე ვგეგმავ,-თავი წამოსწია და ენა გამოუყო.
***
ის დღე ორივესთვის მნიშვნელოვად თარიღად იქცა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი მშვიდი, მხიარული და სიყვარულიანი დღეები მალდივების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე თუ გაეტარებინათ.
ელენე არ იღლებოდა.
მთელი დღე სიცილსა და ტიტინში გალია. ქმრის ხელში მოქცეული საკუთარი მტევანი სულ თბილად და დაცულად ეგულებოდა. ჯერ კიდევ პაწია ლაზარეც მშვიდად იჯდა მის მუცელში. ელენე თითქოს გრძნობდა, მშობლების განწყობა როგორ გადასდებოდა თავიანთ ბიჭუნასაც. ეს თითქოს კიდევ უფრო ახელებდა, უფრო ფართოდ გაღიმებისკენ მოუწოდებდა. გოგონაც არ იშურებდა ძალისხმევას, რომ ეს ორი ადამიანი კიდევ უფრო გაებედნიერებინა. ირაკლის გულწრფელი კისკისით ექაჩებოდა მდიდრულ ვიტრაჟებიანი მაღაზიებისკენ. დაუღალავად იცვლიდა ლამაზ საორსულო კაბებს და სარკის წინ ტრიალებდა.
არც ირაკლის ეზარებოდა უზარმაზარი შეფუთვების ტარება. მხიარული, აფხუკუნებული ელენეს კიდევ უფრო გაცინება თეატრის მდუმარე დარბაზში. ელენეს თმაზე მოთამაშესა და მის კისერში თავჩარგულს, არ ეზარებოდა გოგონას დაუსრულებელი წუწუნის მოსმენა, რომ საყვარელი წიგნის პრეზენტაციაზე მშვიდად ჯდომასა და მოსმენას არაფრით აცდიდა. ირაკლიც თითქოს უფროდაუფრო მოდიოდა ხასიათზე, უფროდაუფრო უნდებოდა ეს უდარდელი დღე არაფრით დაესრულებინათ და რამდენიმე კვირაზე გადაეწელათ. სულ მის წინ მჯდომი, ნაყინისგან პირმოთხუპნული ცოლისთვის ეყურებინდა, შეძენილი წიგნის პირველ გვერდებს, რომ უკითხავდა. მერე იმაზე გასცინებოდა, თუ როგორ წამდაუწუმ წყვეტდა კითხვას, რომ მანდარინისა და ვანილის მრგვალ ბურთულებიანი სანაყინე დაეცარიელებინა. შემდეგ კი ყველაზე ლამაზი ცოლის მუჯლუგუნებისთვის სათითაოდ გადაეხადა და ხანგრძლივად ეკოცნა გაბუტულ ტუჩებში. მაისის საღამოს ნიავისგან აგრილებულ ქუჩებში შუაღამემდე ესეირნათ. თავის ჯინსის ქურთუკში გახვეული ელენესთვის სულ ასე მოეხვია ხელი, მისი პაწია მარჯვენა მკლავი თავის წელზე, მარცხენა კი თავის მარჯვენა მტევანში ეგრძნო. მისი გრძელი, მოხტუნავე კულულებისთვის სულ ასე ეკოცნა. იმ დღით, უკვე მეხუთე ნაყინის კოლოფი დაუნანებლად გამოერთმია და ეთქვა, რომ ახლა, მისი ყელის ტკივილი ლაზარესაც აწყენდა. შემდეგ ელენეს აცრემლებული თვალები დაეკოცნა, ასლუკუნებული საკუთრ თავს, რომ უწყრებოდა და იფიცებოდა, ასე დაუდევრად მეორედ აღარ მოვიქცევიო, მას არაფერს ვავნებო. თვითონ სულ ეფიქრა, რომ ორსულ ცოლს, საოცრად უხდებოდა ლამაზად გამობერილი მუცელი. საოცრად მოსწონდა უფრო მეტად მგრძნობიარე ელენეს დამშვიდება, ცოლის ალერსიანი მკლავების, მის კისერზე შეგრძნება. ჩაძინებული ელენეს ხელში ატატება და მათ საძინებელში აყვანა ისე, რომ მძინარეს არაფრით ფაღვიძებოდა. ყოველთვის ეღიარებინა, რომ საოცრად მოსწონდა ელენეს თვითონ, ხდიდა სარაფანს. საბანსაც თვითონ, რომ უკეცავდა.
მერე კი იმაზე ეფიქრა, მის გულმკერდზე მძინარე გოგონას ხვალ საწოლში, რომ ვეღარ დახვდებოდა...
***
ახლა ყველაზე მეტად გრძნობდა, თუ რამდენად ეზიზღებოდა საკუთარი თავი. რამდენად უნდოდა არსებობა შეეწყვიტა, ოღონდ ელენესთვის არ ეთქვა, წასვლა კიდევ რომ უწევდა. ერჩივნა მომკვდარიყო, ოღონდ მის ორსულ ცოლს აღარ გაეგო, სირაძის დასაჭერად, რომ მიდიოდა. უკვე მერამდენედ...
ვერ იტანდა უღონო, ჩახლეჩილი ხმით, რომ უხსნიდა მდუმარე ცოლს...რომ ასე ჯობდა...რომ ამჯერად ყველაფერი დასრულდებოდა...ამჯერად ყველანაირ შიშს დაუსვამდნენ ძახილის ნიშანს.
ყურმილის გათიშვა ეზიზღებოდა...იქ, მეორე მხარეს დარჩენილი, უკვე ატირებული ელენე ყველაზე მეტად, სწორედ ამ დროს უნდოდა ხოლმე. მისთვის დამალული ცრემლები, რომ მოეწმინდა და დასამშიდებლად გულში ჩაეკრა.
ასეთი უმანდარინო დღეები, მის დიდ და ძლიერ სხეულს შესამჩნევად ეტყობოდა ხოლმე. ელენესაც ეტყობოდა ამ ციტრუსის ფერს დაკლებული საღამოები და ქმრის ალერსის გარეშე გატარებული ღამეები.
მაგრამ გოგონამაც იცოდა ასე, რომ ჯობდა...ორივესთვის...ახლა უკვე ლაზარესთვისაც.
***
ირაკლი სახლში არ იყო. ელენე კი უკვე ოთხი დღე არ შესულიყო მათ საძინებელში.
***
1-ლი ივნისის ლამაზი საღამო იდგა. ზაფხულის მოსვლა ძალაუნებურად უხაროდა გოგონას. სასადილოსა და სამზარეულოში აივნის კარებები გამოეღო და სახლშიც სულ სხვანაირი, ყვავილებიანი სურნელი ტრიალებდა.
ელენე კი მზარეულობდა. ტრიალისას მოკლე სარაფანი ლამაზად უფრიალება ხოლმე. წელამდე გაზრდილი თმა კი მსუბუქ კულულებად დახვეოდა. ტელევიზორი მონოტორულად ბუტბუტებდა და თითქოს ოჯახური გარემო თავისით იქმნებოდა...
ელენე ირაკლის საყვარელ ტორტს რთავდა. ბისკვიტებს თეთრი შოკოლადითა და ვანილის ნაყინით კრემავდა, რძიანი შოკოლადისა და ორეოს ნატეხებს და შიგნის აყოლებდა. თავისთვის ღიღინებდა და დასვრილ საჩვენებელ თითს ილოკავდა.
ირაკლისთან საუბრის შემდეგ 5-6 საათს მოითვლიდა ელენე, მაგრამ არ ნერვიულობდა, ლაზარესთვის ჯობდა მშვიდად ყოფილიყო. ექიმმაც ხომ ასე დაარიგა!
მიქსერი თავისთვის ბრდღვინავდა და შეუჩერებლად თქვეფდა ელენეს მიერ შეზავებულ მასას. ბლენდერი კი მარწყვის მილქშეიკისთვის აეხმაურებინა გოგონას. უჩუმრად შემოპარული შავოსნის ნაბიჯების ხმაც ვერ გაუგია. ვერც ის დაინახა, თუ როგორ დინჯად ჩამოჯდა უცხო ადამიანი თეთრი ტყავის დივანზე, როგორ ნაზად გადაუსვა შიშველი ხელის მტევნები ქათქათა თეთრი ბეწვის გადასაფარებელსაც. ის ხომ მისკენ ზურგით იდგა...ღიღინით საქმიანობდა.
მერე მიქსერიც გამორთო. მუქი ყავისფერი, სრუნელოვანი მასა ხის დიდი კოვზით ამოურია, ნელა მოტრიალდა და თასი მის წინ, მაგიდაზე დადო. ის იყო, ფუნჯის ასაღებად უკან უნდა შებრუნებულიყო, რომ წამით თვალი გაუშტერდა. თეთრ და სპილოსძვლისფერ ფერებში გადაწყვეტილ სასადილოში, შავი ფერი ეხამუშა.
გული შეუტოკდა. სისხლმა ტვინში აასხა. ფუნჯი უკან დააბრუნა და პაწია ხელის მტევანი მუცელზე დაიდო. თვალები დახუჭა და ფრთხილად გაახილა. უნდა დამშვიდებულიყო. არ უნდა ენერვიულა.
ნელა შებრუნდა შავოსნისკენ, მშვიდად, აუღელვებლად, რომ მიწოლილიყო. თეთრ მტევნებს კი შეუჩერებლად დაატარებდა დივნის ხალიჩაზე.
-გამარჯობა, ელენე,-მშვიდი, შემაშინებლად მშვიდი ხმა ჰქონდა უცნობს.
გოგონა დადუმდა. ბლენდერის შემაწუხებელი ხმაური ტვინში ურტყამდა.
-ჩემს სახლში რას აკეთებთ?-ელენესაც მშვიდი, თითქოს აუღელვებელი ხმა ჰქონდა.
-ცოტა ხნით შემოგიარე, როგორც ჩანს საუკეთესო დროს მოვსულვარ,-შავი თვალები ჯერ კიდევ გაუკრემავ, შიშველ ბისკვიტებს დაასო.
-ჩემს სახლში რას აკეთებთ?-კითხვა გაუმეორე ელენემ.
იგრძნო, უცნობი როგორი სიშმაგით მიშტერებოდა მის მუცელს, ელენეს ასე მტკიცედ, შვილის დაცვის ჟინით, რომ შემოეჭირა აკანკალებული, ფითქინა მკლავები.
-არ მინდა გაგანერვიულო,-დაყენებული ხმით მიმართა შავოსანმა და ნელა წამოდგა ფეხზე.
გოგონა დააფრთხო უცნობის მაღალმა სხეულმა. თვალით გაზომა. ირაკლიზე დაბალი იყო. ერთი მეტრის და ოთხმოცდახუთი სანტიმეტრის თუ იქნებოდა...კომშისფერ თვალებს არ აშორებდა მის ფრთხილ მოძრაობებს. თვითონაც დემონსტრაციულად იწევდა უკან. თვალი დანასა და ნახევრად დაჭრილ ლომონს ჰკიდა. იქვე გაჩერდა.
-ბიჭია თუ გოგო?-მატყუარა ხმა გულს ურევდა ელენეს.
მზად იყო მის გვერდით, მაგიდაზე დადებული დანა უამრავჯერ გამოესვა უცნობისთვის ყელში.
-აქედან წადით!
-როგორი ლამაზი ხარ. როგორი ლამაზი კანი გაქვს, თმა, თვალები...-დანანებით გააქნია შავოსანმა.
-წადით-მეთქი!-ლამის იკივლა ელენემ. მისი გონება დანის აღების გარდა. ვეღარაფერზე ფიქროდა.
-მინდოდა ცოტა გვესაუბრა,-უცებ მოიწყინა უცნობმა და საჩვენებელი თითი შავი ნაჭრით დაფარულ ნიკაპზე გადაიტარა.
-არ მინდა საუბარი! მარტო დამტოვეთ!
-კარგი, კარგი, დამშვიდდი!-ხელები წინ წამოსწია.
ელენე შეხტა. ცოტაც და ქვითინს დაიწყებდა. ოღონდ მის ბიჭს არაფერი დამართნოდა...
-ირაკლის უთხარი, რომ ფრთხილად იყოს. როცა ის აქ არ არის, შენ მარტო რჩები...
-გაეთრიეთ!-იკივლა ელენემ. ხელი მომენტალურად სტაცა ლიმონის წვენით დასვენებულ დანას და წინ გაიშვირა.
უცნობს გაეცინა მის მოკანკალე მტევანზე.
ნელი ნაბიჯებით დაიხია უკან. შავი, ჟინითა და ღვარძლით სავსე თვალები ელენეს მანამ არ მოაშორა, სანამ სასადილო ოთახი არ დატოვა.
შავოსნის გასვლა და ელენეს ტირილი ერთი იყო. სავარძლამდე ძლივს მიაღწია. მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში და ხელები სახეზე აიფარა. ისტერიულად ქვითინებდა, ვერაფრით ჩერდებოდა.
-აღარ ვიტირებ, აღარ ვიტირებ...-სლუკუნებდა და თითებს მუცელს უსვამდა.
შავოსანს თავისუფლად შეეძლო მისთვის რამე დაეშავებინა. რომ მოენდომებინა, ახლა ლაზარე ცოცხალი არ იქნებოდა...მისი კანის ქვეშ, თავისი ბიჭის მოძრავ ხელ-ფეხს ვერ იგრძნობდა. კიდევ უფრო აკანკალდა ელენე. შვების ცრემლებით სახე და კისერი ერთიანად დასველებოდა.
-ელე!-დიმიტრის ღრიალი მისწვდა მის ყურებს.
-ელენე!
თავი ნელა ასწია და მის ფეხებთან დაჩოქილ ირაკლის მზერა გაუშტერა. წამით ის იგრძნო, რისთვისაც ამ ყველაფერს აუცილებლა გადაიტანდა. თავისი ქმრის თვალებში ის ყველაფერი დაინახა, რისთვისაც ბრძოლა უღირდა. მთელი ცხოვრება უღირდა მამაკაცის ასეთი თვალებისთვის.
-მიყვარხარ!-ამოიბუტბუტა და მამაკაცს მთელი ტანის მიეკრა. ირაკლის მკლავები თავის წელზე ისე ძლიერად შემოეჭდო, რომ ცოტაც და ბედნიერებისგან თუ შვებისგან ხელახლა დაიწყებდა ტირილს.
მეტი ხომ არაფერი უნდოდა?! მხოლოდ ეს...მხოლოდ ირაკლი, მისი დაულეველი სითბო და სააკუთარ თბილ, ცოცხალ ორგანიზმში აფართხალებული, ჯანმრთელი ლაზარე, მშობლებს ასე ცხადად, რომ გრძნობდა.

გახლეჩილი მანდარინი ✅Where stories live. Discover now