1

1.4K 43 0
                                    

1.მოთხრობა აღებულია modern stories გვერდიდან ჩემი არაა.
გოგონა გაღიზიანებული შეჰყურებდა როგორ აწვალებდა ტაქსის მძღოლი რადიოს ღილაკებს დაუსრულებლად, ბოლოს, როგორც იქნა არჩევანი პოლიტიკურ გამოსვლაზე შეაჩერა, და დიდი ინტერესით დაიწყო მოსმენა, თანაც, ხმასაც უფრო აუწია, მობეზრებულმა ოლივიამ ყურსასმენები ხელახლა დაიმაგრა და ფლეიერში შეწყვეტილი სიმღერა ახლიდან დაიწყო, თავი მინას მიადო, და ფიქრებში წავიდა,თან უყურებდა როგორ ცვლიდა მაღალი ხეები ერთმანეთს და როგორ საფუძვლიანად იცვლებოდა ბუნება ნიუ-იორკიდან წამოსვლის შემდეგ როდესაც ბრედფორდს გადახედავდი, აქ ვერც ცათამბრჯენებს, ვერც იმდენ  ხალხს ნახავდით რამდენსაც იმ უზარმაზარ ქალაქში, შეიძება ბრედფორდს ისტორიული ქალაქიც ეწოდოს, ულამაზესი მუზეუმები,მონუმენტები ხშირად ხდებოდა ტურისტების ყურადღების ქვეშ, თუმცა ქალაქს ისევ შერჩენოდა ის მაღალი მთები, ხშირი ტყეები, რომლებიც ოლივიას ბავშვობიდან ხიბლავდა, და ახლა 5 წლის შემდეგ ისევ მშობლიურ ქალაქს უბრუნდებოდა, ვერც წარმოიდგენდა დედამისი, რომ,  დღეს დიდი ხნის უნახავ შვილს, უკვე დაქალებულს,გაზრდილს, გალამაზებულს ნახავდა, რადგან მას ერთი თვის მერე ელოდა, თუმცა ოლივიას უმაღლესი ქულების წყალობით კოლეჯში, მალევე შეძლო გამოცდების ბრწყინვალედ ჩაბარება, იმავე დღისით შეკრა ბარგი და შემდეგ დღეს ბრედფორდისკენ გამოეშურა, მართალია ლივს ძალიან მოენატრებოდა  მისი ოთახის გადარეული მეზობელი ელისი, და გიჟური  წვეულებები ყოველ შაბათ-კვირას, მაგრამ მშობლიური ქალაქი იხმობდა! დაახლოებით 15 წუთი ყვითელი ფერის მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა, სახლი ? არა ამას შეიძლება უფრო სასახლე ვუწოდოთ, ზუსტად ისეთი როგორიც ჰოლივუდურ ფილმებშია, ორსართულიანი,ლამაზად ნაგები შენობა უამრავი ფანჯრით, და უზარმაზარი ეზოთი.                                                                                                                                                           -ამ სასახლეში მუშაობს დედაჩემი ? გაურკვევლად ამოილუღლუღა გოგონამ და ტაქსიდან ძლივს გადავიდა, თვალი კვლავ სახლზე ქონდა გაშტერებული, როგორც ჩანს მძღოლიც მოიხიბლა, რადგან, სანამ გოგონამ, რამდენიმეჯერ ხმადაბლა არ დაუძახა უკაცრავად-ო, კაცმა გადმოსვლა, საბარგულის გაღება და იქიდან გოგონას უზარმაზარი ჩემოდნის და მცირე რუგზაგის გადმოღება ინება, ოლივიამაც უხალისოდ გაუწოდა ორი ათ დოლარიანი და ყურადღება არც მიუქცევია, ისე მიადგა უზარმაზარ ჭიშკარს, რომლის კარიც საბედნიეროდ გაღებული იყო, გოგონა ჩემოდნის გორგოლაჭების ხმაურით მიიწევდა წინ, შიგნით შესულს ახლა უფრო ნათლად გამოესახა ეს სასახლე, ახლა უკვე სახლი აღარ იყო მისი ინტერესის ქვეშ, ულამაზესმა გაშენებულმა ბაღმა გამოაშტერა,სრული სიტყვის მნიშვნელობით, ბაღის ცენტრში, ყვავილის ფორმის ფანტანი იდგა რომლიდანაც მოხდენილად იღვრებოდა წყალი, მას მთელს სიგრძეზე უცხო ჯიშის ყვავილები შემოელაგებინა, მარცხნივ რამდენიმე დიდი ხე იდგა რომელიც შესანიშნავ ჩრდილს ქმნიდა, გოგონამ შენიშნა კიდეც სარწეველა სკამი და ჰამაკი, ოჰ რა მშვენიერი იქნებოდა ამ ადგილას წიგნის წაკითხვა,ერთი ჭიქა ყავა, ჰეი! ოლივია მეიერს გამოერკვიე ოცნებებიდან! შემოუძახა თავის თავს და ახლა ყურადღება მარცხენა მხარეს გადაიტანა სადაც დაბალი საყვარელი შესახედაობის მოხუცი იდგა და მრავალფერ ყვავილებს უვლიდა, ლივს თვალში თითქმის ყველა ფერის ტიტა  მოხვდა და ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა! რა ლამაზები იყვნენ! გოგონა სასწრაფოდ გაემართა მოხუცისკენ და ყურადღების მისაქცევად ,,ჰეი,, დაიძახა, თუმცა ვერ მიხვდა რამდენად ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი, რადგან, შეშინებული მოხუცი ჯერ შეხტა შემდეგ ხეს დაეტაკა და რამის იქვე დაეცა, ოლივიამ ხელი შეაშველა და დავარდნისგან დაიცვა.კაცმა ახლა გოგონას იმდენად ცივი მზერით შეხედა, ოლივია წამში მოიღუშა.                                                                                                                                                                -რა გნებავთ ახალგაზრდავ ? ოჰ,მისი ხმაც ისევე მკაცრად ჟღერდა როგორც მზერა.                                             -უკაცრავად ხელი რომ შეგიშალეთ, უხერხულად მოუბოდიშა გოგონამ, მე ევას ვეძებ.ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია ვნახო ? მისი ქალიშვილი ვარ, ამჯერად ხმას დაუწია.                                     -ოჰ, ოლივია შენ ხარ  ? კაცის ტონი სასწაულად დათბა,ევა სულ შენზე ლაპარაკობს, აქოთქოთდა ლაპარაკისას, მოიცა, უცებ პაუზა გააკეთა,ერთ თვეში არ უნდა ჩამოსულიყავი ?                 -დედასთვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა,საზეიმო ტონით უთხრა გოგონამ.                                            -ოჰ,ძვირფასო,ასე მოულოდნელად რომ შეუვარდები ქალს გული გაუსკდება, ხომ არ გავაფრთხილო ? თქვა მოხუცმა და გაზონის საკრეჭი ძირს დადო.                                                             -არა,არა, სწრაფად შეაჩერა გოგონამ ეს რაღა სიურპრიზი გამოვა, გთხოვთ არაფერი უთხრათ მისტერ... ოლივს უნდოდა სახელი ეთქვა მაგრამ არ იცოდა                                                                    -ედუარდი მქვია ძვირფასო,აქ მებაღედ ვმუშაობ..  აჰ, კარგი, ,მარცხნივ კარს ხომ ხედავ ? იქიდან შედი, ამით მოსამსახურეები სარგებლობენ, მართალია ევა სახლის მთავარი მზარეულია მაგრამ მთავარი კარიდან შესვლას არ გირჩევ, ბატონი ძალიან გაბრაზდება..ჩემოდნები აქ დატოვე გოგონავ, მერე ჯორჯს ვეტყვი და შემოიტანს, შენ რატომ უნდა იწვალო?                                                                                                                                                 -გოგონამ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და კარისკენ გაემართა, სახლის ბატონი ვიღაც ყეყეჩი იქნება თავის თავზე დიდი წარმოდგენისა, ოჰ რა მოხვდება ახლა ვითომ მთავარი კარიდან რომ შევიდეს სახლს საძირკველი მოერყევა თუ მარმარილოს იატაკს დააზიანებს ერთხელ ზედმეტად გაღება- დახურვისას? ამ ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა კარი რომ გააღო და ევა დაინახა მისგან ზურგშექცევით იდგა.                                                                                                -ეშლი!სულელო გოგონავ! დროზე მოდი აქ და ბატონს საუზმე აუტანე! ახლავე! არც მოუხედავს ისე წამოიძახა ქალმა, ოლივიას ჩაეცინა.                                                                               -რა გაცინებს უზრდელო! ტაფით ხელში შეტრიალდა უკან და როგორც კი გაღიმებული შვილი ხელახლა დაინახა რამის ხელიდან გაუვარდა ბლინებით სავსე ტაფა.                                         -ღმერთო ჩემო ! ჩემო გოგონავ! ჩემო ლამაზო,შეჰკივლა ევამ და ოლივიასკენ გაიქცა,თან ფქვილიან ხელებს წინსაფარზე იწმენდდა,გოგონაც ჩაეხუტა დედას და მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა, დედის სურნელმა აგრძნობინა რომ სახლში იყო,დედას მუდამ ლავანდისა და იასამნისს სუნი ასდიოდა რომელიც ლივს ასე უყვარდა.                                                                       -ღმერთო ჩემო, ოლივია, ჩემო ლამაზო, როგორ გაზრდილხარ და დამშვენებულხარ! როგორ მომენატრე საყვარელო, ქალმა ლაპარაკით რომ გული იჯერა, მერეღა გაახსენდა მისი ბატონის საუზმე, ერთხელ კიდევ ხმამაღლა სიმკაცრით გაიმეორა ეშლის სახელი მაგრამ გოგონა არსად ჩანდა, ოლივია კი ამ დროს დახლზე იყო შემომჯდარი და ფეხებს იქნევდა თან უყურებდა როგორ ფუსფუსებდა დედა სამზარეულოში,ეს მისი ჩვეული  ამპულა იყო!                       -ოლივია საყვარელო ეს სულელი გოგონები არსად ჩანან, მე რომ წავიდე სადილი სულ გაფუჭდება,არადა დღეს სტუმრებს ველოდებით, გთხოვ მისტერ მალიკს საუზმე აუტანე მეორე სართულზე მარჯვნივ პირველი კარია, დააკაკუნე ფრთხილად შედი, ლანგარი მარცხნივ საწოლის პირდაპირ პატარა მაგიდაზე შემოდგი და უჩუმრად გამოდი უკან. ოჰ მაგრამ  შენი ტანისამოსი ! აქ ყველა მოსამსახურეს ეკრძალება მოკლე ტანისამოსი.შენი შორტები კიდევ! ოჰ ღმერთო!                                                                                                                       -დაწყნარდი დედა! შევიტან ლანგარს უკან გამოვალ, არავის ყურადღებას არ მივიქცევ,თქვა ლივმა და ხელში ფრთხილად დაიჭირა საჭმლით სავსე ლანგარი თან სამზარეულოდან პირდაპირ მისაღებ ოთახში გავიდა, რაო, მოკლე ტანსაცმლით არ შეიძლება სიარულიო ? ეს მისტერ მალიკი ფაშაა ? თუ საუდის არაბეთის პრინცი? ბარეღამ ჩადრი დაახურონ ხალხს, რა მაიმუნობაა, ჯერ მთავარი კარიდან შესვლა არ შეიძლებაო, ხმამაღლა სიცილიო, მოკლე ტანსაცმლის ჩაცმაო, რა სისასტიკეა! ეტყობა აქ კარგად უხდიან ხალხს თორემ ვინ გაჩერდებოდა! გოგონას აოცებდა სახლის ინტერიერი, მარმარილოს თეთრი იატაკი, უზარმაზარი ჭაღი და თანამედროვე ავეჯი, მყუდრო და ამავე დროს მდიდრულ სივრცეს ქმნიდა, ზუსტად ოლივიას გემოვნებაში ჯდებოდა! ფრთხილად აიარა ულამაზესი კიბეები და მარჯვნივ გაიხედა, აი პირველი კარი, უხმოდ მიუახლოვდა კარზე დააკაკუნა და რამდენიმე წამში კარი შეაღო, წამით გაშტერებული იდგა! აი მესმის საძინებელი! ყველაზე დიდი და ყველაზე კომფორტული საწოლი რაც ცხოვრებაში ენახა, და მის გემოვნებასთან ყველაზე მიახლოვებული იდეალურად მოწყობილი ოთახი! მალევე გონს მოეგო და ფრთხილად შეაბიჯა ოთახში წამით თვალი საწოლს გადაატარა, ღმერთო,რა კომფორტულად გამოიყურება! მშვენივრად დაიძინებდა აქ, მითუმეტეს რომ ძილი, ოლივიას, ,,ხუთი ყველაზე საყვარელი რამ’’-ის სიაში პირველ ადგილს  იკავდებდა, ლანგარი მაგიდაზე მოათავსა,სადაც ეიფლის ბრენდის ახალი  ვერცხლისფერი ლეპტოპი იდო და ის-ის იყო უკან გამობრუნებას აპირებდა,აივანზე მაღალი სილუეტი შენიშნა რომელიც სავარაუდოდ სიგარეტს უნდა ეწეოდეს..კარგად ვერ გაარჩია ლივმა,თუმცა  მამაკაცი, ჰო მამაკაცი, იმიტომ რომ მისტერ ალბათ მამაკაცათან იხმარება არა ? ოლივია დაწყნარდი,  მისტერ მალიკი  ქალი ვერ იქნება თანაც ასეთი აღნაგობის... გონებაში ჩაეცინა... გოგონა გამოფხიზლდა                                              -მისის ევა იქნებ გამაგებინოთ რატომ დააგვიანა ასე ჩემმა...ბოხმა სასიამოვნო ტონალობამ მთელს ოთახში გაიჟღერა და ბიჭს სიტყვები შუაში გაუწყდა, გოგონას წარბ აწევით თვალი რამდენჯერმე აატარა, შემდეგ ისევ აატარა და ჩაატარა, ლივს ეს მზერა არ ესიამოვნა, რომელი უცხოპლანეტელი მე მნახა, დაკვირვების საგანიო, გულში გაიფიქრა..სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა როდესად მისტერ მალიკი არც მოხუცი, არც მახინჯი და თქვენ წარმოიდგინეთ არც ქალი არ აღმოჩნდა, რამდენჯერმე დაახამხამა თვალები და ბიჭის ნაკვთებს დააკვირდა, ჰო ბიჭი იყო, მასზე ალბათ, ორი-სამი წლით უფროსი,სიმპატიურიც ეთქმოდა, არა ასო ,ც, აქ არაფერ შუაშია, ბიჭი უზომოდ სიმპატიური იყო! ეს ორი ერთმანეთს ისე შეჰყურებდა არაფრის თქმასაც არ აპირებდა,გოგონამ გაიფიქრა ეს ან გონება ჩამორჩენილია და ვერაფერს მეუბნება, ან საუკუნო ცოდვა ავკიდე ქალი მოკლე შორტით რომ დავენახეო,  შეტრიალდა, კარებში რომ გადიოდა ბიჭის მზერაც შენიშნა, და მისი ძლივსშესამჩნევი ჩაცინებაც, ოჰ ქოლგეითის ღიმილიც ხომ გვაჩვენა ბიჭმაო, ოლივიას შინაგანი მე არ ასვენებდა, რათქმაუნდა ის ყოველთვის მწარე აზრებს აწვდიდა ოლივიას, და კიდევ კარგი არავის ესმოდა,თორემ ღმერთმა იცის რა მოხვდებოდა, კიბეებზე უკან რომ ჩადიოდა ისევ აღნიშნა ამ სახლს და მისტერ მალიკის ოთახს ვინმე გემოვნებიანი ქალბატონი მოაწყობდაო,სამზარეულოში შევიდა და ხელი შუბლთან მიიტანა,                                                   -ბრძანება შესრულებულია გენერალო.გაემასხარავა დედას                                                                     -მე კი მეგონა ჭკუა მოგემატა ოლივია მეიერს,როგორც სილამაზე, ჩაეღიმა ქალს,და შვილს ხელი ლოყაზე მოჰკიდა.                                                                                                                                          -ოჰ დედა ბევრი საქმე მაქვს უნდა წავიდე და სასტუმროს საქმე მოვაგვარო ვინაიდან შენ აქ ცხოვრობ, ნუ ნერვიულობ დანაზოგი მაქვს, ნიუ-იორკში ვმუშაობდი კიდევაც სიამაყით გაუღიმა ევას.                                                                                                                                                         -ევამ ჩაიცინა, ძვირფასო, როდესაც შენი ჩამოსვლის ამბავი გავიგე იმდენად ავღელდი სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მისტერ მალიკმა შემამჩნია და მკითხა რა ხდებაო,ჩემი ქალიშვილი ჩამოდის მეთქი რომ ვუთხარი,ასე მითხრა აქ დარჩენა შეუძლია, შვილს ყოველდღე ნახავო,ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვიყავი,ასე რომ ძვირფასო შენი ოთახი იმავე დღესვე დიდი სიხარულით გავამზადე, დღეიდან შენც აქ იცხოვრებ! საზეიმოდ განუცდახა ქალმა ოლივიას და ამოისუნთქა... გოგონა ჯერ გაკვირვებული იყურებოდა, შემდეგ გაკვირვება ავხორციელმა ღიმილმა ჩაუნაცვლა, და თავისი ფოსოები გამოაჩინა..                            -ჰმ, გამოდის ამ სასახლეში ვიცხოვრებ, კმაყოფილად გაიღიმა და მისაღებ ოთახში იმ დივანზე ჩაესვენა თავიდანვე ასე რომ მოეწონა...

Mistake (დასრულებულია)Where stories live. Discover now