14

398 26 0
                                    

14.
ოლივიას ყბა იატაკზე ხოხავდა, მანამ სანამ, აზრზე მოვიდოდა რომ ზეინი სწორედ იქ იდგა, და არ ეჩვენებოდა.
-უკაცრავად გოგონა, აი თქვენი პლედი, სწრაფად შემობაკუნდა მედდა, და მზერა ზეინზე შეაჩერა რომელიც შავებში გამოწყობილი იდგა, სიბნელეში, მას წამოყვირება უნდოდა მაგრამ ლივმა შეაჩერა.
-დაწყნარდით.. ეს ჩემი.. მეგობ... ნაცნობია. დაბნეულმა ამოიბურტყუნა. თითონაც ვერ მიხვდა რატომ უნდადა მეგობრის თქმა. ჰო, ნაილი მეგობარია..მაგრამ ზეინი  ? ჰო ის ნაცნობია. ზეინის ყურსაც ეუხეშა სიტყვა ნაცნობი. მოიცა, თავის დას უყვირა მის გამო, თავის სახლში აცხოვრებს, ღამის  პირველ საათზე ჭექა-ქუხილიან და წვიმიან ამინდში, როდესაც თითქმის ყველაფერი რამის ინგრევა, მანქანაში ჩაჯდა, წავიდა და ოლივიას სანახავად მოვიდა, და ის იძახის რომ უბრალოდ ნაცნობები არიან! რა ირონიაა! დიახ, სწორად გაიგეთ, ნუ რათქმა უნდა ევას სანახავადაც მოვიდა, და ანაღვლებს მისი ჯანმრთლელობა, თითქმის  5 წელია მის სახლში ცხოვრობს და უგემრიელეს საჭმელს ამზადებს ზეინისთვის, ფაქტიურად მას დედობას უწევდა, მაგრამ აქ მოსვლის მიზეზი ასიდან 95% ოლივიაა. ვერ ხვდება რატომ იზიდავს ასე ეს უხეში, ხანდახან უზრდელი, ჯიუტი მაგრამ ამასთანავე საოცრად სექსუალური და მხიარული გოგონა, მაგრამ პირველად გრძნობს თავს კარგად გოგონასთან ეველინის გარდაცვალების შემდეგ. ნუ თუ მხედველობაში არ მივიღებთ ,,სხვანაირ,, ურთიერთობას რომელსაც მხოლოდ სიამოვნება და დაკმაყოფილება სდევს თან.
-ხომ კარგად ხარ  ?  საბოლოოდ ჰკითხა გოგონას, მაგრამ როდესაც ლივმა პატარა ლამპა აანთო, ზეინმა წამიერად მოჰკრა თვალი გოგონას თვალებს,შეკრთა, ეს არ იყო ის სიცოცხლით და ეშმაკობით აღსავსე მუსკატისფერ თვალები, აქ იყო საშინლად ჩაწითლებული, ტკივილით აღსავსე მზერა.
-რა სჭირს ევას ? მეორე კითხვაც მიაყოლა.
-ის..ის .. მას.. ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ ისევ ჩაისუნთქა, ბიჭს მზერა აარიდა.. მას კიბო აქვს,მხოლოდ პირველ სტადიაში.
-ოუ, აუ, ჰმ, ეი, ჯანდაბა, რა? მე..მე.. ისე ვწუხვარ. ჯანდაბა.შენ კარგად ხარ?
-ჰო.ალბათ. არვიცი.შეიძლება, მიკიბვ-მოკიბვით ხმადაბლა ბურტყუნებდა. თან კბილებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს, არ დაუშვებდა რომ ზეინის პირდაპირ ეტირა.მაგრამ საბოლოოდ ვეღარ მოითინა, დივანზე მოწყვეტით დაეცა იდაყვები მუხლებს დააყრდნო, სახე ხელებში მოიქცია, ცრემლები თავისით ჩამოცვივდა, ჯანდაბა ოლივია შეწყვიტე! ისე ტირი თითქოს შეყვარებულმა მიგატოვა და დეპრესიაში ხარ!  მაგრამ ვერა, დღევანდელმა დღემ ბოლო ადამიანური ძალაც კი გამოაცალა.
ზეინი ერთ ადგილას იყო გაჩხერილი, ხედავდა როგორ ტიროდა ის გოგონა, რომელიც ყველაზე ძლიერ ‘’ქალად’’ აღიქვამდა, ვერ გაეგო, მისულიყო დაეწყნარებინა ? მაგრამ ჰეი, ისინი მხოლოდ ნაცნობები არიან,.
-ექიმი ამბობს რომ ამჟამად ადვილად განკურნებადია, მუთუმეტეს პირველ სტადიაშია,თანაც 21- ე საუკუნეში ყველაფერი უფრო მარტივია. მაგრამ იმაზე ფიქრი რომ ის..ის შეიძლება.. არ შემიძილია, მართლა ვერ გავუძლებ. ზეინმა როგორც იქნა რეაგირება მოახდინა და დივანთან მივიდა იქვე  ოლივიას გვერდით დაჯდა, რა ჯანადაბა გააკეთოს ?
-ჰეი, დაწყნარდი ნუ ფიქრობ ამაზე, ევა კარგად იქნება, თითონ თქვი რომ დღეს ყველა საშუალება არსებობს გამოსაჯანმრთელებლად, საბოლოოდ გაბედა და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა. ჰეი, ზეინ, გოგონაა, ძაღლი კი არა.
ოლივია ამ უცაბედ შეხებაზე  შეხტა და მოულოდნელად გახედა  ბიჭს.მან კი საპასუხოდ ოდნავ გაუღიმა.
-ზეინ, ის ჩემი ოჯახია გესმის ? მის გარდა არავინ მყავს, მას რომ რამე მოუვიდეს..
-ოლივია მეიერს, დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება. ევა კარგად იქნება, და ისეთივე რისოტოს გაგვიკეთებს და ისევ ისე იტრიალებს ჩემს სამზარეულოში როგორც უკანასკნელი 5 წელი. ზეინს თავისი თავის გაუკვირდა რომ ასე პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ როდესაც ოლივიას ასეთ მდგომარეობაში ხედავდა, სურვილი ჰქონდა მაგრად ჩაეკრა გულში, ჯანდაბა, რეებზე ფირქობ, შე სენტიმენტალურო იდიოტო ?
გოგონა დივანზე წამოჯდა, საზურგეს მიეყრდნო, და ლამაზად დაკეცილი  პატარა ყვავილებიანი პლედი გაშალა და მთლიანად გადაიფარა.
-ჰო, შეგიძლია წახვიდე, დღეს აქ დავრჩები. ხვალ კი წამოვიყვან ევას. სახლი უნდა მოვნახო რომ ვიცხოვროთ, შემდეგ ნივთები გადავიტანოთ, ნაილს დავურეკავ დამეხმარება, ჩემთვის კი სამსახური უნდა მოვძებნო, არ მინდა დედამ იმუშავოს და გადაიღალოს, არ მინდა ვინმეს პირადი ზედამხედველი იყოს. მიუხედავად  ცუდად ყოფნისა, ოლივიას ახლაც შეეძლო მწარე კომენტარის თქმა, ამ ფრაზით კი პირდაპირ ათიანში გაარტყა, ზეინი მიახვედრა რომ დედამისი არც ემილის და არც სკარლეტის კაპრიზების ატანას არ აპირებდა. ზეინს გაუკვირდა, უფრო სწორად, გაოგნდა, შემდეგ მოიქუფრა, ჯანდაბა, თუ ისინი გადავლენ, მოუწევს რომ ახალი, ისეთივე კარგი, კეთილი და სათნო მზარეულის მოძებნა როგორიც ევაა, ამასთანავე ისეთის რომელიც ფაქტიურად სახლის დიასახლისი იქნება და ახალგაზრდა მოსამსახურეებსაც გააკონტროლებს, როგორც ამას ქალი აკეთებდა,პლიუს,მაგრამ ჰეი, კიდევ ერთი, ის ვერ ნახავს ოლივიას ყოველ დღე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რომელიც, ცოტა კიარა, საერთოდ არ მოსწონს. ის მშვენიერ ხასიათზე აყენებს ყოველთვის, მოსწონს როგორი თავისუფალია, და მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევს უკან, მოსწონს როგორ მწარ კომენტარებს უეკეთებს ყველას და გამუდმებით როგორ ლანძღავს მას,  ამდენი წლის შემდეგ პირველად, მის სახლში კვლავ მხიარულება, თავისუფლებამ დაისადგურა და ამაში უდიდესი წვლილი მიუძვის. ის ლამაზია, უსექსუალურესი, ყოველთვის როდესაც მოკლე კაბა, ან თუმდაც შორტები აცვია სურვილს უჩენს მივიდეს, საწოლზე დააგდოს და.. ზეინ! შე ნაბიჭვარო გამოფხიზლდი! რაზე  ფიქრობ ?! ჰო, კიდევ ის ძალიან ჭკვიანია, მაინც თავისას აგრძელებს ბიჭის ქვეცნობიერი, არ ჰგავს გოგონებს მის დანახვაზე რომ ჭკუას რომ კარგავენ , ენა რომ ებმევათ, და მხოლოდ ერთი სურვილი რომ ამოძრავებთ. ოლივია სრულიად სხვანაირია. ძალიან,ძალიან სხვანაირი, დაბნეულობა, მისგან შორსაა, და ყოველთვის ამბობს იმას რასაც ფიქრობს.
აჰამ. როგორც ხედავთ ზეინის ტვინმა ოლვიაზე ხანგრძლივი და საინტერესო ლექცია ჩაატარა, და მივიდა ერთ დასკვნამდე, ოლივია და შესაბამისად ევაც, მისი სახლიდან არ უნდა წავიდნენ, და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ნუ შეიძლება მთლად ყველაფერს არა მაგრამ...
-მომისმინე, ევა თითქმის  5 წელია ჩემთან ცხოვრობს, თითქმის დედასავითაა, ჯერ კიდევ 17 წლის გიჟი თინეიჯერი ვიყავი რომ  პირველად დავინახე, თავიდან საერთოდ, საერთოდ არ მომწონდ,ა რამდგან ყველაფერზე  შენიშნვნას მაძლევდა, ამასთანავე სულ მტუქსავდა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ წლების განმავლობაში ის ჩემი ოჯახი იყო, და ფაქტიურად ახლაც არის, ყოველთვის პატიოსნად მკვებავდა, მისი დამსახურებაა რომ წესიერი საჭმლის გემო ვიცი, არ ვიცი, მისი ლაზანიის გარეშე რა მეშველება,მოკლედ ამდენი რისთვის ვიბოდიალე, გეფიცები აღარ დავუშვებ რომ ემილიმ ან თუმდაც სკარლეტმა რაიმე შენიშნვნა მისცენ, მხოლოდ საჭმელს მოამზადებს, როცა მოუნდება დაისვენებს, მის გარეშე ჩემი ყოველდღიურობა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, მინდა ჩემთან დარჩეს, კიარადა დარჩეთ, იმიტომ რომ ვიცი, მის გარეშე ვერც შენ იცხოვრებ, ლივმა წარბები აზიდა, შემდეგ  ეჭვიანობა იგრძნო! ჩემთვის დედასავითააო, რომ თქვა, ევა მხოლოდ მისი დედაა! სისულელეა, ოლივ, რა ჯანდაბაზე ეჭვიანობ?  საკუთარ დედაზე ? და ზეინზე ?  მაგრამ ამააზე მეტად მისმა შემოთავაზებამ გააკვირვა.
-ვაუ, ხმადაბლა ჩაიბურტყუნა,.ამაზე დაფიქრება შეიძლება, ხმადაბლა უთხრა და კომფორტულად მოთავსდა დივანზე.
-ახლა შეგიძლია წახვიდე.
-ვფიქრობ, დღეს აქ დავრჩები.
ოლივმა კი ისეთი მზერით დააჯილდოვა დაახლოებით თვალებით ჰკითხა  რა ჯანდაბააო. ისეთი დაღლილი იყო ლაპარაკის უნარიც აღარ შესწევდა.
-ზეინ მართლა. საჭირო არაა აქ დარჩენა.
-საჭირო არა, აუცილებელია.
-ზეინ აქ დ...
-ოლივია უბრალოდ მოკეტე, პლედი მეც გამინაწილე, დღეს ცივა, ჩაიხითხითა  ზეინმა და  პლედი  ლივს გამოჰგლიჯა რომელიც ხელში ჩაებღუჯა. ერთმანეთთან ახლოს  იჯდნენ, რადგან დივანი საოცრად პაწაწუნა იყო და მხოლოდ ერთ ადამიანს იტევდა, ჰმ, როგორც ჩანს ორიც მშვენივრად დაიტია,.
-ხანდახან ვფიქრობ რომ რაღაცისთვის ვისჯები,ჩაილაპარაკა ლივმა
-ეს უბრალოდ დაბრკოლებაა, რომელიც უნდა გადალახო.
-დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ.
-ჰო ?  აი მე კი დარწმუნებული ვარ. ღიმილით უთხრა ზეინმა.
დაღლამ და სტერსმა თავისი გააკეთა და რამდენიმე წუთში ოლივიას მშვიდი ფშვინვა არღვევდა სიჩუმეს, გოგონას თავი კედელზე მიედო, როგორც ჩანს ეს მისთვის კომფორტული მდგომარეოობა არ აღმოჩნდა რადგან, თავი გადმოსწია და პირდაპირ ზეინის მხარსა და მკერდს შორის მოთავსა, თან ხელებიც განზე დააწყო. ზეინს გაეღიმა, არა, ჩუმად ჩაეცინა. და გოგონა უფრო მაგრამ მიიკრა მხარზე.
მაგრამ, იქნებ, ისინი არ იყვნენ არც ნაცნობები და არც მეგობრები ?  ეს რაღაც უფრო მეტი იყო.

Mistake (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora