19.
-ამიხსენი რა ჯანდაბა გვინდა ლონდონში სასწრაფოდ! გაცეცხლებულმა და გაოცებულმა ლივმა ხმამაღლა დაიძახა
-საქმე მაქვს, წარმოუდგენლად წყნარად უპასუხა ზეინმა , და მანქანის მართვა ვითომც არაფერიო ისე განაგრძო.
-ზეინ მეხუმრები ? მე რა შუაში ვარ შენს საქმესთან ? წყობიდან გამოდიოდა გოგონა.
-ზუსტადაც რომ შუაში ხარ.
-ყველაფერს გეფიცები საჭეზე გარტყმევინებ თავს! დაუყვირა ლივმა.
-შეგიძლია მოკეტო ცოტანხნით მაინც ? არც ზეინმა დააკლო ღრიალი.
-ვინ ჯანდაბა ხარ რომ მიყვირიხარ ?
-შენ დაიწყე, ისევ წყნარი ტონი. სერიოზულად ? ასე მალე როგორ შეეცვალა ხასიათი.
-ჯანდაბა, მეზიზღები!
-არც მე მეხატები გულზე დიდად. ირონიულად გაუღიმა გოგონას
-მაშინ რატომ წამომიყვანე ?
-საჭიროა. თქვა ზეინმა და მანქანა, გრანდიოოზული შენობის წინ გააჩერა, რომელიც სავარაუდოდ სასტუმრო უნდა ყოფილიყო. ბიჭი გადმოვიდა, ოლივია კი ადგილიდან არ იძვროდა.
-გადმოხვალ თუ გადმოგათრიო ? კარი გაუღო ზეინმა და ფეხგადაჯვარედინებული გვერდულად დაუდგა ლივს.
-ფეხს არ მოვიცვლი სანამ არ მეტყვი რა გვინდა The Marylebone Hotel -ში.
-კარგი, რახანც შენი ფეხით გადმოსვლა არ გინდა, მხრები აიჩეჩა, და ხელი წელზე შეუცურა, მის ასაყვანად მოემზადა.
-ჯანდაბა მე თითონ, ხელები გააშვებინა, და გადმოვიდა, გულში აღნიშნა, რომ საოცრად ესიამოვნა ზეინის ხელი წელზე. ოლივ მგონი საბოლოოდ გაგიჟდი.
ზეინთან ერთად, უზარმაზარ, ყველაზე მდიდრულ შენობაში შევიდა, ბიჭი თავისუფლად მიაბიჯებდა, გამართული ნაბიჯებით, მის სიარულში თავდაჯერება იგრძნობოდა, ოლივიაც ასე იყო, უბრალოდ ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს, რომ სასტუმროში უამრავი ადამიანი ირეოდა, ყველას ეტყობოდა რაოდენ სერიოზული თანამდებობა ეკავათ ამა თუ იმ სფეროში, ჰალსტუხი, და საქმიანი პიჯაკი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ასევე სხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენლები, ქალები, რომლებიც შავ ჩადრში გამოწყობილიყვნენ და ფეხის თითებამდე დაფარულები იყვნენ, გვერდით ედგენენ თეთრ თავსაბურიან მამაკაცებს, ოლივია ყოველთვის თვლიდა რომ საკუთარი რელიგიის პატივისცემა დასაცინი არაა, და ეს მარაზმში არ ითვლება, ისინი თავად ირჩვენ საკუთარი ცხოვრების გზასა და წესს. ოლივიამ სასტუმროს დიზაინის თვალიერება დაიწყო, ძალიან დიდი ფართი იყო, ყველა მხრივ ლამაზი ორნამენტები და ძვირფასი ავეჯი ამშვენებდა, ასევე უნდა აღინიშნოს გრანდიოზული ჭაღი, რომელიც აბრწყინებდა მთელს სივრცეს.
-დიახ, ორი ოთახი, აზრი არ აქვს სართულს, თუ ახლოს იქნება ერთმანეთთან მით უკეთესი, დიახ ვიაიპი, სერიოზული მაგრამ ზრდილობიანი ხმით ესაუბრებოდა ზეინი მიმღებში ზრდასრულ ქალს, ბოლოს ორი ოქროსფერ ორნამენტიანი გასაღები გამოართვა, და ოლივს მიანიშნა გაჰყოლოდა, ბიჭმა ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს მიაჭირა ხელი, ოლივი მის უკან იდგა.
-ზეინ, მეტყვი თუ არა რა ხდება ? სრულიად წყნარად,გაწონასწორებული ტონით ჰკითხა.
-ლივ, გეხვეწები არაფერი მკითხო მომდევნო რამდენიმე საათი, და გპირდები, თუ ამის შემდეგ რაიმე კითხვები, პრეტენზიები გაგიჩნდება, შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი გამლანძღო, შევთანხმდით ?
-კარგი, მორჩილად დაუქნია თავი, ლიფტის კარი გაიღო, და უამრავი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ გარკვეული ნაწილი დარჩა, ისინი შევიდნენ, ზეინმა 22-ს ხელი მიაჭირა, და ლიფტიც დაიძრა, ლივი უხერხულად იდგა , და ელოდა როდის გაიღებოდა კარი, ბოლოს, როგორც იქნა გამოვიდნენ, გოგონას დახურული სივრცე მაინც და მაინც არ უყვარს,არა, კლაუსტროფობია არ სჭირს უბრალოდ არ სიამოვნებს. ბიჭი ლივს მიმართულებას აძლებდა, როგორც კი გრძელი დერეფნის ბოლოს ოთახი 225 გამოჩნდა, ზეინმა შეაჩერა, გასაღები გადასცა.
-შეგიძლია დაისვენო, ერთ საათში გავდივართ, გოგონას რაღაცის თქმა უნდოდა ზეინმა კი გააჩერა. შენ შემპირდი. მე 222 ოთახში ვარ, სამი კარის მოშორებით. ზუსტად ერთ საათში, დერეფანში შევხვდეთ ერთმანეთს , უთხრა და თავისი ოთახისკენ წავიდა, ოლივმა სწრაფად მოარგო გასაღები,სახელური ჩამოსწია და ნელა შეხსნა კარი, მისი ყბა ძირს ხოხავდა როდესაც ოთახი დაინახა რომელშიც რამდენიმე საათი უნდა გაეტარებინა, ეს იყო ვიაიპი პენთჰაუსი. უზარმაზარი, უდიდესი სივრცე, თანამედროვედ მოწყობილი, უმაგრესი ავეჯითა და ინტერიერით, ოლივიამ ჩანთა დააგდო, და პირაპირ საწოლისკენ გაექანა, ზედ დახტა და თავი სურნელოვან ბალიშში ჩარგო, ყველაზე მაგარი ოთახია სადაც კი ყოფილა საერთოდ, ცოტახანი ასე იწვა, ზეინმა თქვა ერთ საათშიო,იქნებ საქმიან ვახშამზე მივყავარ ?
ცოლი კი არ ხარ სულელო! საქმიან ვახშამზე არა,ის .
-ოუ გამოჩნდი ? საერთოდ არ გამიხარდა შენი ნახვა.
არც მე მეხატები დიდად გულზე საყვარელო.
-რა ვქნა გავემზადო ? რა ჩავიცვა ? ეს მეცვას თუ ის მეორე კაბა ჩავიცვა ?
შენ რომელში უფრო კონფორტულად გრძნობ თავს ?
-ის შავი კაბა ლამაზია, თან მართლა კომფორტულად ვგრნობ თავს.
კარგი, რაც გინდა ის გიქნია, არა ისე, ვერც მე ვერ გავიგე ზეინმა რატომ ჩამოგიყვანა ლონდონში.
-მადლობა დახმარებისთვის, სასხვათაშორისოდ მოუხადა მადლობა საკუთარ მე-ს და ახლა აბაზანის კარი გამოხსნა, მისი ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა, მალე გათავისუფლდა ზედმეტი ტანსაცმლისგან, და უკომფორტულეს კაბინაში შეაბიჯა, იქ საჭიროზე დიდხანს გაჩერდა, და სასტუმროს ქოქოსის შამპუნი და დუშგელიც მოსინჯა, ყველაფერს რომ მორჩა, ერთ ერთი თეთრი პირსახოცი მოიხვია, ერთი ტანზე, ხოლო შედარებით პატარა თავზე. უზარმაზარ სარკესთან დადგა და სველი თმის დავარცხნა დაიწყო, შემდეგ ფენით შეიშრო, რუგზაგიდან საჭირო ნივთები აიღო და დროებით კომოდთან მოათავსა, შავი კაბა მოირგო, მისი შავი ვანსებიც არაჩვეულებრივად ეხამებოდა კაბას, თან სპორტულ და თან კლასიკურ სტილს თავისუფლად ქმნიდა, ამას ემატება ისიც, რომ შავი ფერი ოლივს საოცრად უხდებოდა, თუმცა რა არ უხდება ? ეს, ნამდვილად მისი ფერია, საღამოსთვის, ოდნავ მკვეთრი ჩრდილები გაიკეთა და ხაზი მის კაკაოსფერ თვალებს გაუსვა. ალბათ გაგიკვირათ, კომეტიკა საიდან ჰქონდა ? ჰო, ოთახში როდესაც შევარდა, კომეტიკის ჩანთაც მაშინვე რუგზაგში ჩააგდო, ხანდახან როგორ გვადგება და გვახარებს ხოლმე ჩვენი წინდახედულობა...შემდეგი დრო, ოთახის დაწვრილებით თვალიერებას მოანდომა, მინი მაცივარში, ანანასის წვენი იპოვა, ერთი ჭიქა მაშინვე დალია, მეტი არაფერი უნდოდა.
სხვათაშორის ლამაზი ხარ.. გამოჩნდა მისი მეორე მე.
-ოუ, ახლა მე შეგახსენებ რომ მე-შენ ხარ, შესაბამისად შენც კარგად გამოიყურები. ოთახში მის გარდა არავინ არ იყო, ამიტომ ხმამაღლა ლაპარაკობდა.
მადლობა. ისე სად მიჰყავარხარ ზეინს ? უფრო სწორად მივყავართ?
-არ ვიცი, მაგრამ მასთან ერთად რომ ვიქნები იცოდე ხმა ჩაიწყვიტე და ტვინი არ მიბურღო ხოლმე.
რატომ არ გინდა თქვენი რომანტიული საღამო არ ჩავშალო ?
-ვერც ჩაშლი, ეს მე ვარ ჩემს სხეულში, შენ კი მხოლოდ ჩემს გონებაში ხარ შესაბამისად, ვერაფერს ჩაშლი.
ანუ არ უარყოფ რომ მალიკთან სანთლებით აღსავსე საღამო გინდა ?
-რა შუაშია ეგ საერთოდ! თანაც არც მე და არც ზეინი მასეთი ბანალურები არ ვართ. რა სანთლები დებილო!
უკვე ზეინს იცავ, ყოჩაღ მაგარი ხარ!
-რატომ არ უნდა დავიცვა ? ის მაღალია, კარგი აღნაგობის, ულამაზესი თვალები და წამწამები აქვს, მომსხო ტუჩები, საოცრად სექსუალურია მოკლედ, ამ ყველაფერს თითებზე ითვლიდა ხმამაღლა ლაპარაკობდა. სწორედ ამ დროს კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა, ოლივმა მაშინვე მოკეტა, კარი გაიღო და ზეინი გამოჩნდა, აჰა, მიდი და არ მოგეწონოს! უყურე როგორი სიმპატიურია! ღმერთო, ნეტავ ჩემი ნათქვამი სიტყვები არ გაეგო, გთხოოოოვ!
-მზად ხარ ? ჰკითხა წყნარი ტონით და აათვალიერ ჩაათვალიერა. მადლობა ღმერთს არ გაუგია!
-კი, უბრალოდ ტელეფონს ავიღებ და ახლავე.
-ტელეფონი არ დაგჭირდება ?
-რატომ ?
-დამიჯერე არ დაგჭირდება, ახლა წამოდი, არ მინდა დავაგვიანოთ, ხელი მოჰკიდა და ისე გაათრია ოთახიდან, გაუმართლათ, და ლიფტი იმავე სართულზე აღმოჩნდა რომელშიც ისინი იყვნენ, სირბილით წავიდნენ, რადგან ლიფტი უკვე იკეტებოდა, ოლივი შემოსვლას ვეღარ ასწრებდა, მაგრამ ზეინმა ხელი სწრაფად ჩაავლო და მისკენ მიიზიდა, გოგონა გაქანდა, და ორწამში ლიფტის კარებიც დაიკეტა, ორივე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ზეინი ერთ ერთი კედელს მიჰყუდებოდა, და ლივიც მასზე იყო აკრული, ორი წამი გაუნძრევალდ იდნენ, შემდეგ ოლივი სწრაფად მოშორდა მას, და გვერდით ამოუდგა.
-იმედია რომელიმე საქმიან ვახშამზე არ მიგყავარ, იმიტომ რომ შესაბამისად არ მაცვია, უთხრა ლივმა როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.
-საქმიან ვახშამზე რატომ უნდა წაგიყვანო ? და რაც არ უნდა იყოს, დამიჯერე, იმ ადგილისთვის სადაც ახლა მივდივართ, იდეალურად გამოიყურები !
-ოუ მადლობა კომპლინემტისთვლის.
-ეს სიმართლეა, რასაც ახლა გეუბნები.
-ვიცი რომ სიმართლეა, თვითკმაყოფილად გაიცინა გოგონამაც. წაეკეკლუცა.
-ოუ, ოლივ შენი აზრით სექსუალური ვარ ? თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა ბიჭმა და ეშმკაურად გახედა გოგონამ.
ჯანდაბა გაიგო! გაიგო რაც წეღან თქვა! ოლივმა ტუჩი მოიკვნიტა, უხეხულობისგან სად წასულიყო არ იცოდა .
-სექსუალურობის არ ვიცი, მაგრამ, მომაბეზრებელი და საზიზღარი ხარ . შეუბღვირა ლივმა
-კარგი, კარგი, ვიცი. ნელ ნელა ბნელდებოდა, და საღამოს ქალაქიც ნელ ნელა ცოცხლდებოდა.
-ზეინ, ახლა მაინც ამისხნი რა ჯანაბდას ვაკეთებთ ლონდონის არენასთან ? ნელ ნელა ნერვიულდებოდა ლივი, ტუჩს კბენდა.
-ზოგადად , მუსიკა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი, ყველაზე ხშირად, ედ შირანს ვუსმენ, ინტერნეტში, დღეს საინტერესო ივენს გადავაწყდი, და გადავწყვიტე წამოვსულიყავი, როგორც, მისი კარგი მსმენელი შენც თან წამოგიყვანე, ასე რომ შეგვიძლია შევიდეთ არა ? დღეს უკვე მეორედ, ოლივიას ყბა მანქანის ძირზე ხოხავდა, ჯადაბა რა ? ზეინმა? ის..ის სერიოზულად ? მას ის ? კონცერტზე მიყავს ? თან, იმის კონცერტზე, რომელზეც დღეს დილით ამბობდა, წასვლა არ მეღირსება-ო ? ჯანდაბა ოლივ, დაუნივით იქცევი დაწყნარდი, დაწყნარდი,დაწყნარდი, ღრმად შეისუნთქე, ამოისუნთქე, შეისუნთქე ამოისუნთქე. სუნთქვის ვარჯიშებმა მაინც ვერ უშველა და ფეხების კანკალით მიჰყვა, ზეინს რომელიც გამართული ნაბიჯით მიიწევდა წინ და ცდილობდა ხალხის მასა გაერღვია,ლივი ცხოვრებაში პირველად, დაკარგული წიწილასავით იხედებოდა აქეთ იქით და ცდილობდა ხალხს მისთვის თავზე არ გადაეარა,.
-ჰეი, მომეცი ხელი, ზეინმა სწრაფად იპოვა ოლივის ხელი და მისი თითები გოგონასაში ახლართა. მოიცა იქნებ მესიზმრება ? ამის დასამტკიცებლად ხელზე მსუბუქად იბწკინა. არა სიზმარი არარის, რეალობაა. ხალხით სავსე სტადიონზე მოხვდნენ, სადაც ყველა ბუზებივით ირეოდა, და საკუთარ ადგილს ეძებდა. ზეინი იქნამდე არ გაჩერდა, სანამ ადგილი, ზუსტად სცენის წინ არ დაიკავა, ოლივიამ გაოცებულმა გახედა.
-რას მიყურებ ? V.I.P ბილეთები გვაქვს.
YOU ARE READING
Mistake (დასრულებულია)
Fanfictionმოთხრობა არ არის ჩემი აღებულია modern stories გვერდიდან