4

487 28 1
                                    

4.
წარმოიდგინეთ ოლივიას რეაქცია როდესაც საკუთარ ოთახში გაიღვიძა, არა,  ეს ნორმალურია რა თქმა უნდა, მაგრამ არა მაშინ, როდესაც გვერდით, ამ ოთახის, და საერთოდ, ამ სახლის პატრონი გიწევს, ხმამაღლა დაყვირება უნდოდა, მაგრამ როგორც კი ხელები ტანზე დაიწყო, ოდნავ დაწყნარდა, მის არაკომფორტულ ტყავის მოკლე კაბაში და ბლუზში ეძინა, ესე იგი არაფერი მომხვდარა, ახლაღა გაახსენდა, გუშინ რესტორნის მერე ბარში წავიდნენ დასალევად, შემდეგ იქ ბურბონი და კალვადოსი დალიეს, და შემდეგ... ჰმ ? ჰო, კიდევ ახსოვს როგორ ცდილობდა სახლში შემოსული ზეინი მეორე სართულზე, თავის ოთახში ასვლას, მაგრამ როდესაც მესამედ დაგორდა მეათე  კიბიდან, ოლივიამ შესთავაზა ჩემს ოთახში დაიძინეო, ოლივიამ შესთავაზაო ? ღმერთო რა სულელი ვარო, გაიფიქრა გოგონამ და ზეინს გადახედა, ჰმ , ბიჭს კი, ნერვიულობის ნატამალიც არ ეტყობოდა, უდარდელად ეძინა მაისურსა და მუქი ფერის ჯინსში. გოგონა ფრთხილად წამოდგა, უჯრაც ფრთხილად გამოაღო, და იქიდან შორტი და თავისუფალი მაისური ამოიღო,თითის წვერებზე დადიოდა, არ უნდოდა ბიჭისთვის ძილი დაეფრთხო, მოიცა, როდის აქეთ ზრუნავს ზეინის ტკბილ ძილზე ? აბაზანაში შეიპარა, წყლის ტემპერატურა დაარეგულირა და კაბინაში ფეხი შედგა, წყალმა ყოველნაირი დაძაბულობა სულ რამდენიმე წუთში მოუხსნა, მაგრამ თავის ტკივილს მაინც ვერ უშველა,აბაზანა მალევე მიიღო, თეთრი პირსახოცით სხეული შეიმშრალა,შორტი და მაისური მოირგო, თმა გაიმშრალა, ფენით გაშრობა არ უნდოდა, ისევ იმავე მიზეზით ხმაური არ გამოეწვია,ისევე ფრთხილად გამოვიდა აბაზანიდან და შეუმჩნევლად გაიპარა ოთახიდან, კარის ჩაკეტვა უნდოდა მაგრამ მისი ჩაკეტვა მხოლოდ შიგნიდან შეიძლებოდა, მთავარია, მის ოთახში არავინ შევიდეს!სამზარეულოში შევიდა, სადაც ევა ტრიალებდა.                 
-დილა მშვიდობის დე, გაუღიმა ქალს და დახლზე შემოჯდა, იცოდა დედამისი ვერ იტანდა ამ ქცევას, მაგრამ ჩვევაში ჰქონდა.                                                                                                                       
-უკვე შუადღე მშვიდობის ოლივია!რადგან გაღვიძება ინებე, წავალ, შენს ოთახში საწოლს დავალაგებ, უთხრა ქალმა, ეს რომ გაიგონა, გოგონას სახიდან ფერი გადაუვიდა, არა დედამისი რომ მის ოთახში შევიდეს, და იქ მწოლიარე ზეინი დაინახოს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. რაიმეს მოფიქრებას ცდილობდა.                                                                                                
-დე ავალაგე უკვე მეთითონ საწოლი.ყველაზე მარტივი მოიფიქრა.                                                                
- ევამ უცნაურად გახედა, ოლივია,  ოცი წელია ჩემი შვილის სტატუსს ატარებ, და ცხოვრებაში საწოლი შენ თითონ არასოდეს აგილაგებია, დღეს რაიმე განსაკუთრებული ხდება თუ ტემპერატურა გაქვს შვილო ? შეშფოთებულმა მიმართა შვილს.                                                      
-ჰო რავიცი, ერთხელ ხომ უნდა მესწავლა არა? ძალით გაუღიმა დედას.                                                
-კარგი მაშინ წავალ და გასარეცხ ტანსაცმელს ავიღებ, თქვა ევამ და  დახლს მოშორდა.                                  
-არაა! წამოიყვირა ლივმა და დედას გადაეფარა, დე იცი რა, მე მოგცემ მოგვიანებით, ზოგი სუფთა ტანსაცმელი გასარეცხების კალათში ჩამეყარა, და შენ ხომ არიცი რომელია სუფთა, არ გინდა, საღამოს მე  თითონ გამოგიტან.                                                                                                              
-კარგი, დაეჭვებით გახედა ქალმა, ახლა ქალაქში მივდივარ, პროდუქტების საყიდლად, ეშლიც მიმყავს, ამდენს მარტო ვერ მოვერევი,თქვა და სამზარეულოს მოშორდა,  ოლივიამ  ხელები მაღლა აიქინია და ჩურჩულით დაიძახა ჰააალილუიაო! სწორედ ამ დროს შემობრუნდა დედამისი, და პირველი რაც მოიფიქრა, ბუქნების გაკეთება იყო, ვითომ ვარჯიშობდა, არა ამას მართლა სიცხე აქვსო, ევა ჩაფიქრდა. -ოლივია, მაცივარში გაყინული იაგურტი და ვაფლია, ფორთოხლის წვენი აღარ არის, დღეს ვიყიდი, ჰო, ჰო წავედი, მაიკლი მელოდება, თქვა და ოთახიდან გავიდა,გოგონამ კი შვებით ამოისუნთქა! დახლის მაღალ სკამზე ჩამოჯდა და ხელები საფეთქელზე მაგრად მიიჭირა, ჯანდაბა ნაილ ჰორან შენს თავს ამდენი რომ დამალევინე, ცოტახანი გაუნძრევლად იჯდა, ბოლოს წამოდგა,  და მაცივრის კარი გამოაღო, ოღონდ ახლა ლუდის ერთი ბოთლი დახვდეს, გთხოოოოოოოოოოვ! თვალები გაუნათდა როდესაც ორ ბოთლს მოკრა თვალი,სასწრაფოდ აიღო ერთი მათგანი, კარი დახურა, და ხელის ერთი მოძრაობით ბოთლს თავსაფარი მოაძრო, ჰმ, ეს ხრიკი კოლეჯში ასწავლეს, ლუდი მოიყუდა,რამდენიმე ყლუპი მოსვა, და შვება იგრძნო, -ღვთაებრივი სითხეა, ჩაილუღლუღა თავისთვის, და სმა განაგრძო, ამ დროს სამზარეულოში მისტერ მალიკი შემოვიდა, ნამძინარევი სახე და არეული თმა ქონდა, გოგონას რამის სიცილი აუვარდა, ჯიმ ქერის გავდა ფილმიდან ,,ეისვენტურა,, . ბიჭმა სამზარეულო მოათვალიერა და თვალში ლუდის ბოთლიანი ოლივია მოხვდა, როგორც ჩანს თავი მასაც უსკდებოდა, რადგან ბოთლს რომელსიც ლივს ხელში ეჭირა ისე უმზერდა, გოგონა მიხვდა, მაცივრიდან კიდევ ერთი ბოთლი გამოიღო, გახსნა და ზეინს გაუწოდა, ზეინმაც ისეთი ღვთაებრივი ღიმილი აჩუქა, გოგონას წამით ჟრუანტელმაც კი დაუარა,ბიჭმა  ოლივის  პირდაპირ მოიკალათა,                               
-მოვკლავ ნაილ  ჰორანს! ბოხი ხმით ამოილაპარაკა, ნამძნარევს ხმა შეცვლილი ჰქონდა.           
-რიგში ჩადექი, მას ჯერ მე ვკლავ! შეუბღვირა გოგონამ და ღიმილი გაეპარა.                               
-ჰო, ბოდიში გუშინ შეწუხებისთვის, წაიბუტბუტა ზეინმა, და თმების ხელით გასწორება დაიწყო, თან გოგონას უყურებდა, არა, მოსწონს ეს გოგო!                                                                   
-იცი, ულამაზესი ბაღი გაქვს! დაიწყო ლაპარაკი ლივმა, თან ედუარდი არაჩვეულებრივად უვლის, მეც ვგიჟდები ყვავილებზე, მაგრამ ვარდების ადგილას მე ორქიდეებსა და იასამნებს დავრგავდი, იქნებ .. გოგონას გაგრძელება უნდოდა მაგრამ ზეინის უხეშმა კომენტარმა გააჩუმა.                                                                                                                                                             
-არ შეეხო ყვავილებს! შეუღრინა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა,ბოთლი დახლს დაარტყა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან, გოგონა გაშტერებული იყურებოდა, რა უთხრა ასეთი ? რამ გაამწარა ასე ძალიან ? შემდეგ კი ბრაზმა შემოუტია, უხეში ხეპრე! ვის უყვირის!, ყეყეჩი! თავი სამყაროს მბრაძანებელი ჰგონია, არადა როგორი სხვანაირი ეგონა! უაზრო! ამის მერე საერთოდ ხმას აღარ გასცეს! დადგეს და თავის ძვირფას ავეჯს ელაპარაკოს! სწრაფად წამოდგა, ლუდის ბოთლი ურნაში მოისროლა, არა, სადღაც უნდა წავიდეს, მთელი დღე იმ იდიოტის ყურებას სიკვდილი ურჩევნია, ჰმ, იფიქრე ლივ, იფიქრე, თავში არაჩვეულებრივმა იდეამ დაარტყა, ჩანჩქერზე წავა! ბავშვობაში მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო ხოლმე, ხშირად დადიოდა, თან დღიური მიჰქონდა და წერდა, ან გიტარა და უკრავდა, დიახ, არ მოგესმათ, მღერის, კიდევაც, უფრო სწორად დიდი ხანია აღარ უმღერია.არადა მონაცემები აქვს, მაგრამ უარყოფს.მაგიდიდან პატარა ფურცელი აიღო, კალამიც იქვე იდო,და დაწერა, ,,გასართობად წავედი, საღამოს დავბუნდები, ოლივია’’ მაგნიტით მაცივარზე მიაკრა, ტელეფონს ხელი დასტაცა და გარეთ გავიდა, ფეხით გაუყვა გზატკეცილს, თან სიმღერები ქონდა ჩართული და ხმამაღლა ჰყვებოდა, რამდენმა მანქანამ გამოიარა ყველა გაკვირვებული უყურებდა მაგრამ გოგონას, ეს სულაც არ აინტერესებდა, 20 წუთიანი სიარულის შემდეგ გადასახვევს მიადგა, რის იქითაც ტყე იწყებოდა,ფთხილად გაუდგა გზას,ცოტა ხანში მიადგა ადგილს რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა! არც ნიუ-იუორკი და არც სხვა ნებისმიერი ადგილი ერჩივნა ამას, ყველაფერი ისე იყო, როგორც რამდენიმე წლის წინ, კამკამა წყალი, და ტყე, რომელიც ამ საოცარ ადგილს მალავდა, ალბათ ბევრმა არც იცის ამის შესახებ, მხოლოდ იმ ხალხმა რომელიც აქ დიდი ხანია ცხოვრობს, ხის ძირას ჩამოჯდა, სული რომ მოეთქვა, თან ღიმილით უყურებდა არემარეს,ჯანდაბა! საცურაო კოსტუმი რატომ არ წამოიღო? მაგრამ როდის მოჰქონდა? ამ ადგილას მაინც არავინ იყო, ბიუსჰალტერი და საცვალი ხომ ეცვა ?წამოხტა, შორტი და მაისური სწრაფად გაიძრო, კეტებიც გაიხადა, და ფრთხილად წავიდა წყლისკენ, ერთი კიდევ დაკვირვებით მოათვალიერა არემარე, ხომ არავინ იყო, როცა დაწმუნდა რომ არავინ უთვალთვალებდა, ტბისკენ გაიქცა რომელსაც ჩანჩქერი ქმნიდა, გაექანა და ჩახტა, საოცრად ესიამოვნა ,ოლივმა თვალები დახუჭა და  წყალზე ტივტივი დაიწყო, სრულ სიჩუმეს  წყლის ხმა და ფრინველები არღვევდნენ, აი რატომ უყვარდა ეს ადგილი,სრულიად იყო მოწყვეტილი სამყაროს, თითქოს სადღაც სხვაგან იყო, სხვა პლანეტაზე,ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა როდესაც ხმაური გაიგო,მაშინვე გასწორდა და იქით გაიხედა. ჯანდაბა! თქვენ რა მეხუმრებით ? ჰმ, აბა გამოიცანით ვინ იჯდა ხის ძირში ? ჰო,ზუსტად ის იყო ვინც პირველად იფიქრეთ, ზეინს ხელში  ფურცლების დასტა და ფანქარი ეჭირა და ხატავდა.ხატავდა ? ოლივმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა რომ დარწმუნებულიყო რომ იქ მართლა ზეინი იყო და მართლა ხატავდა.ახლა რა გააკეთოს სანამ წავა ? წყალში გაიყინება,ასვლა კი არ შეუძლია, მალიკი უეჭველად შეამჩნევს! ამ, ზეინი წინასწარ მეტყველია ? არა, ჯადოქარია ? არა , მოიცა ძაღლია ? არა,ოლივია, არა მოეშვი უაზრო ფიქრებს,  აბა საიდან მოაგნო ამ მიყრუებულ ადგილას ? აქ ადრე არასდროს უნახავს, ბედის ირონიაა, აქ იმისთვის მოვიდა რომ ამ ყეყეჩს გამოსცლოდა, და ჰოპ!  ის უკვე აქ გაჩნდა.. ზეინ! ამოგჩიჩქნი მაგ ლამაზ კარამელისფერ თვალებს არ მოიხედო აქეთ! ბუტბუტებდა გოგონა და ცდილობდა შეუმჩნევლად დარჩენილიყო,მაგრამ დღეს აშკარად მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი, რადგან ბიჭმა თვალი მოავლო არემარეს და თვალი ერთ ადგილას გაუშტერდა, რა თქმა უნდა! ოლივიას უყურებდა! ჯანდაბა ეს გოგო რა, დასდევს ? ჯერ გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა, დილის ინციდენტი არ ეყოფოდა, მეტიჩარა !  მარტო ყოფნასაც არ აცდის, მაგრამ მერე ოლივის ტანსაცმელი ძირს რომ შენიშნა ღრმად ამოისუნთქა! ოუ, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, თავის ნახატს მიუბრუნდა და ფურცელზე გოგონას გამოსახულებას თითები ნაზად გადაატარა, როგორ ენატრებოდა. ჯანდაბა. ლივი კი მიხვდა რომ ზეინმა შენიშნა, უიღბლო ვარ! არა სულელი! არა ბოლო დონის დებილი! რამ ჩამოიყვანა ნახევრად შიშველი წყალში? თავის თავს უბრაზდებოდა. არა უნდა ავიდეს. მერე რა რომ იქ ზეინია ? აქ ხომ არ დარჩება თავისი დარჩენილი ცხოვრება ? იქნებ ზეინმა აქ ფესვები უნდა გაიდგას ? ჰო,კარგი, უნდა ავიდეს! ერთი,ორი, სამი მივდივართ ნაპირისკენ და ავდივართ თითქოს არავინ იყოს.ფრთხილად ვიღებთ ტანსაცმელს ისე რომ ზეინს ზედ არ ვუყურებთ, არა, ეს მხოლოდ გეგმაა,ლივი ნახევარი საათის  განმავლობაში ყურყუტებდა წყალში, უკვე მართლა საოცრად შესცივდა, საღამო დგებოდა, ქარმაც დაუბერა, გოგონას ტუჩები გალურჯდა,ზეინმაც შენიშნა როგორ აგრილდა, და ღიმილმა დაუსერა ბაგე, წამოდგა ,შარვალი დაიფერთხა, წყალთან მივიდა                                                                                                                              
-შენ რა, მანდ აპირებ დარჩენილი ცხოვრების გატარებას ? ირონიულად ჩაიცინა                                                
-შეიძლება, შენ რა გადარდებს მისტერ მალიკ ? სარკაზმი გოგონასაც მშვენივრად ეხერხება.                 
-მხოლოდ შენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავ საყვარელო. შემიძლია შენი ტანსაცმელი მოგაწოდო,ანაც შემიძლია ისინი წყალს გავატანო,გაუღიმა ბიჭმა,მაისური და შორტი ფრთხილად აიღო და ააფრიალა,ორი თითით ეჭირა,თითქოს მართლა ხელის გაშვებას აპირებდა .                                                                                                                                                             
-ზეინ მალიკ! არ გაბედო,არ გაბედო თორემ გეფიცები მოგკლავ!                                                                                                    
-თუ გინდა აიღე და გამომართვი,კმაყოფილად ჩაიცინა ზეინმა,საოცრად ართობდა ეს თამაში.
-უბრალოდ დადე ტანსაცმელი!                                                                                                                               
-ტანსაცმელი დავდო  ? წყალზე იგულისხმე ? კარგი,ახლავე                                                                                     
-არა, არა ჯანდაბა მოიცადე!ვერ იტანდა წაგებას,მაგრამ შიშველი წასვლას,ისევ ერჩინვა ასულიყო.თმები უკან გადაიწია, და ნელ -ნელა ამოსვლა დაიწყო,უხეხულობისგან საით  გაეხედა არ იცოდა,ჯანდაბა, ზეინი კი, გაშტერებული უყურებდა უნაკლო სხეულს,ისე ხარბად მიშტერებოდა,,თითქოს შიშველ ქალს პირველად ხედავსო, ამ დროს გოგონამ ხელი უხეშად აუფრიალა და ტანსაცმელი წაჰგლიჯა,წამის მეასედში გადაიცვა მაისური ,და შორტი ამოიცვა, იქვე, ბალახზე წამოჯდა,თან კვდებოდა ისე სციოდა.კედების ჩაცმა დაიწყო,ჯანდაბა გაცივდება! და მხოლოდ იმიტომ რომ ეს იდიოტი აქ აღმოჩნდა.                                                             
-მანქანით ვარ,შემიძლია წაგიყვანო, გაცივდები.                                                                                                   
-ხო,შენ ხომ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავ არა  ? უხეშად მიახალა გოგონამ.                                                    
-კარგი ,მაშინ მე წავალ კომპორტულ მანქანაში, და ვიმგზავრებ კომფორტულად, და მალე  მივალ ჩემს კომფორტულ სახლში .  თქვა ბიჭმა და წამოდგა.                                                               
-კარგი ჯანდაბა მოიცადე,წამოდგა გოგონამ და ზეინის გვერდით სიარული დაიწყო.                            
-გეფიცები ყველა ძვალს ჩაგიმსხვრევ თუ მაგ კმაყოფილ ღიმილს სახიდან არ მოიშორებ! დაემუქრა გოგონა როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.                                                                                   
-კარგი,ისევ გაეცინა ზეინს, შუა ივნისში გათბობას არ ჩავრთავ, ასე რომ უკან ჩემი ჯაკეტია და აიღე.                                                                                                                                                                                
-ხეპრე! ჩაიბუტბუტა ძლივს გასაგებად გოგონამ და სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი ჟაკეტი სხეულზე შემოიხვია..

Mistake (დასრულებულია)Where stories live. Discover now