17

384 23 0
                                    

17.
ლივის დილა ისევე მხიარულად დაიწყო, როგორც დამთავრდა, გუშინდელი ინციდენტი გაახსენდა და სახეზე საყვარელი ღიმილი აიკრო,  და ის იყო, უნდა წამომდგარიყო, რომ მის ოთახში ევა შემოვიდა, არ ეგონა რომ მისი შვილი ასე ადრიანად გაიღვიძებდა, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი, მოსაფერებლად გაიწია და თმაზე რამდენჯერმე ნაზად გადაუსვა ხელი.
-გასარეცხი ტანსაცმელების წასაღებად მოვედი, უთხრა და პატარა სათავსოს ყუთს, თავი ახადა, ტანსაცმელი კალათაში გადმოყარა, და უკან დაახურა.
-ეგ მაისურიც გასარეცხია დე, ძირს რომ გდია.
-რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ტანსაცმელს ძირს ნუ ტოვებ ოლივია.
-მაგრამ მე მაინც მავიწყდება,გაეკრიჭა ქალს და გადასაფარებელი გადაიძრო,კარგად გაიზმორა,ისე რომ ხერხემლის მალების ტკაცუნიც გაისმა, სააბაზანოში მოსაწესრიგებლად შევიდა, კბილებიც გაიხეხა, თან ინტერნეტში სიახლეებს ამოწმებდა, ძალიან საინტერესო ივენთს წააწყდა, დღეს,საღამოს 21:00 Ed Sheeran-ის  კონცერტი იმართებოდა ლონდონში, ამერიკის ტურის შემდეგ, ეს პირველი კონცერტი და გრანდიოზული გახსნა იქნებოდა ინგლისის კონცერტების, ლივს რამის ცრემლები წამოუვიდა, ეს ბიჭი , მისი ფავორიტია ბავშვობიდან მოყოლებული, თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად იცის..როგორ უნდოდა წასვლა.. მაგრამ რაც არუნდა ყოფილიყო :
1.ევას ვერ დატოვებდა
2.ტრანსპორტი არ ჰყავდა რომ წასულიყო.
3.ფული ყველაფერზე არ ეყოფოდა.
ერთი ამოიოხრა, ივენთის სურათი გადმოიწერა, წარწერაც გაუკეთა, ღმერთო, კონცერტის ბილეთი მესროლეო, მთავარ სურათად დააყენა და ეკრანი დაბლოკა, მოშივდა კიდეც, და ოთახიდან გამოსული , პირდაპირ სამზარეულოში შევიდა, სადაც ევამ საგრძნობლად დაანაყრა, და გამოაბუნძულა, საქმე მაქვსო. სასტუმრო ოთახში ჰარი და სკარლეტი წამოსკუპებულიყვნენ, ერთმანეთის პირდაპირ ისხდნენ, სკარი მოდების ჟურნალს ათვალიერებდა, ჰარი ტელეფონში ჩამძვრალიყო, ეშმაკურად გაიღიმა, მათ მიუხლოვდა და პირდაპირ გოგონას გვერძე დაუჯდა.
-დილა მშვიდობის, სკარლეტ, როგორ ხარ ? რაც შეეძლო საყვარელი და სანდო ღიმილი აიკრა ლივმა. სკარლეტს გაუკვირდასავით, წარბაწეულმა შეხედა.
-ნორმალურად, გმადლობთ. უკმეხად მიუგო და ვოგის სტატიას მიუბრუნდა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებზე.
-ოუ,რატომ ასე უხეშად საყვარელო ? მგონი მეტი ზრდილობა გმართებს.
-კარგი, ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ უნდა ვიყო შენთან ზრდილობიანი.
-ოუ ერთი ? კარგი, გუშინ  ღამით, რატომღაც წყალი მომწყურდა, რას გააკეთებდა ნორმალური ადამიანი ? აჰამ, სწორად გამოიცანი, ჩემი ოთახიდან სულ ფეხაკრებით გამოვედი და სამზარეულოსკენ გავწიე, მეგონა რომ ყველას ეძინა, თუმცა  ასე არ ყოფილა..შემდეგ,.. ოლივს გაგრძელება უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება სკარლეტმა არ მისცა.
-ჯანდაბა, გეფიცები, ამას ზეინს თუ ეტყვი..
-რას იზამ ? ვფიქრობ დასამუქრებლად ნამდვილად არ გაქვს საქმე,არა ?
-რა ჯანდაბას ითხოვ ?
-ოუ,პირველ რიგში მინდა,რომ დაწყნარდე კარგი ? შენნაირი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ,სხვა დროს როდესაც, ჩემთან ლაპარაკს დაიწყებ, გაითვალისწინე რომ მე არაფერს ვკარგავ,ოდნავ ზრდილობიანად თუ მესაუბრები, დამიჯერე მოვრიგდებით.
-და თუ არა ?
-ვფიქრობ, ზეინს დააინტერესებს, შენი და მისტერ სთაილსის რომანი.
-გეფიცები..
-საყვარელო,გეუბნები, დაწყნარდი. მოდი დაფიქრდი, რა მდგომარეობაში ხარ შენ ?  ლაპარაკის ტონი შეარჩიე, და გადაწყვიტე როგორ ურთიერთობას დაიჭერ ამის შემდეგ ჩემთან,კარგი ? მოდი დასაფიქრებელ დროს მოგცემ, საღამოს შემატყობინე კარგი ? კვლავ გაუღიმა სკარლეტს, რომელსაც გაბრაზებისგან ფერები ეცვლებოდა მაგრამ დაწყნარებას ცდილობდა, იცის, შანტაჟი საუკეთესო ვარიანტი არაა,მეტიც, საშინელებაა,მაგრამ  როდესაც ადამიანი შეტევაზე გადმოდის, შენც უნდა მოემზადო საბრძოლველად,ჭკუა ამ გოგოს ვერანაირად ასწავლა, ამიტომ გადაწყვიტა ამ ხერხისთვის მიემართა,რა თქმა უნდა, ზეინს არ ეტყოდა, ასეთი ბოროტიც არაა, უბრალოდ დააშინა, და ფიქრობს მუქარამ გაჭრა.
დღე ნაყოფიერად დაიწყო, იმ მიზეზით რომ, ევა არ დაღლილიყო მას სადილის მომზადებაში თავად დაეხმარა, ორნაირი სალათისა და ქათმის კერძის მომზადებამ საკმაო დრო წაიღო, ოლივიას როგორც ჩანს ნიჭი გამოჰყოლოდა,რომელიც სულაც არაა ცუდი,პირიქით სარფიანია როდესაც საჭმლის მომზადება გეხერხება,არასოდეს დარჩები მშიერი.ძალაუნებურად ოლივიას ტვინი ზეინზე ფიქრებმა მოიცვა, დღის განმავლობაში არ გამოჩენილა,ნეტა სად წავიდა  ?  ვისთან შესახვედრად ? ქალებშია ? მოიცა, დღისით ქალებში ? ჰეი, ოლივ, როდის აქეთ ინტერესდები ზეინის სექსუალური ცხოვრებით  ? არ ვიცი უბრალოდ, გუშინდელის აქეთია არ მინახავს და.. და რა ? ჯანდაბა სულელო არ თქვა რომ ?  ჰო, მომენატრა კარგი. სულ რამდენიმე საათია, რაც არ გინახავს, როგორ მოგენატრა ? აი ასე ლამაზად.შეუბღვირა საკუთარ თავს, სულ რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ მისთვის ზეინზე, იტყოდა, რომ ვერ იტანდა, ანაც უბრალო ნაცნობები იყვნენ, ან რომ თვითკმაყოფილი იდიოტია,თითონაც ვერ ხვდებოდა როგორ ეცვლებოდა გრძნობები, რომ რაღაც დიდს, გრანდიოზულს ეყრებოდა საფუძველი, არადა მათი ურთიერთობა ჩვეულებრივი სულაც არ იყო, მეტიც, საშინელი შეიძლება ვუწოდოთ, ნახეთ, ერთმანეთს ნევრვებს უშლიან, მწარე კომენტარებს უკეთებენ, მაგრამ მაინც, მასთან თავს, რაღაცნაირად გრძნობს, არა,სიყვარული არაა,ჯანდაბა რა სიყვარული ? საერთოდ არ სჯერა ,,ერთი ნახვით შეყვარების’’ ან მსგავსი სისულელეების,  რომ მზერაც საკმარისია რომ ადამიანი შეგიყვარდეს, ეს უბრალოდ მითია.. ზეინთან თავს კომფორტულად გრძნობს, ჰომ, მასთანაც ნიღბის გარეშეა, ჩვეულებრივი ოლივია მეიერსია, თანაც ზეინს არაჩვეულებრივად კომფორტული მკერდი აქვს რომლმაც რამდენჯერმე ბალიშს მაგიურობა გაუწია.. ოლივია ახლა იმ დიდ ქვაბში მოგხარშავ ევას რომ აქვს შედგმული ბოსტნეულის მოსახარშად! უხეშად ჩაჰყვირა ქვეცნობიერმა. მოკეტე რა! ვფიქრობ მე აქ! სულ ფეხებზე მკიდია! უბრალოდ შეიგნე, რომ ზეინს არ მოსწონხარ,  მითუმეტეს არც უყვარხარ, შენში ეველინს ხედავს, და ამიტომაც ატარებს დროს შენთან ერთად, მოიცა შენ რა, უბერავ ? გამოვთქვი პრეტენზია ზეინს უნდა ვუყვარდე მეთქი ? ნუ ხარ მეტიჩარა! ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც საკუთარი მეორე მე ნერვებს უშლიდა,რამის პიროვნების გაორება დაემართა.
-,,უბრალოდ მასზე ვღელავ’’ ჩაჰყვირა გონებაში მეორე მე-ს
ჰო, უბრალოდ ღელავ როგორ არა! შენ ის მოგწონს სულელო!
-‘’გონებრივი პრობლემები ხომ არ გაქვს ძვირფასო მეორე მე-ვ ? ‘’
ნუ დაგავიწყდება საყვარელო, რომ მე-შენ ხარ, ასე რომ , საკუთარ თავს შეურაწყოფას ნუ აყენებ.
-20 წელია მე ხარ, და,  მაინც და მაინც ახლა რატომ მიჯანყდები ? ეს წლები ენა გქონდა ჩაგდებული, ნუ მთლად მასეც არა, მაგრამ ტვინს არ მიბურღავდი.
შენ მართლა დებილი ხარ ? იმიტომ გამოვჩდნი,რომ ვხდები, რაოდენ სულელური აზრები გაწუხებს, მე კი ვცდილობ გადაგაფიქრებინო.
-რა სულელური აზრები  ?
ის რომ,ზეინი გიზიდავს,მე ხომ ვხედავ, მე ხომ ყველაზე უკეთესად გიცნობ, შენ წარმოიდგინე და, ეს ყველა შენ მწარე კომენტარში ჩანს ხოლმე, მის მიმართ რომ გადმოთქვამ, გუშინდელი საღამო გაიხსენე რესტორანში! ისე კინკლაობდით როგორც ნამდვილი წყვილი,ეს ნაილმაც შენიშნა! აი ნახავ თუ არ გეტყვის დღეს.
-ზეინი არ მომწონს
კარგი, არწმუნე საკუთარი თავი და ბედნიერად მეყოლე, წავედი,ახლა ჯიუტო დებილო გოგონავ, დამღალე დღეს უკვე.
-სულ კარგად მეყოლე! გაუბრაზდა საკუთარ თავს გონებაში, და ფიქრებიდან მაშინვე გამოერკვია როდესაც ხელი გაეჭრა როდესაც პომიდორს ჭრიდა,
-ჯანდაბა! საჩვენებელი თითი სწრაფად მიუშვირა წყალს და იქვე,უჯრაში  ლეიკო პლასტილი ამოიღო და თითზე დაიკრა, კიდევ კარგი, ამ დროს დედამისი გარეთ, ედუარდთან იყო გასული თორემ ერთ ამბავს დააწევდა,რომ გონებაგაფანტულია,მაგრამ ასეც იყო, ისე გაერთო მისი ფიქრებით,რომელიც მხოლოდ ზეინს დასტრიალებდა, რომ გარე სამყაროს გამოეთიშა.აღარ უნდა ვიფიქრო ზეინზე თორემ ის საზიზღარი არსება ისევ გააქტიურდება გონებაში!
-ოლივია,მგონი შენი მეგობარი მოვიდა, ქერა,თუ არ ვცდები ნაილი, გკითხულობს, ღიმილით უთხრა მედისონმა და გოგონამაც სწრაფად დაუქნია თავი და მისაღებში გავიდა,სადაც, წაშლილ სახიანი ნაილი დახვდა,
-ოუ, ვიღაცას გუშინ მეტი ღვინო მოუვიდა არა ?
-მოკეტე ლივ, მანქანის წასაყვანად წავედი,ვიფიქრე ვნახავ კიდევაც მეთქი.
-კარგი წამოდი, ეზოში დავსხდეთ, არაჩვეულებრივი ამინდია, რამე ხომ არ გინდა ?
-ცივი ლუდი შვება იქნებოდა.
-კარგი, გადი და გამოვალ მეც.უთხრა და სამზარეულოსკენ გასწია, მაცივრიდან ერთი ჭიქა წვენი, და ბოთლი ლუდი გამოიღო და ეზოსკენ გასწია.
-ინებეთ,მისტერ თქვენი ლუდი.
-მადლობა ლივ,აბა რას შვრები დღეს   ?
-ოუ, არაფერს,უსაქმოდ ვარ,ყველა ვნახე ზეინის გარდა. არა რა შუაში იყო ზეინი ? რას შვრები კითხვა, ზეინთან რა შუაშია საერთოდ ? ყველა წინადადებაში ეგ სახელი რომ არ ჩააკვეხო არა ?
-უი,ზეინზე გამახსენდა, გუშინ ისე კამათობდით,როგორც წყვილი,ჩაიხითხითა ნაილმა, მოსწონდა რომ მისი გეგმა ნელ ნელა წინ მიიწევდა.
-სიმართლეს მეუბნებოდა ის ძუკნა,ჩაიბურტყუნა თავისთვის და მეორე მე-ს გამარჯვება მიულოცა.
-რა გიყენია მთავარ სურათად  ? გაიცინა ნაილმა როდესაც ოლივიას ტელეფონი მისი საყვარელი თამაშისთვის აიღო, თავის ტელეფონში უკვე ყველა ეტაპი დახურა, ახლა ოლივის ტელეფონის ჯერი იყო
-ეჰ,ნაილ დღეს,ედ შირანის კონცერტია... ისე მინდა წასვლაა.წუწუნი დაიწყო ლივმა,იცოდა რომ სასწაული არ მოხვდებოდა,და ბილეთს არავინ ესროდა,უბრალოდ ლაპარაკობდა.
-ეჰ,წაგიყვანდი , მაგრამ დღეს არ მცალია, ირლანდიიდან ნათესავები ჩამომივიდნენ.
-ნუ მეღადავები ჰორან! ისე მინდა ! ერთხელ ხომ მაინც წავალ..
-აუ, მე უნდა წავიდე, თქვა ნაილმა როდესად დედამისს,მაურას ყურმილი გაუთიშა,შეიძლება ხვალ გნახო, ან ზეგ, დაგეკონტაქტები,მიყვარხარ! ლოყაზე აკოცა ლივს და თბილი ჩახუტებით დააჯილდოვა. ზეინი არც სადილზე რომ არ გამოჩნდა, ლივი დაეჭვდა, სად ჯანდააბაშია ეს ბიჭი ? იქნებ რამე ცუდი მოუვიდა ? ღმერთო,ლივ, სასოწარკვეთილი შეყვარებულივით იქცევი !
-ხომ არ დავურეკო ?
შენ მართლა გაუბერე ? და რას ეტყვი,ზეინ სად ხარ,დროზე მითხარი, მოვითხოვო  ? ვინ ხარ,დედამისი  ? მისი შეყვარებული ? ხოდა მოკეტე ახლა წადი საქმე იპოვე,რამით დაკავდი.ან გუშინდელი ფილმი დაამთავრე,ხომ ჩაგეძინა მისი ყურებისას.
-ხანდახან კარგ აზრებს მომაწვდი ხოლმე,დაეთანხმა მის მეორე მე-ს და თავის ოთახში შევიდა, ლეპტოპი გახსნა და დასტოპებული ფილმი შეაჩერა,ის მძაფრსიუჟეტიანი იყო, ოლივიც მთლიანად ჩაება კინოში,და თვალებგაფართოვებული აკვირდებოდა მოვლენებს.
-ოლივია, მისტერ მალიკს შენი ნახვა სურს,უთხრა ევამ,როდესაც უკვე მეორე ფილმი დამთავრდა, საღამოს 5 საათი იყო, სწარაფად წამოხტა.
სად მიიჩქარი დებილო, ბიჭებს მოცდა შეუძლიათ
-იქნებ სასწრაფოა ?
აი, რას გეუბნებოდი,მოკეტე, და სიარულს შეუნელე.მართლაც ოლივი,ნელა მივიდა სასტუმრო ოთახამდე, სადაც ზეინი აქეთ იქით დაიდოდა,მოიცა მართლა რაიმე ცუდი მოხვდა ?
-ჰეი,ხმა ამოიღო ლივმა.
-რაიმე კომფორტული ჩაიცვი და ერთი ხელი ტანსაცმელიც აიღე ყოველ შემთხვევისთვის, გვეჩქარება, სწრაფად უთხრა ზეინმა, ეს ბიჭი დებილია ?
-უკაცრავად?
-ოლივია ზედმეტი საუბრების გარეშე,უბრალოდ მოკეტე, და გააკეთე რასაც გეუბნები ?
-ფეხსაც არ გამოვადგავ სანამ არ მეტყვი რაშია საქმე
-გზაში გეტყვი,გთხოვვვვ, ანგელოზის ღიმილი აჩუქა გოგონას, რაწამსაც ჟრუანტელმა დაუარა.
-და იქნებ მიტაცებ ? ბოლოჯერ გაიბრძოლა.
-მაშინ ბეისბოლის ბიტა გადამარტყი თავში, საბარგულში რომ მიდევს და მიჩივლე.
-ჯანდაბას შენ თავს მალიკ! უთხრა და ოთახში შევიდა, აზრზე არ იყო რა ჯანდაბა ხდებოდა, მაგრამ ზეინს ენდო, და  შავი ჯინსის შარვალი, მაისური, და ვანსები ჩაიცვა, რუგზაგში ერთი ხელი ტანსაცმელი წამის მეასედში ჩატენა, და გარეთ გავარდა, სადაც ზეინი ელოდებოდა, რომელმაც ფაქტიურად ხელი დასტაცა, და მანქანამდე მიათრია, ჩატენა, თითონაც სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი და მანქანა დაძრა...

Mistake (დასრულებულია)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin