26.
,,I Feel, I’m Yours’’
იმის შემდეგ, რაც აღიარა რომ ზეინი უყვარდა, უამრავი რამ შეიცვალა.
მაგალითად, გადაწყვიტა რომ ზეინისგან თავს მაქსიმალურად შორს დაიჭერდა და ამ გრძნობას ისე ჩააბუდებდა საკუთარ გულსა და მეხსიერებაში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ერთი სული ჰქონდა, ღმერთო, როდის გავიდოდა ეს არდადეგები რომ აქედან წასულიყო, მოულოდნელად წასვლა რომ გადაეწყვიტა, ევას გულს დასწყვეტდა, რაც საშინლად არ უნდოდა. მაქსიმალურად ეცდებოდა ოთახიდან არ გასულიყო, ვახშამსაც კი ოთახში შეჭამდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სასაფლაოდან წამოსვლის შემდეგ, წვიმაში მოყვა, არა უბრალოდ წვიმაში კი არა, ზაფხულს რომ ახასიათებს ხოლმე, ამიტომ პირველ რიგში, აბაზანაში შევიდა, სადაც ქაფიან წყალში დაახლოებით ერთი საათი იჯდა, და თავს ფიქრებს აძლევდა,საბოლოოდ,როდესაც მიხვდა რომ წყალი გაცივდა, და კანკალი აუტყდა, რამდენჯერმე წამოახველა, ამას ფცხიკინიც დაემართა, ჯანდაბა! სასწრაფოდ შემშრალდა, და კარადიდან უზარმაზარი გრძელი ნაქსოვი სვიტრი და გრძელი გეტრები ამოიღო, თმა სწრაფად შეიშრო, და საწოლში ჩაწვა, გაუკვირდა, ევამ რომ არ მოაკითხა, ლეპტოპი გვერდით ედო, და მის საყვარელ სერიალ ,,ჭორიკანას,, უყურებდა, სხეულში კი იმხელა სისუსტეს გრძნობდა, თითქოს მარათონში, მთელი 5 კილომეტრი გაერბინა, ჯანდაბა, არა,არა,არა არ უნდა გაცივდეს,მაგრამ ყველაფერი, ამისკენ მიდიოდა, ფეხზე ადგომისას კი, ისე შებარბაცდა, რომ მიხვდა, რომ ან ვირუსს აიკიდებდა, ან გრიპს. ახლა ერთი დიდი ჭიქა ყავა უშველიდა, ერთი სვიტრის ზემოდან ჟაკეტიც კი შემოისვა, ბედის ირონია! ივნისის პირველი რიცხვებია! ის კიდევ, ზამთრის სვიტრით დადის. ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა, და გეზი სამზარეულოსკენ აიღო, მალე იპოვა კაპუჩინო და ზეფირი, ამიტომაც უზარმაზარი ჭიქით დაიმზდა, თან სალფეთკების შეკრა გამოაყოლა,რადგან, ყველა ნაბიჯზე აფრცხიკინებდა, ყველაზე მეტად იმან გააკვირვა რომ აქ მხოლოდ ქერი დახვდა.
-დანარჩნები სად არიან ? დაფრცხიკინებებს შორის ძლივს ამოსთქვა,
-მისტერ და მისის მალიკები და მის სკარლეტი მათ ქალაქგარეთ სახლში წავიდნენ, ბატონი ზეინი თავის ოთახშია, ხოლო მიმი და ევა მოლში არიან წასულები, და შემდგომ კი, მისის ელენის სანახავად, შეიძლება იქ დარჩნენ, ევამ დამავალა, მეთქვა რომ არ გენერვიულა, რადგან მისის ჰეთვორდი,ძალიან ცუდადაა.
-ჯანდაბა, ანუ მხოლოდ მე, შენ და ზეინი ვართ სახლში ?
-ედუარდიც, თუმცა ჩემი სამუშაო ცვლა ერთ საათსა და ოცდა ხუთ წუთში მთავდება, მისტერ მალიკმა გამანთავისუფლა, დღეს საუკეთესო დაქალის ქორწილი მაქვს.
-მშვენიერია,არაჩვეულებრივია, თვალების ატრიალებით შემოიფარგლა ოლივია, რომელიც ისე დასუსტებულიყო, რომ ხველების შემდეგ ცრემლებიც კი სდიოდა.
-ჯანდაბა, ქერი, შეგიძლია სიცხის საზომი და რაიმე გრიპის საწინააღმდეგო მომცე ?
-სიცხის საზომი, დახმარების ყუთშია, მოვძებნი, ხოლო წამალი არ ვიცი თუ არის, იმასაც მოგიძებნი საყვარელო.
-მადლობა ქერი, სასიამოვნო გართობას გისურვებ.
-მადლობა ლიივ, ამოიწრიპინა გოგონამ, ლივი ისევ ბარბაცით გაემართა თავისი ოთახისკენ, საწოლში ჩაიფუთნა.
მშვენიერია!
არც ევაა სახლში რომ მიხედოს, ქრტიც მალე მიდის, გამოდის რომ,ზეინთან ერთად, მარტო რჩება სახლში, მაშინ როდესაც, იმაზე საშინლად გრძნობს თავს, ვიდრე ოდესმე, ქერი რამოდენიმე წუთში შემოვიდა,სიცხის საზომი მიაწოდა და უკან გაბრუნდა.
სიცხე 39.4 ჰქონდა, არაჩვეულებრივია!
მეხუთე სეზონზე იყო როდესაც ტელეფონმა დარეკა, მისთვის დედამიწის მიზიდულობის ძალა იმდენად გაიზარდა, რომ საწოლიდან წამოდგომას და ტელეფონის აღება უკვე მესამე ზარზე მოახერხა, ხუთი წუთის შემდეგ, ტელეფონს დახედა.
ნაილი.
არ ეგონა ახლა თუ რაიმე გაახარებდა, მაგრამ როგორღაც, გაეღიმა.
-გიჟო! ხმამაღლა დაიძახა ნაილმა
-წიწილავ! იმდენად მხიარულად თქვა, რამდენადაც შეძლო.
-ჰეი რა გჭირს ? რა თქმა უნდა, ნაილი მაშინვე სცნობს ყველანაირ ტონს.
-ცოტა,დაახველა ლივმა, ცოტა გავცივდი.
-ცოტა ?
-ნუ ხო, ფცხიკინი.შეიძლება ცოტათი არა
-რა დაგემართა ?
-წვიმაში მოვყევი.
-ჯანდაბა, ისეთი ხმა გაქვს თითქოს კვდები,
-გეფიცები ასეა!
-ჯანდაბა როგორ მომენატრე.
-ღმერთო, ნაბიჭვარო წიწილავ, მეც იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენ. სტრედფორფში რა ხდება ?
-ისეთი არაფერი, დეიდა სიუ ცუდადაა, ბიძია რობეტს შაბათს ასაფლავებენ, ალბათ კვირას წამოვალ.
-დენი ვნახე, სიცილი დაიწყო გოგონამ
-ღმერთო ოლივია, მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა გამხარებოდა.
-ჰო, კაფეში სადაც ბავშობაში დავდიოდით გახსოვს ? ისევ კრუასანის საჭმელად ვიყავი წასული და იქ გადამეყარა.
ბოლოს მოვატყუე, რომ სასაფლაოზე კატის გასატყავებლად მივდიოდი.
-მეიერს, სხვანაირი ხარ ?
-სხვანაირი ? ხუმრობ ხომ?
-ჩემი დებილი ძმაკაცი რას შვება ?
-ჯანდაბამდეც გზა ჰქონია.
-მოიცა რატომ ?
-მეზიზღება.
-მიზეზი ?
-ნაილ! ნუ ხარ წიწიილააა! ახლა უნდა წავიდე, ძალიან,ძალიან ცუდად ვარ.
-მაინც ვერ აარიდებ თავს ჩემთან საუბააააააარს!მესღა დაიყვირა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა. ოლივმა კი, თავი იმაზე უარესად იგრძნო, ვიდრე თავიდან, გრძნობდა რომ სიცხე, მის ნერვებზე ისე თამაშობდა, რომ საშუალებას არ აძლებდა ნორმალურად დაესვენა.
ბოლოს, როდესაც შიმშილმაც შემოუტია, საკუთარი კულინარიული ნიჭის აღზევება გადაწყვიტა,თუმცა რამდენად კარგ მდგომარეობაში იმყოფრბოდა, ამაზე არაფერი სმენოდა, მაცივარში პომიდორი, ბეკონი და ჩედარის ყველი იპოვა. სპაგეტი, დედამისის რეცეპტით. მაკარონი ქურაზე შემოდგა, თან ბოსტნეულის ჭრა და ხორცის შებრაწვა დაიწყო, მისთვის საყვარელ მელოდიას ჩახლეჩილი ხმით ზუზუნებდა.
-რა სასიამოვნო სურნელია, საჭმელად რა გვაქვს ევ... სიტყვა შუაზე გაუწყდა ზეინს, რომელიც უმაისუროდ შემობრძანდა ოთახში, და ოლივია დაინახა რომელიც ჩაფუთნული იდგა ქურასთან.
-ამმ,ჰეი უხერხულად წარმოსოსქვა, ოლივიას პასუხი მხოლოდ ხველება აღმოჩნდა
-მეც მშია.
-კარგია.
-ავად ხარ ?
-არაა
-ჰოო.. არ გეტყობა, შენ ძალიან სუსტად გამოიყურები.
-უბრალოდ სიცხე მაქვს,
-უბრალოდ ? ოლივია ეს ძალიან სერიოზულია.
-რა ჯანდაბად გაინტერსებს ჩემი მდგომარეობა ? გადამივლის.თუ გშია შეგიძლია ალტერნატიული გზა იპოვო დასანაყრებლად.
-ამმ.შენს სადილს ხომ არ გამინაწილებდი ?
-არა.
-მაგიდას გავშლი.
-მაინც არა.
-ხმას აღარ გაგცემ უბრალოდ ერთად ვისადილოთ.
-შევთანხმდით.
ზეინმა ისეთი ღიმილი აჩუქა გოგონას, რომ უეჭველად შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა,თუმცა ოლივია მხოლოდ ორი დახველებით შემოიფარგლა და ის ის იყო მარჯვენა ხელი ხელსაცოხისკენ წაიღო რომ,სამარილე გადმოვარდა, უნდა დაცემულიყო მაგრამ ზეინმა დროულად გასწია ხელი, მაგრამ წონასწორობას ვერ შეინარჩუნებდა თუ ოლივს ხელს არ მოჰხვევდა. ბიჭმა ხელი უხერხულად გამოსწია უკან
-ჰმ, თეფშები სად დევს ?
-მესამე კარადაში, ბოლო უჯრაში. მომაბერებლად უპასუხა გოგონამ.
-ამმ, ჩანგალი და დანები ?
-სულ ბოლო უჯრაში შენს მარჯვენა მუხლთან.
-ჭიქები ?
-ზეინ, ამ სახლში ცხოვრობ ?
-კი მაგრამ.. მარტო.
-რა თქმა უნდა, მარტო არასდროს გივახშია.
-ჯანდაბა ოლივია, უბრალოდ სამზარეულოში საჭმელს, ეველინის გარდაცალების შემდეგ აღარ ვამზადებ. აი ამიტომ.
-მე..მე..
-ხო, რათქმაუნდა, შენმა მომაბეზრებელმა ენამ, არც ამჰერად დაინდო ვინმე.
-მე არ ვიცოდი!
-ხო, რა თქმა უნდა შენი სარკაზმის გარეშე ცხორება არ შეგიძლია.
-შენ შენი იდიოტიზმის გარეშე, ცხოვრება არ შეგიძლია.
-ყველაზე საზიზღარი არსება ხარ!
-ყველაზე კრეტინი არსება ხარ! დაუყვირა ჩახლეჩილი ხმით გოგონამაც, მაგრამ ხველა აუტყდა და ვერ გააგრძელა საუბარი.
-მგონი ჯობია ეს საღამო უბრალოდ მშვიდად ჩავატაროთ, და ჩვენ ჩვენს ოთახებში დავბრუნდეთ.
-ჰო.
-სპაგეტი მალე იქნება?
-თხუთმეტ წუთში.
-სად ვისადილოთ?
-აქ.
-დიდ ოთახში ჯობია,.
-კარგი რა, არ შეიძლება თითოეულ ნაბიჯზე ვკამათბდეთ.
-ყოველთვის განხვავებული აზრი გვაქვს
-და ეს, არც ისე კარგია.
-არ მიყვარს სხვის ჭკუაზე სიარული.
-კარგი რა ოლივია. შენ არავის არასდროს უჯერებ, უბრალო ჯიუტი გოგო ხარ.
-უბრალოდ შევეჩვიე რომ, საკუთარი აზრების უფრო მკაფიოდ დაცვა უნდა ვისწავლო თორემ, გადამთელვენ.
-აი რა მომწონს შენში..
-ა, შენ რაღაც მოგწონს ჩემში ?
-გაგიკვირდება და კი.
-ჯანდაბა.
-მგონი უკვე შეგვიძლია ვჭამოთ.
-ღმერთო, როგორ დავიღალე.
-ოლივია, მგონი სერიოზულად, ცუდად ხარ,
-არაუშავს, ხვალ კარგად ვიქნები,
-ოლივია სახეზე ფერი არ გადევს, მართლა.
-სიცხე მაქვს და მაგიტომ
-ჯანდაბა რააა ? სადაა დახმარების ყუთი ?
-დაწყნარდი ზეინ, სამი საათია სიცხე მაქვს არა უშავს.
-ადამიანო, შენ დალაგებული ხარ ? სიცხე გაქვს წამალი გჭირდება, უფრო სწორად სიცხის დამწევი, კიდევ ბევრი სითხე და სითბო გჭირდება.
-ვერ ვიტან რომ ვინმეს ვაწყნარებ, მაგრამ დაწყნარდი ზეინ, ეს თქვა და წაიბორძიკა, საჭმლით სავსე ტაფა კი ხელიდან გაუვარდა, გრძნობდა როგორ ეხვეოდა თავბრუ, ისე რომ, ფეხის გადადგმასაც ვერ ახერხებდა.
-ოლივია, კარგად ხარ ?
-კი. ჯანდაბა არ მომეკარო ზეინ,
-უბრალოდ ოთახამდე მიგაცილებ.
-არ მჭირდება შენი დახმარება
-გჭირდება
-არა.
-კი
-არა.
ოლივია წაიქცევი თუ არ დაგეხმარები, დაასრულა თუ არა წინადადება, ოლივი მაგიდასთან ფაქტიურად ჩაიკეცა.
-ჯანდაბა, ხომ გითხარი ? სასწრაფოდ მივარდა და ხელში აიტაცა,საშინლად დაღლილი გოგონაც, რომელსაც აკანკალებდა, მკერდზე მიეკრა.
ზეინმა რაღაც ძალიან უცნაური იგრძნ, გოგონა თავის ოთახში და საწოლში ფრთხილად დააწვინა, ჟაკეტი გახადა. და იქვე ჩამოჯდა, ნახევარი საათი აკვირდებოდა და როდესაც გასვლა დააპირა, შენიშნა რომ გოგონა კანკალებდა, მასთან მიიწია და ლოყაზე ხელი გააცურა, გოგონა იწვოდა, მაგრამ უფრო აციებდა, არც დაფიქრებულა, ისე გადააძრო საბანი და ზურგიდან მიეხუტა, შემდეგ კი საბანი გადააფარა.
-დაწყნარდი, მე შენთან ვარ.
კარგად იქნები
YOU ARE READING
Mistake (დასრულებულია)
Fanfictionმოთხრობა არ არის ჩემი აღებულია modern stories გვერდიდან