27.
ყველაზე მაგარი შეგრძენება დედამიწაზე ?
როდესაც საყვარელი ადამიანის მკლავები შენს სხეულზეა შემოხვეული, და ერთბაშად გათბობს, როდესაც არაფერი გაინტერესებს, თუმდაც სულ ელემენტარული, მთავარია, იმ წუთას იქ იმყოფები, სადაც უნდა იყო.გრძნობ, რომ არასოდეს გინდა დასრულდეს ეს წამი, გინდა სამუდამოდ იქ დარჩე, მის მკლავებში, მისი სხეულის სითბო და ძალა იგრძნო, მათგან გამომავალი სიყვარული, სიყვარული, შენს ცხოვრებას იმ შავი ფერებისგან იცავს, რომლისგანაც ის შედგება.
გგონიათ ოლივიას ეღვიძა ? არა, ან და როგორ შეეძლო დაეძინა ?
იწვოდა, არა იმიტომ, რომ სიცხე ჰქონდა, იმიტომ, რომ ის იქ იყო! მისი ქვეცნობიერიც მთელს ხმაზე ყვიროდა.
გვერდით გიწევს იდიოტო! რას გრძნობდა ? ყველაფერს. ცდილობდა,ნამდვილად ცდილობდა რომ საკუთარი გრძნობები მიებლოკა და სადღაც ტვინის ბნელ კუნჭულში ჩაეკარგა, თუმცა გრძნობები და ემოციები ჩვენზე ძლიერნი არიან, იმდენად, რომ ძალიან ხშირად საკუთარი კონტროლის ქვეშ ავყავართ, ესაა ყველაზე ძნელი, იაზროვნო ცივი გონებით, საინტერესოა, როგორ უნდა იაზროვნოს, როდესაც ადამიანი, რომელის მკლავებიც შემოჰხვევია, უყვარს. ახლა ამ სიტყვას ისე ახსენებს რომ, ცოტათი უცნაურია, არა, ცოტათი კი არა, ძალიან უცნაურია, თუმცა ახლა, როდესაც სიცხე და დაბალი იმუნიტეტიც მის წინააღმდეგ მოქმედებენ, ძალიან,ძალიან უჭირს ფიქრი.
რა თქმა უნდა არც ზეინს ეძინა, თვალებგახელილი აკვირდებოდა გოგონას ზურგს, რომელიც ძალიან,ძალიან საინტერესოდ ეჩვენებოდა. მისი გონებაც ფიქრს მოეცვა, ორი ნაწილი ებრძოდა ერთმანეთს, ერთი მშვიდად ამბობდა რომ მართალი იყო,ხოლო მეორე, რამდენიმე სართულიან გინებას იმეტებდა მისთვის, მესამე თითონ იყო, არავინ იცის, რამდენად ძნელია, როდესაც სხვადასხვა აზრზე დგახარ, იცი,რომ მართალი ხარ, მაგრამ პრინციპები გეწინააღმდეგება, საშინლად ძნელია, როდესაც პრინციპები და ემოციები ერთმანეთს კვეთს, ამ დროს გიჭირს განსაზღვრო, რა არის, შენთვის უკეთესი.
-შეგიძლია მომშორდე ? ისედაც მცხელა.რა თმა უნდა, ოლივია რის ოლივიაა,თუ არ მოწამლა ყველაფერი. თითონაც არ იცოდა რატომ თქვა, მაგრამ უბრალოდ, მოულოდნელად ისეთი გრძნობა დაეუფლა, წამით რომ გაჩერებულიყო მასთან, გაიგუდებოდა.
-მე მეგონა გციოდა, გაციებას, ციებ-ცხელება ახასიათებს, პატარა ბავშვივით ამოიბლუყუნა ბიჭმა, და მკლავები, უხერხულად გამოსწია.-წავალ, რაიმე წამალს ვიპოვი, სიბრაზისა და იმედგაცრიუებისგან აღსავსე ტონმა გააპო ოთახი და ზეინი ოთახიდან წამის მეასედში გაუჩინარდა, გოგონამ კი, ფიქრი დაიწყო იმაზე, რა დებილი იყო.
-ხომ გიყვარს ? გააჩერე ეგ დაწყევლილი ენა, წელიწადში ერთხელ მაინც. შეუღრინა თავის თავს, და საწოლიდან წამოიწია, მიუხედავად იმისა რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა, ასჯერ უფრო დიდი ეჩვენებოდა, ვიდრე 9.8, პულოვერზე, თბილი გადასაფარებელი შემოიხვია და სიცხისგან დასხველებული თმის ბოლოები, რეზინით აიკრიფა, და უჩუმრის პირად მისი ოთახიდან ვერანდაზე გავიდა, სადაც დიდი საქანაი სკამი იყო ჩამოკიდული, იქ მოთავსდა და ფეხები მაღლა ააწყო, ვარსკლავებს ახედა, რამდენი იყო, და რა ლამაზები, ევა ყოველთვის ეუბნებოდა, ვარსკვალების თვლა კარგს არაფერს მოგიტანს, პირიქით უიღბლობა იცისო, მაგრამ, სულ ტყუილად, 10 წლიდან, რამდენჯერაც, ვარსკლავებით მოფერილ ცაზე აღმოჩნდებოდა, მაშინვე მათ თვლას იწყებდა, თან ზომისა და ბრწყინვალების მიხედვით ალაგებდა, სახელებსაც კი არქმევდა. ახლაც, მრავალი წლის შემდეგ, იდგა, და მათ დათვლას განაგრძობდა.
ერთი,ორი,სამი ყველაზე მეტად ბრწყინავენ.
ოთხი ხუთი ექვსი.
-ლამაზი ცაა, არა ?
-ჰო.
-წამალი ვიპოვე შენთის,ყოველ შემთხვევაში, სიცხის დამწევი აწერია, წყალიც მოგიტანე.
-მადლობა.
-ერთი სურვილი რომ გქონდეს, ნებისმიერი, რას ისურვებდი ? ცისთვის თვალი არ მოუშირებია ზეინსაც, ისე ამოილაპარაკა,
-ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას.
-ვაუ ? კითხვასავით გაისმა მისი გაოცება.
-არ ელოდი არა ?
-არა, ნამდვილად არა, მე მეგონა ბევრ ფულსა და უზრუნველ ცხოვრებას ინატრებდი, ან რამე მსგავსს.
-რისთვის ? რა აზრი მაქვს სიცოცხლესა და უზრუნველ ცხოვრებას თუ ისინი არ იქნებიან ჩემს ცხოვრებაში ? პარადოქსია მათ გარეშე სიცოცხლე.
-სხვანაირი ხარ... ამმოიბუტბუტა ზეინმა
-სულაც არა, დარწმუნებული ვარ ჩემსავით მილიონზე მეტი ადამიანი ფიქრობს. წამით სიჩუმემ დაისადგურა, გვერდიგვერდ ისხდენენ, ორივე ცას აკვირდრდებოდნენ.
,,Kiss me under the light of a thousand stars,’’ -მოულოდნელად აღმოხდა გოგონას ტუჩებს სიმღერით ,პირზე ხელი მიიფარა და თავი დაბლა ჩახარა.
-Thinking out Loud ?
-ნამდვილად
-მეცეკვები ?
-უკაცრავად ? გაკვირვებულმა გახედა გოგონამ
-მეცეკვები, მეთქი ? -გაუმეორა ბიჭმა
-ზეინ გაგიჟდი, თუ ხო ?
-სულაც არა, მაგ სიმღერის კლიპში ხომ ცეკვავენ ? ჰოდა ჩვენც ვიცეკვოთ,შენ იმღერე
-შენ ედ შირანი არ ხარ.
-მერე რა მოხვდა, არც შენ არ ხარ ის მოცეკვავე გოგონა, სამაგიეროდ ოლივია ხარ, რომელიც საოცრად გაციებულია.კარგი რა, არ მითხრა, რომ შენ რამის გრცხვენია,
-სულაც არა, უბრალოდ ხმა არ მაქვს რომ ვიმღერო