32

676 37 4
                                    

32.
Before, We Finished
გაინტერესებთ რა მოხვდა როდესაც ლიამი, ოლივია და ზეინი სახლში დაბრუნდნენ  ? ელისი ტკიპასავით მიეწება ლივს, და ყველაფრის გამოკითხვა დაიწყო ჰარიზე, რა თქმა უნდა გოგონამ არ იცოდა რომ სთაილსს ჰარი ერქვა, ასე რომ როგორც კი სახელი და გვარი გაიგო, მაშინვე ის თქვა, როგორ სექსუალურად ჟღერდა სახელი და გვარი, და რომ იმედი ჰქონდა, ისეთივე სიმპატიური იქნებოდა ბიჭი, რამდენად კარგი სახელიც ჰქონდა, მაგრამ მან ხომ არ იცოდა, წინ რა ელოდა..ღამის ქალაქი, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო, რაც კი მაიამის ჰქონდა, მაგრამ, ზეინი და ოლივია, იმდენად დაღლილები იყვნენ ოთხ საათიანი ფრენით, როგორც კი ლიამმა თავისი ოთახი აჩვენა, ორივემ ერთხმად ამოიოხრა, რიგრიგობით მიიღო შხაპი, და ერთ საწოლში  მოთავსდნენ, როგორც კი ბიჭმა გოგონას წელზე ხელი შემოჰხვია, ორივეს წყნარად ჩაეძინა.

მეორე დილა რა თქმა უნდა შემართებით გათენდა, უფრო სწორად, ელისმა შექმნა ეს გარემო, მთელი დღე დადიოდა, და მისი და ჰარის შესაძლო შეხვედრის უამრავ გზასა და მეთოდს ადგენდა, ამასთან, კაბებს იზომებდა, როგორც ჩანს, თავის გარდირობში ვერაფერი იპოვა,  და ოლივიას კატის თვალებით შესთხოვა, რამე მოეძებნა მისთვის, ოლივიაც უბრალო თვალის ატრიალებით შემოიფარგლა, თავისი ჩანთა გადაშალა, და იქიდან, კოხტად დაკეცილი ვერცხლისფერი, სულ თვლებით გაწყობილი უბრალო კაბა მისცა, გოგონა, თვალის შეუვლებლად მიხვდა რომ იდეალური იყო, ლივს აკოცა, და თავისი ოთახისკენ გაიქცა. საქმე იმაში იყო, რომ ორივე დილით ჰარის ზარმა გააღვიძა, და მისი სავარაუდო ჩამოსვლის შესახებ აცნობა, ამიტომაც, ლიამმა დაგეგმა, რომ ყველანი ერთად, რომელიმე კარგ კლუბში წავიდოდნენ, და მაგრად გაერთობოდნენ, მანამდე კი, სახლში მოუწევდათ დროის გაყვანა, თუმცა ოლივიამ სთხოვა,რომ ზღვაზე გასულიყვნენ, თავიდან ბიჭებმა უბრალოდ ამოიგმინეს, მაგრამ როგორც კი ელისმა მათი გალანძღვა დაიწყო, ორივე მორჩილად წამოდგა, და გამოსაცვლელად წავიდა,ოლივიამ უბრალო საცურაო კოსტიუმი მოირგო,მოკლე ჯინსის შორტები, და გამჭვირვალე მაისური, ფეხზეც ჩაიცვა, ჩანთაში მზისგან დამცავი საშუალება და სათვალეები ჩადო, და დაბლა დაეშვა, ზეინი აბაზანაში იყო, მაგრამ მას არც კი დალოდებია, საბოლოოდ, როდესაც ოლივიამ ზღვის დანახვისას ამოიგმინდა, და სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, როგორც კი მაისური გადაიძრო, უკან ზეინის ხელები შემოეხვია.
-ჰეი, უმმ..მეე... რამეს ხომ არ შემოიხვევდი ? -ჰკითხა
-მოიცა რა ? გაეცინა გოგონასაც
-რავიცი, ყველა გიყურებს და...  -თავი დაბლა დახარა ბიჭმა, თითონაც ეცინებოდა, მაგრამ რაექნა, ბუნებით ეჭვიანი იყო.
-ღმერთო, მოიცა, შენ რა, ეჭვიანობ ? -სიცილი აუტყდა გოგონას და ზეინს შემოეხვია.
-ნუ დამცინი ოლივია მეიერს, გაფრთხილებ, ახლა უკვე მასაც გაეცინა, წამის მეასედებში მოიგდო ლივი ზურგზე და მასთან ერთად წყლისკენ გაექანა, ისკუპა, და ჰოჰ!  ჩახტა.
-შე იდიოტო!დეგენერატო! არაადამიანო!
-კარგი წყლია, არა ? ისე ჰკითხა ბიჭმა, ვითომც არაფერი გაეგოს.
-მე შენ გიჩვენებ სეირს, დოინჯი შემოირტყა, და ეცადა ზეინი წყლის ქვეშ ჩაეყურყუმელავებინა, მაგრამ გოგონას ძალა საკმარისი არ აღმოჩნდა, და რა თქმა უნდა დამარცხდა.
-შენი ჭკუით, რას აკეთებდი ?
-ვცდილობდი დამეხრჩე, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გამიმართლა.
-მოდი ჩემთან, ხმა საოცრად დაუთბა ბიჭს, და გოგონა მიიხუტა, ლივმაც ფეხები წელზე შემოჰხვია და მიეხუტა, თავი მხარზე დაადო, ბიჭმა კი თავისი ხელები წელზე შემოჰხვია, ასე იდგნენ წყალში ჩახუტებულები, უამრავი თვალი ადევნებდა თვალს, ზოგს აინტერესებდა, ზოგი კი, უბრალოდ თვალებით ჭამდა
-გვიყურებენ-დაიჩურჩულა გოგონამ ზეინის ყურთან ახლოს და ყელში პატარა კოცნა დაუტოვა.
-დაიკიდე, მთავარია კარგად გრძნობ თავს.
-არ მაინტერესებს, უბრალოდ მეტი საქმე არ აქვს ? -ჩაიფრუტუნა გოგონამ, და თვალები გადაატრიალა
-ბოლოს მაინც უბრუნდები ხოლმე შენს ჩვეულ ამპულას, გაეცინა ზეინსაც
-ეს ყველაფერი.. ისეთი... ისეთი უცნაურია.. თვალები გაუფართოვდა გოგონას, ყველაფერი ისეთი არარეალური ჩანდა, თითქოს სხვაგან იყო, თითქოს ეს ყველაფერი ილუზია იყო..
-კარგად ხარ ოლივია ? სახეზე ფერი არ გადევს. უკვე შეშფოთებისა და შიშის ნოტები დაინერგა ბიჭშიც.
-ჰო, მაინც ეჭვნარევად ჩაილაპარაკა,და ხალხს გახედა, უცნაური იყო, ძალიან, ძალიან უცნაური.
-ხომ იცი, რომ მიყვარხარ არა ?
-კი.
-და შენ არა ?-ქვედა ტუჩი აატრიალა ბიჭმა და დაებღვირა,
-აჰმჰ კი მეც ძალიან.-გოგონას განმეორებითი დეჟავუს გრძნობა ჰქონდა,თითქოს ეს ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდა თითქოს...
-ავიდეთ ? -ზეინის ხმა მოესმა.
-ამ, ჰო,ჰო, თავი დაბნეულად დაუქნია გოგონამაც და ზეინს ხელი ჩასჭირდა, ბიჭმა თითები მისსაში ახლართა, და კვლავ გაუღიმა
-ზეინ, მგონი უცნაურად მე კი არა, შენ იქცევი, ახლა დაბნეული მზერა ბიჭს მიაბყრო.
-ჩემგან რაღა გინდა მეიერს ?
-არვიცი,ზედმეტად თბილი ხარ მგონი.
-მოიცა, რა არის ცუდი იმაში,რომ ჩემს შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ს თბილად ვექცევი  ?
-მე.. ამმმ არ ვიცი.-მიხვდა რა სისულელეც წამოროშა და თავი დახარა, რა ჯანდაბა ემართება ?
-მომისმინე, რატომღაც საშინელ ხასიათზე ხარ, და საშინლად უცნაურად იქცევი, მაგრამ როცა გონს მოეგები, და სისულელეების ლაპარაკს მოეშვები, შემატყობინე-გაბრაზდა ბიჭიც და ლიამისკენ და ელისისკენ წავიდა, რომლებიც ერთმენეთს ელაპარაკებოდნენ
-ჯანდაბა, უთხარი მას, რომ სნიკერსი კიტ-კეტს ბევრად ჯობია, ამოიოხრა ლიამმა, და ელისს გაბრაზებული სახით შეხედა
-სნიკერსი, იდიოტური შოკოლადია, ნუ რა თქმა უნდა თუ ამას შოკოლადი ჰქვია,  ორი კილო არაქისია, და ერთი გრამი შოკოლადი
-არადა მას სნიკერსი უყვარს, ძალიან ძალიან გაკვირვებულმა თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომელიც თვალს ადევნებდა საუბარს, და შეზლონგზე წამოწოლილი, მზისგან დამცავ სპრეის ისხურებდა
-იმედები უნდა გაგიცრუვო ელისს,და უნდა  გითხრა რომ, სნიკერსი მეფეა
-მე კიდევ გემოვნებიანი მეგონე,როგორც ჩანს შენი გემოვნება მხოლოდ ოლივიაზე მოქმედებს, საყვარლად ჩაიცინა ელისმა, და ოლივს თვალი ჩაუკრა.
-ზუსტად, ზუსტად ერთნაირები ხართ, ალბათ ესაა მიზეზი, რომ ასე ახლოს ხართ ერთმანეთთან,-კვლავ ზეინმა ამოიოხრა
-სხვათაშორის,-მეგობარს გამოექომაგა ელისიც, მართალია მასხარა, და საშინლად არასერიოზული იყო,მაგრამ ასეთ საკითხებში,შეეძლო კბილებით,თავისი ღირსებისა და პატიოსნების ფასად დაეცვა მეგობრები, რა საკითხიც არ უნდა ყოფილიყო ის.
-ოლივია ერთადერთი ნორმალური გოგო იყო კოლეჯში,ორივე ერთნაირი დაქნეულები ვიყავით, იმ განსხვავებით, რომ სხვა ძუკნებს არ ვგავდით, ყველას საწოლში რომ უგორდებოდნენ.
-მაგრამ დამერწმუნე, ძუკნა ნამდვილად ხარ, ხასიათზე მოვიდა ოლივიც და ჩაეცინა
-ვარ, სწრაფად დაუქნია თავი და დაეთანხმა, -უბრალოდ, ძირითადად ბიჭებს ვიყენებ მე და არა პირიქით.
-აი, ხომ ვამბობდი
-ღმერთო,დეიდა ჯენის და ბიძია ჯორჯს  რომ შენი ლაპარაკი გაეგოთ, ვერ იცოცხლებდი, ახლა ლიამმა ამოიღო ხმა
-მაგრამ ახლა, ისინი აქ არ არიან, ხედავ სადმე მათ ? დედააააა მამაააააა ხმამაღლა დაიძახა, და ხალხის ყურადღებაც მიიბყრო,ზეინს ჩაეცინა, ლიამმა გამკიცხველად გააქნია თავი
-არა ნორმალური ხარ.
-ახალი ამბავი, -თვალები აატრიალა ელისმა, და დარჩენილი დრო, ოლივიას კაბაზე საუბარს მოანდომა,თუ რამდენად კარგად ერგებოდა ის, და როგორი კეთილი იყო ლივი, რომ დაეხმარა, შემდეგ ლიამმა წუწუნი დაიწყო იმაზე, თუ როგორ შიოდა. ასე რომ ყველამ აკრიფა თავისი ნივთები, და სახლისკენ რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ, იმის გათვალისწინებით რომ, სახლი პირდაპირ სანაპიროზე იყო.
-ოლივმა მალევე მიიღო შხაპი, და საჭმლის მოსამზადებლად სამზარეულო მოძებნა, აღიარა, რომ ლიამს ყველაფერი იმდენად კარგად ჰქონდა მოწყობილი, რომ აშკარად ეტყობოდა გემოვნება. ვინაიდან და რადგანაც ელისის შეშვება სამზარეულოში არ შეიძლებოდა,( უკანასკნელად კოლეჯში ცეცხლი გააჩინა,) ზეინი მასზე გაბრაზებული იყო, და ლიამიც საკმაოდ უმწეო იყო ამ საკითხში (მთელი მაცივარი ნახევარფაბრიკატებით ჰქონდა გადავსებული ) ოლივიამ თითონ ითავა გემრიელი სადილი, თან გადაწყვიტა ნაილისთვის დაერეკა, რომელიც საშინლად, საშინლად ენატრებოდა. რამდენიმე წუთში ლეპტოპით ხელში დაბრუნდა, და ნაილთან სკაიპით დარეკვა არჩია, ორი ზარი, და ვუალა! ქერა წიწილას გამოსახულებაც გამოჩნდა
-დაიბყარი მაიამი?  ეს იყო პირველი ფრაზა რომელიც ნაილმა უთხრა, ოლივიას გაეცინა, და თავი გაიქნია
-სამწუხაროდ ჯერ არა, უკვე მომენატრე.
-მე კი შენთვის სიურპრიზი მაქვს, ნახე! თქვა ნაილმა და ტელეფონი ევასკენ შეატრიალა, როგორც ჩანს ნაილი ევასთან იყო.
-დე! თვალები სიხარულისგან გაბრწყინდა გოგონას.მოიცა, შენ რა გინდა ნაილერ მანდ ?
-მაღაზიაში საჭმლის საყიდლად ვიყავი ჩასული, სუპერმარკეტში კი ევას შევხდი, პროდუქტებს ყიდულობდა, მაშინვე დამპატიჟა ქათმის რულეტზე, მეც რაღა თქმა უნდა დავთანხმდი.
-ახლა სწორედ მაგას ვამზადებ,გაეცინა ოლვიას, დარჩენილი ნახევარი საათი, ევა სკაიპით მითითებებს აძლევდა, როგორ უნდა გაეკეთებინა გემრიელი სადილი, ნაილი კი რა თქმა უნდა უაზრო კომენტარებს ისვროდა
-ახლა ეს ბრინჯი ორეგანოსთან ერთად მოშუშე, უთხრა ევამ
-ოღონდ ჯერ  ტაფა აანთე, გაეცინა ნაილს.
-ჰაჰაჰა, თვალები გადაატრიალა ოლივმა, მეგონა ამანდა შეგცვლიდა, ვცდებოდი, ისეთივე მომაბეზრებელი ხარ.
როდესაც საჭმლის მომზადებას მორჩა, და ევას საბოლოო შედეგიც აჩვენა, ქალმა სიამაყით გაუღიმა, ნაილს დაემშვიდობა, და სკაიპიც გათიშა, უჯრებში თეფშები იპოვა და მაგიდა გააწყო, შემდეგ კი ხმამაღლა დაიძახა რომ საჭმელი მზად იყო, და ბრახა ბრუხი გაისმა, საბოლოოდ, სამივე ისეთი სისწრაფით შემოცვივდა, ოლივიას რამის მთავარი კერძი დააგდებინა, გოგონამ სამივეს თვალები დაუბრიალა, და კერძი შუაში ჩადგა, ამას მოჰყვა, კმაყოფილების შეძახილები, თუ რა გემრიელი იყო საჭმელი
-მგონი უკვე დროა მოვემზადოთ არა ? საუბარი ელისმა წამოიწყო, და ფილმის ყურების შემდეგ ფეხზე წამოდგა, ოლივიამაც თავი დაუქნია და უკან გაჰყვა, თავისი ჩემოდნიდან რაიმე შესაფერისს ეძებდა, ბოლოს შავი მოკლე კაბა იპოვა, ოდნავი დეკოლტითა და ბრეტელებით, ვერცხლისფერი ფეხსაცმელიც შეუხამა,უბრალო შავი კლაჩიც, თმა კი შეიკრა, ხელი რომ არ შეეშალა, ზუსტად მაშინ, როდესაც მუქი ფერის ტუჩ საცხს ისვამდა,კარზე დააკაკუნეს, და მაშინვე გამოჩნდა ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი, საოცრად, საოცრად სექსუალური ელისი
-ღმერთო, ნამდვილი შოკი ხარ! საუცხოოდ გამოიყურები. გაუღიმა ლივმა
-შენ საოცრება ხარ! ჰო, ულამაზესი კაბაა.
-ჩავიდეთ ? ბიჭები გველოდებიან.
პირველი კომენტარი გოგოების ჩაცმულობასთან დაკავშირებით იყო უბრალოდ ,ვაუ, ზეინმა ამაყად მოჰხვია წელზე ხელი ლივს, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ შერიგდნენ.
თქვენ უნდა გენახათ, კლუბთან რა ამბავი იყო ! უამრავი ადამიანი ირეოდა, შესასვლელს კი ზორბა დაცვა აკოტროლებდა.
-ჰეი დემიენ, მხიარულად გაუღიმა ლიამმა, და ოთხივე უპრობლემოდ შევიდა კლუბში, და ყურისწამღებ მუსიკასთან გამკლავება მაღალი საუბარი სცადეს.
-ჰარიმ მომწერა, მგონი აქ არის. -ზეინმა ოლივს უთხრა
-ნეტავ სად არის ? სივრცეს თვალი მოავლო გოგონამ, და ეცადა მწვანეთვალება ბიჭი ამოეცნო.
-აი ისიც, თითი გაიშვირა ჰარისკენ ზეინმა, როგორც ჩანს სთაილსმაც დაინახა ისინი, რადგან პირდაპირ აქეთ წამოვიდა.
-ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ელისი იმეორებდა, კაცღმერთი, ღმერთო.ანგელოზი, თავისთვის ლაპარაკობდა და ჰარის მზერას არ აშორებდა.
-ჰეი, დაკარგულებო, მომენატრეთ, ანუ უკვე წყვილი არა ?  თვალისმომჭრელად ჩაიცინა ჰარიმ, და ოლივიამ თვალის კუთხიდან დაინახა, როგორ დადნა ელისი
-აჰამ, გაეცინა ზეინსაც,ჰაროლდ, გაიცანი, ოლივიას მეგობარი ელისი, ზეინმა ეშმაკურად ჩაიცინა და ჰარის მზერაც ავტომატურად ელისზე გადავიდა
-სასიამოვნოა შენი გაცნობა მშვენიერო.
-ჩემთვისაც. ჩაიღიმა ელისმა, ოღონდ მორცხობის გამო კი არა, ფლირტის ღიმილი.
-ვიცეკვოთ ? ფაქტი იყო,ჰარი პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა ელისით, და მისი კაბის ღრმა დეკოლტით..
- რა თქმა უნდა, ხელი ხელზე დაადო ჰარის ელისმა, და უკან გაჰყვა, რამდენიმე წამში კი ხალხში გაუჩინარდნენ.
-ღმერთო, ელისი გამოუსწორებელია..დაიყვირა ლიამმა რომ ხმა მათზე მიეღწია, შემდეგ ბარის კუთხეში ადგილი იპოვეს, საიდანაც მთელი სივრცე ეშლებოდათ. ზეინმა ორი მარტინი აიღო და ერთი ოლივს გაუწოდა.
-თქვენს აქ ჩამოსვლას გაუმარჯოს, ჰო, და ჩემს დაკარგულ მეგობარსაც, ლიამმა არაყი წამის მეასედში გადაკრა. ოლივი ნამდვილად ფიქრობდა, რომ ლიამი, არაჩვეულებრივი ბიჭი იყო.
სამი ჭიქა ტეკილის შემდეგ კი, ლიამმაც იპოვა პარტნიორი.
-ვიცეკვოთ ?  შესთავაზა ზეინმა და ფეხზე წამოდგა
-არ ვიცოდი თუ ცეკვავდი.გაეღიმა ოლივსაც
-მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ერთადერთი ქალბატონისთვის, ხმამამაღა გაიცინა ბიჭმა, გოგონაც წამოდგა, კაბა გაისწორა, და ორივე ხალხს შეერია,ბიჭმა წელზე ხელი მოჰხვია, გოგონამ კი კისერზე, და ნელ ნელა რწევა დაიწყეს, წამები იწელებოდა.. შემდეგ საერთოდ ჩერდებოდა,ან შეიძლება მათთვის იყო ასე, ზეინმა ოლივიას მზერა დაიჭირა.
-იმათ უყურე, უთხრა და მარჯვივ გაახედა, კლუბის სიღრმეში, ჰარი და ელისი შენიშნა, ისე ცეკვავდნენ..ანუ ეს ცეკვა არ იყო, ბიჭი თამამად დაასრიალებდა ხელებს გოგონას სხეულზე.
-გამოუსწორებელი ბაბნიკი, და იდიოტი ძუკნა, მშვენიერი წყვილია, გაეცინა ლივსაც,და ზეინს სახე მისსას გაუსწორა, რამდენიმე წამით აკვირდებოდა
-ხანდახან ვფიქრობ, რომ სრულყოფილი ხარ.
-მე კი, ყოველთვის ვფიქრობ რომ ჩემი საჩუქარი ხარ..
გოგონამ თავი ყელში ჩაუდო და გაუღიმა, იღიმოდა მთელი გულით და მთელი სხეულით ეკვროდა ბიჭის სხეულს
-როგორ მინდა ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს.,,გაუღიმა ზეინმა, და რამდენიმე წამის შემდეგ დაამატა. გინდა ჩემი საიდუმლო გაგიმხილო  ? კარგი, გეტყვი.
იცი ვინ მოკლა ეველინი ?  გინდა გაიგო ? მე. მე შევუკვეთე მისი მკვლელობა, და შემდეგი შენ იქნები, ჩემო ძალიან ლამაზო.გოგონას ყურში ჩურჩულებდა ბიჭი, როგორც კი ეს გაიგო, გოგონას სუნთქვა გაეყინა და უკან უკან სიარული დაიწყო, ზეინი კი ბოროტული ღიმილით უკან მიჰყვებოდა, გოგონა ცდილობდა ხალხის მასა გაერღვია, და იქიდან გასული მაგრამ თითქოს ყველა მას იჭერდა, გოგონა როგორც იქნა გარეთ გავიდა და გამწარებული სირბილი დაიწყო, გრძნობდა, როგორ მისდევდა ზეინი, არ უნდა, არ უნდა რომ მისი ცხოვრება დასრულდეს... უცებ წელზე ხელები შემოეხვია.
-შენი სიცოცხლე, სულ რამდენიმე წამში დასრულდება,გრძნობდა როგორ ეხუთებოდა სუნთქვა, გრძნობდა ტკივილს, გაუსაძლისს ტკივილს, ერთი გასროლა და გოგონას სხეული უსულოდ დაეცა მიწაზე
-ოლივია გაიღვიძე! იგრძნო როგორ შეაჯანჯღარეს, გოგონამ თავი სწრაფად წამოსწია, და მიმოიხდედა, ირგვლივ სრული სიბნელე იყო, ზეინი კი წინ ედგა და აჯნღრევდა, გოგონას  საოცრად სწარაფად სუნთქავდა, და მის გულს ბაგა ბუგი გაუდიოდა, ოფლში ცურავდა.
-ზეინ..შენ..შენ.. არ მომკალი ?
-ოლივია კარგად ხარ ?ანერვიულებულმა ჰკითხა ბიჭმა, ცუდი სიზმარი ნახე ?
-ჯანდაბა, ამოიოხრა, და შვებისგან ამოისუნთქა, ჰო, ეს კოშმარი იყო.
-რა ნახე ? ჰკითხა ბიჭმა და მიიხუტა.
-შენ..შენ..მითხარი,რომ ეველინი შენ მოკალი და ჩემს მოკლასაც აპირებდი..ეს ყველაფერი ისეთი...ისეთი რეალური იყო, ძალიან შემეშინდა, ამოისლუკუნა, და ცრემლები გადმოსცვივდა.
-ღმერთო ჩემო, ნუ ტირიხარ, მე შენთან ვარ, შენ კი, კარგად ხარ-შუბლზე აკოცა გოგონას, და მის უზარმაზარ ტორები შემოჰხვია.
-ჰარი და ელისი სად არიან ? ლიამი ?  კარგად არიან ? ამოისლუკუნა, ბიჭის ყელში.
-ჰარი და ელისი კლუბიდან პირდაპირ სასტუმროში ჩავიდნენ, წარბები აათამაშა ზეინმა, ლიამს ძინავს, შენ კი ქალბატონო, ხუთი ჭიქის დალევის შემდეგ ჩაგეძინა და სახლში წამოგიყვანე..
-ის სიზმარი..ის..
-დაწყნარდი, მომისმინე, ხომ იცი, რომ მიყვარხარ არა ?
-კი, ამოისრუტუნა გოგონამ.
-ხომ იცი რომ არაფერს დაგიშავებ არა ?
-კი
-ხომ იცი, რომ ყოველთვის შენთან ვიქნები ?
-ვიცი.
-კარგი, ახლა კი წელზე ხელს შემოგხვევ, და მე და შენ ტკბილად დავიძინებთ, მე ჩაგეხუტები, შენ კი კისერში თავს ჩამიყოფ, და მაკოცებ კიდევაც, ჩაიხითხითა ბიჭმა
-კარგი, წყნარად დაუქნია გოგონამ თავი, და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ჯანდაბა,ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ოლივიამ თავი ბალიშზე დადო,ზეინმა კი მას მკლავები შემოხვია, და ფეხები მისსაში ახლართა. ცხვირზე და ტუჩებზე აკოცა
-ნეტავ ეს წამი სამუდამოდ გაგრძელდეს... დაიჩურჩულა ზეინმა, და უკვე ჩაძინებულ ოლივიას შეხედა..

                                  დ ა ს ა ს რ უ ლ ი !

Mistake (დასრულებულია)Where stories live. Discover now