22.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ოლივიას გამოეღვიძა.
ალბათ გგონიათ რომ რაიმე შემეშალა არა ? ცდებით, ეს ყოველივე ოლივიას წარმოსახვის უნარი იყო.სიზმარი. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მასში სიმართლის ელემენტებიც ერია, მაგალითად ის, რომ ოლივია მის ცხვირზე მოკალათებულმა მკრთალმა მზის სხივმა გამოაღვიძა, გოგონამაც ხელი აიფრიალა, თითქოს სხივი კიარა, რომელიმე მოსაბეზრებელი მწერი ყოფილიყო. მაგრამ უცებ, თავისი სიზმარი გაახსენდა, და თვალები ფართოდ,სწრაფად გაახილა, ისე გადაეჯაჭვა ზეინს, უკვე სიზმრებსაც ამ ბიჭზე ხედავს, გოგონას, ზოგიერთი დეტალი არ ახსოვდა, მაგრამ მაინც უკვირდა, როგორი ცხადი ჩანდა სიზმარი, თითქოს რეალური იყო.
თავისი ტელეფონი ბალიშის კუთხეში იდო, და როგორც კი შეფხიზლდა ინსტიქტურად გაიშვირა ხელი ბალიშისკენ, თუმცა ვერ გაითვალისწინა ის პოზა რომელიც მიღებული ჰქონდა, წონასწორობა ვერ შეიკავა და ძირს გაიშოტა, ბალიშთან და რბილ საბანთან ერთად. ოლივმა ერთი ამიოხრა და სწორედ მაშინ შემოაღო ზეინმა ოთახის კარი, მზერა გოგონაზე შეაჩერა რომელიც საბანში გახვეული იწვა, და შებერვით, თმის სახიდან გადაწევას ცდილობდა, ზეინს ჩაეცინა, და გეზი, პატარა მაცივრისკენ აიღო, საიდანაც რამდენიმე წამში ფორთოხლის წვენი ამოაძვრნა, ის-ის იყო პირისკენ უნდა გაექანებინა, რომ ლივის განწირულმა ყვირილმა, წვენი ხელიდან გააგდებინა, სითხემ მაშინვე მოიკალათა ზეინის თეთრ ქათქათა მაისურზე რომელმაც ორინჯისფერი საყვარელი ლაქა დატოვა.
-რა ჯანდაბა გააკეთე ? ოლივს სიცილი უნდოდა მაგრამ ზეინის სერიოზული გამომეტყველების შემხედვარემ, უბრალოდ ჩაიფხუკუნა, თუმცა ღიმილიანი მზერა მაინც ვერ დამალა.
-ნორმალური ხარ ? სრული სერიოზულობით ჰკითხა გოგონას, ტუჩის კუთხეში მასაც ეპარებოდა სიცილი მაგრამ ამ მომენტს ხომ ვერ ჩაშლიდა ?
-შენ ჩემი წვენის დალევას აპირებდი! ის მხოლოდ ერთად ერთი იყო შერჩენილი ჩემს მაცივარში! უკვე სიცილით უპასუხა ლივმა.
-მგონი თავი მაგრად დაარტყი გაიცინა ზეინმაც, როგორ განსხვავდება, ეს ზეინი სიზმრის ზეინისაგან.
-რა ვუყო ახლა ამ მაისურს ? მე რომ ძალიან მიყვარს? აღარ გელაპარაკები, მეტი ეფექტისთვის ზეინმა ქვედა ტუჩიც აატრიალა და ხელები ერთმანეთზე გადაააჯვარედინა, ოლივს ბიჭის სულელური გამოხტომის დანახვაზე სიცილი წასკდა მაგრამ, ეს სიცილი მაშინვე შეახმა, როგორც კი დაინახა,როგორ გადაიძრო თეთრი მაისური ზეინმა.
-რრ-ა ჯანდაბას აკეთებ ? დაბნეულად ამოილაპარაკა.
-ჩემი მაისური დასვრილია, ამიტომ მომიწევს, დროებით ასე ვიყო. ეშმაკურად გაუღიმა ზეინმაც.
ჰმ, ასე არა მალიკ ? გგონია მაგარი ბიჭი ხარ ? გგონია ოლივია მეიერსს აჯობებ ? ირონიულად, ჩაიცინა ოლივმაც, გონებაში და ზეინს მისი როკ ჯგუფის მაისური ესროლა რომელიც საწოლის ქვეშ იყო მოთავსებული.
-ჰმ, ცოტა პატარა ხომ არ მექნება ? ჩაიცინა ზეინმაც და ოლივის მაისური გადაიცვა, რომელიც მოტკეცილი ჰქონდა, ისედაც გამხდარ და დაკუნთულ სხეულზე.
-შენს ტანზეა შეკერილი. უკვე ხმამაღლა კისკისი დაიწყო ზეინზე, რომელიც წარბაწეული იყურებოდა, მართლაც ძალიან სასაცილოდ ჰქონდა კუნთებზე შემოჭერილი მაიკის სახელოები.
-ისეთი შემოტკეცილი ჯინსები გაცვია წესით ეს მაიკაც უნდა მოგხდენოდა, ვითომ დანანების ნიშნად თავი გააქნია გოგონამ,ისევ ეცინებოდა.
-დამცინიხარ ? წარბები აათამაშა ზეინმა, და შეუმჩნევლად აიღო ვაზა, რომელშიც რამდენიმე სახის ფერადი ყვავილი ეწყო, და ყვავილებიანად და წყლიანად მოულოდნელად დააცალა თავზე გოგონას. ოლივიას სახე უნდა გენახათ, გაოცებისგან და გაბრაზებისგან მოულოდნელად მიიღო წითელი ფერი, ფეხზე წამოხტა და წარბები შეჭმუხნა.
-გაიქეცი. ამოილაპარაკა და გამწარებული გაიქცა, ზეინი უნდა გენახათ, ჯერ,გრანდიოზული ნერწყვი გადაყლაპა ოლივის მოკლე საძილე შორტები რომ დაინახა, შემდეგ კი განწირული გაიქცა, სწრაფად შემოუარა მაგიდის მეორე მხარეს, როგორი დასანახია როგორ დარბის, ორი ზრდასრული ჩამმოყალიბებული ადამიანი პაწაწუნა ჟურნალის მაგიდის გარშემო 20 წუთი ? ოლივს სირბილის დროს წყლის წვეთები და ყვითელი ფერის ყვავილები სცვიოდა. ბოლოს , როდესაც ზეინს ფეხი გაუცურდა და ძირს, კაფელზე წაიქცა, ოლივია ზემოდან წაადგა, გაავებული ღიმილით.
-მხოლოდ იმიტომ არ გადაგავლებ წყალს, რომ ჩემი მაისური გაცვია რომელიც უნდა ჩავიცვა. დაიმახსოვრე. მე ვერასდროს, ვერ დამამარცხებ ! ამის თქმა იყო, და ზეინმა ფეხში ხელი მოჰკიდა და ოლივიც ძილს აღმოჩნდა, მოულოდნელად,გოგონამ თავი მაგიდის კიდეს ჩამოჰკრა და თვალები დაეხუჭა, ამის დანახვა იყო, და ზეინს, სახიდან ფერი გადაუვიდა, უცებ წამოხტა ადგილიდან და ოლივს მიადგა, საკუთარის ბაგა ბუგს ყურებში გრძნობდა.
-ოლივ.ოლივია გამოფხიზლდი, ძალიან გთხოვ. ბიჭი უკვე გადადუდებელ დახმარებაში რეკავდა როდესაც ოლივმა ხმამაღლა კისკისი დაიწყო, ვერღარ ჩერდებოდა, ბოლოს როდესაც თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა ზეინს გახედა, რომელიც, ძალიან,ძალიან გაბრაზებული ხმით იყურებოდა.
-შენი აზრით, ეს სასაცილოა ?
-სიმართლე გითხრა ?
-შენი აზრით სასაცილოა მეთქი ? გაუმეორა კითხვა.
-კი. კვლავ გაეცინა ლივს და ფეხზე წამოდგა. მისი და ზეინის ნამოქმედარს თვალი მოავლო, არეული საწოლი, მიყრილ მოყრილი სკამები, დამსხვრეული ფაიფურის ვაზა, და მიმოფენილი ჟურნალები.
-აი, ამას, ვაჟბატონო, შენ თითონ მიალაგებ. თავაწეულმა მბრძენბლურად დაილაპარაკა და აბაზანისკენ გაემართა, მაგრამ უცებ მოტრიალდა.
-მალე უნდა მიალაგო, პირველ რიგში იმიტომ , რომ ყველაფერი შენი ბრალია.
-ვგავარ მოსამსახურეს ?
-არა თუმცა, უნიფორმა ძალიან,ძალიან მოგიხდებოდა, თვალი ჩაუკრა გოგონამ, და აბაზანაში შებრუნდა.
სიმართლე რომ ითქვას, ოლივიასა და ზეინის ურთიერთობა, არც მეგობრობა, არც ნაცნობობა, და არც სიყვარული არ იყო. უბრალოდ თავს, ერთმანეთის გვერდით, ზედმეტად კარგად გრძნობდნენ, თუმცა, მათი რთული ხასიათების გამო, ძნელი იყო რაიმეს პირდაპირ თქმა.
გოგონამ ზედმეტი ტანსაცმელი მოიშორა, და თბილი წყლის ქვეშ მოთავსდა, რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა, ბოლოს ქოქოსის და ალოეს დუშ გელს ხელი მოჰკიდა და სითხე მთელს სხეულს მოატარა. ხვდებოდა, ხვდებოდა რომ ორი სამი კვირის განმავლობაში საოცრად შეცვლილი იყო, იმასაც შესანიშნავად გრძნობდა რომ ძველი ოლივია არასდროს იქნებოდა, ადრე, თითქოს, მიძინებული გრძნობები რომლებიც სადღაც, ტვინის, გონების კუნჭულში იყო მიჩქმალული, გამოღვიძებას იწყებდა, ან შეიძლება ეს გრძნობა არასდროს არ არსებულა, სიყვარული იყო ? არა. მოწონება ? უფრო მეტი. ჯანდაბა ოლივ, შენს შესანიშნავ ტვინს შეუძლია მიხვდეს რა გჭირს ?
ეს ჩემს ძალებს აღემატება.
-ოუ, გამოჩნდი ?
საყვარელო, მილიონჯერ მითქვამს. თავიდან ვერ მომიშორებ.
-ღმერთო, რა საზიზღარი არსება ხარ.
ვართ.
-როგორ შეიძლება,ჩემი გონება შენნაირი პარაზიტისგან განვწმინდო ?
თავი მოიკალი.
-საიდან ამდენი ჭკუა ?
ოუ, ჩვენ ძალიან გონიერი ხალხი ვართ.
გოგონამ საბოლოოდ გამოვიდა აბაზანიდან და იქვე დატოვებული გრძელი თეთრი მაისური ჩაიცვა, სველი თმა კი პირსახოცით დაიმაგრა. რომ გამოვიდა ზეინი იქ აღარ დახვდა, სწორედ ამ დროს ტელეფონის ზარი მოისმა, ოლივი საწოლზე გაექანა და დახტა, ტელეფონზე ელისი დაეწერა, სიამოვნებისგან ჩაეღიმა.
-ჰეი ძუკნავ.
-ოუ, ელის, ვხედავ კარგ ხასიათზე ხარ.
-დიახ არაჩვეულებრივზე, და ერთი არაჩვეულებრივი, ამბავი მაქვს, მაგრამ იქამდე, ბრედფორდში როგორ მოვხვდე?
-მოიცა, მოიცა, ნიუ-იორკელ გიჟ გოგონას, რად უნდა, ინგლისის ერთ-ერთი ქალაქის კოორდინატები ?
-შეიძლება იმიტომ რომ ლონდონშია.
-რააააააააააააააააააა ? იმხელაზე დაიწივლა ოლივმა, ელისმა გინება დაუწყო.
-ბრედფორდის კოორდინატები აღარ დაგჭირდება საყვარელო. ლონდონში ვარ.
-შენი დედაც ოლივია მეიერს! როგორ მომენატრე! სად ჯანდაბაში გნახო ?
-მერილეიბონის სასტუმრო, ნებისმიერ ტაქსის მძღოლს უთხარი, ერთი ვიღაც უნდა გაგაცნო.
-ოუ , კარგი, გირჩევნია ის, ბიჭი იყოს, და თანაც სიმპატიური. ოლივიას გონებაში ჩაეცინა, მარტო სიმპატიური ?
-გელოდები ძუკნავ. ეს ყველაფერი ყურში ჩაჰყვირა და გათიშა, სასწრაფოდ ამოიცვა შორტი, და თმის შესაშრობად აბაზანაში შებრუნდა. ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული რომ ოთაცში ზეინი შემოვიდა.
-ერთი ვიღაც უნდა გაგაცნო. სწრაფად უთხრა და თმის დავარცხნა დაიწყო.
-ოუ მე უნდა მეთქვა, რომ ლონდონის თვალზე წასვლას ვაპირებდით.
-მშვენიერია.ისიც ჩვენთან ერთად წამოვა.
-ვინ არის ?
-ჩემი მეგობარი.
-შენნაირი არანორმალურია ?
-უარესი.
-შევიარაღდე ?
_შენივე უსაფრთხოებისთვის კი.
-ოუ აი მომწერა, შეგვიძლია ჩავიდეთ, ბედნიერებისგან გაბრწყინებულმა ოლივმა, სულ ხტუნვა ხტუნვით შევიდა ლიფტში, და მას ზეინიც მიჰყვა, გოგონა უაზროდ ასხივებდა სიცოცხლეს, ეს კი, უბრალოდ, იმის გამო ხდებოდა, რომ ოლივია, რამდენიმე წამში ელისს ნახავდა. ლიფტის კარი გაიღო თუ არა, ლივი სულ სირბილით გავიდა გარეთ, აქეთ იქით მიმოიხედა, და ელისი რომ ვერ დაინახა, დაიბღვირა.
-დაგვიანება მისი სტიქიაა.მ ხმამაღლა წამოიძახა თუ არა, უკნიდან რაღაც სხეული შემოახტა და რამის უკან გადააგდო. ხელები ყელზე წაუჭირა.
-იდოტო,კრეტინო, ნაგავო,ჩამოეთრიე ჩემი სხეულიდან! გაჰყვიროდა ოლივია.
-დეგენერატო. მომენატრე, როგორც კი ჩამოხტა ახლა ისე ჩაეხუტა,
-ღმერთო, მომენატრე! ძაააალიან. როგორც იქნა შეხვედრის საერთოდ არასენტიმენტალური სცენა დასრულდა და ელისმა ზეინი შენიშნა, თვალი მასზე გაუშტერდა, თვალები ლოკატორებივით ხან დაბლა და ხან მაღლა ჩაატარა.
-ვინ არის ეს სუპერსექსუალური არსება ? წამოიძახა ელიმ ხარბად. ზეინმა და ოლივმა სიცილი მორთეს.
-კარგი მგონი დრო არის, რომ წავიდეთ, ზეინმა შვეიცარს მანქანის გასაღები გამოსტაცა, და მანქანაში მოთავსდა. ოლივიც მალევე მიუჯდა გვერდით და გაშტერებული ელისიც მოიყოლა.
-შენ საერთოდ ვინ ხარ ? ჩემს იდოტ დაქალს საიდან იცნობ ? იცი რომ საოცრად სექსუალური ხარ, ისე უარს არ ვიტყოდი შენს...
-ელის! დაუყვირა ლივმა სიცილით და თავი გააქნია.
-მე მასთან ვცხოვრონ.
-მოიცა ეგ როგორ ? სასტუმრო აქვს ? და თავისუფალი ადგილები არის
? მეც მინდა დასახლება. რა ჰქვია ?
-ღმერთო, ელის, რა მოსაბეზრებელი არსება ხაარ! ევა მასთან მუშაობს და მეც იქ ვცხოვრობ.
-ამ, და იგივეს ვიმეორებ.თავისუფალი ადგილი გაქვს ?
-ოუ, მაინტერესებს, ლონდონში რა ჯანადაბას აკეთებ ? ჰმ,სიმართლე გითხრა თ მოგატყუო ?
-ვიქენდზე ჩამოვედი, ჩემი ფულის დასახარჯად.
-სხვა საქმე არ გაქვს ? გაეცინა გოგონასაც.
-არა.
-რათქმაუნდა უსაქმურო.
-იდოტო
-კრეტინო
-ძუკნავ. -უზრდელო.
-გეყოთ, საუბარში ზეინი ჩაერთო სიცილით.
-სექსუალური ხმაც რომ გაქვს იცი ? ელისი ენას არ აჩერებდა .
-ღმერთო ელის. გადაგაგდებ მანქანიდან,
-ახლა ორივეს გადაგაგდებთ მანქანიდან. და გადმობრძანდით მანქანიდან მოვედით.
კარგი, მგონი თვენს ორს ოფიციალურად არ გაგიცვნიათ ერთმანეთი.
ზეინ მალიკი და ელის სმითი.
-ძალიან,ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა ლამაზო ბიჭო.
ზეინი წინ მიდიოდა და თითქოს არაფერი ესმოდა,. თუმცა სინამდვილეში ყურს უგდება ელისის საუბარს რომელიც ძირითადად მისკენ იყო მიმართული და ოლივიას ლანძღვასაც.
ღმერთო, ბამბის ნაყინი მინდა ! ახლავე მოვაააააალ! დაიწივა ელიმ
ოლივიას გაეცინა და ზეინს დაეწია.
-ჰეი.
-ამ სუპერ ენერგიულ გოგოს საიდან იცნობ ?
-ხუთი წელი მასთან ერტად ვცხოვრობდი კოლეჯში.
-ხუთი წელი?სერიოზულად ? ოცი წუთია ძლივს ვუძლებ
-უბრალოდ ძალიან მოეწონე.
-ოუ მე ვის არ მოვწონვარ.
-მაგალითად მე.
-სამაგიეროდ მე ძალიან მომწონდა ოლივია მეიერს. ოლივმა ცალი წარბი მაღლა აქაჩა,ვერ მიხვდა უბრალოდ ეხუმრა თუ მართა თქვა.
ოლივს უბრალოდ გაეცინა.
-და აი მეც მოვედო, ელისი ოლივს მხარზე ჩამოეკიდა, და ბამბის ნაყინის ჭამა დაიწყო.
-მოგწონს. ჩასჩურჩულა ყურში .
-რა ? ბატონო?
-ოუ, მოდი რა ლივ, რამდენი ხანია გიცნობ, მაიკს ასე არ უყურებდი.
-მაიკი კრეტინი იყომ
-მაიკი არ გიყვარდა.
-არც ზეინი მიყვარს.
-არ გიყვარს მაგრამ სიკვდილამდე გიზიდავს.
-მე არ..
-მოკეტე.მოგწონს.
- ჰო , კარგი, მომწონს, ძალიან! ჩასჩურჩულა ელისს და ბამბის ნაყინის პატარა ნაწილი პირში გაიქანა.