10

401 29 1
                                    

10.
ზეინს გაუკვირდა რომ გოგონას, რომელასაც ჭკუიდან გადაჰყავდა, თავი მის მხარზე  ედო.
-წავიდეთ, გავიყინებით, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა გოგონას, და ხმადაბლა ჩასჩურჩულა,ტუჩების მოძრაობის დროს, ისინი ოდნავ შეეხო კანს, რ წამსაც  ლივს ისევ ჟრუანტელმა დაუარა, ჯანდაბა! ვერ იტანს თავის სხეულს!  გოგონა სწრაფად წამოდგა და შარვალი დაიფერთხა თან ქურთუკი უფრო მჭიდროდ  შემოიკრა სხეულზე . სიარული დაიწყო, ზეინიც უკან მიჰყვა, რამდენიმე წუთის სავალზე ზეინს მანქანა ჰყავდა დაყენებული, გოგონაც კომფორტულად მოთავსდა წინა სავარძელზე, უკვე თორმეტი საათი სრულდებოდა, მოიცა რა  ? 3 საათი აქ გაატარეს ?  ლივმა თვალები დახუჭა და სავარძელს მიეყრდნო, სახლამდე იმაზე მალე მიაღწიეს ვიდრე ეგონათ.
-ლივ მოვედით უკვე შეგიძლია გადმოხვიდე,მხარზე ხელი მიჰკრა გოგონას. მას კი წარბიც კი არ  შეუხრია თავი გვერძე გაატრიალდა. რა თქმა უნდა ჩაეძინა! დღის განმავლობაში რამდენიმე დაძინების მცდელობა ჰქონდა მაგრამ არ გამოუვიდა, ახლა კი ნამდვილად ღრმად ჩაეძინა, რადგან ზეინმა რამდენჯერმე შეაჯანჯღარა და დაუძახა.
-ჩემსავით უყვარს ძილი.კმაყოფილად ჩაილაპარაკა ზეინმა და მანქანიდან გადმოვიდა, მეორე მხარეს მოუარა და კარი გამოაღო, წელთან და ბარძაყთან ხელი შეუცურა და უცებ აიტაცა ხელში, მანქანის კარი ფეხით დახურა, გოგონამ მკერდზე თავი დაადო, ზეინმა ჩუმად ჩაიცინა და ეზო გაიარა, სახლში შევიდნენ, გოგონა მაშინვე თავისი ოთახისკენ წაიყვანა, კარის სახელური ჩამოსწია, მაგრამ არ გაიღო, ჯანდაბა! ეტყობა შიგნიდან აქვს ჩაკეტილი, რომელიმე მოსამსახურეს რომ დაუძახოს ერთ ამბავს ატეხენ და ეს ამბავი მაინც ევას ყურამდე მიაღწევს რაც არ აწყობს, გაჭიანურდა, მაგრამ  ბოლოს მაინც მეორე სართულის კიბეებისკენ დაიწყო სვლა, ეს გოგო სრულიად არ აწუხებდა, პირიქით თითქოს ბუმბული ეჭირა ხელში, სწრაფად აიარა და თავისი ოთახის კარი შეაღო,  ოლივი თავის საწოლზე ფრთხილად დააწვინა, ჯანდაბა კედებით ხომ ვერ დაიძინებს ?  სწრაფად გააძრო ფეხსაცმელი და  თავისი ქურთუკი და გადასაფარელი მხებზე მოაფარა, გოგონა შეიშმუშნა,   გადატრიალდა, კომფორტულად მოთავსდა  და გადასაფარებელში გაეხვია, ზეინმა გაიღიმა, კარის მიხურა, ფეხსაცმელი  და მაისური გადაიძრო და ჯინსის ამარა მიუწვა გოგონას გვერდით, ლივი მისგან ზურგშექცევით იწვა, უცებ გადმობრუნდა და ხელი მთელ სიგრძეზე გაშალა და ზეინს მუცელზე დაადო, თანდათან ისიც გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
***
ლივს დილით პირველს გაეღვიძა, ვაუ, როდის აქეთ გახდა მისი საწოლი ასეთი რბილი ?  ასე კარგად ცხოვრებაში პირველად ეძინა, თვალები გაახილა და ფანჯარაში გაიხედა, მოიცა, მოიცა, ეს ინტერიერი მისი ოთახისას არ ჰგავს, შემდეგ მარჯვნივ გადატრიალდა, და როგორც კი  უცხო სხეულს მიედო რამის გულმა დაარტყა, ნელა ააყოლა თვალი უნაკლო სხეულს  და გაოცებისგან პირი გააღო, ზეინს თმები ჩამოფხატული ჰქონდა, ტუჩები ოდნავ გამობურცული, და მშვიდად ფშვინავდა, მას წელ ზემოთ მაისური არ ეცვა, ჯანდაბა,ჯანდაბა, რა სექსუალურია! საგულდაგულოდ გამოყოფილი ექვსი კუბიკი, და უამრავი ტატუ, ფრთხილად წაიღო თითები  ლავიწთან და ტატუს ხელი  ნაზად გადაატარა. ლივ, რა ჯანდაბას აკეთებ! ფრთხილად წამოდგა,რა მაგარი ოთახია! მთელს სივრცეში მისი სურნელი ტრიალებდა, თავის კედები მოძებნა და ხელში დაიჭირა,  ფრთხილად გამოაღო კარი და სწრაფად ჩაირბინა კიბეები, თავისი ოთახის კარი ჩაკეტილი დახვდა, ამიტომ გარეთ გავიდა და ისევე აივნიდან შეძვრა ოთახში, ჯერ არავინ ჩანდა, საათს დახედა, ჯანდაბა ჯერ  დილის რვის ნახევარია, როდის იყო ასე ადრიანად იღვიძებდა ? ახლა აღარ დაეძინებოდა, ამიტომ სწრაფად ჩაიცვა სპორტული ტანსაცმელი ყურსასმენები აიღო და ჭიშკარიდან პირდაპირ გაიქცა, რაც აქ ჩამოვიდა, ერთი კვირა იქნება, მაგრამ არ უვარჯიშია, ამიტომ, საჭიროა ფორმა შეინარჩუნოს, ამიტომ დღეს სირბილი გადაწყვიტა, ფლეიერში ენერგიული სიმღერა ჰქონდა ჩართული,ნახევარი საათი ირბინა, შემდეგ  იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ცოტათი დასვენება გადაწყვიტა შემდეგ ისევ სირბილით განაგრძო გზა სახლამდე, ჭიშკართან ედუარდი იდგა და ყვავილებს უვლიდა, ლივი იქვე სკამთან ჩამოჯდა,და მასთან ლაპარაკი გააბა.
-კარგია რომ ვარჯიშობ შვილო ! ჯანმრთელი ცხოვრების წესი ძალიან კარგია!
-დიახ, მიყვარს სირბილი უბრალოდ დილით ადრე ადგომა მაქვს პრობლემა ხოლმე, გოგონამ ჩაიცინა.
-ოხ ეს ახალგაზრდობა! არაფერი ანაღვლებთ ჩვენს დროში..რა თქმა უნდა, ევასავით ისევ იწყებს ! სწრაფად გამოეცალა და სახლში შევიდა,მედისონს მიესალმა და თავის ოთახში მოსაწესრიგებლად მისვლა გადაწყვიტა,  აბაზანაში წყალი მოუშვა, დაარეგულირა, და სხეული წყალს შეუშვირა, ყველაფერი მოშორდა, ჭუჭყი, დაღლილობა, სტრესი... აბაზანაში იმაზე დიდხანს გაჩერდა, ვიდრე ოდესმე, ბოლოს როდესაც დაიღალა, გამოვიდა, და თეთრი პირსახოცი სხეულზე შემოიხვია და ის-ის იყო ოთახში გამოვიდა, რომ დაინახა როგორ იჯდა ემილი მის საწოლზე იჯდა, როგორც ნამდვილი არისტოკრატი, ფეხები შეტყუპებული, წელში გასწორებული, თავი მაღლა ეჭირა.
-გამარჯობა ? კითხვასავით მიესალმა ლივი ემილის
-ბევრი დრო არ მაქვს, თქვა გოგონამ და თავისი ქერა თმა ხელით უკან გადაიყარა, ოუ საინტერესოა რითია დაკავებული,ამასაც ეხლა მნიშვნელოვანი შეხვედრა არ ქონდეს ელჩთან.
-ოუ, ინტერესით გისმენ, ღიმილით თავი დაუქნია ოლივმა  სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო და ემილის მიაშტერდა რომელსაც უკვე ვალენტინოს საღამოს კაბა და ჯიმი ჩუს მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი ეცვა, ჰმ, 10 საათია , რა ეჩქარება ?
-მოკლედ, მინდა ზეინს თავი დაანებო, იმიტომ რომ ის ჩემია, და სკარლეტმა აქ ამისთვის ჩამომიყვანა, ზეინს შევუყვარდები და შემდეგ ბედნიერად ვიცხოვრებთ მიუხენში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ და სადაც მე დავიბადე. მერე ზეინი მამაჩემის კომპანიას მიხედავს ორი შვილი მინდა, თუ ზეინს ენდომება შეიძლება სამი, მეტს ვერ შევძლებ, სად მაქვს მერე მაგათი მოვლის თავი, ორი გოგონა და ერთი ბიჭი მინდა, გოგონას მირანდა უნდა დავარქვა დედაჩემის საპატივცემულოდ, მეორეს გაბრიელა, ეს სახელი მომწონს, ხოლო ბიჭს ალექსი, მე და ზეინი დასასვენებლად მალდივის კუნძულებზე ან თუმდაც ჰავაიზე წავალთ ხოლმე ყოველსაღამოს ზღვის პროდუქტებს შევჭამთ, ამასობაში ერთად დავბერდებით და ჩვენი საფლავები გვერდი გვერდ იქნება... ოლივია გაშტერებული უსმენდა, ბოლოს სიცილი დაიწყო, ისტერიკული სიცილი, ვვეღარ ჩერდებოდა.
-მოიცა, ეგ შენით მოიფიქრე თუ ვინმე მოგეხმარა ? სიცილით ჰკითხა ლივმა, ემილი კი ბრაზისგან ფერებს იცვლიდა.
-მე გაგაფრთხილე,გზაზე არ გადამეღობო, სკარლეტიც ჩემს მხარეს არის, და როგორ ფიქრობ მისთვის თავისი და უფრო მნიშვნელოვანია თუ ვიღაც ღარიბი გომბიო ? დამცინავად ჩაილაპარაკა გოგონამ და ოთახიდან ფეხსაცმლის ბაკუნით გავიდა, ჩემს მუქარას შევასრულებ! იმ ქერა თმას სულ ღერა ღერა დავაცლი,და სკარლეტსაც ზედ მივაყოლებ! ბურტყუნებდა ლივი და თან ტანსაცმელს იცვამდა, სასაუზმოდ პირდაპირ სამზარეულოში გაემართა.
-დილა მშვიდობის დე! ქალს ლოყაზე აკოცა
-დილამშვიდობის ძვირფასო, შენი ბლინები თეფშზე დევს, წვენი მაცივარშია.
-ვგიჟდები შენზე! მითქვამს თუარა ეს ოდესმე ?
-ვიცი, ვიცი
-ამ, მე ვერანდაზე შევჭამ, გაუღიმა დედას და  ბლინები, ,,ნუთელა,, ხილი  და ფორთოხლის წვენი აიღო და გარეთ გავიდა, სკამზე კომფორტულად მოთავსდა , ფეხები მოკეცა,  არაჩვეულებრივი დილა იყო, მზიანი, უღრუბლო, მაგრამ არც ძალიან არ ცხელოდა, აი რატომ გიჟდება მაისზე! ის -ის იყო პირველი ლუკმა ჩაიტენა რომ აივანზე სპორტულებში გამოწყობილი ზეინი გამოვიდა, ჯანდაბა! ამ ბიჭს მართლა, მართლა ყველაფერი უხდება!  მუხლამდე ნაცრისფერი შორტი,თეთრი მაისური და ჟაკეტი ეცვა, თავზე კეპი ეხურა, ფეხზე უუმაგრესი ნაიკის ბოტასები! დაინახა თუარა გოგონა მაშინვე მისკენ წამოვიდა
-დილამშვიდობის, გაუღიმა ლივმა და ჭამა განაგრძო შემდეგ გაახსენდა როგორ ეძინა მის საწოლში, წესზემოთ შიშველიც გაახსენდა უამრავი ტატუთი და რამის დაიხრჩო, იმიტომ რომ საჭმელი გადასცდა, ზეინმა ხელი შეაშველა
-ჰეი კარგად ხარ ?
-ჰო, მადლობა, ძლივ ძლივობით გაუღიმა გოგონამ და ჭამა განაგრძო, როდესაც დაინახა როგორ ააცალა ზეინმა ბლინი და წვენის ჭიქა.
-ჰეი, უკაცრავად, ჩემი საუზმე ხომ არ მიისაკუთრე ? შეუბღვირა ლივმა, ზეინმა ვითომც არაფერიო, კიდევ ერთი ცალი ააცალა, ლივმა ზეინს მუშტი  მზარზე მიარტყა რაზეც  ორივემ სიცილი დაიწყო, ამ დროს გამოვიდნენ სკარლეტი და ემილი გარეთ, როგორ უნდოდათ ერთხელ და სამუდამოდ მოეშორებინათ ეს გოგო!
-ჰეი, ზეინ მამას  ბიზნეს პარტნიორის შვილი ჩამოდის, დღეს ხომ არ დაგავიწყდა ?  მამა და დედაც სულ რამდენიმე დღეში აქ იქნებიან, შენ დახვდები?
-ამმ,არა,ჯორჯი გაგზავნე ერთ საათში, ლივ ძალიან გთხოვ, ევა  გააფრთხილე რომ დღეს განსაკუთრებული სტუმარი ჩამოგვდის, და მოსამსახურეებს უთხარი სახლი მოაწესრიგონ.ლივმაც თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა, ემილის და სკარლეტის შუაში გაიარა, და მხარი ორივეს მხარი გაჰკრა.
-სკარლეტ,  მამას დაურეკე და ჰკითხე ზუსტად როდის ჩამოდიან ძალიან გთხოვ. მეტი არაფერი გევალება.ზეინმა ისეთი საქმიანი იერი მიიღო იფიქრებდით რომელიმე სახელმ წიფო სამსახურში მუშაობსო, ლივმა დედაც გააფრთხილა, მედისონი და ქერიც, დედას საქმეებში დაეხმარა, ემილი ამ დროს რამდენჯერმე შემოვიდა სამზარეულოში და ,,ჩაუნამიოკა,, ლივს მაგრამ გოგონას ყურადღება არ მიუქცევია,შემდეგ თავის ოთახში შევიდა და ადამიანური იერი მიიღო, არ გამოუცვლია, უბრალო მოკლე კაბა და მაისური ეცვა, მხოლოდ თმა დაივარცხნა, რადგან სავარაუდოდ სტუმარი დიდი პიროვნება უნდა ყოფილიყო, და ასევე სავარაუდოდ მას ერთხელ მაინც შეხვდებოდა ან თვალს მოკრავდა, არ უნდოდა გიჟის შეხედულება ჰქონოდა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ ის ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,სავარაუდოდ ის სტუმარი ერთ საათში უნდა ჩამოსულიყო, ასე რომ დრო ჰქონდა, ისევ ყურსასმენები მოირგო და ოთახიდან თან ტელეფონში იყურებოდა, როდესაც იგრძნო რომ რაღაც მყარს შეეჯახა, რამის უკან გადავარდა, რომ არა, უცხოს უზარმაზარი ტოროსი, და გრძელი ლამაზი თითები.   მკლავიდან მზერა პირდაპირ სახეზე აატარა, წინ, საოოცრად სიმპატიური მწვანე თვალება, ხუჭუჭა ბიჭი ედგა.
-გამარჯობა მშვენიერო, მე ჰარი ვარ, ჰარი სთაილსი, ჩაიცინა და გოგონას ხელი გაუწოდა.

Mistake (დასრულებულია)Where stories live. Discover now