5.
გზა სიჩუმეში განვლეს, ზეინი ხანდახან გადახედავდა ხოლმე გოგონას და ეღიმებოდა, ოლივი კი გაბუსხული იჯდა, და ფანჯარას თვალს არ აცილებდა,გაბრუებული იყო სურნელით რომელიც მანქანაში ტრიალებდა, და ასევე ჟაკეტს ასდიოდა, ჰო, ზეინის სურნელით. სასიამოვნო სუნამო,სიგარეტი, და მუშკისა და ალუბლის ნაზავი.არაჩვეულებრივია! რამდენიმე წუთში გამოჩნდა უზარმაზარი სახლი, ბიჭმა მანქანა ჭიშკართან გააჩერა, ოლივია კი სწრაფად გადმოხტა, და ეზოში შევიდა, მაშინვე სამზარეულოს კარისკენ წავიდა,მაგრამ შეჩერდა, თუ ამ კარიდან შევა მოუწევს გაიაროს სამზარეულო და თან ევას უამრავ, მომაბეზრებელ შეკითხვას უპასუხოს,მაგრამ თუ მთავარი კარიდან შევა, იქიდან სულ რამდენიმე ნაბიჯშია მისი ოთახი, ერთ ადგილას იდგა გაშეშებული და ფიქრობდა რა გაეკეთებინა, ჯანდაბა! ეს სასახლე,და მისი უცნაური წესები! უცნაური არა მოსაბეზრებელი, არა, მოსაბეზრებელი კი არა, იდიოტური! როგორც თავად სახლის პატრონი..ზეინმა რომ შენიშნა ერთ ადგილას გაჩხერილი ლივი, კმაყოფილი სახე მიიღო, რა თქმა უნდა, მას უყვარს როდესაც ადამიანები მასზე არიან დამოკიდებულნი, სწრაფი ნაბიჯით წავიდა შესასვლელისკენ და ოთკუთხედ სენსორს ცერა თითი მიადო, და ვუალა! კარიც სასწაულებრივად გაიღო, გოგონა წარბ-აწეული გაჰყურებდა იქ არსებულ სანახაობას, არა ხომ ამბობდა ეს ბიჭი რომ გიჟია, არა შეიძლება გიჟი არ იყოს მაგრამ არც მთლად ჯანმრთელი ჩანს..
-აბა,შემოხვალ,თუ კიდევ დიდხანს იყურყუტებ ჩემი ჟაკეტით ? სიტყვა ,,ჩემი’’ იმდენად ხმამაღლა წარმოთქვა,მძღოლმა, რომელიც მისტერ მალიკის მანქანას ფარეხში აყენებდა გაკვირვებით გამოჰხედა.გოგონა ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა, ვერ იტანს როდესაც ვიღაცის ჭკუაზე დადის, დაკიდევ უფრო მეტად ვერ იტანს, როდესაც სხვის მითითებებს ასრულებს!
-ჯანადაბა შენს თავს მალიკ! დაიღრინა ლივმა და სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა სახლში, ყურადღება არც მიუქცევია როდესაც ზეინმა იგი პირველმა შეატარა, და რევერანსიც გააკეთა, ზრდილობის ნიშნად, თავისი ოთახისკენ ფაქტიურად მიირბინა, შევიდა, კარი მძაფრად მიაჯახუნა და გადაკეტა.არა, ეს რა დღეა ! უიღბლოთა საერთაშორისო დღე! არა ჩემი უიღბლობების ტოპ ხუთეულში უნდა შევიტანო! მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მალიკის ცვალებადი ხასიათი აკვირვებდა, ჯერ რამის თავზე დაამხო მთელი სახლი ყვავილებზე ლაპარაკი რომ დაიწყო, შემდეგ ‘საყვარელო’-ს და ‘ძვირფასო’-ს ძახილი დაიწყო და დღის კულმინაცია, ზეინმა, ნება მისცა ოლივიასნაირ უბრალო მოკვდავს შესულიყო მთავარი კარით! ოჰ ღმერთო ჩემო! გოგონას ფიქრებისგან რამის თავი აეხადა, ამასობაში მოწესრიგდა,ტანსაცმელიც გამოიცვალა, თმაც ადამიანურად დაივარცნა,ახლა უკვე აღარ ჰგავდა კანიბალს.მთავარია ბიჭი არსად გადაეყაროს, არა როგორ არ გადაეყრება როდესაც მის სახლშია ? გოგონა ვერ ხვდებოდა რატომ არიდებდა ზეინითან ლაპარაკს თავს, ან თუმდაც რატომ ხდებოდა დაბნეული ? ეს იყო მხარე, რომელსაც ვერასდროს ვერ იტანდა თავის თავში, მაგრამ ერთი ნაწილი, ის რომელიც მის მწარე ენაზე აგებდა პასუხს ყოველთვის თავის ადგილას იყო, და არავის უშინდებოდა! მის უძლურ ,,მე,,-სი ყოველთვის ეშინოდა, იმ დროიდან უშინდებოდა როდესაც მისი ძმა გარდაიცვალა, ჰო გარდაიცვალა,ბავშვობაში, სემი მასზე ექვსი წლით უმცროსი იყო, და ლეიკემია ჰქონდა, კარგად ახსოვს დედა,რომელიც ცდილობდა მის შვილებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ, რადგან ფიქროდა რომ ეს ოლივიაზე ცუდად იმოქმედებდა, სემი მაშინ უკვე სასიკვდილოდ დაავადებული იყო, თავიდან ეგონათ,რომ ის განიკურნებოდა, და ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც ადრე,მაგრამ როდესაც რეაბილიტაციის კურსის ყოველ ნაბიჯს უკუჩვენებები მოჰყვა, როგორიც არის თმის ცვენა, გაფერმკრთალება, დასუსტება, მაშინ ევამაც გააცნობიერა რომ მის ვაჟთან გამომშვიდობება უწევდა, ოლივიას ბუნდოვნად ახსოვს როგორ იჯდა დედა სემის საწოლთან მთელი ღამე და სანამ ბიჭს ჩაეძინებოდა ზღაპრებს უყვებოდა პრინცებზე,ჯადოქრებზე,მის მოყოლილ ზღაპრებს ყოველთვის კეთილი დასასრული ჰქონდათ, მაგრამ ცხოვრება სამწუხაროდ ზღაპარი არ არის, ის ხიფათითა და ტკივილით აღსავსე რეალობაა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვტკენს და გვასუსტებს, სულიერი ჭრილობები უხილავია,თუმცა ის ყოველთვის მტკივნეული, ყოველთვის სისხლსადენად გამზადებული ღრმად დადაღულა ადამიანის გულში.ახსოვდა როგორ ტიროდა დედა ჩუმად , რომ არ დაენახათ, ცდილობდა ბოლომდე მხიარული და მომღიმარი დარჩენილიყო შვილის გულში, როდესაც სემი გარდაიცვალა, ტკივილმა საბოლოოდ გატეხა ევა, თითქოს მას მეორე შვილი არც ყავდა, თითქოს ოლივია არ არსებობდა, გოგონას ყოველთვის თვალს არიდებდა, მას იშვიათად კი არა, საერთოდ ხმას არ სცემდა, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო, ბევრს სვამდა, ოლივიაც მიეჩვია დედამისის ხასიათს, სინამდვილეში ერთი გულგატეხილი ბავშვი იყო,მაგრამ ამას არასდროს არავის ანახებდა.თითოეული ჩვენგანი ტკივილისგან თავის დასაღწევად რაიმე ხრიკს იგონებს, ან უბრალოდ მის დასაბლოკად, თუმდაც მის დასავიწყებლად,ოლივიამ ღიმილი ისწავლა,იღიმოდა მაშინაც კი, როდესაც ყრუ ტკივილს მთელ სხეულში გრძნობდა, და მაშინაც როდესაც გამწარებულს ხმამაღლა ყვირილი უნდოდა, უნდოდა დაელეწა ყველაფერი,თავი დაემახინჯებინა, იღიმოდა მაშინაც როდესაც გამწარებული მასწავლებლები ყველას თვალწინ ლანძღანენ და ოჯახის შემარცხვენელს უწოდებნენ..ამიტომ მეგობრობდა ბიჭებთან,იმიტომ რომ, იცოდა გოგონები ვერ გაუგებდნენ, არა არც ბიჭები გამოირჩეოდნენ ამ თვისებით, თუმცა, ბიჭებთან მაინც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა,შეიძლება იმიტომაც რომ მათში გარდაცვლილ ძმას ხედავდა, ანდაც იმიტომ რომ მათი უკეთესად ესმოდა. სახლში მისვლა არასოდეს უყვარდა, ცდილობდა რაც შეიძლება გვიან მისულიყო სახლში, დახეტიალობდა მთელს ქალაქში, დრო გაჰყვავდა, ხოლო როდესაც გამწარებული დედა ბოლო ხმაზე ტიროდა წარბსაც არ შეხრიდა, ყველაფერზე იგივე რეაქციით პასუხობდა ღიმილი! ეს მისი იარაღი იყო, ბევრისთვის გამაღიზიანებელი თუმცა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი! გადიოდა დღეები და გოგონა იზრდებოდა, დედას სულ ორი სიტყვით თუ დაელაპარაკებოდა, ,,კი,, ან ,,არა,, -თი პასუხობდა მის შეკითხვებს, ევაც მიხვდა რომ ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადიოდა თავის ცხოვრებაში, სმას უკლო, ცდილობდა თავისი ქალიშვილი ხელახლა დაებრუნებინა,მისი სიყვარული და ნდობა ხელახლა დაემსახურებინა,ეს იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, გოგონას არც საჩუქრები ახარებდა და არც სხვა ძვირადღირებული ნივთი, თავის თავში უფრო მეტად, და მეტად იკეტებოდა, თითქონ ნაჭუჭი შემოიკრა ტკივილისგან თავდასაცავადო, მაგრამ ერთხელაც როდესაც დედამ გულწრფელი ბოდიში მოუხადა, და მოუყვა რატომ იქცეოდა ასე, ოლივია ტირილით წამოვარდა ფეხზე და დედას კალთას მიეკრა, პირველად იგრძნო შვება ამდენი ხნის შემდეგ, თითქოს ამოისუნთქა, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა ზურგიდან,ამბობენ ტირილი შვებას გგვრისო და ასეც აღმოჩნდა,თითოეულ პატარა ცრემლში, პაწაწუნა წყლის მარილიან წვეთში რომელიც ჩვენი თვალებიდან ცვივა, თან ტკივილი მოყვება რომელიც ჩვენი ორგანიზმიდან სრულად არა მაგრამ ნაწილობრივ მაინც განიდევნება. ლივი ვერც მიხვდა რატომ გაახსენდა ძველი დრო, და ვერც ის გააცნობიერა როგორ დაეცა რამდენიმე წვეთი ხელებზე რომლებიც მუხლებზე დაედო, მთელი ეს დრო გაშეშებული იჯდა , და ამ ამბავმა კადრებივით გაურბინა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა რომ გამოფხიზლებულიყო,ფეხზე წამოდგა და თავის საწოლზე გადაფენილი ზეინის ჟაკეტი რომ დაინახა ხელი დაავლო ბიჭის ოთახისკენ გასწია, სასწრაფოდ უნდა დაუბრუნოს, კიბეებზე ნელა ადიოდა, მის და უნებურად ჟაკეტი ცხვირთან ახლოს მიიტანა და სასიამოვნო სურნელი კიდევ ერთხელ შეისუნთქა, ქსოვილი მაგრად ჩაბღუჯა ხელში თან ფრჩხილები ჩაასო, ბოლო კიბეზე უნდა ასულიყო როდესად დაინახა როგორ გაიღო ზეინის ოთახის კარი და იქიდან ეშლი გამოვიდა , რომელიც უნი-ფორმას ისწორებდა და მკერდთან ღილებს იკრავდა, თან სახეს ავხორციელი ღიმილი უსერავდა, მოიცა რაა ? გოგონა ჯერ კიდევ გაშტერებული უყურებდა როგორ დაეშვა ეშლი მეორე კიბეს რომელიც პირველის პირდაპირ მდებარეობდა, როგორც ჩანს ვერც შენიშნა ოლივია, ჯანდაბა! ეშლი ? არადა ეგონა რომ ზეინს უკეთესი გემოვნება ჰქონდა, მოიცა! რეებზე ფიქრობს! ეშლი ნამდვილი ძუკნაა! არა ეშლი რა შუაშია ? ნაბიჭვარი ზეინი! იდიოტი!კრეტინი! ყეყეჩი! ხეპრე! რაღა თავისი მოსამსახურე შეარჩია უკეთესი ვერავინ ნახა ? მაგალითად შეენ ? ჩაეკითხა მეორე მე, მოკეტე! დაუყვირა გულში თავს, გაბრაზებული ვარ მე აქ! ფეხების ბრაგუნით დაეშვა პირველ სართულზე, უხეშ იდიოტთან ერთად ნაბიჭვარი მექალთანეც ყოფილა, თავის ოთახში შებრუნა, ჟაკეტი ძირს დააგდო ზედ შედგა და მერე საწოლის ქვეშ ფეხით შეაგდო და საწოლზე დაემხო. მოიცა ეს რა ? ვენესუელური სერიალია ? ახლა ჰგონია მისი კარადიდან ვიღაც გამოხტება და ეტყვის, გამარჯობა!! ფარული კამერაა, ან თუმდაც გამოეღვიძება და იფიქრებს რომ ყველაფერი დღეს მომხვდარი, სიზმარი იყო, მაგრამ არა, არანაირი სასწაული არ მომხვდარა. გოგონა ვერ მიხვდა რატომ იყო ასე გამწარებული! დიახ გაბრაზებული. ჯანდაბა, ზეინმა უბრალოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილა, რა? ახლა ზეინს ამართლებს ? ეგ ეგოისტი ნაბიჭვარი. ევას რომ დაენახა რას იფიქრებდა ? თუმცა რა. მალიკი ამ სახლის უფროსია, რასაც უნდა იმას იზავს, უნდა ედუარდთან ექნება სექსუალური აქტი. მაგრამ არა, როგორ გაბედა ? უხხხხხ.საზიზღარი. მორჩა. ზეინს არც გაეკარება. მოეხლოებას გაბედავს და ერთ მუშტს უთავაზებს სახეში.როგორც ადრე ნაილს, უი ნაილი! ახლა გაახსენდა გოგონას, ტელეფონი ამოიღო და ნაილთან დარეკა, აღარც ახსოვდა როდის ჩაიწერა ნომერი, ჰო, ალბათ გუშინ როდესად ქუჩაში I Fuck You Babe-ს მღეროდნენ, I love you babe-ს მაგივრად, მოიცა, ეს საიდანღა გაახსენდა ? ზარი გავიდა, და უცებ სიმღერის ხმა გაისმა , თავის თავს არ ურეკავს, არც ევას, ზეინის ნომერიც არ იცის, უცებ ოთახი მოათვალიერა და კართან მდგომი ქერათმიანი ბიჭი რომ შენიშნა რომელიც კიბორჩხალასავით გაწითლებულიყო და ისტერიკული სიცილის მორთვას აპირებდა, თავად პირველმა დაიწყო სიცილი, არა როგორ ვერ შენიშნა ? თუმცა იმდენად იყო ზეინის პირად ცხოვრებაზე გადართული ყველაფერი დაავიწყდა.ფეხზე წამოხტა ნაილთან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა, გიჟდება ამ ბიჭის ჩახუტებაზე! ბავშვობიდან დადებითი ენერგიით მუხტავს,.
-გამარჯობა მეიერს!მხიარულად მიესალმა ბიჭი და ბაღლინჯოსავით მოწეპებული ლივი სხეულიდან ძლივს ჩამოიშორა, ჩემს მოსაწყენ მეგობართან მოვდიოდი როდესაც შენ გამახსენდი, და ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა გადავწყვიტე, ჰო, სანამ შემოვივლიდი სამზარეულოშიც ვიყავი,ევაც მოვინახულე, სანამ ვახშამი გამზადდებოდა, სამზარეულოდან ასე ვთქვათ კომფორტულად გამომაბუნძულა.და აი ახლა მე აქ ვარ!
-ნაილ ჰორან, შენს გამო მთელი დღეა გამოდებილებული დავდივარ. შეუბღვირა ლივმა.
-შენ თუ დალევა გინდოდა რა ჩემი ბრალია! არა ის რა მაგარი იყო, ზეინს რომ ეუბნებოდი შენნაირი ხეპრე მეორე არავინ მინახავს არადა რა სიმპატიური ხარო. მოიცა რაააააა ? ოლივმა გაფართოვებული თვალებით გახედა და სახიდან ფერი გადაუვიდა, ჯანდაბა!
-კარგი დაწყნარდი,ადამიანური ფერი დაიბრუნე,არაფერი გითქვამს,გეხუმრე.
-შე გაქუცულო ქათამოოოოოო! გაბრაზულმა გოგონამ ხელი ჰკრა ნაილს, ბიჭმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და საწოლზე გადაეშვა,მას ოლივიაც თან მიჰყვა, მან გოგონას მაჯები დაუკავა და ღუტუნი დაუწყო, კარგი მორჩი, ნაილ გეყოოს გნებდეებიი! გაჰყვიროდა ლივი.
-უკცრავად ხელი რომ შეგიშალეთ მაგრამ ნაილ,ვახშამი მზადაა, იმდენად სერიოზულად უთხრა ზეინმა, წამით ორივე გაშეშდნენ, მაგრამ მერე ორივეს ისტერიკული სიცილი წასკდათ
-კარგი, კარგი, ძმაო ახლავე, ოღონდ ეს არსება მომაშორე ჩემი თმები რომ ხელში ჩაუბღუჯია შეევედრა ნაილი სიცილით, ოლივიამ ერთი იდაყვი უთავაზა , და ფეხზე წამოდგა, ზეინისკენ წავიდა რომელიც კარებს მიჰყრდნობოდა და ხელები გადაეჯვარედა,გოგონამ ირონიულად ჩაიცინა,გვერდი აუარა და ოთახიდან გავიდა. მას ნაილიც მიჰყვა. ოლივი სამზარეულოსკენ წავიდა და თან უშვერი სიტყვებით იხსენიებდა ზეინს გონებაში, დახლთან როგორც ყოველთვის ევა იდგა ხოლო ეშლი კი იქვე იდგა და ხელში ტელეფონი ეჭირა. ბოზი!
-ეშლი აქ ტელეფონში დებილივით ყურებისთვის ფულს არ გიხდიან! დაუცაცხანა ევამ გოგონას და ოლივიამ კი კმაყოფილად ჩაიცინა, გიჟდება დედამისზე! ეშლი კი დღეის აქეთ შეზიზღდა!ზუსტი მიზეზი არ იცოდა, უბრალოდ სძულდა!
-არაუშავს ზოგი არაფერს აკეთებს გართობის გარდა თუმცა მაინც ამ სახლში ცხოვრობს. ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ეშლიმ და ხელში თეფშები დაიკავა. ოლივიამ ძლივს შეიკავა თავი რომ არ წამომხტარიყო და თმაში არ სწვდომოდა! თავხედი ძუკნა! ღრმად სუნთქვა დაიწყო, ევამ მგონი ვერ გაიგო, იმიტომ რომ რეაქცია არ ჰქონდა.
-ხანდახან ვფიქრობ, რატომ აჩერებს მისტერ მალიკი ამ უსაქმურს სახლში, არაფერს აკეთებს!
-სულაც არ არის უსაქმური, თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს , მაგალითად ყურის წამღებად კვნესის! მწარედ გაეღიმა გოგონას და ხმადაბლა ჩაიბუტბუტა.
-რამე მითხარი საყვარელო ? უთხრა ევამ, მაცივარში წვენია გრაფინით და სასადილო ოთახში გაიტანე,გოგონაც წამოდგა გრაფინი ამოიღო, და ოთახიდან გავიდა, როდესაც იქ შევიდა დაინახა როგორ ისხდნენ ნაილი და ზეინი მაგიდასთან, ეშლი კი კერძებს მატებდა სუფრას, თან პერანგის ერთი ღილი შეეხსნა რომ უფრო ღრმა დეკოლტე გამოჩენილიყო, ძუკნა! ზეინიც თითქოს ვერაფერს იმჩნევდა, ოლივი მივიდა მაგიდასთან თან ნაილს გამოელაპარაკა ის- ის იყო გრაფინი მაგიდაზე უნდა დაედგა რომ ეშლიმ იდაყვი შეგნებულად ჰკრა და მთელი ფორთოხლის წვენი ზეინს შარვალზე გადაესხა, ეშლი სწრაფად გავიდა ოთახიდან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მიხვდა იმ ნაგავმა ეს განგებ გაუკეთა ცოტაღა დააკლდა რომ არ გაეცინა, ზეინი მაშინვე წამოხტა, ნაილმა სიცილი მორთო. მაგრამ ზეინის რეაქციამ მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, მოაკეტინა.
-რა ჯანდაბას აკეთებ ? დაუღრიალა ბიჭმა და განრისხებული მზერა გოგონას მიაბყრო, ოლივს ახლა გაბრაზებამ შემოუტია,
-ვინ ჯანდაბა ხარ რომ მიღრიალებ ? ყვირილი არც გოგონამ დააკლო, თავზე ვერავინ გადაუვლის.
-არაფერი მოხვდებოდა,შენ რომ თვალებში ნორმალურად იყურებოდე, ყვირილს აგრძელებდა ზეინი, ნაილი კი, თვალებგაფართოვებული უყურებდა ,როგორც მძაფრსიუჟეტიან ფილმს, სანახაობას მხოლოდ, კოლა, და პოპკორნი აკლდა.
-როგორ ფიქრობ ბრმა ვარ ? ეშლიმ მკრა ხელი.
-ახლა სხვას აბრალებ ? ჰო,ვფიქრობ დაგაფინანსო რომ თვალის ექიმთან წახვიდე.
-წადი შენი ზეინ მალიკ ! წყნარი ტონით უთხრა გოგონამ და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით წავიდა, მაგრამ უცებ ნელა მოტრიალდა,
-ბოდიში მისტერ მალიკ თქვენს სექსუალურ პარტნიორს რომ შეურაწყოფა მივაყენე, გველურად ჩაიცინა, კმაყოფილმა ზეინს და ეშლის გახედა, ორივეს სახეზე ერთი გამომეტყველება ედოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოეკლათ ოლივია.
YOU ARE READING
Mistake (დასრულებულია)
Fanfictionმოთხრობა არ არის ჩემი აღებულია modern stories გვერდიდან