29.
ზეინის მიერ წარმოთქმულმა, ამ რამდენიმე სიტყვამ იმდენად შოკური რეაქცია გამოიწვია ოლივიაში, რომ წონასწორობის შესაკავებლად კედელს მიებყრო.
არ ეგონა, რომ ზეინი ხატავდა, არ ეგონა, რომ თავიდან მასაც ისეთივე გრძნობები ჰქონდა, როგორცი გოგონას, არ ეგონა, რომ ოლივია იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის რომ დახატავდა, არც ის ეგონა, რომ ერთი ადამიანის პროფილის დახატვა ამდენნაირად, და ამგვარად შეიძლებოდა, მაგრამ როგორღაც, ულამაზესი ნამუშევრები, რომლებიც ოთახის ყოველ კუთხე კუნჭულში იყო განლაგებული, შესცქეროდა, ზუსტად ისეთი, როგორიც თითონ იყო, როდესაც ეშმაკური იდეა მოუვიდოდა, ეს სახე, და მიმიკა ზეინს არაჩვეულებრივად ჰქონდა დაჭერილი, და რაც ყველაზე მთავარია,მან შეძლო თვალების დახატვა.
თვალები სულის სარკეაო, ბევრჯერ გაგიგიათ არა ? მაშინ იმასაც გაიგებდით, ადამიანის თვალები რომ დახატო, აუცილებელია იგი გიყვარდესო, მაშ ზეინს საიდან ჰქონდა გადმოტანილი, ოლივიას უბრალო, მაგრამ მაინც ლამაზი, მუსკატისფერი თვალები, რომლებიც სიხარულის დროს თაფლისფერად ბრწინავდნენ ?
თვალის ჭრილი, ფერი,და გრძნობა, ის გრძნობა, რომელსაც დედამიწა ატრიალებს, ის გრძნობა რომელსაც შეუძლია, უბედურებიდან, ბედნიერების უსასრულო ტრანსში გადაგისროლოს, ის გრძნობა, რომლის გადმოცემას საუკუნეები დასჭირდა, მაგრამ, მაინც ვერ დასრულდა უსასრულო დავა, და ლაპარაკი.ზეინმა იცოდა, თავიდანვე იცოდა, რომ ოლივია უბრალო არ იყო, შეიძლება, ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ერთი თვის თავზე, ეს გოგონა, უკვე შეყვარებულის ამპულაში გვერდით ედგებოდა, მაგრამ გრძნობდა, გრძნობდა იმ პაწაწუნა, მოლეკულასავით შემჩნეველ ნაპერწკალს, მის გონებასა და გულში რომ არსებობდა, და ნელნელა იკიდებდა ფეხს, როგორ იზრდებოდა ცოტ-ცოტად, და საბოლოოდ დიდ თოვლის გუნდად გადაისახა.
თუმცა, შეიძლება, არც იმდენად მაგარი იყოს, რამდენადაც წარმოგვიდგენია, გუნდა, მარტივად შეიძლება ძირს დავარდეს და გაქრეს, სხვას შეერიოს, ან ვინმემ გამიზნულად დააგდოს ძირს და ფეხით გასრისოს, ან ზამთრის სუსტმა, თუმცა მაინც ძლევამოსილმასხივებმა წყლის წვეთებად აქციოს..
ზეინი, ოცნებას უსრულებს.
საერთოდაც, არ ეგონა, თუ ბიჭს, მისი ნათქვამი ახსოვდა.
,,ალბათ, პორტუგალიაში წავიდოდი, მაგრამ მაიამის ნახვაზე ვოცნებობ,,
უცებ ბუჰ! და ის ეუბნება,რომ ბარგი უნდა ჩაალაგოს, გოგონას,რამდენიმე წამით, სინდისის გრძნობამ შემოუტია, არ ფიქრობს რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ზედმეტად ადრე ხომ არაა ? თანაც იცის,ზეინს სანაცვლოდ რა სოლიდური თანხის დახარჯვაც მოუწევს,არ უნდა ამდენად შეაწუხოს..
-ამმ, ზეინ..მე...იცი.. რაა..
-თუ ჩემთან ერთად არ გინდა ოცნება აიხდინო, უბრალოდ მითხარი.. ცივი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა
-არა, ჯანდაბა, ეგ რა შუაშია, უბრალოდ.. სიტყვებს ვერ უყრიდა თავს ოლივია
-ნუ მიედ-მოედები, ოლივია, შეგიძლია პირდაპირ მითხრა, რასაც ფიქრობ
-ჯანდაბა ზეინ, უბრალოდ მოკეტე, და საუბარი მაცადე,მე არ მინდა რომ ჩემს გამო ფული დახარჯო, მინდა რომ ჩემით მივაღწიო ყველაფერს, არ მინდა ვიღაცაზე დამოკიდებული, ან დაყვარდრებული ვიყო.არ მინდა ვინმეს ტვირთად დავაწვე.ნერვულად ცქმუტავდა გოგონა,და ადგილს ვერ პოულობდა, ზეინი კი, რომელსაც აქამდე პირქუში გამომეტყველება ჰქონდა, შეჭმუხნული წარბები, და მაგრამ მოკუმული პირი, საიდანაც, მისი ყვრიმალები არაჩვეულებრივად ჩანდა, თითქოს თითს რომ დაადებდი, გაგეჭრებოდა, მხრები კი დაძაბული და მოხრილი ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ოლივის სიტყვები გაიგონა, ბაგე ღიმილმა გაუპო, მოეშვა, და სწრაფად მიეჭრა გოგონას, რომელიც კართან იდგა და ფეხებს, ხუთი წლის გოგონასავით აბაკუნებდა, რომელიც უცხოებთან იდგა, და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
-ღმერთო ჩემო,ოლივია, რა სულელი ხარ! რა თქმა უნდა რომ ოცნებების შენით ასრულება გინდა, მაგრამ, მგონი ეს სურვილი უფროა, ოცნება რაიმე ისეთია, რაც იმდენად ძნელი ასასრულებელია, რამდენადაც წარმოიდგენ, მე ასტრონავტობაზე ვოცნებობ, მაგრამ ამას, ბევრი,ძალიან ბევრი ხანი დასჭირდება, შენი ეს გატაცება კი, უფრო სურვილია, სურვილი, რომელიც ძალიან, ძალიან მინდა აგისრულო, და ამით არათუ შევწუხდები, პირიქით, ყველაზე ბედნიერი კაცი გავხდები ამ პლანეტაზე, მინდა შენი ბედნიერი სახე და გასხივოსნებული თვალები დავინახო,რომელიც ციმციმებს, მინდა ხშირად ჩაიცინო, და შენი ლამაზი ღიმილი ხშირად დამანახო, მინდა, ტუჩი კბილებ ქვეშ ხშირად მოიქციო,რადგან ასე მაშინ იქცევი, როდესაც ან ძალიან კმაყოფილი ხარ, ან რაიმე ძალიან გგინდა, ჰო უცნაურია არა ? ვიცი რომ გაოცდი, გგონია ასეთ პატარა დეტალებს არ ვაკვირდები ? გხედავ, როგორ გებრიცება ტუჩები როდესაც რაღაც არ მოგწონს, ან საშინლად გძულს, სხვათაშორის, ამ მზერას, სკარლეტზე ვამჩნევ ხოლმე, ჩაიხითხითა ბიჭმა, ვამჩნევ როგორ გიყვარს ფრი და მაკ შეიქი ერთად,ოღონდ მაკ შეიქი აუცილებლად მარწყვის უნდა იყოს, ბევრი მარწყვით, ვიცი რომ უშაქრო კაპუჩინო გიყვარს, რძიანი შაფშხვნილი შოკოლადითა და ნაღებით, ვამჩნევ შენს მარცხენა წარბს, რომელიც ეშმაკური იდეის მოფიქრების შემდეგ ჩნდება, შენს თმას, როდესაც ხელით, ყურს უკან იწევ როდესაც ნერვიულობ, ისევ და ისევ, და აი ახლაც, ვამჩნევ შენს თითებს, რომელსაც ნევრულად იმტვრევ, როცა გაბრაზებული ხარ, და შენს ფრჩხილის ლაქს, რომელიც გამუდმებით გაცლილი გაქვს, ჰო, უამრავი ისეთი პაწაწუნა დეტალია, რომელიც შენთვის ყოველდღიურობაა, მაგრამ მე მათზე ვგიჟდები, ვგიჟდები შენს გემოვნებასა და ჩაცმულობაზე, შენს მუქ წაბლისფერ თმაზე, და სხვათაშორის, გაშლილი უფრო მომწონს ვიდრე, შეკრული, მომწონს რომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს, მომწონს რომ განათლებული ხარ და ბევრ წიგნს კითხულობ, მომწონს როგორ საოცრად, აკრობატულად ატრიალებ შენს თითებს გიტარაზე, და როგორი თბილი, და ნაზი ხმა გაქვს,მომწონს რომ ედ შირანი ისევე მოგწონს როგორც მე, სწორედ ესაა, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ლონდონში ჩაგიყვანე, სინამდვილე ისაა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი მიზეზი, რის გამოც ამას ვაკეთებ, ისაა, რომ მიყვარხარ, მთელი გულითა და გონებით, ახლა კი, ნებას მომცემ, წაგიყვანო პორტუგალიაში, უფრო სწორად კი მაიამიში, და ოცნება,*შესწორება: სურვილი აგისრულო ? გინდა ჩემთან ერთად გაატარო გიჟური დღეები ყველაზე გიჟურ ქალაქში ? ზეინის ტონი იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა/
გაბრუებულმა ოლივიამ, სწრაფად დაუქნია თვალი, და მისი თვალები სიხარულისგან ქარვისფრად გაუბრწყინდა, არ ეგონა, თუ ოდესმე ვინმე ასე შეიყვარებდა, და ზოგადად, არასოდეს თვლიდა, რომ კარგი ადამიანი იყო, იცოდა საკუთარი თავის ფასი მაგრამ სხვების დასანახად, არ უნდოდა დამცირებული გამოსულიყო, არ უნდოდა ვინმეს მისთვის გადაეარა, ეს სიძლიერე, მისი ფარი იყო, თავის დასაცავად, ახლა კი, ზეინის სიტყვებს გაშტერებული, დამუნჯებული უსმენდა, და გრძნობდა, გულის ბაგა ბუგს, თითეულ პულსს, პეპლებს, რომლებიც,ასჯერ უფრო სწრაფად და ძლიერად იქნევდნენ ფრთებს გოგონას სხეულში, ეს არ იყო, გრძნობა, ეს არ იყო სიყვარული, ეს იყო სიგიჟე, დასაწისი იმ საოცარი სტარტისა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ აიღეს. გოგონამ ვეღარ მოითინა და ზეინს მიეკრა, უნდოდა ბუნების საოცარი ძალით მიწეპეპოდა, და არასდროს,არასდროს მოსცილებოდა, მისთვის ყველაზე სასურველ ადამიანს,უნდოდა მისი გულის ცემა მოესმინა, უნდოდა უბრალოდ თავი მიედო და მისი სუნთქვა მოესმინა, უნდოდა მისი ღიმილი დაენახა, წარბების თამაში, ოლივიას გასამწარებლად, და ის ხელები ეგრძნო,ასეთი უხეში, მაგრამ ამასთანავე ისეთი რბილი, ფაფუკი, და სასურველი რომ იყო.რა ერქვა ამას, თუ არსიყვარული ? გატაცება ?
სიყვარული
სიყვარული
სიყვარული
რა ბანალური, თუმცა მაინც რა საჭირო ფრაზაა!
-პირველად როდის დამხატე ?
-იმ დღეს, როცა დაგინახე, რა სასაცილო იყავი, მახსოვს, მაშინაც, გაბრაზებული ჩანდი,თან გაკვირვებული,თან ჩაფიქრებული, თეთრი მაისური და მოკლე ჯინსის შორტი გეცვა, თმა მაღლა გქონდა დამაგრებული,ჩემი საუზმე მომიტანე
-ჰო, მაშინ ვთქვი, რომ ვიღაც ყეყეჩი იყავი,რომელიც თავის ფულს ბოროტად იყენებდა
-მე კი ამაყი, არისტოკრატი, ჯიუტი გოგონა მეგონე, თუმცა მეგონე რა, ზუსტად ასეთი ხარ.
-ახლა ზედმეტად კარგ ხასიათზე ვარ, რომ მაგისათვის სამაგიერო გადაგიხადო, მაგრამ მაგას ჩავინიშნავ, და განანებ.
-აი რატომ მიყვარხარ.
-რატომ ? ბავშვივით შეეკითხა გოგონა,
-იმიტომ რომ,ჩემთან ყოფნის დროს, სხვა არ ხარ, ოლივია ხარ, ოლივია გრეის მეიერსი, ისეთი, როგორიც ჩემთან ყოფნის დროს სულ იყავი, არც ზედმეტად თბილი ხარ, შენს გრძნობებს ღიად გამოხატავ, არ თამაშობ, ყალბ ინტერესებს არ მახვევ თავს, ხარ ის, ვინც ხარ.
-ვერ წარმომიდგენია სხვაგავრად,როგორ უნდა მოვიქცე
-ამიტომაც აგირჩიე
-ზეინ ნუ მეტენები, უნდოდა სერიოზულად ეთქვა გოგონას, მაგრამ სიცილი მორთო.
-რა მწარე ენა გაქვს.
-ვიცი, საყვარლად გაუღიმა გოგონამ, და ნიკაპი, პირდაპირ მკერდზე დაადო.
-გამორჩეულად რომელი სიმღერა გიყვარს ? უცებ ჰკითხა ლივმა
-ამმ, არვიცი, ვერასდროს ვუგებდი ადამიანებს, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთი ვარიანტით შეეძლო, შემიძლია სამი ან ოთხი დაგისახელო.
-გისმენ
-somewhere only we know, I found you, sleep, one
-მეც მიყვარს ისინი, არაჩვეულებრივი არჩევანია,ამაყად გაუღიმა
-რომლის დაკვრა შეგიძლია ? ეშმაკურად ჰკითხა ზეინმა
-არ გეტყვი.
-არა ?
-არა.
-კარგი, ჩაიცინა ბიჭმა და გოგონა ხელში აიყვანა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა ერთ ერთ საღებავთან და ფეხი მიჰკრა, და როდესაც მთელი ლურჯი ფერის საღებავი იატაკზე აღმოჩნდა, ზეინმა ოლივია ნელ ნელა დაბლა დასვა,
-გთხოოოოოვ არ გამწირო, ოთხივეს ვუკრავ, კატის თვალები მიაბყრო გოგონამ
-ჰმ, ძალიან ცუდი, მაგრამ,სამაგიეროს გადახდის დროა! ჩაიცინა ზეინმა და გოგონას ატმისფერი ბლუზი, ლურჯ ფრად შეიღება,
-შე არაადამიანო, დამპალოო! სწრაფად წამოდგა ოლივია, კარგად იცით, რომ დამარცხებას არასოდეს ეგუებოდა.დიდი ფუნჯი აიღო და მწვანე საღებავში ამოაწო, ზეინს პიდაპირ სახეზე შეაწმინდა და სიცილი დაიწყო
-ამისათვის პასუხს აგებ
-შენ დაიწყე მალიკ!
-აუცილებელი არაა, ყოველთვის სამაგიერო გადამიხადო!-აუცილებელია! არმინდა რაიმე შეგარჩინო
-კარგი, ჩემო ძვირფასო, მაშინ შეგიძლია ცისარტელასავით ნათელი გახდე, ამის თქმა იყო, და იისფერი საღებავი გოგონას სხეულს გადაესხა, რომ მოგიყვეთ რა მოხვდა, დამიჯერებთ? კარგით, ამის მერე, ზეინმა და ოლივიამ, სამხატვრო ოთახში არსებული ყველა საღებავით იბანავეს, ბევრი იცინეს, ჯერ ერთმანეთს დასცინოდნენ, შემდეგ საკუთარ თავებს, ბოლოს ოთახს, საბოლოოდ ორივე ჩუმად შეიპარა ზეინის ოთახში, იმიტომ რომ ევას რომ დაენახა, მაიამიში წასვლა, საიქიოს გზით მოუწევდათ. ზეინმა აბაზანა ოლივს დაუთმო, და გოგონამაც ზეინს პირდახოცი წაჰგლიჯა, და დასაბანად შევიდა, თეთრი მარმარილოს აბაზანა, ლურჯად, წითლად და ვარდისფრად შეიღება, ოლივს თავისი შამპუნი არ ჰქონდა, ამიტომაც ზეინის მუშკის შამპუნით დაიბანა თმა, და ახლა მიხვდა, მისი სურნელის საიდუმლოს, ბოლოს ორი პირსახოცი მოიხვია, და სააბაზანოს კარი ოდნავ შეაღო,=.
-ჩემო ძვირფასო, შენი მრავალფეროვანი გარდირობიდან რაიმე ამირჩიე რა,შეევედრა გოგონა.
-ჩათვალე, რომ გაგიმართლა, გაიცინა ბიჭმა, და გარდირობიდან, ჯინსის ბრიჯი და როკ ჯგუფის მაისური გადმოიღო.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გოგონას შესანიშნავად მოერგო/
-ზეინ,ვფიქრობ, შენი სხვა ტანსაცმელიც უნდა მოვისინჯო.
-როგორც გენებოს, მე მანამდე გავსუფთავდები, გაუღიმა და აბაზანისკენ წავიდა, გოგონამ დიდი გარდირობის კარი გამოაღო, და გაოცებისგან პირი გაეხსნა, ზეინის კარადა, ეს იყო უზარმაზარი ფართი, სადაც ფერების მიხედვით იყო გადანაწილებული მაისურები,პერანგები, მოსაცმელები, ჯინსები, თითეულ ტანსაცმელს ალუბლის გამბრუებელი სურნელი ასდიოდა, ისეთი, მხოლოდ ზეინს რომ აქვს.
-ვფიქრობ რამდენიმეს მაჩუქებ, გაუღიმა ახლად გამოსულ ზეინს, რომესაც უკვე მოესწრო სპორტული შარვლის ჩაცმა
-კარგი, შენ შენ ვარდისფერი კაბას მაჩუქებ, ყალბად გაუღიმა ზეინმა, და საუბარი გააგრძელა. ჰო, და მოვიფიქრე მაიამიში ვისთანაც დავრჩებით, თან ჩემს ძველ მეგობართან, ლიამ პეითან ერთად, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონება.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Mistake (დასრულებულია)
Hayran Kurguმოთხრობა არ არის ჩემი აღებულია modern stories გვერდიდან