3💜

352 24 2
                                    

მანქანა მალე კოლეჯთან გააჩერა და ორივე ერთად შევედით გაკვეთილზე, თავისუფალი ადგილები დავიკავეთ და მასწავლებლის მითითებებით დავიწყეთ ხატვა, ზეთის საღებავებით გავაფერადეთ ნამუშევრები, ბოლო ოცი წუთი კი მისტერ ლუკასი გუშინდელ ნახატებს განიხილავდა, მათგან ოთხი გამოარჩია.
-მესამე არის ლუის, თქვენი ნახატი, ულამაზესი ზღვის ხედი იყო, აღფრთოვანებული დავრჩი.
-მიხარია თუ მოგეწონათ.-უთხრა ლუისმა ღიმილით.
-ხოლო მეოთხე იყო კენდალის ნახატი, თვალები, რომლებშიც ყოველთვის ბევრი რამ ამოიკითხება, მის კენდალ, თუ შეგიძლიათ გვითხარით რატომ დახატეთ მწვანე თვალები გუშინ.
-მიხარია რომ მოგეწონათ მისტერ ლუკას, თვალები ბევრ რამეს ამბობენ, შეგვიძლია ჩავხედოთ ადამიანს თვალებში და ამოვიკითხოთ ბევრი რამ, სიხარული, სევდა, სინანული და სხვა...ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ენა, მე კი ადამიანებში ყველაზე დიდ ყურადღებას თვალებს ვაქცევ, მწვანე კი ჩემი საყვარელი ფერია.-ვთქვი და ადგილს დავუბრუნდი.
-ძალიან ვვამაყიბ თითოეული ჩემი მოსწავლით, მათ შორის კენდალ თქვენითაც და ვფიქრობ ყველასგან საუკეთესო მხარვარი ან დიზაინერი დადგება, წარმატებებს გისურვებთ.-თქვა თუარა ყველამ მადლობა გადავუხადეთ და ზარის დაირეკა.
-კენ, გგონია ვერ ვხვდები რომ ჰარის თვალები დახატე?-მკითხა ლუისმა როდესაც ოთახიდან გავედით და ჩაიღიმა.
-უბრალოდ არ ვიცოდი რა დამეხატა და ...
-კი არ გტუქსავ რა იყო, მეც დავხედე იმ ნახატს და მართლაც რომ მაგრად ხატავ, რაც შეეხება ჰარის დღეს ისიც წვეულებაზე იქნება და მინდა რომ უკეთ გაგაცნოთ ერთმანეთი, გუშინ ცოტა უჟმურად იყო.-მის ბოლო სიტყვაზე ჩამეცინა და თავი დავუქნიე, შემდეგ კი მისი მანქანით მიმიყვანა სახლამდე, მადლობა გადავუხადე და ბინაში შევედი.
მოსაღამოვდა, მე კი ისიც არ ვიცი რა ჩავიცვა წვეულებაზე, რომ არ წავიდე ლუისს ეწყინება, ჯანდაბა, ჰარიც იქ იქნება და ამჯერად ვერ გავექცევი, არა ,საერთოდაც რა მანერვიულებს? მე წვეულებაზე მივდივარ და ჰარი აქეთ მომერიდოს.
შავი, მუხლებამდე სიგრძის კაბა მოვირგე ტანზე და ოდნავ მაღალქუსლიანი ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, ყელზე სადა ყელსაბამი გავიკეთე, ხელზე ბეჭედი და თმა მხრებზე ჩამოვიშალე, ამჯერად მაკიაჟი გავიკეთე, მგონი არცისე ცუდი გამოვიდა, ბოლოს კი ლუისის მოწერილ მისამართზე მივედი.
ტაქსიდან გადმოვედი და დიდი,ორსართულიანი სახლის წინ აღმოვჩნდი, რომლიდანაც ფერადი შუქები მოჩანდა და მუსიკის ხმა გამოდიოდა, სახლი სავსე იყო ბავშვებით.
-კეენ.-მომესმა ლუის ხმა, მალე ჩემთან გაჩნდა და გადამკოცნა, ოდნავ ნასვამი იყო, თუმცა ძალიან კარგ ხასიათზე ჩანდა.-წამოდი, შევიდეთ, ბავშვებს გაგაცნობ.-მას გავყევი უკან და სახლში შევედით, ალკოჰოლის ბოთლები აქაიქ იყო მიმოფანტული, ყველა ცეკვავდა და თავიანთ სტიქიაში იყვნენ.
-სხვათაშორის არაჩვეულებრივად გამოიყურები.-აღნიშნა მან.
-მადლობა ლუ.
-ლუ? -ჩაიცინა მან.
-შენ თუ კენს მეძახი მეც ხომ შემიძლია ლუ დაგიძახო.
-რათქმაუნდა შეგიძლია.-ორივემ ჩავიცინეთ , შემდეგ კი ლუიმ ბავშვებთან მიმიყვანა, ორი გოგო და სამი ბიჭი გამაცნო, ყველანი საყვარლები იყვნენ, თუმცა თვალებით ჰარის ვეძებდი, არც მე ვიცი რატომ,მაგრამ ვგრძნობდი რომ სადღაც ახლოს იყო.
-მალე მოვალ, არ მოიწყინო, გაერთე.-მითხრა ლუიმ .
-კარგი.
-ჰეი, ანუ კენდალი არა? მე ბარბარა ვარ.-მითხრა გოგომ,რომელიც ცოტა ხნის წინ ლუიმ გამაცნო.-ქურთუკი ზემოთ დატოვე,რომ არ დაგეკარგოს.
-კარგი.
-მიგაცილებ.
ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახამდე მიმიყვანა, კარი შევაღე და საწოლზე უამრავი ქურთუკი იყო მიმოფანტული, ჩემი შავი ქურთუკი გავიხადე და სკამზე გადავკიდე განცალკევებით, ოთახი საკმაოდ ლამაზი აღმოჩნდა, საინტერესოდ იყო კედლები გაფორმებული, ძირითადად მუქი ფერები ჭარბობდა, თუმცა მაინც იყო რაღაც განსაკუთრებული აქ, ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე, ლუისი აუზში ჩამხტარა და ცეკვავდა, სხვებიც შეუერთდნენ და ერთ ამბავში იყვნენ, ჩამეცინა და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, როცა მძიმე მასას დავეჯახე.
-ჰეი, ფრთხილად უნდა იყო გოგონი.-ნაცნობმა ხმამ ტანში ჟრუანტელი დამიარა, თავი ავწიე და მწვანე თვალები დავინახე, რომლებიც სიბნელეში ანათებდნენ.-შენ კენდალი არ ხარ? ლუისის მეგობარი.
-კი, მე ვარ, უნდა წავიდე.-ვუთხარი და წი მივდიოდი როდესაც მკლავში ჩამჭიდა ხელი და ისევ ადგილზე დამაბრუნა.
-მოიცადე, რატომ გამირბიხარ? ხომ არ გეშინია თოჯინავ?-მის ცინიზმზე თვალები ავატრიალე.
-ვისი უნდა მეშინოდეს? შენი? და რატომ?
-დაივიწყე...მოდი თავიდან დავიწყოთ, მე ჰარი ვარ, ჰარი სტაილსი, ოცდა სამი წლის.-ხელი გამომიწოდა.
-უბრალოდ კენდალი.
-მეტს არაფერს მეტყვი?
-არ ვთვლი საჭიროდ.
-ძალიან ცივი ხარ.
-ვისთვის როგორ.
-კენდალ გეყოფა, მინდა ახლოდან გაგიცნო.-ოდნავ მოშორებით დადგა და ლუდის ბოთლი პირზე მოიყუდა, ახლა დავაკვირდი როგორი ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა.-მიშტერება უზრდელობაა.
-სულაც არ გაშტერდები, ოთახი მომეწონა.
-მართლა?
-ხო.
-და მერე იცი ვისია ეს ოთახი?-ოღონდ არ თქვას რომ მისია.-ჩემი კენ.
-კარგია.-ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა და სახეზე ბინძური ღიმილი ჰქონდა აკრული, ღიმილი რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი.
-ეს საწოლიც ჩემია, სადაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება...
-ჰარი!გეყოფა, მივდივარ.-უხეშად მოვიშორე და ოთახიდან გავედი, მისი ჩაცინების ხმა მომესმა რაზეც ძალიან გავღიზიანდი, ქვედა სართულზე ჩავედი და ბავშვებს შევუერთდი.
-ამდენ ხანს სად იყავი? ხომ არ დაიკარგე?-მკითხა ბარბარამ.
-არა, მამაჩემს ვესაუბრებოდი მობილურზე.
-აჰამ, შენ არ სვავ?
-ცოტას დავლევ.-ჭიქა გამომიწოდა სადაც ლუდი ესხა, დავლიე და ამოვიხვნეშე, შემდეგ კიდევ დავლიე და ოდნავ თავბრუს ხვევა ვიგრძენი. თუმცა თავდაჯერებულობა მომემატა და ცოტა ხანში ბარბარასთან და ლუსის მეობრებთან ერთად ვცეკვავდი.
-პიცა არ გინდა კენ?-მეკითხება პირგამოტენილი ნაილი და ხელში პიცის ყუთი უჭირავს რომელიც ცარიელია, კისკისს ვიწყებ.
-ანა ნაილ, მადლობა.-ვპასუხობ ძლივს და ცეკვას ვაგრძელებ.
-შეიძლება ერთად ვიცეკვოთ მის?-მეკითხება ქერა ბიჭი, რომელსაც თუ სწორად მახსოვს ზეინი ჰქვია.
-ნუ...შეიძლება.-ვთანხმდები და ერთად ვიწყებთ ცეკვას, არაამქვეყნიურ მოძრაობებს ვაკეთებთ და ორივე ვიცინით.
უცბად მკლავზე ვიღაცის ხელს ვგრძნობ რომელიც მოშორებით მიმათრევს.
-ჰეი!გამიშვი!-ვყვირი ,მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს, სახლის გვერდით მაჩერებს და ჩემს წინ დგება, ჰარია, ის არის...მწვანე თვალები გამუქებული აქვს და წარბებ შეკრული მიყურებს.
-შენი აზრით რა ჯანდაბას აკეთებ?!-მეკითხება ხმამაღალი ტონით, თვალებს ერთმანეთს ვაჭერ, რადგან თავი ისედაც მისკდება.
-საერთოდ რა გინდა?ტონს დაუწიე.-ვპასუხობ ხმამაღლა და მის ხელს ვიშორებ, შემდეგ კი მკლავს ვიზელ, საკმაოდ უხეშია.
-ხვალ სოციალურ ქსელში თუ შენი ცეკვის ვიდეო დაგხვდა არ გაგიკვირდეს, ყველა შენ გიღებდა!-თვალები გამიფართოვდა და პატარა ბავშვივით ქვევით დავიხედე.
-და შენ რა გაწუხებს? შემეშვი ,გაიარე რა.-ვუთხარი და ვცადე მისგან წავსულიყავი როცა ისევ ადგილას დამაბრუნა და ზურგით კედელს მიმანარცხა.-აუჩ!-წამოვიყვირე და ხელი ზურგზე მოვისვი.
-მეტი აღარ დალიო.
-როგორც მეტყვი მისტერ სტაილს.-ცინიკურად ჩავიცინე და ტუჩები გავილოკე.
-როდესმე შენთვის უთქვამთ რომ ძალიან ლამაზი ხარ?-მისი ხმა ამჯერად სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში, ხმადაბლა მიჩურჩულა ყურთან, თვალები გამიფართოვდა და ლოყებიც ამიწითლდა, რას მიკეთებს ეს ბიჭი.
-კი, თანაც ძალიან ბევრჯერ.-სწერვული ღიმილიც ჩავრთე დიალოგში და თავი ოდნავ გვერდით გავწიე.
-კენ მაპატიე.-მითხრა უცბად.
-მე? რა გაპატიო?-დავიბენი, სიტყვა არ დამამთავრებინა, თავისი ხელით სახე დამიჭირა და ჩვენი ტუჩები შეაერთა.
-------
შეაფასეთ და vote არ დაგავიწყდეთ🥰🥰💜

▫️He's eyes💚(დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ