-მადლობა კენ.
-რა მადლობა.
-დღეს ჩემს ოთახს დაგითმობ, მე დივანზე დავიძინებ, თან ჯერ არ მეძინება და ტელევიზორიც აქაა.-ჩაიცინა მან.
-კარგი.-უკან გავყევი და მის ოთახში შევედით.
-თუ რაიმე დაგჭირდება დამიძახე, ან თუ შეგეშინდება.-ცალი თვალი ჩამიკრა დ აეშმაკურად გამიღიმა, ჩამეცინა და მხარი გავკარი.
-ოქეი, მადლობა ჰარი.
-არაფერს პატარავ, ტკბილი ძილი.
-ასევე.-ვუთხარი და გავუღიმე, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა.
საწოლში შევწექი, ჯერ ოთახს დავუწყე თვალიერება, საკმაოდ ლამაზი და ორიგინალური იყო იქაურობა,როდესაც თვალები მიმეხუჭა კარგად მოვკალათდი და თავი ბალიშზე დავდე, ბალიშს მთლიანად ჰარის სუნამოს სუნი ასდიოდა, ერთი საათი ვერ ვიძინებდი, ვფიქრობდი მის ნათქვამზე და ეჭვები მღრნიდა, ნამდვილად არ მინდოდა ის ჩემი ძმა ყოფილიყო.
#ჰარი#
დივანზე მოვკალათდი და დღევანდელ დღეზე ფიქრი დავიწყე, მახსენდებოდა მთვრალი კენი და ჩემთვის ვიღიმოდი, შემდეგ კი მისი უეცარი გარდასახვა, ვღელავდი იმაზე რომ რაღაც აწუხებდა, ვფიქრობ საუბარს თავი აარიდა , მაგრამ ერთ დღეს ნამდვილად მომიყვება თავის ცხოვრებაზე და მერე უკეთ შევძლებ მის გაბედნიერებას, მთავარია კარგად ვიცნობდე, ვიცოდე მისი ტკივილები დაშემდეგ თუ შევძლებ მოვუშუშო იარები.
თვალები გავახილე თუარა მაშნვე წამოვდექი, სამზარეულოში შევედი და წყალი დავლიე, შემდეგ კი ჩემი ოთახის კარზე მივაკაკუნე.
-კენდაალ, ისევ გძინავს? დღეს კოლეჯს აცდენ?-პასუხი არ გაუცია.-კენ გაიღვიძე.-ისევ სიჩუმე.
კარი შევაღე და ოთახში კენდალი არ დამხვდა, საწოლი იდეალურად იყო გასწორებული, არეული ნივთებიც დაელაგებინა, მაგრამ თვითონ არსად ჩანდა, კიდევ რამდენჯერმე დავუძახე და დავრწმუნდი რომ სახლში არ იყო.
მალე მობილურზე მომივიდა მისგან შეტყობინება.
„ჰარი ბოდიში რომ პირობას ვარღვევ, ასე მიწევს, დღეს კოლეჯში ადრე დაგვიბარეეს“
„კარგი არაუშავს, სხვა დროს ვისაუზმოდ ერთად“-მივწერე და ამოვიხვნეშე.
შუადღე უაზროდ გავატარე, საღამოს კი გადავწყვიტე კლუბში წავსულიყავი მარტო.
#კენდალი#
ვიცი რომ არასწორად ვიქცევი, ჰარის თავს ვარიდებ, არ მინდა ჩემი ეჭვები გამართლდეს და თუ ისიც მსგავს ეჭვებში ჩავარდება ალბათ გაგიჟდება, ცოტა ხნით სჯობს თავი ავარიდო, ლოსანჯელესში წასვლაზე დავფიქრდები, შესაძლოა არდადეგები იქ გავატარო, თან ლიზაზე მეტს გავიგებ.
მოსაღამოვდა, კოლეჯის შემდეგ სახლში ვიჯექი, დრო უაზროდ გადიოდა, გადავწყვიტე მამასთვის დამერეკა.
„ჩემო პრინცესა, ძალიან მომენატრე“-მითხრა როგორცკი დამინახა.
„მეც მამა, როგორ ხარ?“
„კარგად, შენ შვილო?“
„მეც არამიშავს, ლიზა როგორ არის?“
„ისიც კარგადაა“
„მომიკითხე...მამა გადავწყვიტე ორი კვირით ჩამოვიდე, არდადეგები გვაქვს კოლეჯში“
„ძალიან მაგარია კენ, გელოდებით, აუცილებლად ჩამოდი, ბილეთის ფულს გადმოგირიცხავ“
„კარგი მა, მადლობა“
„რა მადლობა, ოღონდ შენ გნახო და ყველაფერს გავაკეთებ“-გავუღიმე და დავემშვიდობე.
უცბად კარზე კაკუნის ხმა გაისმა, ლუისი და ბავშვები აღმოჩნდნე, გამიკვირდა მათი დანახვა, შემდეგ კი გამახსენდა რომ ლუისს მეთვითონ ვუთხარი ჩემთან მოსულიყვნენ.
-სიურპრიიზ.-თქვა ბარბარამ და ჩამეხუტა.
-აუ რა კარგი ბავშვები ხართ, ძალიან მოწყენილი ვიყავი, სულ დამავიწყდა რომ ლუისს გუშინ თქვენზე ვუთხარი.
-არაფერია, ჩვენც მოგვენატრე და მაგიტომ მოვედით.-მითხრა ზეინმა.
-მე მეზარებოდა წამოსვლა, თუმცა ლუისმა მითხრა კენი უგემრიელესად ამზადებსო.
-ასეცაა.-ვთქვი და ჩავიცინე, ყველანი შევიპატიჟე და დივანზე მოკალათდნენ.
ჯერ ყველას ჩემი გაკეთებული სალათი გავასინჯე, ნაილი აღფრთოვანებული დარჩა, შემდეგ კი სასუსნავები მოვიმარაგეთ და ფილმი ჩავრთეთ.
-ლუის, ჰარი სად არის?
-მითხრა საქმე მაქვს და ვერ წამოვალო.
-გასაგებია.-ნეტავ რა საქმე უნდა ჰქონოდა.
ფილმს ვუყურებდით და თან ვხალისობდით, მაგრამ ჰარიზე მეფიქრებოდა, არამგონია მართლა საქმე ჰქონოდა, ალბათ ნაწყენია ჩემი საქციელის გამო.
როდესაც ფილმის ყურებას მოვრჩით მე და ბარბარა ჩემს ოთახში გავედით, რომ ოთახი დამეთვალიერებინა მისთვის.
-ძალიან ლამაზი და დახვეწილი ოთახია.
-მადლობა ბარბი.
-მოკლედ ბიჭებისგან მოშორებით იმიტომაც გამოგიყვანე რომ მაინტერესებს რა ხდება ჰარისთან, რაიმე ახალი ხომ არ არის?
-გუშინ მასთან დავრჩი, ასე მომიწია.
-რაა? მოყევი.-ბარბარასთან დასამალი არაფერი მქონია, ყველაფერი მოვუყევი,მაგრამ ჩემს ეჭვებზე არაფერი მითქვამს რადგან ჯერ ზუსტად არ ვიცი ასეა თუ არა, არის თუარა ჰარი ჩემი დედინაცვლის შვილი.
მალე ისევ ბიჭებთან დავბრუნდით , ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, დაახლოებით ათ საათზე ბავშვები გავაცილე.
-ძალიან კარგი დღე იყო და სხვა დროსაც გელოდებით.-ვუთხარი მათ.
-ჩვენც კარგად გავერთეთ კენ, მადლობა ყველაფრისთვის.-მითხრა ლუისმა, ყველას გადავეხვიე და წავიდნენ.
მათი წასვლის შემდეგ იმაზე ფიქრი დავიწყე თუ სად შეიძლება ყოფილიყო ჰარი, ან როგორ იყო.
უცბად კარზე კაკუნის ხმა გავიგე, ვიღაც ძალიან ძლიერად აკაკუნებდა.
-რომელი ხარ?-ვიკითხე თუმცა პასუხი არ მიმიღია.-რომელი ხარ თქო?-ისევ უპასუხოდ დატოვა ჩემი შეკითხვა, ფანჯრიდან არაფერი მოჩანდა, ცოტაარიყოს მეშინოდა, ხელში პურის საჭრელი დანა ავიღე, მაინც თავდაცვის მიზნით და კარი ფრთხილად გავაღე.
დანა დამივარდა როდესაც ჩემს წინ ჰარი აღმოჩნდა, ფეხზე ძლივს იდგა, სასმლის სუნმა მიმახვედრა რომ ნასვამი იყო, მივუახლოვდი და ტვალებში ჩავხედე, რომლებიც ცრემლებით ავსებოდა.
-ჰარი?!-უცბად ხელი წელზე მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს უხეშად დაეწაფა, ვცადე გავწეულიყავი თუმცა უფრო მეტად დამიჭირა და კოცნაში ამიყოლია, მერამდენედ აკეთებს ამას...-ჰარი გეყოს!-უკან დავიხიე და კიდევ ერთხელ ავათვალიერე სილუეტი რომელსაც ვეღარ ვცნობდი.-რა გემართება? სად იყავი ან რატომ დალიე?
-კლუბში ვიყავი კენ, შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?
-დაჯექი.-დივნამდე მივიყვანე და დავსვი.-ასე აღარ მოიქცე, ნუ მკოცნი მაშინ როდესაც მოგინდება.-ვუთხარი მას რასაც მისი ოდნავი ჩაცინება მოჰყვა, სულ შეიშალა.
-გთხოვ უბრალოდ ჩუმად იყავი და ჩემთან დაჯექი.-ყოყმანის შემდეგ მის გვერდით ჩამოვჯექი, ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია და მომეხუტა.-მაპატიე ასე რომ გექცევი, არ იფიქრო რომ მხოლოდ მინდიხარ ან რაიმე სისულელე პატარავ, უბრალოდ შენ ისეთი ხარ...ისეთი საოცარი რომ მგონი შენზე დამოკიდებული გავხდი.
-მე სასმელზე დამოკიდებულებას უფრო ვატყობ.
-კენ ჩუმად იყავი.
-ნუ მაჩუმებ გამუდმებით.
-ჩუმად თორემ გაკოცებ.-ეს რომ მითხრა მართლაც გავჩუმდი, გაოცებისგანაც კი.-ასე ჯობია.-მითხრა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
მაინც ვერ ვხვდები რა უნდა, ვერ ვხვდები რას მოელის ჩემგან, რატომ იქცევა ასე...
-დღეს ვფიქრობდი, რატომ მარიდებ ასე ძალიან თავს? რატომ გამირბიხარ გამუდმებით...
-უბრალოდ ასე ხდება ჰარი.
-პატარავ უმიზეზოდ არაფერი ხდება,საერთოდ არ მოგწონვარ კენ? არაფერს გრძნობ როდესაც მხედავ ან გკოცნი?
-ჰარი მე...
-ჩშ, არაფერი თქვა, გასაგებია.-სულაც არ არის გასაგები,ალბათ ჰგონია მძულს, ჯანდაბა ეს ჩემი დამსახურებაა, ნეტავ იცოდეს როგორ მეკვეთება ფეხები როდესაც ჩემს ბაგეებს ეხება, როგორ მიხშირდება სუნთქვა როცა ვხედავ.-საშინლად მინდა ყოველ ღამით შენთან ერთად ვიძინებდე.-მითხრა და თვალები დახუჭა, აღარაფერი მითქვამს, მალევე ჩაეძინა, არ ვიცი რა დამემართა, ძალიან მომინდა ჩავხუტებოდი, მკლავები ძლიერად მოვხვიე და თავი მის მკერდზე დავდე, ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი და მეც დავიძინე.
YOU ARE READING
▫️He's eyes💚(დასრულებული)
Romanceმთავარ როლში არიან Harry styles და kendall jener-ი. კენდალი ცხრამეტი წლის გოგონაა რომელმაც რთული ბავშვობა გამოიარა, ის ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ ადამიანებთან ერთად და სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში მწვანეთვალება ბიჭი (ჰარი) რომელიც თავდაყირა აყ...