-ჩემი მობილური ჯდება, ესღა მაკლდა.-ვთქვი და მუშტი შევკარი.
სასრაფოდ ავკრიბე კენის ნომერი და დავურეკე.
-ჰარი სად ხარ? ვეღარ მორჩი სამუშაოს?
-პატარა მიჯდება თორემ ახლაც აგიხსნიდი, მოკლედ მიდი და მოვალ.
-კარგი.-მითხრა ცივად და ყურმილი დამიკიდა.
#კენი#
ნეტავ რა პრობლემაა ისეთი რომ ვერ მოდის, თან ვნერვიულობ და თან ნერვები მეშლება რომ არ მითხრა, ხომ შეეძლო ორი სიტყვით მაინც ეთქვა , ამდენი ხანი ველოდე ჩაცმულმა რომ ერთად წავსულიყავით...
ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი, ლიამის სახლთან გააჩერა თუარა გადმოვედი და კარზე დავაკაკუნე, კარი ბარბიმ გააღო.
-ჰეიი, ჰარი სად არის?-ჩამეხუტა ის.
-რაღაც პრობლემა აქვს სამსახურში და ვერ მოახერხა გამოსვლა, მალე მოვა.
-რას ამბობ, ნეტავ ხომ მშვიდობაა.
-არ ვიცი, ვერ მითხრა, ტელეფონი დაუჯდა.
-კარგი ნუ მოიწყენ, მალე მოვა, მანამდე მორთვაში დამეხმარე რა.-ბარბი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ყველაფერი ფერად ფერებში იყო გაწყობილი, ჰელიუმის შავ ბურთზე კი ეწერა „boy or girl?“ , მარცხენა მხარეს ცისფერი სათამაშოები და ქაფქეიქები იდო, მარჯვნივ კი ვარდისფერი, ლიამიც აქეთ-იქით დაფუსფუსებდა, ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა ბავშვის სქესს.
მალე დანარჩენებიც მოგროვდნენ და ყველა ჰარის ველოდებოდით, უკვე ვფიქრობდი რომ ათ წუთში თუ არ მოვიდოდა მეც წავიდოდი და ცერემონია ჩვენს გარეშე ჩაივლიდა, არ მინდოდა ბარბარასთვის ეს დღე ჩამეშხამებინა და თავს ძალას ვატანდი გამეღიმა.
#ჰარი#
დაახლოებით ერთი საათია ამ სულელ გოგოსთან ერთად ვარ ჩაკეტილი კაბინეტში, კაბინეტის გასაღებიც კი მას ჰქონდა ქვევით, მობილური დამიჯდა, თავისი ქვევით აქვს, რა ჯანდაბა ხდება? ან რა უნდა ვქნა? დილამდე აქ ვერ ვიჯდები, სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო რაიმე.
სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა, კარი იმხელა იყო ვერც გავტეხდი საკეტს.
უცბად მხარზე შეხება ვიგრძენი, ბრიანას ხელი იყო, გავღიზიანდი მაგრამ როდესაც შევხედე ვეღარ გავუბრაზდი, აცრემლიანებული თვალებით მიყურებდა.
-რა გატირებს?
-ვწუხვარ რომ ასეთ მდგომარეობაში ხართ ჩემს გამო, ტელეფონი მაინც ამომეტანა...
-კარგი რას იზავ, არაუშავს, რაიმე უნდა მოვიფიქროთ, ნუ ტირიხარ.
-მე მართლა ძალიან ვწუხვარ ჰარი.-მოულოდნელად მომხვია მკლავები, მე თავი შევიკავე და ვცადე უკან გამეწია, მაგრამ უცბად სახე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოიტანა და ტუჩები მომაწება.
-ბრიან..-სანამ რაიმეს ვეტყოდი ჩემს კალთაში მოთავსდა და კოცნა გააღრმავა, მაშინვე მკლავებში ჩავჭიდე ძლიერად ხელები და ავაყენე, კედელთან მივიმწყვდიე და ანთებული თვალებით ჩავხედე თვალებში, ეშმაკურად იღიმოდა და წეღანდელი ცრემლები გამქრალიყო.
-მეორედ აღარ გაბედო მსგავსი რამ! ასეთი საქციელით რის მიღწევას ცდილობ?-ვუყვიროდი ხმამაღლა.
-ჰარი ხელი მტკივა...-ამოიხვნეშა მან, გავაცნობიერე რომ ძლაიან ვუჭერდი მკლავზე და ხელი გავუშვი.
-მე შეყვარებული მყავს და ეს არასწრი საქციელი შენი მხრიდან ბრიანა! ასე ნუ იქცევი.
-მაპატიეთ მისტერ სტაილს, არ ვიცი რა დამემართა, უბრალოდ..
-უბრალოდ ჰორმონებმა გიმტყუნა, ხოდა დააწყნარე ეგ შენი ჰორმონები, თორემ ძალიან მაღიზიანებ უკვე.
-არც ვიცოდი თუ შეყვარებული გყავდათ.
-როგორ არ იცოდი?აბა წეღან ვის ვესაუბრე ტელეფონზე? იცი რომ ახლა ჩემი შეყვარებულის გვერდით უნდა ვიყო და არა ამ წყეულ კაბინეტში შენთან ერთად?
-კარგით დამშვიდდით, აღარაფერს ვიტყვი, აი აე ვიჯდები ჩემთვის, თუ ასე ძალიან გაღიზიანებთ.-ისევ უმანკო გოგოს როლი მოირგო.
-კარგი იქნება.-ტუჩებიდან მისი ტუჩსაცხი მოვიშორე, გული მერეოდა როცა მის შეხებას ვიხსენებდი, კენდალთან მინდოდა, ვნერვიულობდი იმაზე თუ რა რეაქცია ექნებოდა ჩემი დანახვისას.
უცბად რაღაც მომფიქრდა, ბრიანას თმიდან წკაპი მოვხსენი, თავიდან გაოცებული მიყურებდა, შემდეგ კი მიხვდა რასაც ვაკეთებდი, წკაპი საკეტს მოვარგე და რამდნენჯერმე გადავატრიალე, მესამე ცდაზე ხმით მივხვდი რომ კარი გაიღო, სასრწფოდ ავიღე ჩემი მობილური მაგიდიდან და ისე რომ არაფერი მითქვამს კომპანიიდან გავვარდი, მანქანში ჩავჯექი და დავქოქე, ბრიანა გაოცებული მიყურებდა და თითქოს ნაწყენი იყო რომ თავის მიზანს ვერ მიაღწია, ძუკნა!
ლიამის სახლში დაახლოებით ოც წუთში მივედი ისე მივქროდი, კარი ბარაბარმ გააღო, ყველა ჩამწკრივებულები იდგნენ და უცნაური სახეებით მიყურებდნენ, კენდალი კი განადგურებული და ლოდინისგან დაღლილი , უემოციო სახით მიყურებდა და ჩემგან პასუხს ელოდა.
-მაპატიეთ, ვიცი რომ ყველა მე მელოდებოდით, მართლა მქონდა მიზეზი თორემ ასე არ მოვიქცეოდი, უკვე გაიგეთ სქესი?-ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა, თმა აწეწილი მქონდა, ხელში კი ჩემი კოსტუმი მეჭირა.
-არა, შენ გელოდებოდით ჰაროლდ.-მიპასუხა ლიამმა ცივი ხმით.
-მაპატიე ბრო, აუცილებლად მოგიყვებით რა შემემთხვა, ნუ მოიწყენთ, ცერემონიალი დავიწყოთ.-ვთქვი და კენდალის გვერდით დავდექი, მან კი არც შემომხედა.
-მოკლედ ჰარი არაუშავს, ხდება ხოლმე მსგავსი გაუგებრობები, ახლა კი დროა ლიამს და თქვენ გაგიმხილოთ ბავშვის სქესი, ამ ბუშტში ვარდისფერი და ლურჯი ფერის ქაღალდებია ჩაყრილი , რომელიც გადმოიყრება ბუშტის გახეთქვისას იმ სქესისაა ბავშვი, აბა ლიამ, მზად ხარ?-ჰკითხა ბარბარამ ლიამს, ტესა და ნაილი ვიდეოს იღებდნენ, დანარცენები კი ლიამის მსგავსად ველოდებოდით პასუხს.
-მზად ვარ.-უპასუხა ლიამმა, შემდეგ კი სამსამდე დაითვალა და ბუში გახეთქა, ბუშტიდან ლურჯი ფერის ქაღალდები გადმოიყარა.-ბიჭია.-თქვა ლიამმა და ცოტა ხანს გაშეშებული იდგა, შემდეგ კი სიხარულისგან თვალები აუწყლიანდა, ბარბარა ხელში აიტაცა და დაატრიალა.-ბიჭია! ბიჭია!
ყველამ მივულოცეთ მათ , შემდეგ კი ლიამმაც თქვა რამდენიმე სიტყვა.
-ყველას მადლობას გიხდით რომ მოხვედით, უბედნიერესი კაცი ვარ მთელი დედამიწის ზურგზე, გოგო რომც ყოფილუყო იგივე რეაქცია მექნებოდა, უბრალოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის პასუხი, როცა არ იცი და ელი ნებისმიერი პასუხი გახარებს ადამიანს, ბარბი ,მადლობა შენ რომ ასეთი კარგი მყავხარ.-თქვა და ბარბარას ტუჩებზე აკოცა, შემდეგ კი რაღაც პატარა ყუთი აიღო.
-ამ ყუთში თქვენი, ყველას სახელებია ჩაყრილი, ლიამი რო სახელს ამოიღებს, ვინებიც ამოვლენ ისინი იქნებიან ბავშვის ნათლიები.-თქვა ბარბარამ.
-რა კარგი იდეაა, ჩვენც ასე გავაკეთოთ პატარავ.-ვუთხარი კენდალს, მა კი სუსტად გაიღიმა და ისევ ამარიდა თვალები.
ლიამმა ორი ფურცელი ამოიღო, ჯერ ერთი გახსნა და ჩაიღიმა.
-პირველი ნათლია არის...ნაილი!-ნაილმა სიხარულისგან ხტუნვა დაიყწო.
-ჩემს ნათლულს არაფერი მოაკლდება, ძალიან გახარებული ვარ, სულ პიცერიაში და შოპინგებზე ვივლით.-ყველას ჩაგვეცინა ნაილის სიტყვებზე.
-დარწმუნებული ვარ უმაგრესი ნათლია იქნები ნაილჩიკო.-უთხრა მას ბარბიმ
-მეორე ნათლია კი არის...კენ! შენ ხარ!
კენდალსაც ძალიან გაუხარდა, მაშინვე გაეღიმა, ბოლო ერთი საათის განავლობაში პირველად დავინახე მისი ღიმილი
-ძალიან მიხარია რომ მეც მხვდა წილად პატარას ნათლობა, იმედი მაქვს პირნათლად შევასრულებ ჩემს მოვალეობას.
-ეჭვიც არ გვეპარება.-უთხრა ლიამმა.
მოკლედ ცრემონიალმა ჩაიარა, ბოლოს ბავშვები დივანზე მოვკალათდით და რაღაცეების განხილვა დაიწყეს, კენი საუბარში ძლივს ერთვებოდა, მეც ფიქრებში ვიყავი გართული, კენის ასეთი მოპყრობა აღარ შემეძლო, ვანიშნე სამზარეულოში გამომყოლოდა და მეც იქ გადავინაცვლე.
-კენ ასე ნუ მიყურებ.-ვუთხარი მას, მან კი ხელები გადააჯვარედინა და ცალი წარბი ასწია.
-როგორ ჰაროლდ?
-მესმის რომ ნაწყენი ხარ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის ის რაც მოხდა..გაუგებრობა იყო.
-და აღარ იტყვი რა მოხდა? მაინცდამაინც მე უნდა გკითხო მიზეზი? რა აღარ ვიფიქრე, მთელი საღამოა ვნერვიულობ, შენ კი...
-კენ კაბინეტში ჩავიკეტე.-ოდნა ჩაიცინა.-სიმართლეს ვამბობ, ჩემი არ გჯერა?
-როგორ ჩაიკეტე.
-არ ვიცი, საბუთებზე მოშაობას მოვრჩი და უნდა წამოვსულიყავი როცა ურდული ჩამოვწიე და კარი არ გაიღო, კომპანიაში თითქმის არავინ იყო, ჩვენს სართულზე ყოველ შემთხვევაში..ხმა ვერავის მივაწვდინე, მობილურიც დამიჯდა, მხოლოდ შენთან მოვასწარი დარეკვა, დამიჯერე მეც ძალიან ვინერვიულე.-ღრმად ამოისუნთქა და ჩემსკენ ახლოს მოიწია.-მაპატიე რომ ჩემს გამო ნერვილობა მოგიწია პატარავ.-მისკენ მივიწიე რომ ჩავხუტებოდი.
-ეს რა არის?-ჩემი მაისურიდან თმის ღერი აიღო და ცხვირ წინ ამაფარა.
-ეს? ეს ხომ თმაა.-ჯანდაბა, ალბათ ბრიანას თმაა, მასზე ვერაფერი ვუთხარი, მეგონა ეჭვებში ჩავარდებოდა, მაგრამ ახლა უარესი მოხდება, ღმერთო..
-მეც მშვენივრად ვიცი რომ თმაა ჰარი სტაილს! თან ქერა თმა, ახლა ყველაფერი გასაგებია, შენი დაგვიანების მიზეზიც,აქ დგახარ და ურცხვად მატყებ, ყოჩაღ! მე მივდივარ.-თქვა და სამზარეულოდან მისაღებში გაიჭრა, გამომეტყველება საგრძნობლად შეეცვალა, მალე ცრემლები წამოსცვივდებოდა, უკან გავეკიდე და ვცადე შემეჩერებინა, ყველა ჩვენ გვიყურებდა, ის არც კი მისმენდა, ჩანთა და ქურთუკი სწრაფად აიღო და სახლიდან გაიქცა.
-ჰარი რა ხდება?-მკითხა ლიამმა.
-გაუგებრობაა ძმაო, მოვაგვარებ, ნუ ღელავთ ახლავე წავალ მასთან, ბოდიშს გიხდით ამ სიტუაციისთვის.-ვუპასუხე ლიამს, შემდეგ კი მეც ჩავიცვი და კენის სახლისკენ დავძარი მანქანა.
სანამ მანქანაში ვიჯექი მობილურზე ვურეკავდი, მაგრამ გამორთული ჰქონდა, ჯანდაბა! ეს ყველაფერი წყეული ბრიანას ბრალია, იმედია კენი დამიჯერებს და მეც გასაგებად ავუხსნი ყველაფერს, უკვე გონება ამერია.
#კენდალი#
ტაქსი სწრაფად გავაჩერე და მისამართი ვუთხარი, ჩემს სახლში არ მივდიოდი, რადგან ვიცოდი ჰარიც მაშნვე იქ დამიწყებდა ძებნას, მე კი განმარტოება და ფიქრი მჭირდებოდა, ნუთუ მიღალატა, ნუთუ ვიღაც კახპა იყო მისი დაგვიანების მიზეზი... იმდენად ანერვიულებული ვიყავი ხელები მიკანკალებდა, ტირილი მინდოდა, საშინლად.
-მის კარგად ხართ?-მკითხა მოხუცმა მძღოლმა.
-კი, კი.
მძღოლი ჩემს მითითებულ მისამართზე მივიდა, მანქანიდან გადავედი და დანარჩენი გზა ფეხით გავიარე, ზღვის ნაპირას მივედი, ნიუ-იორკის ხიდთან, მიწაზე ჩამოვჯექი და ხედს დავუწყე ყურება, ვცდილობდი ცუდი ფიქრები თავიდან მომეშორებინა, მაგრამ ეჭვები მღრნიდა, რატომ მოიგონა რაღაც უაზრო მიზეზები, პირდაპირ ეთქვა თუ აღარ ვუყვარდი , რატომ გამცვალა ვიღაც სხვაში? ნუთუ ამას ვიმსახურებდი?
თავი ვეღარ შევიკავე და ამდენი ხნის დაგროვებული ცრემლები ერთიანად გადმოვუშვი თვალებიდან, ვტიროდი და თავს ძალან მარტოსულად ვგრძნობდი, აღარავის დანახვა აღარ მინდოდა, მინდოდა ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო.
დაახლოებით ორ საათში სიცივემ ამიტანა, სიცივისგან ტუჩები გამილურჯდა, მობილური ჩავრთე და გამოტოვებული ზარები შევამოწმე, ოცი გამოტოვებული ზარი ჰარისგან, ვითომ ძალიან ადარდებდეს სად ვარ...
ტაქსს ვეღარ გავაჩერებდი, რადგან ძალიან გვიანი იყო, სიბნელეში ძლივს გავიკვალე გზა ტრასამდე, სანამ მობილური დაჯდებოდა ზეინს დავურეკე.
-კენ სად ხარ?-მაშნვე მკითხა.
-გეტყვი ზეინ და გთხოვ მომაკითხე რა, ოღონდ ჰარის არაფერი უთხრა.
-კარგი სწრაფად მითხარი, მაშინვე მოვალ.
ზეინს მისამარტი ვუთხარი და ნახევარ საათში ჩემთან გაჩნდა მანქანით.
-მადლობა.-ვუთხარი როცა მანქანაში ჩავჯექი.
-კარგად ხარ? რა ჯანდაბა მოხდა? ჰარიმაც არაფერი გვითხრა, აქ რა გინდა ამ დროს?
-ზეინს მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ, ახლა არ შემიძლია.
-შენს თავს შეხედე, მთლიანად გაყინული და ძალაგამოცლილი ხარ.-მითხრა და კონდიციონერი ჩართო რომ გავმთბარიყავი.-იცოდე ჰარიმ თუ რაიმე დაგიშავა არ შევარჩენ, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმაკაცია.
-ვიცი ზეინ, მადლობა რომ გვერში მიდგახარ.
-რას ამბობ, სამადლობელი არაფერია, ჰარი გიჟივით გეძებს, აჯობებს თუ მასთან წაგიყვან, ძალიან ნერვიულობს.
-ნერვიულობს?-სიმწრით ჩამეცინა.-არა ზეინ, ჩემს სახლში მინდა.
-კარგი, მაგრამ ჯობს მალევე დაილაპარაკოთ და მოგვარდეთ, ასე არ შეიძლება კენ.
ხმა აღარ გამიცია, არაფერი მითქვამს მთელი გზა, მანქანიდან გადასვლისას მადლობა გადავუხადე და ვთხოვე ჰარისთვის არაფერი ეთქვა,ზძლივს დავითანხმე.
სახლში შევედი და შუქი ავანთე , მაშინვე კაკუნი ატყდა კარზე, ჰარი იყო.
-კენდალ გააღე ეს წყეული კარი, ვიცი რომ სახლში ხარ!
-წადი ჰარი! შენი დანახვა არ მინდა.-გავძახე მე.
-გააღე თქო!
მისი ყვირილი მომბეზრდა და კარი გავაღე, მაშინვე ჩამეხუტა , მისი ცივი მკლავები მომხვია და ღრმად ჩაისუნთქა.
-კარგად ხარ, მთავარი ესაა.
-ნეტავ მართლა გადარდებდე.
-რა სისულელეს ამბობ! დაჯექი და მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი.
-არ მაინტერესებს დეტალები თუ როგორ იწექი ვიღაც ძუკნასთან!
-რაა? შენ მართლა მასე ფიქრობ?
-აბა რა ვიფიქრო ჰარი! რა ვიფიქრო? ის თმა საიდან აღმოჩნდა შენს პერანგზე, ან ქალის სუნამოს სუნი რატომ აგდის ახლაც კი? გული მერევა ჰარი როცა წარმოვიდგენ როგორ ეხები სხვას.
-ჯანდაბა! შეგიძლია შეწყვიტო საუბარი და მომისმინო?-დაიყვირა ხმამაღლა, ცრემლები მოვიწმინდე და დივანზე ჩამოვჯექი.-ეს თმის ღერი ბრიანასია.
-ანუ ბრიანა ჰქვია.
-კენდალ გაჩერდი, ბრიანა ჩვენი თანაშემწეა, მიმღებში ზის და მას აბარია მთელი კომპანიის გასაღებები...რაც იქ მივედი ცდილობს თავი მომაწონოს, თუმცა გეფიცები როცა ვუყურებ გული მერევა, რადგან შენც კარგად იცი რომ ასეთ გოგოებს ვერ ვიტან.-ღრმად ჩაისუნთქა და გვერდით მომიჯდა.-დღეს როდესაც წამოსვლას ვაპირებდი ჩემს კაბინეტში შემოვიდა, მითხრა ჯეიმსმა დაიბარა ჰარი გასწავლის კომპიუტერზე რაც ვერ გაიგეო, რაღაცეები ავუხსენი რაც შემეძლო სწრაფად და მოვდიოდი როცა კარი ჩაიკეტა, მობილური და გასაღები ქვევით მაქვსო მითხრა, ერთი საათი ვფიქორბდი რა მექნა და როგორ დამეღწია თავი მისგან, ფიქროს დროს კი მოვიდა და...
-და რა ქნა? თქვი ჰარი, მზად ვარ ყველაფერისთვის.
-მოვიდა და უბრალოდ მაკოცა, მლავები მომხვია იმ ძუკნამ, ძლივს მოვიშორე, მაშნვე ავუხსენი რომ შეყვარებული მყავდა და ეს არასწორი იყო, გეფიცები სხვა არაფერი ყოფილა, ჩემი უნდა გჯეროდეს კენ...
-თავიდანვე რატომ არ მითხარი ჰარი?
-რადგან მეგონა არასწორად გაიგებდი ან რაიმეს იეჭვებდი, არ ყოფილა მოყოლა ჩემთვის ადვილი კენ.
-გეგონა.. აი რა არის პრობლემა, გეგონა ვერ გაგიგებდი არა? გაუგებარი არ ვარ ჰარი და იმას ყოველთვის ვუგებ ვინც ძალიან მიყვარს, მაგრამ დღეს შენი ჩემდამი დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა, მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი ყველაფერს აგიხსნიდი.
-იმ მომენტში და სიტუაციაში მოკლედ აგიხსენი რომ კაბინეტში ჩავიკეტე კენ, იქ არ იყო იმის დრო რომ ბრიანაზეც მომეყოლა.
-მაგ ძუკნას სახელს ნუ მიხსენებ.
-ახლა რომ გითხარი რაც იყო, გეფიცები არაფერი დამიმალავს, მაპატიე რომ გატკინე კენ.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეტკინა გული, პირველი იმედგაცრუეა იყო შენი მხრიდან, არ ველოდი.
-სად იყავი? იმდენი გირეკე...
-განმარტოება მინდოდა, ზღვის პირას ვიჯექი და ვფიქრობდი.
-და ტიროდი.
-ხო ჰარი.
-ჩემი პატარა.-სცადა ჩამხუტებოდა მაგრამ უკან დავიხიე.
-დღეს არა ჰარი, მარტო ყოფნა მინდა, გთხოვ.
-კარგი, გპირდები მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდება კენ, არაფერს დაგიმალავ თუნდაც იმ მიზეზით რომ გული არ გეტკინოს, ზეინს კიდევ არ ვიცი რას ვუზავ, მე რომ არ მოვსულიყავი არც კი მეტყოდა რომ აქ იყავი.
-ზეინს შეეშვი, მისი წყალობით მოვედი შინ მშვიდობით.
-კარგი.
-ვიძნებ, შეგიძლია წახვიდე, ან არ ვიცი..
-შენთან დავრჩები, ხვალ კი ჩემს სახლში გადავიტანთ შენს ნივთებს.
-შეგიძლია დივანზე დაიძინო.-მითხრა და თავის ოთახში შევიდა.
CZYTASZ
▫️He's eyes💚(დასრულებული)
Romansმთავარ როლში არიან Harry styles და kendall jener-ი. კენდალი ცხრამეტი წლის გოგონაა რომელმაც რთული ბავშვობა გამოიარა, ის ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ ადამიანებთან ერთად და სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში მწვანეთვალება ბიჭი (ჰარი) რომელიც თავდაყირა აყ...