-კენ მაპატიე.-მითხრა უცბად.
-მე? რა გაპატიო?-დავიბენი, სიტყვა არ დამამთავრებინა, თავისი ხელით სახე დამიჭირა და ჩვენი ტუჩები შეაერთა.
-აი ეს.-მიპასუხა და თავი ჩემს კისერში ჩარგო, მე კი გაშეშებული ვიდექი და ვიაზრებდი იმას რომ ჩემი პირველი კოცნა ჰარი სტაილსმა მიისაკუთრა.
უსიტყვოდ გამოვეცალე და ლუისის ძებნა დავიწყე, ვიპოვნე თუარა ვთხოვე სახლში წავეყვანე , თუმცა გათიშული იყო, მივხვდი ასეთ მდგომარეობაშ ვერ წამიყვანდა ამიტომ მისი მანქანის გასაღები ავიღე.
მართვის მოწმობა არ მაქვს, მაგრამ მამამ ტარება ხომ მასწავლა? მგონი ლუისს მანქანას არ დავუმტვრევ არა?
სანამ ვფიქრობ ჩავჯდე თუარა ლუის მანქანში ნაბიჯების ხმა მესმის, ნაცნობი სილუეტი მანქანის მეორე მხარეს დგება და დაჟინებით მიყურებს, შემდეგ კი ოდნავ იცინის.
-მანქანის ქურდო...სახლში წასვლა გინდა?
თვალებს ვარიდებ, რადგან ცოტა ხნის წინ მაკოცა, ნასვამი ვარ ამიტომ ვაღიარებ რომ უფაფუკესი და გემრიელი ტუჩები აქვს ამ იდიოტს.
-მინდა და წავალ კიდეც.-ვამბობ და მანქანის კარს ვაღებ.
-ნასვამი ხარ, მგონი ლუისს არ მოეწონება თუ ხვალ მის მანქანას ნაწილებად დაშლილს ნახავს, ან საავადმყოფოში მოუწევს შენი მონახულება.
-ოდესმე შენთვის უთქვამთ რომ ბევრს ლაპარაკობ?
-არა, პირველი ხარ პატარავ.
„პატარავ“ , ოდნავ ტანჟი გამაჟრჟოლა , მაინც იდიოტია.
-საჭესთან მე დავჯდები.-მითხრა და ჩემი ადგილი დაიკავა, მე კი სხვა გზა არ მქონდა გვერდით მივუჯექი და ღვედი შევიკარი, ნახევარი გზა ხმა არ ამომიღია და მის უაზრო კომენტარებს ვუსმენდი, ცოტა ხანში კი მუსიკა ჩართო და ვერც კი გავიაზრე ისე მიმეძინა.
#ჰარი#
წყნარი მუსიკის ფონზე მანქანით ნელა მივდივარ გზაზე, კენდალს ვესაუბრები თუმცა ხმას არ მცემს.
-კენდალ მისმენ?კეენ.
მისკენ ვიხედები და ვხედავ რომ თვალები დახუჭული აქვს,სახე ხელზე აქვს ჩამოდებული და საყვარლად სძინავს, მგონი პირველად დალია, ან ასეთი სიმთვრალე აქვს, თუმცა მაინც საყვარელია.
არ ვიცი რა მემართება, მინდა რომ სულ ახლოს მყავდეს, თუმცა მგონი ვაღიზიანებ , ვატყობ დიდად გულზე არ ვეხატები ,მაგრამ დავანახებ რომ არცისეთი ცუდი ვარ როგორც ჰგონია.
მის სახლთან მივედით,რამდენჯერმე დავუძახე თუმცა ვერ გამოვაფხიზლე, მის სახეს კიდევ ერთხელ დავაკვირდი,გემრიელი და ფაფუკი ტუჩები,რომლებზედაც ცოტა ხნის წინ ვაკოცე გადმობრუცული ჰქონდა, არ ვიცი მაშინ რა დამემართა, უბრალოდ მაგნიტივით მიმიზიდა.
-კენ, გაიღვიძე.-ამჯერად მხარზე მოვკიდე ხელი და ოდნავ შევაჯანჯღარე, თვალები გაახილა თუმცა მალე ისევ მიხუჭა.-ოჰ ღმერთო.-ამოვიხვნეშე და მანქანიდან გადავედი, მის მხარეს არსებული კარი გავაღე და ხელში ავიყვანე, ფრთხილად გადმოვიყვანე მანქანიდან და სახლისკენ წავიყვანე, გასაღები ჩანთაში ედო , სახლის კარი შევაღე, პატარა, ძალიან ლამაზი და მყუდრო ბინა დამხვდა, მისი ოთახი მოვძებნე და საწოლზე ფრთხილად დავაწვინე.
-მჰჰ ჰარი.-ამოიხვნეშა ჩემი სახელი, ტანზე ბუსუსებმა დამაყარა.
-რა გინდა კენ?-ვკითხე ყურთან ახლოს, მან კი პასუხის მაგივრად ტუჩები მომაწება, დიდზე გამეღიმა და ჩავეხუტე, მისი სასიამოვნო სრნელი ხარბად შევისუნთქე და კისერში კოცნა დავუტოვე, ფეხსაცმელები გავხადე და საბანში შევაწვინე.
ცოტა ხანი ვუყურებდი როგორ ეძინა, შემდეგ კი მანქანაში ჩავჯექი და უკან დავბრუნდი, საშინელი ღამე გავატარე ლუისის და ბიჭების გამო, ყველა მთვრალი იყო, ძლივს დავაძინე ოთხივე, ლიამის შეყვარებული ბარბარა კი სახლამდე მივაცილე და შემდეგ მეც მომეცა იმის ბედნიერება რომ დავწოლილიყავი, ძილის წინ კენდალის კოცნა მახსენდებოდა და ისევ სულელივით ვიღიმოდი.
#კენი#
თვალებს ვახელ თუარა საშინელ თავის ტკივილს ვგრძნობ, ნელ-ნელა მახსენდება გუშინდელი საღამო, თუმცა ვერაფრით ვიხსენებ როგორ მოვაღწიე სახლამდე, საწოლზე ოდნავ წამოვჯექი და მობილურს დავხედე, კოლეჯში საკმაოდ დამაგვიანდა, წასვლას აზრი არ აქვს.
მალე ავდექი და ბევრი წყალი დავლიე, საუზმე მოვამზადე და ტელევიზორის წინ ჩამოვჯექი თეფშით ხელში, ისევ ვცდილობდი გამეხსენებინა როგორ მოვედი სახლამდე...მალე კი გამახსენდა რომ ჰარიმ მომიყვანა მანქანით.
ტელეფონის ხმა მომესმა, ლუისი რეკავდა, ალბათ მანაც გააცდინა კოლეჯი.
-ჰეი როგორ ხარ?-დაღლილი, მიძინებული ხმა ჰქონდა.
-არამიშავს, თავად?
-საშინლად, თავი მისკდება...იმიტომ გირეკავ რომ მინდა ბოდიში მოგიხადო, გუშინ სათანადო ყურადღება ვერ მოგაქციე, ბევრი მომივიდა დალევაც.
-არაუშავს, არაფერია კარგად ვარ.
-ბავშვებმა მითხრეს რომ შენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩათ და უნდათ ახლოდან გაგიცნონ.
-დიდი სიამოვნებით გავიცნობ მათ, ოღონდ დღეს არა.
-ხო დღეს მეც არ შემიძლია, ხვალ უქმე დღეა და სადმე წავიდეთ თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-კარგი, ვნახოთ.
-ჰარიმ მითხრა რომ შენც ბევრი დაგილევია.-ჩაიცინა მან.
-პირველად დავლიე ამდენი.
-თუ თავი გტკივა სულ ცოტა ლუდი მოსვი, გაგივლის.
-მადლობა რჩევისთვის.-ჩავიცინე მე.
ჩვენი დიალოგი დამთავრდა თუარა მაშინვე წამოვწექი და ვცადე დამეძინა, თუმცა ვერ შევძელი, თავის ტკივილმა გამიარა და გადავწყვიტე კედლის მოხატვა გამეგრძელებინა, ყველაზე პატარა კედელი მოვხატე და დივანზე მივესვენე.
„აქ ხარ კენდალ?“-მობილურზე შეტყობინება მომივიდა.
„რომელი ხარ?“
„შენი ყოფილი“
„ყოფილი არ მყავს და გამოტყდი ვინ ხარ, შენი ნერვები არ მაქვს“
„ოუ რა ფეთქებადი ხარ, დამშვიდდი, ჰარი ვარ, აი ის გუშინ რომ...(და კოცნის სმაილი)“
ახსოვს, ჯანდაბა!პრინციპში ფხიზელი იყო და რა დაავიწყებდა.
„რა გინდა ჰარი?“
„არაფერი უბრალოდ შენი მოკითხვა მინდოდა , ჩემი ნომერი ჩაიწერე, რაიცი რაში დაგჭირდება.“
„ღმერთმა ნუ დამაჭირვოს“
ამის შემდეგ სიცილის სმაილები გამომიგზავნა და მიმოწერა დავამთავრეთ.
მოსაღამოვდა, მთელი დღე უაზროდ გავიდა, სახლიდანაც არ გავსულვარ, თუმცა ზოგჯერ ასეთი დღეებიც საჭიროა, უფრო ბევრი დრო გვრჩება ფიქრისთვის და ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება, საღამოს მამას ვესაუბრე, საუბრის შემდეგ კი ჩემი ნოუთბუქი მოვიმარჯვე და ახალი საქაღალდე გავხსენი, არ ვიცი რამდენად შევძლებ, თუმცა გადავწყვიტე ყოველღიური ჩანაწერების გაკეთება დავიწყო, ვფიქრობ ეს სახალისო იქნება, თანაც არ მოვიწყენ.
მოკლე ჩანაწერი გავაკეთე, ჩემს წარსულზე და აქ მომხდარ მოვლენეზე, ჰო, ჰარიზეც დავწერე ცოტა, იმაზე რომ მისმა თვალებმა ჩემს გონებაში დაიდეს ბინა.
ღამით გაწვიმდა, ალბათ უკვე ავღნიშნე როგორ ძალიან მიყვარს წვიმა, არამარტო მისი ყურება, მისი ხმაც და სურნელიც..ტკბილად ჩამეძინა და სიზმრების სამყაროში გადავეშვი, სადაც ყველაფერი გაცილებით კარგი იყო ვიდრე რეალობაში.
დედაჩემი დამესიზმრა, ეს პირველად არ ხდება, თუმცა ყოველ სიზმარშიც ისეთივე მზრუნველი და ლაღია როგორიც ცხოვრებაში იყო ყველანაირი პრობლემისდა მიუხედავად, საშინლად მენატრება მისი ღიმილი, ხმა, შეხება და მასთან საუბარი.
#ჰარი#
თვალებს ვახელ, ჩემს გვერდით ვიღაც ქერათმიანი გოგო წევს, თვლებს ვაფართოვებ და ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა წუხელ, აჰ!გამახსენდა, კლუბში ვიყავი , ეს კი...რაც იყო იყო, სასწრაფოდ უნდა გავაღვიძო.
-ჰეი.-ოდნავ გავაჯანჯღარე,-გაიღვიძე.
-ჰმმ.-გაიზმორა გოგონა და თვალები ძლივს გაახილა, ამასთან როგორ ვიწექი, მგონი ჩემზე უფროსია.-დილამშვიდობისა.
-სასწრაფოდ უნდა წახვიდე, მალე დედაჩემი მოვა.
-აუ, ცოტა ხანიც რომ ვიყო? დავიმალებოდი სადმე.
-შენ ერთი ნათქვამი არ გესმის? ადექი!
სწრაფად ადგა,ჩაიცვა და სახლიდან გავიდა, კარიც მიიჯახუნა რაზეც თვალები გადავატრიალე.
დედაჩემი უბრალოდ მიზეზი იყო რომ წასულიყო, სინამდვილეში დედაჩემი ლოსანჯელესში ცხოვრობს, მამას რაც შეეხება...ის ნარკომანი იყო და ადრე მოუწია ჩვენი დატოვება, ვგულისხმობ გარდაიცვალა.
მობილურის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა, ეკრანს დავხედე სადაც დიდი ასოებით ეწერა კოვზთმოძულე, ეს ლიამი იყო, საერთოდ როგორ უნდა გეშინოდეს ადამიანს კოვზების არ მესმის.
-გისმენ ბრო.-ვუპასუხე მას.
-სად ხარ სტაილს, ამდენი ხანი როგორ გძინავს?
-რომელი საათია?-ეკრანს დავხედე, რაა? შუადღის ორი საათია, მართლა როგორ მეძინა ამდენი ხანი.
-სასწრაფოდ ადექი და მოემზადე, ლუის მეგობარი კენდალი ხომ იცი?!, მასთან ერთად მივდივართ გასართობად , ბარბარაც მომყავს.
-ნეტავ თქვენ არ აფრენდეთ რა, და სად მივდივარტ ,გასართობ პარკში?-ჩავიცინე.
-ხო, საიდან იცი?
-გიჟები ხართ?
-კარგი რა მოხდა, არავის ვეტყვი რომ ეშმაკის ბორბლის გეშინია.
-გაა#ვი ლიამ.
-დროებით ჰაროლდა!
ზოგჯერ ოთხივე ორი წლის ბავშვებივით იქცევიან, თუმცა მაინც ოთხივე ძალიან მიყვარს, რადგან ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ნებისმიერ დროს მხარში ვუდგავართ ერთმანეთს.
წამოვდექი და მზადება დავიწყე, თეთრი პერანგი და ლურჯი ჯინსის შარვალი ჩავიცვი, ფეხზე კი თეთრი კედები და როგორც ყოველთვის ჩემი საყვარელი სუნამო მივიპკურე.
#კენი#
როგორც ლუისმა მითხრა დაახლოებით ოთხისთვის გამომივლიდნენ ბიჭები და ბარბარა , შემდეგ კი ყველა ერთად წავიდოდით კაფეში და ატრაქციონებზე, მათი გაცნობა ნამდვილად მინდა, ვფიქრობ მათი სახით კარგი მეგობრები მეყოლებიან, თუ ჰარის არ ჩავთვლით.
ლურჯი ჯინსის შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი, ფეხზე შავი კედები, თმა მხრებზე ჩამოვიშალე და მცირე მაკიაჟი გავიკეთე, სუნამოც მივიპკურე და სათვალეებიც არ დამვიწყებია, გარეთ საშინლად ცხელოდა, თუმცა საღამოს აგრილდებოდა ასერომ მოსაცმელიც წავიღე.
როგორცკი ლუისის ზარი შემლვიდა ბინიდან გავედი და ორი მანქანა დავინახე, ლუისმა მანიშნა მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი სადაც ნაილი და ჰარი აღმოჩნდნენ, როგორ მითხრეს მეორე მანქანაში ლიამი, ბარბარა და ზეინი ისხდნენ.
საჭესთან ლუისი იჯდა, მის გვერდით კი ნაილი, მწვანეთვალება კი ჩემდა საუბედუროდ გვერდით მეჯდა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ იღბალი არ მაქვს.
ნაილი მთელი გზა გვაცინებდა და წუწუნებდა რომ შიოდა, ლუისი ცდილობდა მისი ხმა მუსიკებით გადაეფარა, ჰარის კი მობილურიდან თავი არ ამოუყია, ლუისის შენიშვნის მერე კი მობილური ჯიბეში ჩაიდო და ზოგჯერ თვალებს ჩემსკენ აპარებდა.
-ჰეი, თქვენ ორნი ერთ ფერებში ხართ, არა?-გვითხრა ნაილმა.
-ნაილ წინ იყურე, იმაზე იფიქრე რომ კაფეში მივდივართ და პიცას შეჭამ.-უთხრა ჰარიმ მას, ჩამეცინა და ფანჯარაში გავიხედე, შემდეგ კი ისევ ჰარისკენ რა დროსაც მანაც გამომხედა, თვალები დავხარე და ვცადე არ ჩამღიმებოდა.
მანქანა გაჩერდა, ყველა გადმოვედით და შვიდივე კაფეში შევედით, რომელიც საყვარლად იყო მოწყობილი, ერთი მაგიდა დავიკავეთ, კოლა და სამი პიცა შევუკვეთეთ.
-მოკლედ, მაშნ ალბათ ყველა ნასვამი ვიყავით და კარგად ვერ გაგაცანით კენდალი, ეს კენია, ჩემი მეგობარი, ძალიან საყვარელი და კარგი გოგოა, ამას თავადაც მიხვდებით.-თქვა ლუისმა, ჰარიმ რაღაც სხვა მზერით გახედა მას, შემდეგ კი მე შემომხედა და ტუჩები გაილოკა.
-მე კენი საკმაოდ კარგად გავიცანი.-აღნიშნა ბარბარამ, ეს გოგო ძალიან მომწონს, გახსნილი და მეგობრული ჩანს, თავიდანვე გავუგეთ ერთმანეთს.
გავიღიმე და ყველას ხელი ჩამოვართვი, შეკვეთა მოიტანეს და ჭამა დავიწყეთ, ჰარი ხმას არ იღებდა, უცბად ვიგრძენი რომ ფეხზე ვიღაცის ფეხი შემეხო, ოდნავ შევცბი და ვცადე დამენახა ვინ მისვამდა კედებზე ფეხებს, ვინ იქნებოდა თუარა ჰარი.
თვალებით ვანიშნე გაჩერებულიყო ის კი მაინც განაგრძნობდა და ეშმაკურად მიღიმოდა.
უცბად ხველა ამიტყდა, ჩემს გვერდით ზეინი იჯდა, ზურგზე ხელი ნაზად დამარტყა და ხველამაც გადამიარა, მადლობა გადავუხადე,მან კი გამიღიმა და ჭამა განაგრძო.
-საპირფარეშოში გავალ.-ვთქვი და წამოვდექი, გოგონების საპირფარეშოსკენ მივდიოდი როცა წინ ჰარი ამეტუზა, ახლა საიდან გაჩნდა აქ , ეს რა მე გამომყვა?
-ძალიან კარგ ფორმაში ხარ პატარავ.
-შემეშვი ჰარი, შენი თავი არ მაქვს, არც შენი უაზრო ხუმრობების.
-ვინ გითხრა რომ ვხუმრობ კენ?-ჩემსკენ მოიწევდა.
-აქ გოგონების საპირფარეშოა.-კარისკენ ვანიშნე.
-ვიცი საყვარელო.
-ზედმეტსახელების გარეშე თუ შეიძლება.
-არ შეიძლება.-უფრო და უფრო მოიწევდა, კარს მივეყრდენი, დამეფიცება კოცნას აპირებდა თუმცა მე რის კენდალი ვარ თუ არ შევეწინააღმდეგე, უცბად გავაღე კარი და საპირფარეშოში შევედი, ცხირწინ მივუხურე და ჩამეცინა.
----
Vote 🌸and follow me😊
YOU ARE READING
▫️He's eyes💚(დასრულებული)
Romanceმთავარ როლში არიან Harry styles და kendall jener-ი. კენდალი ცხრამეტი წლის გოგონაა რომელმაც რთული ბავშვობა გამოიარა, ის ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ ადამიანებთან ერთად და სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში მწვანეთვალება ბიჭი (ჰარი) რომელიც თავდაყირა აყ...