19

246 15 0
                                    


-მგონი დროა მოვყვე.
-გისმენ პატარავ.
-მეც რთული ბავშვობა მქონდა ჰარი, შენს მსგავსად მეც დავკარგე მშობელი, ოღონდ მე დედა...ავარიაში მოყვა, ამის გახსენება ძალიან მიჭირს, მართალია პატარა ვიყავი თუმცა მისი სახე მახსოვს.
-პატარავ, ვწუხვარ, ძალიან რთულია ვიცი.
-დედას გარდაცვალების შემდეგ მამამ სმა დაიწყო, ცხოვრებაზე ხელი აიღო, მხოლოდ მე და ის ვიყავით, ბევრი ნათესავი არ გვყოლია, პატარა ვიყავი, ვერც ვუშლიდი არ დაელია,-დავინახე როგორ მოადგა თვალებზე ცრემლები და ძლიერად მოვეხვიე.
-მერე?
-როცა წამოვიზარდე მასთან ურთიერთობა დამეძაბა, სულ ვეკამათებოდი იმაზე რომ ჩემზე არ ზრუნავდა, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში ერთი ქალი გამოჩნდა, ერთმანეთი შეუყვარდათ და ახლა ის ჩემი დედინაცვალია.
-იმედია ის ქალი კარგად გექცეოდა.
-კარგი ქალია, მან დააყენა მამა სწორ გზაზე, ასე რომ არ ყოფილიყო მამაჩემთან ურთიერთობას გავწყვეტდი.
-ძალიან კარგი, მაგრამ რატომ წამოხვედი აქ მარტო?
-სასწავლებლად, თან მარტო მინდოდა ყოფნა, თან მინდა მამაჩემს ბედნიერი ოჯახი ჰყავდეს, დედას ძალიან ვგავარ და სულ მეუბნება რომ მის თავს ვახსენებ.-ცრემლები მოვწმინდე და ტუჩებზე ვაკოცე.
-ჩემი ძლიერი გოგო ხარ, ყველაფერს გადავიტანთ ერთად პატარავ.
-მჯერა ჰარი.
-იცი რა განსხვავებაა ჩვენს ისტორიებს შორის?
-რა?
-როგორც ჩანს დედაშენი გიყვარდა, თან ძალიან, მე კი მამაჩემს ვერ ვიტანდი, ხომ მოგიყევი როგორი ურთიერთობაც გვქონდა.
-ჰო , თუმცა დედაჩემი რომც არ მყვარებოდა მაინც დამწყდებოდა გული.
-გულდასაწყვეტია ნამდვილად როცა სკვერში მიმავალ ბავშვებს ხედავ, რომლებსაც ერთი ხელი დედისთვის აქვს ჩაკიდებული, მეორე მამისთვის, შენ კი ერთ-ერთი მშობელი გასეირნებს რომელსაც სახე ჩამოსტირის, არ გინდა აგრძნობინო რომ შენც განიცდი, თვითონაც ამას ცდილობს მაგრამ ეტყობა როგორ სტკივა გული.-ვუთხარი მას.
-ასეა, ჰარი  იცოდე თუ რაიმე მომივა...მინდა რომ ცხოვრება გააგრძელო და იპოვნო სხვა, ვინც ოდნავ მაინც გაგაბედნიერებს.
-სისულელეებს ნუ ამბობ, შენ არაფერი მოგივა.
-რა იცი?
-კენდალ ჩუ, ახლა ჭამის დროა.-ვუთხარი და დივნიდან წამოვდექი.
#კენდალი#
არ მეგონა თუ ჰარის ასე მარტივად გადავუშლიდი გულს, დიდი ხანია არავისთვის მომიყოლია ჩემი განსაცდელი, ის კი ისეთი კარგია არ შემეძლო მისთვის რაიმე დამემალა.
ვახშამი მოვამზადეთ და ერთად მივირთვით, წითელი ღვინოც დავაყოლეთ, ოდნავ ბევრი მოგვივიდა, ორივე გავმხიარულდით, ჰარიმ მუსიკები ჩართო, თავიდან წყნარი, ნელი მოძრაობებით ვცეკვავდით, შემდეგ კი სწრაფ მუსიკას ავაყოლეთ რიტმი და გიჟებივით დავიწყეთ ცეკვა, თმას აქეთ-იქით ვაქნევდი და ვიცინოდი, თან ღვინის ჭიქა მეჭირა ხელში რომელიც მიკროფონის როლს ასრულებდა. ჰარი კი რაღაც სასაცილო ილეთებს აკეთებდა და ბალიშს გიტარის ფუნქციას ასრულებინებდა, მუსიკა დასრულდა თუარა მასთან მივედი და ტუჩებზე დავაცხრი, ძალიან მჭირდებოდა მისი შეხება, კოცნა და შეგრძნება.
მისაღებიდან საძინებელში გადავინაცვლეთ და ალბათ მიხვდებით რაც მოხდებოდა, ყოველ ჯერზე როცა ეს ხდება იგივე რეაქცია მაქვს, მისი შეხება მთლიანად მაგიჟებს, ამჯერად დომინანტი მე ვიყავი , ორივე კმაყოფილები გადავწექით საწოლზე, რომელიც მთლიანად არეული იყო, ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვეთ და დაგვეძინა.
თვალებს ვახელ, ჰარი ჩემს გვერდით არ წევს, მაშინვე საწოლზე ვჯდები და მას ვეძახი.
-ჰარიი!
-აქ ვარ საყვარელო.-ოთახში შემოდის, ზურგს უკან კი რაღაცას მალავს.
-რას მალავ მანდ?
-ჰმ, აბა გამოიცანი.
-ჰარი რა არის? მითხარი.-ჩავიცინე და ვცადე დამენახა,მაგრამ ვერ დავინახე.
-ეს ყველაზე ლამაზ ქალბატონს.-მითხრა და ყვავილების თაიგული გამომიწოდა, წითელი, მუქი ფერის ვარდები იყო, რომელსაც შესანიშნავი სუნი ჰქონდა.
-მადლობა ბუუ, ძალიან ლამაზია, მიყვარხარ.
-ესეც შენ პრინცესავ.-პატარა ყუთი გამომიწოდა,-მეც ძალიან მიყვარხარ.
-ეს რაღაა? -ყუთი გავხსენი, შიგნით ულამაზესი ყელსაბამი იდო, ვერცხლისფერი, პატარა პეპლის ფორმის კულონით.-რა ლამაზია ჰარიი, მადლობა საყვარელო, ეს ყველაფერი რით დავიმსახურე?
-შენ ამაზე მეტს იმსახურებ პატარავ, რადგან ასეთი კარგი მყავხარ.
ტუჩებში ვაკოცე და ძლიერად მოვეხვიე, შემდეგ კი ავდექი და სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და გამოსვლისთანავე ჩავიცვი, ოთახიც მოვაწესრიგე და ყვავილები მისაღებში გავიტანეე, წყლიან ლარნაკში ჩავდე და კმაყოლფილმა დავხედე.
-ვისაუზმოდ და ბავშვებს დავურეკოთ.-ვუთხარი ჰარის.
-კარგი, არაფრის გაკეთება არ მოგიწევს , მზა პროდუქტებიც ხომ ვიყიდეთ პატარავ.
-ხო გამახსენდა, ყავას მაინც გავაკეთებ.
-კარგი სიყვარულო.
ყავა და კრუასანები მივირთვით, შემდეგ კი ბავშვებთან დავრეკეთ, ბარბარას მე დავურეკე.
-ბარბი როგორ ხარ?-თან სასუსნავებს ვანაწილებდი ჯამებში.
-კარგად კენ, შენ?
-მეც კარგად, რას შვრებით, ლიამი როგორაა?
-არაჩვეულებრივად, ახლა ნამხვარს აცხობს.-მის პასუხზე გადავიკისკისე, ჰარიმ გაკვირვებულმა შემომხედა.-ჰარი როგორ გყავს?
-კარგადაა, ერთად ვართ მის ხის კოტეჯში.
-ოჰ, გაიპარეთ ხომ?
-აბაა, გუშინ მოვედით, ძალიან გვინდა რომ თქვენც ამოხვიდეთ, ხომ ამოხვალთ?
-არ ვიცი, არ გვინდა მყუდროება დაგირღვიოთ.
-რას ამბობ, ბიჭებიც ამოდიან, ტესაც მოდის, კარგირა, გავერთობით.
-კარგი მაშინ მოვალთ, ლიამს მისამართი მიწეროს ჰარიმ რა.
-ოქეი, გელოდებით, თან იმდენი სასუსნავები მაქვს უარს ვერ იტყვი.
-ნამცვხარსაც წამოვიღებ რა.
-კარგი.-ჩავიცინე და მობილური გავთიშე.
-რაო?-მკითხა ჰარიმ.
-მოვლენ.
-დანარჩენებიც მოდიან.
-ძალიან კარგი, ლიამი ნამცხვარს აცხობსო.
-ლიამი და ცხობა? ეს ბიჭი სულ გადაირია.
-ორსული ცოლი ჰყავს სიცოცხლევ.
-მაშინ არ გავკიცხავ, ალბათ მეც ვიქნები მის დღეში მომავალში.-ჩაიცინა მან.
-რათქმაუნდა.-ვუთხარი თუარა ტუჩებზე მეცა.
ცოტა ხანში ყველანი ჩვენთან გაჩნდნენ, ბარბარამ ნამცხვარი მართლაც მოიტანა, ბიჭებმა სასმელი და სასუსნავები, ტესამ კი თავისი გაკეთებული პიცები.
ლუისმა ყველას გამოგვიცხადა რომ ის და ტესა ერთად იყვნენ, მივულოცეთ და ავღნიშნეთ.
-ჩვენ რა გვეშველება ძმაო?-ჰკითხა ზეინმა ნაილს, ნაილმა კი მხრები აიჩეჩა, ყველამ ჩავიცინეთ.
მალე წრეზე დავჯექით და სთუმის თამაში დავიწყეთ, ნაილს მოუწია ლათინოამერიკული ცეკვები ეცეკვა, ზეინმა ლიამის დავალებით თავის გოგო მეგობარს აუხსნა სიყვარული, ლუისმა ორი ჭიქა არაყი გადაჰკრა ზედიზედ.
-ტესა, შენი ჯერია.-უთხრა ბარბიმ ტესას,-სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე.-უპასუხა ტესამ მას.
-კარგი, ყველაზე მეტად რა მოგწონს ლუისში?
-ჰმმ,-ტესა ცოტათი გაწითლდა,-მისი თვალები და ის რომ ძალიან თბილი და საყვარელია.
-ნამდვილად.-დავეთანხმეთ ყველა.
შემდეგ ჯერი ჰარიზე მიდგა, მისთვის ზეინს უნდა დაესვა კითხვა, ჰარიმ მოქმედება აირჩია.
-ჰარი ახლა ადგები და კენს აკოცებ ჩვენს თვალწინ.-უთხრა ზეინმა მას, ჰარიმ მკვლელი მზერა ესროლა, შემდეგ კი ნელ-ნელა მომიახლოვდა და ჩვენი ტუჩები შეაერთა, კოცნის დროს ორივეს ჩაგვეღიმა.
-რა საყვარლები ხართ ყველანი.-გვითხრა ნაილმა, რომელსაც ხელში პიცის დიდი ნაჭერი ეკავა, ნაჭერს აკოცა და ჭამა გააგრძელა.
ჯერი ჩემზეც მოდგა, მოქმედება ავირჩიე, ლუისმა მითხრა ჰარის კალთაში ჩაუჯექი და  მთელი თამაში ასე იჯექითო, მოქმედებას თუარ შევასრულებდი არყის დალევა მომიწევდა, მე კი არაყი მძულს, ასერომ მოქმედება შევასრულე და ჰარის კმაყოფილი მზერაც დავიმსახურე, ხელები მომხვია და ასე ვიჯექით.
ბარბარას ჯერი როცა დადგა ვკითხე იცოდა თუ არა ბავშვის სქესი.
-ბავშვის სქესი ვიცი.-მიპასუხა მან, როგორც ჩანს ლიამმა არ იცოდა ისეთი სახით გახედა.-მინდა რომ რამდენიმე დღეში ყველას ერთად გახაროთ, ორიგინალურად.
-საყვარელო როდის გაიგე? მე მაინც მითხარი.-უთხრა ლიამმა.
-არა დათუჩავ, შენთვუსაც სიურპრიზი უნდაიყოს.
-მე ორივე გამიხარდება.-ლიამმა ბარბის აკოცა, ყველა გაღიმებულები ვუყურებდით მათ.
მოსაღამოვდა, თამაში დავასრულეთ და მეც ჰარის გვერდით დავიკავე ადგილი, პიცები და სასუსნავები მივირთვით, ლიამის გაკეთებული ნამცხვარიც დავაგემოვნეთ.
-ლიამ რა კარგი ხელი გქონია ბრო.-უთხრა მას ნაილმა.
-შენ ყველაფერი მოგწონს ნაილ, ვინმე ობიექტურმა შემაფასოს.-წაკბინა ლიამმა.
-არა მართლა გემრიელია.-ვუთხარი პირგამოტენილმა, ყველას ჩაეცინა და ჭამა განაგრძეს.
დაღამდა, ფილმის ყურებაც მოვასწარით, უკვე ათი საათი იყო, ბავშვები ნელ-ნელა დაიშალნენ, ტესა და ლუისი დარჩნენ , გვითხრეს რომ მოგვეხმარებოდნენ ალაგებაში და ერთად წავსულიყავით, ბიჭები მისაღებს ალაგებდნენ, მე და ტესა კი სამზარეულოს.
-ძალიან მომწონს შენი და ჰარის წყვილი.-მითხრა ტესამ.
-თქვენც ძალიან საყვარლები ხართ.-გავუღიმე მას.
-არ მეგონა ლუისი თუ შმეიყვარდებოდა, ალბათ გეცოდინება როგორ გავიცანით ერთმანეთი.
-კი, მოგვიყვა ლუისმა და ძალიან წუხდა მაგაზე.
-მთავარია გამოასწორა საქციელი და დამანახა რომ მართლა ვუყვარვარ.
-ნამდვილად.-ნარჩენები ურნაში ჩავყარე.
-მიხარია რომ თქვენც გაგიცანით.
-ჩვენც გვიხარია ტეს.
-კენ რაღაც უნდა გკითხო.
-გისმენ.
-ლუისმა თავისთან გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, ამის გამო თითქოს ნაწყენი ჩანს, შენი აზრით არ უნდა მეთქვა უარი?
-რას ამბობ საყვარელო, ჰარიმაც მითხრა ეგ, მაგრამ მეც უარზე ვარ, თუ ჯერ მზად არ ხარ არ უნდა გადახვიდე, შენი ნებაა, ლუისს ასეთი რაღაცეები არ უნდა სწყინდეს, გადაუვლის, ნუ ღელავ.
-იმედია, მადლობა.
-რა მადლობა.
ძალიან საყვარელი გოგო აღმოჩნდა, დღეს უკეთ გავიცანი , პატარა დ აგამოუცდელია თუმცა სწორედ ეს ხდის საყვარელს, ლუისი და ის ერთმანეთს ძალიან უხდებიან.
სახლი მთლიანად დავალაგეთ და ყველა ჰარის მანქანაში ჩავჯექით, მუსიკების თანხლებით გავუდექით გზას, თან ძველ ამბებს ვიხსენებდით და ვიცინოდით.
ლუისი და ტესა თავიანთ სახლებში დავტოვეთ, შემდეგ კი ჰარიმ მანქანა თავისი სახლისკენ დაძრა.
-ჰარი დღეს ჩემს სახლში დამტოვე რა.
-კარგი რა პატარავ.
-ხვალ სამსახურში მიდიხარ, დილით მაინც მოგიწევს წასვლა ადრე.
-კარგი ჰო, მაგრამ დღეს სერიოზულად დაფიქრდი ჩემთან გადმოსვლაზე და პასუხი გამაგებინე, ასე როდემდე უნდა ვიყოთ.
-რატომ მაჩქარებ ჰარი?
-არ გაჩქარებ საყვარელო, უბრალოდ მინდა შენთან რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო.-ხელზე მაკოცა და გამიღიმა.
-მეც მინდა.
-მიყვარხარ.
-მეც.-ვუთხარი და მეც გავუღიმე.
სახლში მიმიყვანა და თვითონაც წავიდა.
საწოლში შევწექი და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი, დღეს იდეალური დღე იყო, გუშინაც, საერთოდ რაც ჰარი გამოჩნდა ძალიან ბედნიერი ვარ, არც კი ვიცი რა მეშველებოდა მის გარეშე.
#ჰარი#
მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, გავთიშე და ნელ-ნელა წამოვდექი ზლოზინით, სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე, შემდეგ კი სამსახურის შესაფერისად ჩავიცვი და სახლიდან გავედი, ჩემს ჯიპში ჩავჯექი და კომპანიის გზას გავუდექი.

▫️He's eyes💚(დასრულებული)Where stories live. Discover now