მომდევნო დღის დილით ჩემოდნებში ცოტაოდენი ტანსაცმელი ჩავალაგეთ, რადგან მაქსიმუმ ერთი კვირით მივდიოდით, ორივე მოვწესრიგდით და აეროპორტში წავედით, წასვლამდე ბარბარას ველაპარაკე, წუწუნებდა იმაზე რომ მოვენატრებოდით.
-კარგი რა ბარბი, ერთ კვირაში დავბრუნდებით ხომ გითხარი.
-მაგის იმედით თუ გავძლებ.-ჩამეცინა და დავემშვიდობე, ჩვენი აფრენის დრო რომ მოვიდა თვითმფრინავში ჩავჯექით , გვერდიგვერდ ვისხედით, ფანჯრის მხარე ჰარის ეკავა მაგრამ თხოვნის მერე გამიცვალა.
-ხომ არ გეშინია პატარავ?-მკითხა მან.
-არა ბუ, ნიუ-იორკშიც ხომ თვითმფრინავით ჩამოვფრინდი.
-ძალიან კარგი.
-უბრალოდ მეძინება.
-მოდი, თავი დამადე და დაიძინე.-მანიშნა მუხლებზე, მის ფეხებზე მოვკალათდი და მალევე ჩამეძინა.
#ჰარი#
კენს თავი ჩემს მუხლებზე ედო და ეძინა, ძილშიც კი საოცრად ლამაზი და საყვარელი იყო, მთელი გზა მას ვუყურებდი და ვტკბებოდი იმ წუთებით , ყველა წუთი მიყვარდა მასთან გატარებული.
დაახლოებით ნახევარ საათში თვალები გაახილა.
-ჰარი, სად ვართ?
-ერთ საათში ლოსანჯელესში ჩავფრინდებით პატარავ.
-ასე მალე?
-ჰო, გიხარია არა?
-ძალიან, მამაჩემი ძალიან მენატრება.
-ერთ კვირას მასთან ერთად გაატარებ, შემდეგ კი ისევ ნიუ-იორკში დავბრუნდებით.
-ჰო, ჰარი რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ.-მისი ხელი ჩემსაში მოვაქციე.
-დედაშენი არ გენატრება?
-კენ ამაზე ხომ ვისაუბრეთ.
-კითხვას თავს რატომ არიდებ ჰარი?
-კი, მენატრება...მაგრამ მას ახალი ოჯახი ჰყავს, არ მინდა რომ ისევ ჩემზე ფიქრში განაგრძოს ცხოვრება და ნერვიულობაში, დიდი ხანია არ დაურეკავს ჩემთვის, მგონი აღარც ვახსოვარ.
-ასე ნუ ამბობ ბუ, დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან ენატრები და შენზე ნაწყენია რომ თავს არიდებ.
-ასე თვლი?
-კი.
-არ ვიცი, მიფიქრია ხომ არ ვნახო თქო, თან ისედაც ლოსანჯელესში მივდივართ.
-კარგი იქნებოდა.
-შენც გაგაცნობდი.
-დიდი სიამოვნებით ბუ.
-ვნახოთ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.-მითხრა მან და ტუჩებში მაკოცა.
თვითმფრინავი ლოსანჯელესის აეროპორტში დაეშვა, მამას მესიჯი გავუგზავნე რომ უკვე ჩავფრინდით და მალე მასთან გავჩნდებოდით, ტაქსი გავაჩერეთ და მისამართი ვუთხარი.
-ცოტას ვღელავ.-მითხრა ჰარი.
-რაზე?
-რომ არ მოვეწონო მამაშენს?
-სულელო, მთავარია მე მომწონხარ, თან რა გაქვს დასაწუნი?
-რავიცი, გამიგია გოგოს მამებს არცერთი ბიჭი არ ემეტებათ თავიანთი ქალიშვილებისთვისო.
-მათ საუკეთესო უნდათ შვილებისთვის, შენ კი საუკეთესო ხარ.
-მიყვარხარ.-მითხრა მან.
-მეც ძალიან ჰარი.-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
დაახლოებით ოც წუთში ჩემს ძველ სახლთან გაჩერდა მანქანა, იქ სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, მოგონებებმა თავი იჩინეს, ყველაფერი ერთდროულად ამომიტივტივდა თავში იმ ეზოს დანახვისას სადაც ადრე მე და დედა ერთად ვთამაშობდით დაჭერობანას, სახლი საკმაოდ შეცვლილი იყო, მართალია ბევრად გალამაზებული თუმცა მე მაინც ის ღარიბული სახლი მერჩივნა დამხვედროდა რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებდა.
მანქანიდან გადავედით და სახლის კარს მივუახლოვდით, გული სწრაფად მიცემდა, არ ვიცოდი რატომ მაგრამ ვღელავდი და თან ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი მამაჩემს, ზარის ღილაკს თითი დავაჭირე და დაახლოებით ათ წამში კარი მამაჩემმა გააღო.
-მამაა.-შევძახე და მაშნვე მოვხიე კისერზე ხელები, ისიც ძლიერად ჩამეხუტა და სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.
-კენ, როგორ მენატრებოდი ძვირფასო.
-მეც ძალიან მა, როგორც იქნა მოვაღწიეთ.
-აბა სად არის შენი შეყვარებული?-მკითხა მან, უკან მივიხედე, ჰარი არ ჩანდა, უცბად კი გვერდით მომიდგა.
-გაიცანი მამა, ეს ჰარია, ჰარი, ეს მამაჩემია ბობი.-მამა უცნაურად უყურებდა ჰარის, დბნეული ჩანდა, სახლში შეგვიპატიჟა და ლიზას დაუძახა.
-შენს დედინაცვალს ლიზა ჰქვია?-ჩამჩურჩულა ჰარიმ ყურში.
-ჰო.
-რა დამთხვევაა.
-მოვდივარ საყვარელო.-გაისმა ლიზას ხმა და გრძელ, ვერცხლისფერ კიბეზე გამოჩნდა, მუცელი საგრძნობლად გაზრდილი ჰქონდა, ის რა, ორსულადაა? ამაზე არაფერი უთქვამთ.
-კენ...ჰარი?-გაღიმებული სახე რადიკალურად შეეცვალა, თვალებში ცრემლები ჩაუდგა და გაშეშდა.-ჰარი შენ...
-დედა?-ჰარისაც იგივე რეაქცია ჰქონდა მის დანახვისას.
-კენდალ შენ და ჰარი შეყვარებულები ხართ?-მკითხა მამამ.
-მამა ჩვენ ერთად ვართ, დიდი ხანია...-ვუპასუხე ენის ბორძიკით, რადგან მეც ძალიან დაბნეული და შეშფოთებული ვიყავი.
-ის დედაჩემია.-მითხრა ჰარიმ ლიზაზე და კეფაზე ხელი მოისვა.
-რაა?-და მოხდა ის რასაც რამდეიმე თვის წინ ვვეჭვობდი, მაგრამ ეჭვებს დღითიდღე ვფანტავდი, მაინც ვერ ვიჯერებდი იმას რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა, არ მინდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო.
-კენ მე…. ბობი მეუბნებოდა რომ შეყვარებული გყავდა მაგრამ რას წარმოვიდგენდი რომ ეს ჩემი შვილი იქნებოდა, ღმერთო, ჰარი როგორ მომენატრე.-ჰარისთან მივიდა და ხელები მოხვია, მაგრამ ჰარიმ უკან დაიხია, მის თვალებში ძალიან დიდი სევდა ამოვიკითხე.
-მართლა გენატრებოდი დედა? მაშინ რატომ არ დამირეკე, ერთხელ მაინც რატომ არ მომიკითხე?
-მე ვფიქრობდი რომ არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა შვილო, რომ ვერ ეგუეოდი ჩემს მეორედ გათხოვებას, ნუ გავართულებთ, არც შენ დაინტერესებულხარ ჩემი მდგომარეობით ჰარი.
-მე კიდევ არ მინდოდა შენთვის ტვირთად ვქცეულიყავი დედა, ისედაც ნახევარი ცხოვრება მე შემომწირე, ახლა კი როგორც ვხედავ უჩემოდაც ბედნიერი ხარ.
-მენატრებოდი ჰარი, თან ძალიან.-ამოიქვითინა ლიზამ.
-ლიზა, დამშვიდდი.-გვერდით მიუდგა მამაჩემი.
არ მეჯერა ის რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა, გამოდიოდა რომ მე და ჰარი ნახევარ-და ძმა გამოვდიოდით, რა უნდა მეთქვა? ან რა გემეკეთებინა? უხმოდ ვიდექი ერთ ადგილას და ერთ წერტილს ვუყურებდი.
-კენ, ჰარი, წამოდით, ერთად ვივახშმოთ და დავილაპარაკოთ.-თქვა ბობმა და წინ გაგვიძღვა, ჰარის თვალებში ვეღარ ვუყურებდი, გაოგნებული ვიყავი ისევე როგორც ის, ტირილი მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, თავს ძლივს ვიკავებდი.
ყველა მაგიდას მივუჯექით რომელიც გაწყობილი იყო უამრავი კერძით, ახლა ბედნიერი უნდა ვყოფილიყავით , მაგრამ ყველა სევდიანი თვალებით ვუყურედბით ერთმანეთს, ლიზა მონატრებულ შვილს უყურებდა და ცდილობდა მისი მონატრება აენაზღაურებინა, მამაჩემმა არ იცოდა რა ეთქვა, მე კი დარცხვენილი ვიჯექი მათ წინ, ვერც ლიზას და ვერც მამას თვალებში ვერ ვუყურებდი, ჰარისაც კი თავს ვარიდებდი.
-არ ვიცი საიდან დავიწყო, ეს დღე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ასეთი, მეგონა ჩემი გოგო თავის შეყვარებულთან ერთად მოვიდოდა , მე მას გავიცნობდი და მათი ბედნიერების ყურებით დავტკბებოდი ახლა კი რას ვხედავ...ნუთუ როელიმეს მაინც არ დაგაინტერესდათ ერთმანეთის წარსული ან მშობლები? ეს როგორ გაგეპარათ, ეს როგორ მოხდა საერთოდ?-იკითხა მამაჩემმა.
-მამა არ ვიცი, არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ჰარიმ თავის წარსულზე მიამბო, მითხრა რომ დედამისსაც ლიზა ერქვა, ამან დამაეჭვა თუმცა სახელებში დამთხვევად ჩავთვალე და ...
-და ურთიერთობა გააგრძელეთ.
-ჰო.-თავი დავხარე.
-ბატონო ბობ, მე ვიცოდი რომ დედაჩემს ჰყავდა ქმარი, რომელსაც ქალიშვილი ჰყავდა, ვიცოდი რომ დედაჩემი ბედნიერად ცხოვრობდა ლოსანჯელესში, მაგრამ არასდროს დამიშვია, აზრადაც არ მომსვლია რომ მისი გერი კენი იქნებოდა.
-დიდი გაუგებრობაა ბავშვებო, არ ვიცი რა გითხრათ, ძალიან მწყდება გული რომ ახლა თქვენს სახეებზე ღიმილის მაგივრად საშინელ სევდას ვხედავ.-თქვა მამაჩემმა და ღრმად ამოიოხრა.
-მე...ჩემს ოთახში შევალ.-ვთქვი და სწრაფად გავიქეცი ჩემი ოთახისკენ, რადგან საშინლად მინდოდა ტირილი, ოთახის კარი გამოვაღე და შიგნით შევედი, თუმცა იმ სანახაობის გამო რაც იქ დამხვდა გავშეშდი, ჩემი ოთახი გადაკეთებული იყო პატარა ბავშვის ოთახად, ყველაფერი ვარდისფერ ფერში იყო მოწყობილი, პატარა საწოლი, ფუმფულა სათამაშოები, თვალებიდან ცრემლები გადმომცვვდა და ავქვითინდი, ოთახის კარი ჩავკეტე და იქვე ჩავიკეცე.
-----
მეტი მოთხრობებისთვის დამამატეთ ფბზე :" თინეიჯერის მოთხრობები"❤💫💫
YOU ARE READING
▫️He's eyes💚(დასრულებული)
Romanceმთავარ როლში არიან Harry styles და kendall jener-ი. კენდალი ცხრამეტი წლის გოგონაა რომელმაც რთული ბავშვობა გამოიარა, ის ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ ადამიანებთან ერთად და სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში მწვანეთვალება ბიჭი (ჰარი) რომელიც თავდაყირა აყ...