17

248 17 0
                                    


ბარბარამაც ჩაიცვა თავისი ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა, ბოლოს ორივემ მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთეთ, ბარბიმ თმა დაისწორა მე კი დავიხვიე, სუნამოები მივიპკურეთ და ხელზე რამდენნიმე ბეჭედი გავიკეთე, კიდევ ერთხელ მოვავლეთ თვალი სარკეში ჩვენს თავებს და კმაყოფილებმა ერთმანეთს მოვეხვიეთ.
დაახლოებით რვის ნახევრისთვის ჩემს სახლთან ლიამის მანქანა გაჩერდა,ორივე გარეთ გავედით.
-ვოუ ვოუ.-თქვა ლიამმა და ბარბარა აათვალიერა, ტუჩები გაილოკა და ეშმაკურად გაუღიმა, შემდეგ კი მეც მომესალმა და აღნიშნა რომ ორივე არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით.-ახლა ზეინს გავუაროთ, ლუისი, ნაილი , ჰარი და ტესა ერთად წამოვლენ.-თქვა მან.
-ტესა?-გავიკვირვე მე.
-ხო, ისიც მოდის.
-კარგი.-მე უკან მოვთავსდი, ისინი კი წინ ისხდნენ, ლიამი მთელი გზა ბარბარას უღიმოდა, მიხაროდა რომ ორივე ასეთი ბედნიერები იყვნენ.
ზეინი ჩემს გვერდით დასკუპდა, მანაც შეგვაქო კონპლიმენტებით, მალე მანქანა კლუბთან გაჩერდა.
ყველანი გადავედით მანქანიდან და შენობაში შევედით, სასმლის და სიგარეტის მძაფრმა სუნმა ცხვირი ამწვა, ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი ეწეოდა, ზოგი წყვილი კი კოცნით იყვნენ გართულნი.
დაბალ სინათლეზე გზა ძლივს გავიკვალეთ, ბიჭები და ტესა დავინახეთ და მათკენ წავედით, ჰარის თეთრი ,ოდნავ ფართე პერანგი და შავი ჯინსის შარვალი ეცვა, ხუჭუჭა, ოდავ გრძელი თმა კი გვერდით გადაეწია, თავისი მწვანე თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა, ალბათ მე მეძებდა.
მათთან რომ მივედით შემომხედა თუარა გაოცებისგან პირი დააღო, ჩემსკენ წამოიწია თუმცა გაახსენდა რომ ჯერ ბავშვებისთვის არ გვითქვამს ჩვენს შესახებ, ამიტომ თავი შეიკავა და შამპანიური გადაკრა.
ლუისმა ტესა გაგვაცნო, საყვარელი გოგო ჩანდა, მალე ერთმანეთს კარგად გავუგეთ და გოგონებმა სასაუბრო თემებიც გამოვნახეთ.
ცოტა ხანს ვსაუბრობდით, შემდეგ კი სმაც დავიწყეთ, ყველა ვსვავდით ბარაბარას და ლიამის გარდა, უი კიდევ ლუისის, ისინი უალკოჰოლო სასმელს სვავდნენ, რადგა საჭესთან უნდა დამჯდარიყვენ, ბარბარა კი ორსულად რადგან იყო თავს იკავებდა, რაც შეეხება ტესას ცოტას ისიც სვავდა და ლუისს თვალს არ აშორებდა, აშკარად მოსწონდა, მაგრამ არ აღიარებდა.
ცოტა ხანში ცეკვაც დავიწყეთ, მე და ბარბი ერთად ვცეკვავდით როდესაც ლუიმ მომტაცა, მარტო დავრჩი და მაგიდასთან ვბრუნდებოდი როცა ჰარი მომიახლოვდა  და წელზე ხელი მომხვია.
-შეიძლება გეცეკვოთ მის?
-შეიძლება.-ვუთხარი და ჩავიღიმე.
-აუღწერლად ლამაზი ხარ, მარტო რომ ვიყოთ იცი რას გიზავდი?
-რას?-ტუჩი მოვიკვნიტე.
-ეგრე ნუ შვრები თორემ აქვე გაგ#იმავ.-ამის თქმა და ჩემი პირის დაღება ერთი იყო, ასე უცბად ამას არ ველოდი, მუცელში უცნაური გრძნობა დამეუფლა, მთლიანად წამოვწითლდი, თან ნასვამი ვიყავი.
-ჰარი..
-ჩშ, უბრალოდ ვიცეკვოთ.-მოძრაობები მუსიკას ავაყოლეთ და ცეკვა დავიწყეთ.
მალე მაგიდას დავუბრუნდით, ყველა იქ იყვნენ და გაოცებულები გვიყურებდნენ.
-საყვარლად ცეკვავდით.-აღნიშნა ლუისმა.
-მგონი ჯობს ვუთხრათ.-ჩამჩირჩულა ჰარიმ, თავი დავუქნიე და ერთად ვთქვით,-მოკლედ ჩვენ ორნი ერთად ვართ.-ყველამ გაოცებულებმა შემოგვხედეს,ბარბარა წამოიკივლა და მომეხვია, დანარჩენებსაც გაუხარდათ და მოლოცვები დაიწყეს.
-კიმაგრამ როდის მოასწარით?-იკითხა ლუისმა.
-ვერ ამჩნევდი ბრო?-ჰკითხა მას ზეინმა,-აი ხომ გეუბნებოდით.
-ყველაფერი ძლაიან სწრაფად მოხდა, სიგიჟემდე შემაყვარა ამ გოგომ თავი.-თქვა ჰარიმ.
-ბედნიერებას გისურვებთ, საყვარელი წყვილი ხართ.-გვითხრა ტესამ, მადლობა გადავუხადეთ და გართობა განვაგრძეთ.
დაახლოებით ორ საათში ასეთი სიტუაცია იყო: ტესა ისეთი მთვრალი იყო ლუისს მგონი სიყვარულს უხსნიდა, ამის გამო ლუისმა ტესაზე არანაკლებ ნასვამი ნაილი და ის მანქანაში ჩაისვა და კლუბიდან წავიდნენ, დავრჩით მე, ჰარი ,ზეინი , ლიამი და ბარბარა, გართობა გავაგრძელეთ და ყველანი ვსვავდით ზეინის გარდა,რადგან თავი სტკიოდა ჰარის უთხრა რომ მას დაელია და საჭესთან თვითონ დაჯდებოდა.
-ბარბის და ლიამს შეხედე, რა საყვარლები არიან.-ვუთხარი ჰარის.
-ჩვენც ხომ საყვარლები ვართ პატარავ.
-რათქმაუნდა.-ჩავიცინე და ლოყაზე ვაკოცე, მან კი ტუჩები ახლოს მომიწია რომ იქაც მეკოცნა.
-ჰარი გვიყურებენ.
-დაიკიდე, აქ ყველა ყველას უყურებს, მაკოცე კენ.
-ჰმ კარგი.-ვუთხარი და მის ტუჩებს დავეწაფე, ნელა და ვნებიანად დავუწყე კოცნა.
-ჯანდაბა, ახლა ამიდგება.-თქვა მან და ორივემ ჩავიცინეთ, შემდეგ კი ეშმაკურად გამიღიმა.
-ასე ნუ მიყურებ.-ვუთხარი და ოდნავ გვერდით გავიწიე, ჩავიცინე და სმა გავაგრძელე.
-ბევრს ნუ დალევ სიყვარულო.-მითხრა ჰარიმ.
-ეს ჭიქა და ვსიო.
-კარგი.
დიდი ჭიქა ლუდიც ჩავცალე და საცეკვაოდ გავედი, ჰარიმ უარი მითხრა , ვერ ვდგებიო და ძალიან მეწყინა, მარტო ვიდექი და უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებდი, ფეხები არ მემორჩილებოდა.
უცბად წინ ვიღაც მთვრალი, ქერა ბიჭი დამიდგა.
-გამარჯობა თოჯინა.-მითხრა მან.
-გამარჯობა და ნახვამდის.-სწერვულად გავუღიმე.
-არ გინდა ერთად ვიცეკვოთ? კარგად დაფიქრდი.
-არ მინდა.
-მე კიდევ მინდა.-მითხრა და ხელი წელზე მომხვია, მის ასეთ საქციელზე ძალიან გავღიზიანდი, ხელი მკერდზე ვკარი და კედელს მიენარცხა, თავში ლუკასი ამომიტივტივდა და კიდევ უფრო ცუდად გავხდი.
-არ გაბედო და აღარ შემეხო! ნაბიჭვარო! გვერდით გაიხედე, ჩემი შეყვარებული აი იქ ზის, გირჩევნია მის მოსვლადე აქედან დაიკარგო.-ვუთხარი ხმამაღლა.
-იქ ვერავის ვხედავ.-მითხრა ირონიით, თვალი ჩემს თითს გავაყოლე, ჰარი მართლაც აღარ იჯდა იმ სკამზე სადაც დავტოვე, წამით შემეშინდა, შემდეგ კი უკნიდან მისი ხმა მომესმა.
-რაიმე პრობლემაა? მისი შეყვარებული მე ვარ.-თქვა ჰარიმ და წარბები შეჭმუხნა, ბიჭმა კი თვალები აარიდა და მუშტი შეკრა.
-არანაირი საყვარელო, ის უკვე მიდიოდა.-ვუთხარი მას.
-აჯობებს თუ ახლავე გაეცლება ამ ადგილს.-თქვა მის გასაგონად, ბიჭმა თვალები აატრიალა და წავიდა.-შენ სულ გაგიჟდი?-მომიბრუნდა ჰარი.
-ჩემთან რა გინდა?
-რას ნიშნავს რა მინდა? დგახარ აქ , ცეკვავ და ვიღაც ტიპს გაუბი საუბარი.
-მე მხოლოდ ის ვუთხარი რომ თუარ წავიდოდა შენ მოხვიდოდი.
-რა უნდოდა?
-მეცეკვეო.
-მერე გეცეკვა, ხომ ძლაიან გინდოდა მეწყვილე.
-ჰარი რეებს ბოდავ, შენი აზრით მართლა დავიწყებდი იმ ტიპთან ერთად ცეკვას?-ვყვიროდი, რადგან ჩემს ხმას მუსიკა ფარავდა.
-ჯანდაბა, წამოდი, გარეთ გავიდეთ, უკეთ აგიხსნი.-ხელი მაჯაში ჩამავლო და აივანზე გამიყვანა.
-გისმენ.-ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე.
-მისმენ კი არა მეორედ მარტო არსად წახვალ.
-რაა? ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ სულ შარში ეხვევი კენდალ!
-ტონს დაუწიე! დაიღალე არა ჩემი პრობლემებით?
-მე ეს არ მითქვამს.
-მაგრამ ეს იგულსიხმე!
-რატომ არ გესმის ? არ მსიამოვნებს როცა ვინმე გეხება.
-ხომ წავიდა ის ტიპი? რა გინდა?
-შეიძლება არ წასულიყო, მე რომ არ მოვსულიყავი.
-მადლობა რომ მოხვედი.-სწერვულად გავუღიმე.
-ნუ მესწერვები.
-საერთოდაც შენი ბრალია ის ტიპი რომ მოვიდა!
-რაა?
-ხო, შენი ბრალია, გთხოვე რომ წამოსულიყავი, მაგრამ თურმე ფეხზე ვერ დგებოდი, ახლა როგორ დგახარ აქ და კიდევ მე მადანაშაულებ? გრცხვენოდეს ჰარი.
-დიახ! არ შემეძლო ცეკვა, შენ არ შეგეძლო ჩემთან დარჩენილიყავი? თუ მაინცდამაინც უნდა გეცეკვა?
-აქ გასართობად წამოვედი.
-აქ ერთად წამოვედით კენდალ!
-ერთად წამოვედით და მარტო მივდიდვარ ჰარი სტაილს!-ვთქვი და დარბაზში დავბრუნდი, იქედან კი გასასვლელში გავიჭერი, ჰარის ნაბიჯების ხმა მესმოდა, უკან მომყვებოდა.
-კენდალ გაჩერდი!-მეძახდა ის,მაგრამ არ ვჩერდებოდი, შენობის გარეთ გავედი რადროსაც დამეწია და მკლავში ხელი მტაცა, მანქანას მიმახეთქა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა.
-რა გინდა? გამიშვი!
-ნუ ჯიუტობ! აქედან ერთად წავალთ.-მითხრა მან.
-ჰო როგორ არა.-ჩავიცინე მე და ვცადე წავსულიყავი, თუმცა ისევ არ გამიშვა, ამჯერად მანქანის კარი გააღო .
-ჩაჯექი, სწრაფად!
-არ ჩავჯდები.
-ნუ იქცევი ბავშვივით.
-არ ჩავჯდები ჰარი!
-ეს ბრძანებაა!
-როდის მერე გასცემ ბრძანებებს?
-დღეიდან პატარავ, ახლა კი ჩაჯექი, თორემ მეთვითონ ჩაგსვავ.
-ჯანდაბა!-ამოვიოხრე და მანქანაში ჩავჯექი.-საჭესთან ვერ დაჯდები, ნასვამი ხარ.
-პირველად არ ვჯდები ნასვამი საჭესთან, ნუ გეშინია, აჯობებს ჩუმად იყო.-მითხრა და მანქანა დაქოქა, დიდი სისწრაფით მიდიოდა, მეშინოდა რამეს არ დავჯახებოდით.
-ჰარი ცოტა ნელა იარე.
-ნუ გეშინია, თითქმის მივედით.
-მე ჩემს სახლში მინდა.
-გაჩუმდი კენდალ.
ხმა აღარ ამომიღია, რადგან აზრი არ ჰქონდა, მისი ასეთი ქცევა ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმეედებდა, მაინც ვერ ვხვდებოდი რაში ვიყავი დამნაშავე.
მალე მანქანა თავის სახლთან გააჩერა, გადავედით და სახლში შევედით გთუარა მის ოთახში შევედი.
-კარი გააღე.-დამიძახა მან.
-ვიცვლი.
-რომ გამოიცვლი გააღებ.
-არა!
-შენ მაიძულე.-მითხრა და მალე კარი გააღო, თურმე მორე გასაღები ჰქონია.
-ჰარი!-კაბა შიშველ სხეულზე ავიფარე, მხოლოდ ტრუსი მეცვა.
-სულ ჯიუტობ! სულ მეწინაღმდეგები, ეს კი არ მომწონს პატარავ, იცოდე ამის გამო დაისჯები!
-შენი არ მეშინია და აქედან გადი ჰარი, ნასვამი ხარ, ხვალ ვისაუბროთ.
-მე დღეს მინდა, გავარკვიოთ რა გინდა, რატომ არ გესმის რომ როცა სხვა გეხება თავს ვერ ვაკონტროლებ, როცა სხვა გიღიმის ან გესაუბრება მაშინაც კი!
-შენ რატომ არ გესმის რომ საეჭვიანო არაფერია და მე დამნაშავე არ ვარ! რა ჩემი ბრალია თუ ვიღაც იდიოტი მოდის მეცეკვეო? რის გამო ვჩხუბობთ საერთოდ!-უცბად სიცილი დაიყწო, არ მესმოდა რა აცინებდა, შემდეგ კი მივხვდი, თურმე საუბრისას კაბას აქეთ-იქით ვაფრიალებდი, რა სულელი ვარ! მთლიანად გავწითლდი და კაბა მკერდზე ავიფარე, მან კი ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა და ჩემსკენ დაიწყო სვლა.
-----
👀😅ინტრიგა in action ..vote 🤩

▫️He's eyes💚(დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora