#ჰარი#
დილით ორივე ადრე ავდექით, მოვწესრიგდით და ჩვენი ჩანთები მოვიმარჯვეთ, ბავშვებს დანიშნულ ადგილას შევხვდით და მანქანებში განაწილება დავიწყეთ.
ჩემს მანქანაში მე, კენი, ნაილი და ზეინი ჩავსხედით, ლუისთან ტესა , ლიამი და ბარბარა, მესამე მანქანა აღარ დაგვჭირვებია.
გზაში მუსიკები ჩავრთე, ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით, განსაკუთრებით კი ნაილი.
-ისე ძალიან მომშვივდა, იმედია სასტუმროში კარგი მენიუ ექნებათ.-დაიწუწუნა მან.
-კი ნაილ, სასტუმრო გოგოებმა შევარჩიეთ, ეჭვიც არ შეგეპაროს.-უთხრა კენმა მას, კენი ჩემს გვერდით იჯდა, მისი ხელი მეჭირა და ისე ვმართავდი მანქანას.
მალე ყველა მუსკკას ავყევით და მხიარული ჰანგებით მივედით სასტუმრომდე, რომელსაც დიდი აუზი ჰქონდა და ირგვლივ ზღვადასხვა გასართობი შენობები.
ლუისის მანქანა ჩვენს უკან გაჩერდა, ისინიც გადმოვიდნენ, ბარბარას სახეზე ფერი არ ედო.
-ბარბი ხომ კარგად ხარ?-ჰკითხა კენმა.
-კი, კარგადაა, უბრალოდ გული აერია გზაში, დასვენება არ აწყენდა.-უპასუხა ლიამმა მას.
-ხო, ახლა დავისვენოთ და ცოტა ხანში კაფეში შევიკრიბოთ.-ვუთხარი მათ.
-რამდენი ნომერი დაჯავშნეთ?-ჰკითხა გოგონებს ზეინმა.
-ოთხი.-უპასუხა ტესამ.
-მე და ნაილი ერთ ნომერში? იქნებ ჩვენც ვიშოვოთ მეწყვილეები.-ამოიბუტბუტა ზეინმა.
-თუ ეგრე მოხდა ერთი ოთახი დაამატეთ.-ვთქვი და ჩავიცინე.
ყველანი სასტუმროში შევედით და ჩვენ-ჩვენს ნომრებში გავნაწილდით, საბედნიეროდ ყველა ერთ სართულზე ვიყავით.
მთლიანი სასტუმრო ულამაზესი იყო, ჩვენი ნომერი კი ძალიან მყუდრო და სადა, შევედით თუარა საწოლზე გავგორდით.
-ძალიან მომწონს აქაურობა.-მითხრა კენმა.
-მეც, პატარავ.-ვუთხარი და ჩავეხუტე.
მალე ლამაზი ხედით დავიწყეთ ტკბობა, ცოტა ხანში კი ბავშვებთან ერთად კაფეში შევიკრიბეთ, პიცები და დესერტები შევუკვეთეთ გამაგრილებელ სასმელთან ერთად და ვივახშმეთ.
-ხვალ აუზზე წავიდეთ, ძალიან ცხელა.-თქვა ლუისმა.
-ჰო, აუცილებლად.--დავეთანხმე მე.
-აუ ჰარი, საცურაო კოსტუმის წამოღება დამავიწყდა.-ჩამჩურჩულა კენმა.
-ახალი ვიყიდოთ, მეც არ წამომიღია.
-კარგი.
ვახშმობის შემდეგ ისევ ჩვენ-ჩვენს ნომრებში გავნაწილდით.
#კენდალი#
მე და ჰარი ჩვენს ნომერში ავედით, ორივემ გამოვიცვალეთ და დიდ , თეთრ და ფუმფულა თეთრეულში გავეხვიეთ, სანამ დავიძინებდით ცოტა ვისაუბრეთ და ვიცინეთ კიდეც.
დაახლოებით ათი საათი იყო თვალები რომ გავახილე, ჰარის ჯერკიდევ ეძინა, დრო ვიხელთე და სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი, შემდეგ კი ჰარიც გავაღვიძე კოცნით.
-დილამშვიდობისა ბუ.
-დილამშვიდობის ანგელოზო.
-ადექი რა, ხომ გახსოვს შუადღეს აუზზე მივდივართ, ჩვენ კი საცურაო კოსტუმები გვაქვს საყიდელი.
-კარგი პატარავ, ყველაფერს მოვასწრებთ ნუ ღელავ.-მითხრა მან და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი წამოდგა და თვითონაც სააბაზანოში შევიდა.
როცა ორივე მოვწესრიგდით ბავშვებს დავურეკეთ და ყველა ერთად შევიკრიბეთ კაფეში რომ გვესაუზმა, საუზმის შემდეგ კი სასტუმრო დავტოვეთ და მოლში შევიარეთ, როელიც იქვე იყო, სანამ ჰარი თავისთვის არჩევდა კოსტუმს მეც დავიწყე რამდენიმეს მოზომვა, ისე ვიყიდე რომ ჰარის არ დაენახა, ბავშვებმაც იყიდეს რაღაცეები.
-მე უკვე ავარჩიე პატარავ, ახლა შენი ჯერია.-მისი საცურაო შორტი მანახა.
-მე უკვე ვიყიდე.-ცალი თვალი ჩავუკარი მას.
-რაა? მინდოდა მეც მოგხმარებოდი არჩევაში კენ, მანახე აბა.
-სიურპრიზია, შუადღეს ნახავ.
-ოჰ, კარგი.
სასტუმროში ყველა ერთად დავბრუნდით, ადგილი დავთქვით და დავიშალეთ.
-კენ ამდენი ხანი რას იცვამ?-მესმის სააბაზანოში ჰარის წუწუნი.
-ახლავე ჰარი, თითქმის მზად ვარ.-გავძახე და მალე სააბაზანოდან გავედი, საწოლზე იჯდა და დაღლილი თვალებით მიყურებდა, თუმცა როცა კარგად შემომხედა თვალები გააფართოვა და ეშმაკურად გაიღიმა.
-ეს კოსტუმი...ძალიან სექსუალურია კენ, არა, ასე არ წამოხვალ.-თქვა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.
შავი მოკლე ტრუსი და ზევით ამავე ფერის , ლამაზი ონამენტებიანი ლიფი მეცვა, მოლში საცურაო კოსტუმებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი მას.
-ოჰ, არა ჰარი, ასე წამოვალ.
-რა გინდა რომ ყველა გამვლელ ბიჭს შენზე აუდგეს კენ?-მკითხა მან, მის კითვაზე ჩამეცინა, შემდეგ კი სახე დავასერიოზულე და ხელები გადავაჯვარედინე როგორც მჩვევია.
-საერთოდ არ წამოვალ მაშინ.
-ეს არ მითქვამს, უბრალოდ სხვა რამ რომ ჩაიცვა?
-კარგი რა ჰარი, მე ეს მომწონს, სხვა არც მაქვს.
-კარგი გეცვას, ოღონდ გვერდიდან არ მომშორდები.-მითხრა მკაცრი ტონით და თვითონაც ჩაიცვა თავისი კოსტუმი, ორივე მოვემზადეთ და ბავშვებს აუზზე შევხვდით.
-არაჩვეულებრივი ამინდია.-აღნიშნა ზეინმა.
-ჰო, კარაგადაც დავიზაგრებით.-თქვა ტესამ.
-ჩემთვის დიდხანს მზეზე ყოფნა არ შეიძლება გოგონებო.-გვითხრა ბარბარამ.
-ჰო , ვიცი და ამიტომ ჩრდილში დაჯდები.-უთხრა მას ლიამმა.
ბიჭები მალევე აუზში ჩავიდნენ, რომელიც საკმაოდ ღრმა და დიდი იყო, ცურავდნენ და ხანდახან ჩვენსკენ მოდიოდნენ, ჰარი მზერას არ მაშორებდა, როგორცკი დაინახავდა გვერდით ბიჭი გამივლიდა მზად იყო აუზიდან ამომხტარიყო.
-ნახე ჰარი როგორ გიყურებს.-ჩაიცინა ბარბარამ.
-ეჭვიანია, თან საშინლად და მესაკუთრეც.-ვუთხარი მას.
-ვიცნობ კენ, მაგრამ ერთადერთი ხარ ვისზეც ასე ეჭვიანობს.
-თქვენ არ ჩამოხვალთ?-გვკითხა ნაილმა.
-მე ჩამოვალ.-უპასუხა მას ტესამ, ლუისმა ტესას ხმა გაიგო და მაშივე მასთან მივიდა, ფრთხილად ჩაიყვანა აუზში ტესა და ხელები წელზე მოხვია.
-რა რომანტიკაა.-ვთქვი და ჩავიცინე.
-შენ არ ჩადიხარ?-მკითხა ბარბარამ.
-გაგიკვირდება და ცურვა არ ვიცი.
-არ მიკვირს, არც მე ვიცი, მაგრამ ექიმმა მითხრა კარგი იქნება თუ ვინმეს დახმარებით ჩახვალ ცოტა ხნითო, აი ლიამი მოდის და ჩამიყვანს.
ლიამმა ბარბარა წაიყვანა და ნაპირზე მარტო დავრჩი, ჩვენს გარდა უამრავი ადამიანი იყო, მაგრამ თავს მარტო ვგრძნობდი.
მოულოდნელად აუზიდან ჰარი ამოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-რას შვრები ლამაზო?
-მზეს ვეფიცხები.
-მგონი გეყოფა, მხრები აგიწითლდა.
-ჰოო? ახლავე კრემს წავისვამ.
-მომეცი, მე წაგისვამ პატარავ.-კრემის შეფუთვა გავუწოდე და მანაც ნაზად დამიწყო მხრებზე წასმა, ცოტა სახეზეც წამისვა, მთლიანი სახე მიბზინავდა.
-მადლობა.-ვუთხარი და ტუჩებზე კოცნა დავუტოვე.
-აუზში არ ჩამოხვალ?
-ჰარი ცურვა არ ვიცი.
-გასწავლი პატარავ.
-ჰმ, კარგი ცოტა ხანში ჩავიდეთ.-ვუთხარი მას.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში მე და ჰარიც შევუერთდით ბავშვებს, ჰარის ხელს არ ვუშვებდი და მთლიან სხეულზე ვეკროდი, წყალი ოდნავ ცივი იყო და თავიდან კანკალმა ამიტანა, მაგრამ მალე მივეჩვიე, ჰარიმ ხელები წელზე მომხვია.
-აი ასე, ახლა ზურგზე დაწექი და მუცელი ჰაერით გაბერე.-მასწავლიდა ის.
საბოლოოდ ცურვა ასეთუისე ვისწავლე, მაგრამ ჰარის მაინც არ ვშორდებოდი, მანიშნა გავყოლოდი და განვცალკევდით, მოულოდნელად თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა, ჩამეღიმა და კოცნაში ავყევი, ხელებს ჩემს წელზე ასრიალებდა, შემდეგ კი საჯდომზეც გადაინაცვლა, კოცნა უფრო გააღრმავა, ორივე ძალიან აგზნებულები ვიყავით,ხელი მის საცურაო კოსტუმში ჩავაცურე და მის გამაგრებულ სასქესო ორგანოს შევახე, რაზეც ამოიხვნეშა და თავისკენ უფრო მიმიზიდა.
-კარგი ჰარი გვეყოს, ვინმე დაგვინახავს.-შევაჩერე ის.
-ახლა გინდა რომ შევწყვიტოთ? ძალიან მინდიხარ კენ.
-უნდა მოითმინო ბუ.
-ღმერთო...კარგი.-მითხრა და ნაზად მაკოცა ყელში.
მალე ისევ ბავშვებს შევუერთდით, ტესა და ლუისი ნაპირზე ისხდნენ, ზეინი ვიღაც უცხო გოგონებს ესაუბრებოდა, ნაილი ,ლიამი და ბარბარა კი ბურთით თამაშობდნენ.
-ბარბი ახლა დროა აუზიდან ავიდეთ, ხომ გახსოვს დიდხანს მზეზე ყოფნა არ შეიძლება.-უთხრა მას ლიამმა.
-კარგი საყვარელო, თან ცოტაარიყოს დავიღალე.
ორივე ამოვიდნენ აუზიდან , აუზში მხოლოდ ნაილი და ჩვენ დავრჩით.
-კოქტეილები არ გინდათ?-ვიკითხე მე.
-დიდი სიამოვნებით დავლევდი.-მიპასუხა ბარბიმ.
-წავალ მოვიტან.-ვთქვი და აუზიდან ამოვედი, ჰარი წყალზე ზურგით იწვა , თვალები დახუჭული ჰქონდა და ფიქრებში იყო გართული.
-მეც მოგეხმარები.-გამომყვა ნაილიც.
ბარმენთან მივედით და რამდენიმე ჭიქა უალკოჰოლო სასმელი ვიყიდეთ, სანამ ჭიქებში ანაწილებდა ნაილმა ვიღაც გოგოს გააპარა თვალი.
-ნახე რა სილამაზეა.-მითხრა მან.
-აბა.-ჩამეცინა მე.
-ახლავე მოვალ.-თქვა და იმ გოგოს გაეკიდა, ჩამეცინა და ბარმენს მივუბრუნდი, სამი ჭიქა ჩამოასხა, ვუთხარი რომ დანარჩენს ნაილი წამოიღებდა და ბავშვებისკენ დავიძარი.
უცბად ვიღაცის მხარზე შეხება ვიგრძენი, უკან მივბუნდი, ჩემს უკან ქერათმიანი, ცისფერთვალება ტიპი იდგა.
ESTÁS LEYENDO
▫️He's eyes💚(დასრულებული)
Romanceმთავარ როლში არიან Harry styles და kendall jener-ი. კენდალი ცხრამეტი წლის გოგონაა რომელმაც რთული ბავშვობა გამოიარა, ის ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ ადამიანებთან ერთად და სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში მწვანეთვალება ბიჭი (ჰარი) რომელიც თავდაყირა აყ...