შუადღეს კოლეჯის დირექტორმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა იმისთვის რაც მოხდა და მითხრა რომ სერთიფიკატს მალე გადმომცემდა, ლუკასი დაუჭერიათ და ახალი მასწავლებლის ძებნა დაუწყიათ.
ფილმს ვუყურებდით როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა, კარი ბარბიმ გააღო, ბიჭები რიგრიგობით შემოვიდნენ , ლიამი ბარბარას ჩაეხუტა და ცალკე ოთახში გავდინენ, ჰარი კი გვერდით მომიჯდა , დანარჩენებიც ჩვენთან დასხდნენ.
-გავიგეთ რაც მოხდა კენ, ძალიან ვწუხვართ, დიდი უსიამოვნება შეგმთხვევია.-მითხრა ზეინმა.
-არაუშავს, რაც იყო ჩაიარა ბავშვებო, თქვენ სად დაიკარგეთ, როგორ ხართ?
-ჩვენ კარგად.-მიპასუხა ნაილმა,-აი ლუისი კი მგონი შეყვარებულია და ვერ გამოვტეხეთ.
-ლუის? ვაპირებდი შენთან საუბარს, ბოლო დროს უცნაურად იქცევი და იქნებ მერე გაგვარკვიო რაშია საქმე.-ვუთხარი მას.
-აი ბარბარა და ლიამიც რომ მოვლენ გეტყვით კენ.
-კარგი.
მალე ბარბი და ლიამი ოთახიდან ხელიხელ ცაკიდებულები გამოვიდნენ, როგორც ჩანს მოგვარდნენ.
-აბა, რა ქენით, შერიგდით?
-კი, ავუხსენი რომ მაშინ უბრალოდ ემოციებს ავყევი.
-ძალიან კარგი.-ვუთხარი მას.
ბარბარა ბედნიერი ჩანდა, სულ იღიმოდა, ლიამი კი მუცელზე ეფერებოდა.
-მოკლედ სწორად ეჭვობდით, შეყვარებული ვარ, მაგრამ საქმე რთულადაა.-თქვა ლუისმა შუა საუბრის დროს.
-მერე ჩვენ აქ რისთვის ვართ? დაიწყე მოყოლა.-უთხრა ჰარიმ.
-ერთი გოგოა, ტესა ჰქვია, ძალიან მიყვარს, აი ვერ წარმოიდგენთ რა მემართება როცა მას ვხედავ, მაგრამ თვითონ სულ თავს მარიდებს.
-მოიცადე ეს ის ტესაა? ჩვენი უბნელი?-ჰკითხა ზეინმა მას.
-ჰო.-უცნაურად გაუღიმა ლუისმა.
-თავს რატომ გარიდებს, მორცხვია?-ვკითხე მე.
-არა, საქმე იმაშია რომ..მოკლედ ბიჭები ადრე ნიზლავზე ვთამაშობდით კარტს და მე წავაგე, წაგებულს ტესასთვის უნდა ეკოცნა და სიყვარული აეხსნა, შემდეგ კი ერთქვა რომ თამაშის გამო გააკეთა ეს, ხოდა წაგებული მე აღმოვჩნდი, ტესას გული საშინლად ვატკინე, ახლა რომ იგივე ვუთხრა ისევ ეგონება რომ ვატყუებ, აღარც კი მეკარება.
-რა საძაგლები ხართ ეს ბიჭები რა.-თქვა ბარბარამ,რაზეც ლიამმა ცალი წარბი აუწია,-შენ არა დათუნია.-უთხრა მას, ყველამ ჩავიცინეთ.
-ლუის ვფიქრობ აჯობებს თუ დაელაპარაკები, აუხსნი რომ გინდა ურთიერთობა სცადო მასთან...ძალიანაც ნუ ააჩქარებ, კარგად გაგიცნოს და დაინახოს რომ ნანობ შენს საქციელს.-ვუთხარი ლუისს.
-ეგრე ვაპირებ,იმედია გამომივა.
-ჩვენც დაგეხმარებით.-უთხრა ნაილმა.
-რათქმაუნდა, გაგვაცანი და სულ სხვა კუთხით გაგიცნობს, რეალურ ლუისს დაინახავს.
-მადლობა ბავშებო, იმედია გამომივა.
-წარმატებები ლუ.-ვუთხარი მას.
საღამომდე ყველანი ჩემთან იყვნენ, ფილმსაც ვუყურეთ და ბარბარას ორსულობის ამბავიც ავღნიშნეთ, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველა წავიდა, ჰარი დარჩა, რაც ყველას გაუკვირდა, მათ უთხრა რომ ჩემთან რაღაც საკითხზე სურდა საუბარი.
-გისმენ ჰარი.-ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე.
-არ გინდა გავისეირნოთ?
-აბა საქმე მაქვსო?
-კი, მინდა შენთან საუბარი.
-კარგი, დამელოდე.-კედები ამოვიცვი და ქურთუკიც მოვიცვი, შემდეგ კი ორივე ქუჩას გავუყევით.
-რამდენი ნამიოკი ჩამირტყი სარაზე, გგონია ვერ მივხვდი?-მართალი იყო, რამენჯერმე „წავკბინე“...-კენ, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ის გოგო არავინ არაა ჩემთვის.
-ამას რატომ მიხსნი ჰარი, თითქოს ვვეჭვიამობდე, ჩვენ ხომ არაფერი გვაკავშირებს.
-მისმინე და აღარ გამაწყვეტინო.-მითხრა ბოხი ტონით.-ის გოგო მეტენება, უბრალოდ ნაშაა, რომელთანაც მხოლოდ ერთი ღამე გავატარე, იმის მერე მთხოვს მასთან მივიდე და ურთიერთობა წამოვიწყოთ, დღეს ვიყავი მისული და ყველაფერი ავუხსენი, გარკვევით ვუთხარი რომ არაფერს წარმოადგენს და ჩემი გული დაკავებულია.
-შენი გული დაკავებულია?-დავუსვი კითხვა.
ბნელ ქუჩაში ვიდექით, მხოლოდ ჩვენ ორნი, ირგვლვ არავინ იყო, მხოლოდ მთვარის შუქი გვინათებდა გზებს.
-ჰო, დაკავებულია.-მიპასუხა მან.
-გასაგებია.-იქნებ ვინმე უყვარს, იქნებ მეც ისე მიყურებს როგორც სარას.
-სარაზე გაიგე?
-კი, და არ ხარ ვალდებული რომ მე ამას მიხსნიდე, არ მიეჭვიან...-დასრულება არ მაცადა ისე მიმიზიდა თავისკენ და მომაწება ტუჩები.
-იცი ვინ დაიკავა ჩემს გულში ადგილი?-მკითხა როდესაც ტუჩები მომაშორა.
-ვინ?
-შენ კენ, შენ დაიკავე ჩემს გულში უდიდესი ადგილი.-ამ სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა, ალბათ ლოყებიც საშინლად გამიწითლდა, რაღაც უცნაურმა გრძნობამ გამიელვა სხეულში, ლამის ხელებში ჩავადნი ჰარის, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც მისი ხელი სახეზე ვიგრძენო.-ვერ ხვდები? რომ როდესაც შენთან ვარ ყველა პრობლემა მავიწყდება, რომ შენთან ყოფნა მიყვარს და სულ ვცდილობ ახლოს მყავდე, ვერ ხვდები როგორ მიცემს გული როცა გიყურებ შენს ლამაზ, დიდ, შავ თვალებში? ხელი მომეცი,-ჩემი ხელი მკერდზე მიიდო.-აი ნახე, როგორ სცემს ეს გული მხოლოდ შენთვის!-უკვე ცრემლები მომდიოდა, გული ამდენ ემოციას ვეღარ იტევდა, მინდოდა ძლიერად მოვხვეოდი, მაგრამ ვერ ვბედავდი, რაღაც მაკავებდა.-მინდა შეიგნო, რომ მიყვარხარ კენდალ ჯენერ! და არასდროს დაგთმობ, მინდა რომ ჩემი გერქვას, მე კიდევ შენი.-საუბარი დაამთავრა, სიჩუმე ჩამოვარდა, თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და თავი ძირს დავხარე.
-ასე მგონია რომ ეს ყველაფერი სიზმარია.-გავიღიმე და ხელზე ვიჩქმიტე.
-არა კენ, ეს რეალობაა, მე აქ ვდგავარ, შენს წინ და სიყვარულს გიხსნი, შეეშვი ხელს, ნუ დაილურჯე.
-ჰარი მე...
-თუ შენც იმავეს გრძნობ უბრალოდ მითხარი, ნუღარ მაწვალებ კენ, თუ კი გარკვევა გჭირდება საკუთარ თავშ დაგელოდები, რამდენ ხანსაც გინდა, უბრალოდ მჭირდები, მიყვარხარ და ისიც დასაფასებელია რომ მისმენ, რომ ჩემს გვერდით ხარ.
-ჰარი მესმის შენი, მაგრამ მინდა რომ კარგად დავფიქრდე სანამ პასუხს გეტყვი, კარგი?
-კარგი, მთავარია მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ძლივს მოვაბი სიტყვებს თავი, ასე არავისთან მისაუბრია.
-და მაინც რა გიყვარს ჩემში ჰარი, რატომ მაინცდამაინც მე, შენ რომ უამრავი გოგო გყავს....
-მკიდია ყველა! მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი პულსი გაზარდო, მხოლოდ შენ შემაყვარე სიგიჟემდე თავი და რა მიყვარს შენში? ყველაფერი კენ, აბსოლუტურად ყველაფერი.
-კარგი დამშვიდდი, როგორც უკვე გითხარი მე უნდა დავფიქრდე ჰარი.
-დაველოდები შენს პასუხს, მოუთმენლად პატარავ.
მალე ჩვენ-ჩვენ სახლებში დავბრუნდით, მისვლისთანავე ქურთუკი გავიხადე და ოთახში შევედი, საწოლზე გავგორდი და მუსიკები ჩავრთე, თან ჩემზე და ჰარიზე დავიწყე ფიქრი, ცოტა ხნის წინ მომხდარზე და მის სიტყვებზე, არა, ეჭვი არ მეპარება რომ ვუყვარვარ, მან ხომ ჩემთვის ამდენი რამ გააკეთა, მაგრამ თითქოს მეშინია, მეშინია ან ჩემი ეჭვები არ გამართლდეს,ან კიდევ გული არ მეტკინოს...
მთელი ღამე ფიქრში გავატარე, გვიან ჩამეძინა, რაც დილით ჩემს თვალებსაც დაეტყოთ.
ვინაიდან კოლეჯში არ ვიყავი წასასვლეი საუზმე მოვამზადე და მშვიდად ვისაუზმე, შემდეგ ისევ ფიქრებში გადავეშვი, შუადღეს გადავწყვიტე მარტო გამესეირნა რომ ბოლო-ბოლო გადაწყვეტილება მიმეღო, ქუჩას გავუყევი სკვერამდე, სკვერში ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე, თუმცა გადაწყვეტილებამდე ვერ მივედი, როდესაც მოსაღამოვდა სახლში ვბრუნდებოდი რა წამსაც ბარბიმ დამირეკა.
-გისმენ ბარბი.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც.
-ლიამთან ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი, სად ხარ?
-ახლა სკვერში, სახლში ვბრუნდებოდი, რა ხდება?
-თუ შეგიძლია ჩვენთან მოდი, მომენატრე და შენთან საუბარი მინდა.
-სიმართლე გითხრა მეც მინდა შენთან საუბარი.
-ჰოდა რაღას უცდი? ახლავე აქ გაჩნდი.-ჩაიცინა მან.
-კარგი, მოვდივარ.
ბარბარას და ლიამის სახლში მივედი, არაჩვეულებრივი, პატარა და მყუდრო სახლი ჰქონდათ, ორსართულიანი, თავისი აუზით, კარი ბარაბარამ გამიღო და მაშინვე მომეხვია, ტკბილეულებით სავსე ცელოფანი გავუწოდე და ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა, ლიამიც შემეგება და გადამკოცნა.
-მოდი, დაჯექი.-მიმანიშნა დივანზე, პატარა მაგიდა გაეშალა სადაც ხილი და ორცხობილები იდო.
-აბა როგორ არის პატარა?-ვკითხე მას.
-კარგად არის, თუმცა დედასავით ღორმუცელაა.-მიპასუხა მის მაგივრად ლიამმა, ჩავიცინე და წვენი მოვსვი.
-ლიამ, საყვარელო, თუ შეგიძლია ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე გოგონები.-გაეკრიჭა ბარბარა.
-არ არის პრობლემა, ფეხბურთი იწყება თან.-აირბინა ზედა სართულზე.
-კენ, მოკლედ მივხვდი რომ გუშინ რაღაც ხდებოდა, ჰარისთან დაკავშირებით.
-მართალი ხარ, რაღაც კიარა დიდი რამ მოხდა.
-მოყევი ახლა.
ბარბარას ყველაფერი მოვუყევი, სიხარულისგან დიდზე გაეღიმა .
-აი ხომ გეუბნებოდი, ბოლო დროსაც ძალიან ეტყობოდა კენ, ისე გივლიდა და ნერვიულობდა შენზე ვერ წარმოიდგენ.
-ვიცი ბარბი, მაგრამ არ ვიცი რა პასუხი გავცე, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ ჩემს გრძნობებში.
-კარგად დაფიქრდი, გატყობ რომ შენც არ ხარ გულგრილი მის მიმართ, დიდხასაც ნუ დატანჯავ ბიჭს.
-არა რას ამბობ, არ ვაპირებ საუკუნეები ვალოდინო.
-ჰო, ძალიანაც ნუ იჩქარებ, საკუთარ გულს მოუსმინე.
-მადლობა ბარბი, მჭირდებოდა რომ ვინმესთვის მომეყოლა.
-ხომ იცი როგორც შემიძლია მხარში დაგიდგები, ისევე როგორც შენ გააკეთე ეს.-გამიღიმა მან.
-ვიცი და მაგიტომ მიყვარხარ.
-ჩვენც გვიყვარხარ დეიდა კენდალ.-თქვა ბავშვის ხმით რაზეც ორივემ ჩავიცინეთ.
-ლიამი როგორ იქცევა?
-მაკვირვებს, მეც და პატარასაც ძალიან კარგად გვივლის, რაც მინდა ყველაფერს მისრულებს, დილით სულ საუზმეს მახვედრებს და ძალიან ნანობს რომ ისე მოიქცა.
-კარგია თუ იაზრებს, მეც შევატყე.
დაახლოებით ერთ საათში მათი სახლიდან წამოვედი, ლიამმა აიჩემა მე მიგიყვან სახლამდეო, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მარტო მინდოდა წასვლა, ტაქსი გავაჩერე და უკანა სავარძელზე მოვთავსდი, სანამ სახლში მივიდოდი ისევ ვფიქრობდი.
სახლში შევედი და გადავწყვიტე ცოტა ხანს აღარ მეფიქრა, გული რასაც მიკარნახებდა ის გამეკეთებინა, ცოტა ხნით ლუისს დავურეკე და ტესაზე ვისაუბრეთ, შემდეგ კი ნაილმა დამირეკა და იმდენი მაცინა ხასიათი გამომიკეთა, ზეინიც მასთან იყო და ერთად ცდილობდნენ ჩემს გამხიარულებას.
აი ბოლოს კი დავწექი , ყველა მოგონება და განვლილი დღეები ჰარისთან ერთად გონებაში ამომიტივტივდა და გადაწყვეტილება მივიღე.
----
ესეეეც ასეე, აბა როგორი თავი იყოო და რას ფიქრობთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კენი❣🤗
VOCÊ ESTÁ LENDO
▫️He's eyes💚(დასრულებული)
Romanceმთავარ როლში არიან Harry styles და kendall jener-ი. კენდალი ცხრამეტი წლის გოგონაა რომელმაც რთული ბავშვობა გამოიარა, ის ახალ ცხოვრებას იწყებს ახალ ადამიანებთან ერთად და სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში მწვანეთვალება ბიჭი (ჰარი) რომელიც თავდაყირა აყ...