ქალაქელი 👋😇

831 60 5
                                    


ჩემს ოთახში ისევ რემონტია, ამიტომ გადავწყვიტე გარეთ გამესეირნა, თეთრი ბოტასებით
გარეთ გავედი დედაჩემი მართალი იყო კარგია სუფთა ჰაერი, სახლსაც არაუშავს მგონი ვეჩვევი...
უცებ სადღაციდან ძაღლი გამოვარდა და ზედ შემახტა მეც წონასწორობა დავკარგე და ამ ტალახიან ბალახზე დავეცი.
-აუჩ_ვიყვირე მე და ამ დროს ის სოფლელი ბიჭი გამოვიდა, ძაღლი მომაშორა.
-მაპატიე_მეუბნება ის და ხელს მიწვდის რათა ავდგე.
-რა გაპატიო შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ ნახე რა მიქენი, მომაშორე ეგ იდიოტი ძაღლი..._დავიწყე ყვირილი თუმცა შემაწყვეტინა მან.
-ამ ძაღლს სახელი აქვს და სიტყვები შეარჩიე, სხვათაშორის ტანსაცმლის გამოცვლა შეგიძლია და ნუ წვიკინებ_მეუბნება ის ზიზღით შემდეგ კი მიდის, მე ვდგები და ოთახში გაბრაზებული ავდივარ.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და გარეთ ისევ გავედი, ჰამაკზე ჩამოვჯექი.
ის სოფლელიც გამოვიდა, ყურადღება არ მივაქციე და ნაუშნიკები გავიკეთე, უცებ ჰამაკი შეინჯღრა და მეც ეს სიმყუდროვე დამირღვიეს წამოვხტი.
-აუ ისევ შენ სოფლელო_ვეუბნები მას და ისევ ჰამაკზე ვწვები.
-სხვათაშორის სახელი მაქვს.
-მართლა?_ვეკითხები ირონიულად.
-ნიკა_ამბობს და ჩემსკენ იხედება, ხო ისევ ჰამაკში ჩემს გვერდით წევს.
-მარი_ვამბობ მე და ცოტას ვშორდები, მაინც დისტანცია თორე გადმომედო ძროხის და ძაღლის სუნი (აუუ ვიცი ძაან ძვესკურად იქცევა თუ როგორცაა, მარა ესე ითხოვს მოთხრობა😏) მუსიკები ჩავრთე და ორივე ფიქრებმა გაგვიტაცა.
ავდექი.
-საით?_მითხრა მან და წამოჯდა.
-შენ გაბარო სად მივდივარ?_ვუპასუხე უხეშად.
-რა უხეში ხარ უბრალოდ გკითხე_მითხრა მან, ჰამაკიდან ადგა და წავიდა.
მგონი მართლა ძაან უხეშად მომივიდა, დროა შევეჩვიო ამ საწყალ ბიჭს, ისე სოფლელის არაფერი ეტყობა მარა რადგან აქ ცხოვრობს, არა კი არ ვიცი სად ცხოვრობს ბებიაჩემმა მითხრა მეზობელიაო მარა ფილმს ვუყურებდი და ვერაფერი გავიგე წესივრად, შიგნით შევედი.
უი ხო ოთახში ჯერ ისევ რემონტი მიდის მე კი ზალაში მდივანზე მძინავს, ძლივს მარა არაუშავს სამაგიეროდ მერე მოვისვენებ.
ცოტა შევჭამე, პოპკორნი (თუ როგორცაა) გავაკეთე და ფილმს ჩავუჯექი მალევე კი ჩამეძინა.
გათენდა, მოვწესრიგდი და ქვევით ჩავედი, გარეთ გავედი რადგან ხმაური მომესმა ბებიაჩემი და ვიღაც მოხუცი ქალი იყვნენ და ლაპარაკობდნენ თან ყავას სვამდნენ, ბებიაჩემმა დამინახა.
-მარი მოდი აქ_დამიძახა მეც სხვა რა გზა მქონდა და მივედი.
-გამარჯობა_მივესალმე მოხუცს.
-გამარჯობა შვილო_მითხრა მან.
-ეს არის ნიკას ბებია, ია_მითხრა ბებიაჩემმა.
-სასიამოვნოა, მარი.
-ვიცი_მითხრა მან და გამიღიმა.
-მოდი დაჯექი_მითხრა ბებიამ.
-არა...
-დაჯექი შვილო_მითხრა იამ მეც დავჯექი.
-შეყვარებული გყავს ბები?_მითხრა იამ.
-არა არ მყავს.
-კარგია_თქვა და გაიღიმა.
-რა არის კარგი?_ვკითხე, მაგრამ არაფერი მიპასუხა.
-როგორი ბიჭები მოგწონს?_მკითხა იან მოულოდნელად.
-რავი მაღალი, დაკუნთული, მაგრამ მთავარია ქალაქელი იყოს, კარგი სახლი ჰქონდეს, არ იყოს დედიკოს ბიჭი, კარგი სამსახური ქონდეს, ბევრი შემოსავალი, ნუ რავი ბევრი მოთხოვნილება არ მაქვს_ია გაურკვეველი სახით მიყურებდა.
ბებიაჩემიც არ იყო ძაან გარკვეულობაში.
-მე წავალ_ვთქვი და იქიდან გამოვედი, მდივანზე დავწექი და სნაფჩატზე ჩემს ამერიკელ მეგობარს მივწერე, შემდეგ კი ფილმს ჩავუჯექი.
___
ვიცი პატარაა, მაგრამ სკოლა დამეწყო და დრო არ მყოფნის დასაწერად, ალბათ ყოველ შაბათ-კვირას დავდებ არ ვიცი🤦🤷🤷🤷🙍
Vote & comment

ქალაქელი გოგონა (დასრულებული)Where stories live. Discover now